არამზადები ზოდიაქოს ნიშნით

არამზადები ზოდიაქოს ნიშნით

ცუდი კაცები იტყუებიან ქალის ლოგინში ჩასაწვენად.

კარგი კაცები_ქალის სულში ჩასაძვრომად.

ძალიან კარგები_საერთოდ არ იტყუებიან…

მაგრამ ქალებს მაინც არ სჯერათ,რადგან ყველა დანარჩენი იტყუებოდა.

ვერძი

როგორ ამოიცნობთ. დაიწყეთ თხილით ჟონგლირება და თუ ვინმე მათ დაჭერას პირით შეეცდება,სავარაუდოდ,ეს ვერძია. თუ მკერდზე მღიჯებიც დაირტყა და ტანსაცმლიდან მტვერს გაშორებთ,ეჭვი არ არის,თქვენს წინაშე ყველაფერში პირველობის მოყვარე ყოჩი დგას.

როგორ დააინტერესოთ. მოიქეცით რაც შეიძლება ხმაურიანად,თავხედურად და გამომწვევად,რათა მან თქვენში მონათესავე სული ამოიცნოს. იმავდროულად,თქვენი ბუნების რბილი და ქალური მხარეებიც წარმოაჩინეთ,რომ მის მამაკაცურობას საფრთხე არ შეექმნას.

პირველ პაემანი. ან ზოოპარკში წაგიყვანთ ნათესავების გასაცნობად; ან რესტორანში,სადაც ნებას დაგრთავთ, ჭამოთ და სვათ,რამდენიც მოგესურვებათ,თუმცა უთუოდ აღშფოთდება,თუ თქვენ სალაპარაკოდ გააღებთ პირს.

როდის შეიძლება “საქმეზე” გადასვლა. ყოველთვის!

თუ მიგატოვებთ. დაივიწყეთ,ვერძს საკუთარი შეცდომების აღიარების უნარი უბრალოდ არ აქვს,ამიტომ გამორიცხულია,თქვენთან დაბრუნდეს და განაცხადოს,რომ მართალი არ იყო.

თუ მიატოვებთ. თქვენს დევნას დაიწყებს,რადგან ვერასოდეს შეიგნებს,რომ მისი მამაკაცური მომხიბვლელობის მიმართ გულგრილი ხართ.

ქალთა სილამაზის შესახებ მითებისა და თანასწორუფლებიანი სექსის თანამედროვე ტენდეციებისგან დაბნეული ვერძი სამკვდროდ იცავს მამაკაცის ქალზე აღმატების იდეას. მას ენატრება ის დრო,როდესაც კაცი კაცობდა და ქალი მადლიერი იყო ამისთვის. ვერძი სავსეა მამაკაცური შოვინიზმით. მისი მენტალიტეტისთვის ტიპური მახასიათებელია მიიჩნიოს,რომ ყოველი მამაკაცი,რომელიც რომანტიული ღამის მოსაწყობად,არომატიზებულ სანთლებს ყიდულობს,შეშლილი პედერასტია.

თუ თქვენ წილად გხვდათ ჩაკეტილ სივრცეში ვერძთან პირისპირ დარჩენის გამოცდა, ყველაფერს აჯობებს, დადუმდეთ და დროდადრო ღიმილით დაუქნიოთ თავი. ქართული ენა(ისევე როგორც სხვა ნებისმიერი) მისთვის ცოტა უცხოურია. გრგვინვა_აი, მისი გარესამყაროსთან ურთიერთობის საშუალება. და გრგვინავს ის მხოლოდ საკუთარ თავზე,საკუთარ სამსახურზე,საკუთარ სპორტულ მიღწევებზე და კიდევ იმაზე,როგორ ჩამოგლეჯდა ამ კუდაბზიკა ფემინისტებს ქედმაღლობის ნიღაბს ერთხელ მაინც რომ…. ნუ,თქვენ თვითონ ხვდებით,რაც.

