მინერალოგია – ალმასი

მინერალოგია – ალმასი

ალმასი ბუნებრივი ნახშირბადის ალოტროპიული ფორმაა. ძლიერი წნევითა და ტემპერატურით მუშავდება. ესაა ყველაზე დაუმორჩილებელი მინერალი და ამიტომაც უწოდეს ალმასი – „გაუტეხელი“. დამუშავებულ ალმასს ბრილიანტი ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვას დიდი ხანია იყენებენ, ძვირფას ქვად მხოლოდ მე-14 საუკუნიდან აღიარეს. უმეტესად მოიპოვებენ ავსტრალიაში, ანგოლაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, ვენესუელაში, ნამიბიაში, ა.შ.შ.-ში, ურალში.

სამკურნალო თვისებები

ძველი ინდუსები თვლიდნენ, რომ ალმასის „ვიბრაციები“ დადებითად მოქმედებს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილზე, განსაკუთრებით გულსა და ტვინზე. ალმასი მაღალ ტემპერატურას წევს, ინფექციების, კანის დაავადებების სამკურნალოდ გვეხმარება, დაღლილობის განცდას აქრობს. ძველად მიაჩნდათ, რომ ალმასი შხამსაც უმკლავდება. მინერალი მფლობელს დაავადებებს, კოშმარულ და ცუდ სიზმრებს  „აცილებს“, იპოქონდრიას ებრძვის, ორგანიზმში ქვების დაგროვებას ხელს უშლის. თანამედროვე ლითოთერაპევტების აზრით, დილით 1 ჭიქა „ალმასიანი“ წყლის დალევა სასარგებლოა. იგულისხმება, რომ წყლიან ჭიქაში მთელი ღამე ალმასის სამკაული უნდა გედოთ. ამ პროცედურისთვის არარეკომენდებულია სხვისი სამკაულის ან დაბალი ხარისხის მინერალის გამოყენება. იმპულსური ადამიანებისთვის ალმასის ტარება რეკომენდებული არაა.

"ორლოვის ბრილიანტი", რომელიც 1784 წლიდან რუსეთის იმპერატორთა კვერთხს გაუკეთდა და კრემლში ინახება.

მაგიური თვისებები

ძველ დროში ალმასი სრულყოფილების, უძლეველობის, ძალის, ძალაუფლების, სიწმინდისა და უდანაშაულობის სიმბოლო იყო. შიშის განდევნაში გვეხმარება, უარყოფითი გავლენის ქვეშ მოქცევას გვარიდებს. მეომრებს სჯეროდათ, რომ ალმასის მფლობელის დამარცხება ადვილი არ იქნებოდა. ალმასი  ჯადოქრებისა და მკითხავების შელოცვებისგან იცავს. ითვლება, რომ მხოლოდ ის ალმასი „მუშაობს“, რომელიც პატიოსანი გზითაა მოპოვებული. ნაქურდალი ან ძალადობით მოპოვებული ალმასი მეპატრონეს ცუდ მსახურებას გაუწევს. როგორც ითვლება, საჩუქრად მოტანილი ან მემკვიდრეობით მიღებულ ალმასს ბევრად დიდი ძალა აქვს.

 

ალმასი როგორც თილისმა: სიმამაცეს, ნებისმიერი სირთულის გადალახვის შესაძლებლობას, რისკიანობას აძლიერებს. ძველ დროში მას ხანგრძლივ მოგზაურობაში ცხოველების თავდასხმის ასარიდებლად იყენებდნენ.

ალმასი როგორც ამულეტი (დამცველი): ნაღვლიანობისგან, მელანქოლიისგან, უარყოფითი განწყობისგან, მოულოდნელი მრისხანებისა და ავხორცობისგან იცავს.

ასტროლოგია– ალმასი მზისა და ვენერის ქვად ითვლება. ზოდიაქოს ნიშნით ვერძს მიეკუთვნება.

ჩაკრებზე გავლენა – მესამე თვალის ჩაკრა. თავის ტვინზე მოქმედებს. ჩაკრა პასუხისმგებელია სულიერების, რელიგიურობის ზრდასა და სამყაროს უმაღლეს ძალებთან დამაკავშირებელია.

ენერგია – იანი

დამატებითი ინფორმაცია: ბრილიანტი – დამუშავებული ალმასია.

მომზადებულია ჯასპერ სტოუნისა და იულია კაფთანოვას მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა

"კოჰინორი". 106 კარატი. დიდი ბრიტანეთის დედოფლის გვირგვინი. კოჰინორი "სინათლის მთას" ნიშნავს.


About Tamta

Scroll To Top