ცხადია,ამ თავხედი რომეოს აზრით,სექსი და სინაზე აბსოლუტურად შეუთავსებელი ცნებებია. მოკლედ,თქვენ ვერ მოახერხებთ მოდუნებას და სიამოვნების მიღებას. სექსუალური გამძლეობის აშკარა უკმარისობის ფონზე,არამზადა ვერძი პირდაპირ ბიოლოგიურ მოთხოვნილებას განიცდის,თითქმის პირველყოფილი ცხოველური აზარტით, სდიოს უამრავი რაოდენობის ყოვლად უდანაშაულო ქალს. გაითვალისწინეთ,რომ ის მოქმედებს ტრაქტორის მოქნილი დელიკატურობით,ასე რომ,ღვთის გულისათვის,არც კი სცადოთ მისი უხეშად მოცილება_უფრო დელიკატური გახდება.

ვერძი მთელი თავისი არსებით,ორივე ხელით და ფეხით(რქებითაც) ერთგულებისა და თავდადების მომხრეა. თქვენი ერთგულებისა და თავდადების. ვერძიც გიერთგულებთ,სანამ სრულყოფილებას შეინარჩუნებთ. მაგრამ თქვენ ხომ ადამიანი ხართ?! და ის უსასრულოდ შეგახსენებთ ამას.

თუ თქვენ მოგწონთ იმის მოსმენა,რომ გაწეწილი თმები გაქვთ,ცუდად ატარებთ მანქანას და არ გაწყენდათ ფსიქიატრთან ვიზიტი,გარისკეთ,არ ააცილებთ! თუ თქვენ გიყვართ, როდესაც გამუდმებით მიგითითებენ რა,სად და როგორ უნდა აკეთოთ,მაშინ ვერძი თქვენი ოცნების მამრია.

 

 

კურო

როგორ ამოიცნობთ. უჩვეულო თავის ფორმის,ხბოს მორჩილი გამომეტყველებისა და მზარდი ღიპუცას წყალობით,კუროს სხვა ნიშნებში არევა უბრალოდ წარმოუდგენელია.

როგორ დააინტერესოთ. შეეცადეთ,გამოიყურებოდეთ რაც შეიძლება გულგრილად. თავი მოაჩვენეთ ისე,თითქოს სავარძელს შეეზარდეთ და ფანჯრის მიღმა გადამფრენ ყვავებს ადევნებთ თვალყურს. როდესაც გაგიღიმებთ,არ მისცეთ რეაქცია და იქვე გაშოტილ ლაბრადორს მიაშტერდით. არც ამან გიშველათ? მაშინ დაყრუვდით და ჟესტების ენით აუხსენით უარი. კვლავაც არ ეპუება თქვენს „არას“? დამუნჯდით,მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ „დიახ”.

პირველ პაემანზე თქვენი ეკლებიანი წინააღმდეგობის მიუხედავად,სავარძლიანად,იქ გაგაქანებთ,სადაც მოეპრიანება. მხედველობის არეში მოხვედრილ ყველა საკვებს გადასანსლავს,თქვენ კი თავაზიანად მოგანიჭებთ საშუალებას,მიირთვათ ნებისმიერი რაოდენობის სასმელი,იმედოვნებს რა,რომ თავდავიწყებას მიეცემით.

როდის შეიძლება “საქმეზე” გადასვლა. დაიკავეთ თავდაცვითი პოზიცია! მედგრად იდექით! ბოლომდე შეეწინააღმდეგეთ!

თუ მიგატოვებთ. არ მიგატოვებთ, შეუპოვრობა მისი ერთადერთი ღირსებაა. თქვენ თვითონ მიატოვეთ!

თუ მიატოვებთ. მოთმინებით დაიცდის,სანამ თქვენს საბედისწერო შეცდომას გაიაზრებთ. თუ ვერასოდეს გაიაზრეთ,მაინც დაგელოდებათ.

სვამთ დამამშვიდებელ აბებს; ეძებთ ახალ სამსახურს,ბანკს,საცხოვრებელ ქვეყანას…ერთი სიტყვით,ცდილობთ აზრზე მოხვიდეთ მორიგ მორალურ მახინჯთან განშორების შემდეგ. კუროზე უკეთ ვერავინ შეძლებს თქვენზე ზრუნვას და სწორ გზაზე გაყვანას. მთელს სამყაროში მხოლოდ მან იცის, რა გჭირდებათ და მზადაა ეს ყველაფერი უზრუნველყოს. სხვათა შორის წამოგცდათ,რომ სადმე გამგზავრება კარგი იქნებოდა? გაიგო. შეუკვეთა. გადაიხადა. სად?.. რა საჭიროა ამის ცოდნა? მაგალითად,პოლონეთში, თქვენ იქ ძალიან მოგეწონებათ. მოგეწონებათ-თქო!!!

საოცარია ღმერთმანი,როდესაც კურო თქვენი ცხოვრების გაფუჭებით არ არის დაკავებული,ქრონიკულ სიზარმაცეს ეძლევა და თითსაც არ გაანძრევს საკუთარი თავისთვის,თუ უკიდურესად მძიმე გარემოებები არ უბიძგებს იძულებით ღონისძიებებს მიმართოს_ვთქვათ,მაცივრის ან ბარის კარი გამოაღოს.

ამ ზარმაცას ჩვევები სექსუალურ ცხოვრებაშიც კარგს არაფერს გიქადით. მართალია,ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოველთვის მბრძანებლობს,მაგრამ ჰორიზონტალურში  უპრობლემოდ დაგითმობთ მხედრის პოზიციას.

დაივიწყეთ გვერდზე ფლირტი და გართობა. საკმარისია,ვინმემ მხოლოდ მზერა გამოაპაროს თქვენი მიმართულებით ან უწყინარ თემაზე გამოგელაპარაკოთ ერთი-ორი სიტყვით,კურო მას ამ ტანჯულ წუთისოფელს გამოასალმებს. აი,თქვენ მაშინვე არ დაგსჯით. კურო ჯერ თქვენი “უწყინარი” გართობების ფიქსირებას დაიწყებს თავის წარმოსახვით ტაბლოზე და როდესაც თქვენი კრედიტი ამოიწურება, მშვიდად გაგეცლებათ. კუროს მოქმედების ტაქტიკა სრულიად აგირევთ თავგზას,რადგან მოთმინების ფიალა შესაძლოა აავსოს იმ,თქვენი აზრით, თითქოს უმნიშვნელო ფაქტმა, რომ შინ მომავალს პროდუქტების ყიდვა დაგავიწყდათ.

თქვენ მთელი დარჩენილი ცხოვრება ტვინს იმტვრევთ იმაზე ფიქრით,რომ ამ არამზადამ მხოლოდ იმიტომ მიგატოვათ,რომ რძის ყიდვა დაგავიწყდათ და თავში აზრადაც არ მოგივათ,რომ საუკეთესო მეგობართან ადგამდით რქებს და ამისთვის აგეთ პასუხი.

 

 

ტყუპები

როგორ ამოიცნობთ. ეს-ესაა თქვენ გესაუბრებოდათ და აი,უკვე სადღაც ჰორიზონტზე გაიელვა.

როგორ დააინტერესოთ. ნუ მოითხოვთ მისგან თანაგრძნობას,თანმიმდევრულობას,ერთგულებას,მის საზოგადოებას. ნუ ეკითხებით სად მიდის,როდის დაბრუნდება ან დაბრუნდება თუ არა საერთოდ.

პირველ პაემი. დატკბით. ის ძალიან ყურადღებიანი იქნება. ჯერ ხომ არ მობეზრებიხართ ?!

როდის შეიძლება “საქმეზე” გადასვლა. რაც შეიძლება სწრაფად. ყოველ დღე ხომ არ მოგეცემათ ჯგუფური სექსით დაკავების შესაძლებლობა?

თუ მიგატოვებთ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ თქვენს მიმართ გაცივდა. მას უბრალოდ დაავიწყდით. მოაწყვეთ “შემთხვევითი შეხვედრა”,ის იფიქრებს, რომ საიდანღაც ეცნობით,ვიღაცას აგონებთ და აი,შეგიძლიათ  მასთან შეხვედრები ხელახლა დაიწყოთ.

თუ მიატოვებთ. მოულოდნელად აღმოაჩენს,რომ თქვენს მიმართ ღრმა გრძნობები ჰქონია,რომელიც თქვენ ატკინეთ. საშინელებაა!.. შეუქცევადია!.. მისი გული გატეხილია… სული აფორიაქებული… ესე როგორ მოექეცით?!. თქვენ… თქვენ… ნუ,მოკლედ,რაც გქვიათ რა…..

ურთიერთობა ტყუპებ არამზადაში დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს. მას არასოდეს აწყობს შეხვედრის დრო; ინტიმურობა წნეხის ქვეშ აქცევს, მონოგამია ბეზრდება. ნებისმიერ შეზღუდვას წყობიდან გამოჰყავს. მარტო იმაზე ფიქრსაც კი,რომ მარტონი უნდა დარჩეთ,საშინელებამდე მიჰყავს. ამას ხომ დაახლოება მოჰყვება? უცებ მის სულში ჩაძვრომა რომ მოინდომოთ? სულში ვიზიტორების კი ტყუპებს ძალიან ეშინია,რადგან თავადაც ვერ გარკვეულა,რა უტრიალებს იქ. ამიტომაც ურჩევნია მისი რიგითი ნაცნობების სიაში ირიცხებოდეთ,ქორწინების შემდეგაც კი.

ამ არამზადას დემონთა მთელი სამყარო სდევს უკან. მასში ბევრი „მე” ცხოვრობს:

* პირველ რიგში,მარად ოთხი წლის ბავშვი,რომელიც მორიგეობით ხან ანგელოზია(როცა სძინავს),ხანაც_ ხორცშესხმული ეშმაკი(მთელ დანარჩენ დროს).

* კიდევ არის ნახმარი ავტომობილებით მოვაჭრე. სწორედ მისი წყალობით დაუკავშირდით თქვენ არამზადა ტყუპებს. მასზე უკეთ არავინ იცის,როგორ გაასაღოს ჩაწოლილი საქონელი.

* და იმას თუ იცნობთ,თქვენს გარდა,ყველა და ყველაფერი რომ აინტერესებს? თუ თქვენ ტყუპები თავქარიანად გეჩვენებათ… არაფერიც არ გეჩვენებათ,ასეც არის!

* კიდევ არსებობს ნერვული და მუდმივად აღგზნებული ტყუპები,რომელსაც ყოველთვის რაიმე “მაგარი სასმელი” წყურია და დაძაბულ სიტუაციებში ქაოტურად დაფარფატებს.

* და ბოლოს ტყუპების საქმიანი ვარიანტი. ყურადღებით! საკმარისია,რაიმე გაუჭირდეს და რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს,საშველად სწორედ ამ „მეს” უხმობს. მისი ცივსისხლიანი,ანგარიშიანი,ცინიკური და სასტიკი „მე“ გაიძულებთ ისეთი დანაშაულები აღიაროთ,ყურიც რომ არ მოგიკრავთ.

მთელი ამ სოდომის გამო,ტყუპები მუდმივად იცვლის აზრებსა და შეხედულებებს. დღეს ნათქვამს,ხვალ ყოველგვარი მნიშვნელობა ეკარგება,ან დღესვე. ეს ყველაფერი განპირობებულია მასში თავმოყრილი მრავალი ალტერ ეგოს ჰარმონიული თანაცხოვრების აუცილებლობით… ან უბრალოდ მრავალპირი არამზადაა.

თუ ტყუპებმა ერთი კვირით ადრე კინოში დაგპატიჟათ და შეთანხმება არ დაარღვია,შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ხანგრძლივვადიანი ვალდებულება იტვირთა და დაგზავნოთ საქორწინო მოსაწვევები.

 

 

 

კირჩხიბი

როგორ ამოიცნობთ. ზრდასრული მამაკაცი გატუტუცებული ბავშვის ჩვევებით,უთუოდ კირჩხიბია. ის არ შეშფოთდება, თუ დედიკო დავარცხნის ან დანერწყვილი ხელსახოცით სახეს გაუწმენდს,თუნდაც 38 წლის იყოს.

როგორ დააინტერესოთ. უთხარით,რომ დედამისი მოგწონთ; უთხარით, რომ თავად ის მოგწონთ; უთხარით,რომ… გულწრფელად გაინტერესებთ? – დედამისიანად სასწრაფოდ მოიცილეთ თავიდან.

პირველ პაემანი. დაგპატიჟებთ საკუთარ დამზადებულ სადილზე,რადგან ეს რესტორანზე ბევრად იაფი დაუჯდება.

როდის შეიძლება “საქმეზე” გადასვლა. როდესაც სამარადისო სიყვარულს შემოგფიცავთ,რასაც ძალიან მალე გააკეთებს.

თუ მიგატოვებთ. ამით ის თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ და რადგანაც კირჩხიბს მსგავსი კეთილშობილური ქცევები არ სჩვევია,მისი მადლიერი უნდა იყოთ. თუმცა არამზადა კირჩხიბს არ უყვარს მარტოობა და სულ მალე უკან მოფორთხდება გულამოსკვნილი სლუკუნით.

თუ მიატოვებთ. ღრიალით გავარდება დედასთან,რომლის იძულებითაც უკან მოგთხოვთ ყველა საჩუქარს,რაც კი დედის პენსიით გიყიდათ. ვიმედოვნებთ,თქვენთვის არც ისე ძვირფასი იყო კულინარული სახელმძღვანელო „1001 მარტივი გაკვეთილი გემრიელი კერძების მოსამზადებლად”.

თუ თქვენ კირჩხიბი შეგიყვარდათ,ღმერთი იყოს თქვენი შემწე. მხოლოდ იმის იმედად თუ იქნებით,რომ დედამისმა სამარადისო განსასვენებელი ჰპოვა,თორემ თუ ის მაწაკი ბებრუხანა ცოცხალია,არანაირია შანსი არ გაქვთ. დედასთან ურთიერთობა კირჩხიბის მთელი არსებობის ქვაკუთხედია. კიბო ან გამოთაყვანებულია დედისადმი სიყვარულით,ან სასტიკად ვერ იტანს და მასთან ერთად ეზიზღება კაცობრიობის მთელი შობადუნარიანი ნახევარი,მისივე გამოთვლებით 51%.

თუმცა მაინც რეგულარულად სტუმრობს კრუხის ფრთისქვეშ და ამით დედუკას საშუალებას აძლევს, თქვენს ყოველ მარცხს თვალი ადევნოს. დაიმახსოვრეთ ჩვენი სიტყვები,სულ მალე აუცილებლად აღმოჩნდება,რომ თქვენ მისი შვილიკოს შესაფერისი არ ხართ! მაგრამ თავის პაწიას არაფერს ეტყვის. შეხვედრებისას დედილო ვაზელინად დაიღვრება. უხვად აგივსებთ თეფშს კალორიებით,რომ როგორმე საკუთარ გაბარიტებამდე მიგიყვანოთ. თქვენ თავაზიან უარს ეტყვით ულუფის დამატებაზე, მზრუნველად გკითხავთ,რაიმე პრობლემები ხომ არ გაწუხებთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით.

ის,რაც კირჩხიბს მართლა ვირტუოზულად ეხერხება,ეს არის გაბუტვა. არც კი სცადოთ,გამოარკვიოთ რა სჭირს,მაინც მოკლედ მოგიჭრით: „არაფერი!” მისი გამხნევების ერთადერთი საშუალება საჩუქარია. სასურველია რაიმე ძველებური და ძვირფასი აჩუქოთ,რაც მას მოაგონებს….თქვენ თვითონაც იცით,ვის.

გამოუწერეთ მსუყე ჩეკი,რომ განცხრომაში იცხოვროს. დედუკას აზრით,მისი პაწია მხოლოდ საუკეთესოს ღირსია. ის არასოდეს ართმევდა შვილს ფულს სახლისთვის და ამიტომ კირჩხიბი მიჩვეულია ფულის მხოლოდ საკუთარ თავზე ხარჯვას. თუ რაღაც სასწაულით ფული თქვენზეც შემოეხარჯა,იმდენად შეწუხდება,მთელი თვით დაიბოღმება. ამიტომ როდესაც გულგათანგული კირჩხიბი ძლივს გამოსცრის კბილებიდან,რომ თქვენთვის საჩუქრის ყიდვა სურს,აიკლეთ მადლობებით. შემდეგ კი შეუმჩნევლად დააბრუნეთ ძღვენი ჩამოფასებული საქონლის სექციაში და ფული ანგარიშზე დაუსვით.

 

 

ლომი

როგორ ამოიცნობთ. პროჟექტორის სხივით განათებულ ყველაზე მომგებიან პოზიციაში დგას.

როგორ დააინტერესოთ. აღტაცებით მიაშტერდით და როგორმე შეჰკადრეთ,რომ გსურთ მასსავით ლამაზი,ჭკვიანი,გაბედული და ა.შ. იყოთ. შეგიძლიათ სარკე ჩამოიკიდოთ და საერთოდ გაჩუმდეთ.

პირველ პაემანი სასიამოვნო იქნება. ჯერ ხომ არ მოგისმენიათ მისი ისტორიები საკუთარ თავზე? ამიტომ გასართობად მოგეჩვენებათ და მეორე პაემანზეც გაქაჩავს.

როდის შეიძლება “საქმეზე” გადასვლა. მესამე პაემანზე. მაინც რაიმე უნდა მოიმოქმედოთ,რომ მისი გენიალური თავგადასავლების განმეორებით მოსმენა აიცილოთ თავიდან. სექსი კი შესანიშნავი საშუალებაა მისი ყურადღების გადასატანად. რა თქმა უნდა,თქვენ ახლა ფიქრობთ,რომ მარტივი გამოსავალი იქნება, ყურები დაიხშოთ ან საერთოდ აღარ შეხვდეთ,მაგრამ ეს პარაგრაფი ლომის ვერსიის შესაბამისად იწერება და ამიტომაც მესამე პაემანზე თქვენ უკვე ყურებამდე შეყვარებული ხართ მასზე და მის გარეშე ცხოვრება აღარ შეგიძლიათ!

თუ მიგატოვებთ. თქვენ რა,მის ფერხთით გართხმულ პრივილეგირებულ მდგომარეობას საკუთარი კარიერა ამჯობინეთ?.. აააა,საკუთარი აზრებიც გაქვთ?.. ეგრეც მოგიხდებათ!

თუ მიატოვებთ. სრულიად გამორიცხულია,რომ თქვენ,საკუთარი ნებით,მისი მიტოვება მოინდომოთ! (არ დაიბნეთ ახლა,ისევ ლომის ვერსიის შესაბამისად).

 

თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით,ვისთან გაქვთ საქმე,გთავაზობთ პიესას,ლომის ავტორობით.

* შესავალი შენიშვნა : მიუხედავად იმისა,რომ ეს მისი უბრწყინვალესობა ბატონი ლომის დებიუტია,ჩვენ უნდა ვაღიაროთ(აბა,გავბედავთ და ნუ ვაღიარებთ),რომ ეს პიესა წარმოადგენს ყველაზე გენიალურ დადგმას,რაც კი რამ დადგმულა.

ბატონებო და უპირატესად ქალბატონებო,თქვენს წინაშეა  ი “

 

შემოქმედებითი ჯგუფი:

სცენარის ავტორი – ლომი

რეჟისორი – ლომი

პროდურესი – ლომი

 

როლებში:

ლომი- ასრულებს თავად ლომი(ლამაზმანი,რომლის გარშემოც ვითარდება ყველა მოვლენა).

მშვენიერი ასული – თქვენ (მეორეხარისხოვანი,მაგრამ მნიშვნელოვანი როლია მთავარი პერსონაჟის ხასიათის გასახსნელად).

კიდევ უფრო მშვენიერი ასული,თქვენი მეტოქე_ასრულებს უმა თურმანი(ამ როლზე ოცნებობდა მსოფლიოს ყველა ქალი. ლომმა სცენარში შემოიყვანა იმისთვის,რომ თქვენ დააფასოთ მისი მოწყალება,როდესაც მთავარი გმირი არჩევანს თქვენს სასარგებლოდ გააკეთებს).

გაცილებით უინტერესო მამაკაცი – ასრულებს რომელიმე სტატისტი; ნუ,მაგალითად,ვინმე ბრედ პიტის პონტში (ლომის ეშმაკური სიუჟეტური სვლაა,რომ წარმოჩინდეს ყველა სხვა მამაკაცის არარაობა ლომის ფონზე).

მოსამსახურე – ისევ თქვენ!

აღფრთოვანებული პუბლიკა – მსოფლიოს ყველა ქალი.

 

აქტი პირველი

მისაღები. სამი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი(იხ.ზემოთ) ტანჯვით უცდის მომაჯადოებელი ბატონის უბრწყინვალეს გამოსვლას. გადის მოლოდინისგან დაძაბული რამდენიმე წუთი,კარი იპობა,შემოდის ლომი.

ლომი (მედიდურად თვალს შემოავლებს დამსწრეთ): ” რატომ მოგიწყენიათ? ბატონის ბრწყინვალე საზოგადოება ხომ არ მოგენატრათ? ”

 

აღფთოვანებული პუბლიკის ბობოქარი აპლოდისმენტები არ წყდება მთელი 5 წუთის განმავლობაში.

მშვენიერი ასული და კიდევ უფრო მშვენიერი მეტოქე:”ოჰ,დიახ! ჩვენ ისე გვაკლდით,უთქვენოდ მზე არ მზეობს,ჩემო ბატონო.”

ლომი: „მაშინ დავლიოთ!.. სად არის მოსამსახურე?”თვალებით თქვენ გეძებთ,”რაიმე დასალევი მოგვიტანე,ძვირფასო”.

 

მშვენიერი ასული ბრძანების შესასრულებლად მიემართება.

გაცილებით უინტერესო მამაკაცი:”ბეე.. ფლჰ.. უუ…ჭყ…” (ხვდება,რომ მჭერმეტყველების ხელოვნებაში ლომამდე ბევრი უკლია,ამიტომ გარბის და ამ საქციელით უნებურად აღიარებს ლომის უდაო უპირატესობასა და აღმატებულებას).

მშვენიერი ასული ბრუნდება ლანგრით ხელში,რომელზეც სიყვარულით დაუწყვია სხვადასხვა დახვეწილი სასმელი.

ლომი:”ღღღრრრრრრ… ზუსტად ის არის,რაც მინდოდა!”

კიდევ უფრო მშვენიერი ასული თავპირისმტვრევით მიექანება სამზარეულოსკენ,ლომის კეთილგანწყობის მოპოვების იმედით.

ლომი(სასწაულ დაკვირვების უნარს ავლენს): “როგორც იქნა,მარტონი ვართ!”

ფარდა

აღფრთოვანებული პუბლიკა თავს ვეღარ იკავებს ადგილზე და ფეხზე წამომხტარი ორსაათიან ოვაციებს უწყობს პიესის ზე-სუპერ-მეგაგენიალურ ავტორს!

 

 

 

ქალწული

როგორ ამოიცნობთ. თუ მოგეჩვენათ,რომ უკვე სადღაც გინახავთ,ასეც არის. თქვენ,ალბათ,საინფარმაციო გამოშვების კრიმინალურ კოლაჟში მოჰკარით თვალი ფოტორობოტს,სადაც ჟღერდა სიტყვები:”დანაშაული”, “ძებნაშია”, “ქალწული”…

როგორ დააინტერესოთ. „შემთხვევით” წამოროშეთ,რომ დიდი მემკვიდრეობა მიიღეთ. პარალელურად ამრეზით გაატარეთ თითი ბარის დახლზე და ზიზღით აღნიშნეთ,რა მტვრიანია.

პირველ პაემანი. წაგიყვანთ კრიშნაიდებთან,სადაც სულ რაღაც რამდენიმე თეთრად შეძლებთ მიირთვათ იმდენი ოსპის სუპი,რამდენსაც თქვენი კუჭი და შარდის ბუშტი დაიტევს. გაფრთხილდით,თუ გითხრათ,რომ ერთი შესანიშნავი ადგილი იცის_ფრიალო ხრამთან მდება რომელიმე სარდაფში ან უკაცრიელი ხეივანში წაგათრევთ.

როდის შეიძლება საქმეზე” გადასვლა. არ გინდათ!

თუ მიგატოვებთ. სრულიად თვალნათელია,რომ თქვენ ცუდად ალაგებდით სააბაზანო ოთახს ან პოლიციის არქივში ქექვისას,ძებნაში მყოფი დამნაშავის ფოტორობოტს დაადეთ თითი, სიტყვებით:”ის არის!”

თუ მიატოვებთ. ავისმომასწავლებლად დამალავს წყენას და როცა გადაწყვეტთ,რომ როგორც იქნა, თავიდან მოიცილეთ,გამოგეცხადებათ ზურგსუკან… არაა,ყვავილების თაიგულით არა(ეგ ძვირია),ყინულსაჭრელი დანით.

გაინტერესებთ რაზე ფიქრობენ პროფესიონალი ქილერები? დაიწყეთ შეხვედრა ქალწულთან და გაიგებთ.

სრულფასოვანი ფსიქოპატისთვის ნიშანდობლივია:

*აღტაცებით აკეთოს ერთდაიგივე მოსაწყენი სამუშაო, ერთსადაიმავე დამაჩლუნგებელ მანერაში.

*არაჯანსაღი მიდრეკილება ისეთი უმცირესი წვრილმანებისადმი,რასაც არცერთი ნორმალური ადამიანი არ აქცევს ყურადღებას,რადგან ცხოვრება სავსეა გაცილებით საინტერესო მოვლენებით.

*საოცარი სქელკანიანობა: მაგალითად,ის ვერც კი ამჩნევს,როგორ ჭრიან მისი ნაცნობები ქუჩას,მასთან შეხვედრას რომ თავი აარიდონ.

ჩახედეთ სიმართლეს თვალებში,სიმპტომები საკმარისზე მეტია:

შეიძლება მწერებს ფრთებს არ აძრობს. სამაგიეროდ,მარკების კოლექციონირება იტაცებს.

შეიძლება ლოგინში არ იფსამს. სამაგიეროდ,საათობით იზუთხავს მატარებლების განრიგს.

შეიძლება ხანძრების გაჩაღებაზე არ გიჟდება. სამაგიეროდ,ტვინი ეკეტება ალგებრაზე.

ყველა ეს სიმპტომი განგაშის საფუძველს იძლევა!.. და ქალწულისთვის დამახასიათებელი კეფისგამხვრეტი, ავადმყოფური მზერა?.. რა თქმა უნდა,თქვენ შეიძლება შუქი ჩააქროთ,რომ ვერ დაინახოთ,მაგრამ მაშინ იმასაც ვერ შეამჩნევთ, როგორ ამოაცურებს ჩუმად ყინულსაჭრელ დანას.

თავისთავად ცხადია,რომ ბატონი ქალწული ყურადღებით ეკიდება თქვენს დიასახლისურ უნარებს. თუ თქვენ გგონიათ,რომ აბაზანის დალაგება მარტოოდენ, შხაპის მიღებისას, ნიჟარაში საპნის ჩაგდებით შემოიფარგლება,ქალწული თავშეკავებას დაკარგავს. მერე რა?.. ყველაფერს თავის პოზიტიური მხარე აქვს-სჯობს მყისვე მოგკლან,ვიდრე მთელი ცხოვრება მისი ბუზღუნი ისმინოთ. და ბოლოს ქალწულის დამოკიდებულება ფულისადმი. ჩვენ ნამვილად არ შევცოდავთ ჭეშმარიტებასთან,თუ მას ხელმომჭირნეს ვუწოდებთ. არა! ხელმომჭირნეობა ქალწულის წარმოუდგენელ სიძუნწეს ვერ ასახავს. უფრო უპრიანი იქნებოდა საშინელი კრიჟანი,რომელსაც შეუძლია ბრმა მათხოვარს უკანასკნელი გროში ამოაცალოს ქუდიდან.

ქალწული იმდენად უფრთხილდება ფულს,რომ სახლიდან პრაქტიკულად არასოდეს გამოაქვს. სამაგიეროდ ხალისით მოგანიჭებთ საშუალებას,ხარჯოთ საკუთარი ფული,მისთვის ახალი პიჯაკის შესაძენად,როცა ძველს ქიმწმენდაში ჩააბარებს სისხლის ლაქებისგან გასაწმენდად.

 

 

სასწორი

როგორ ამოიცნობთ. ეს ხომ ის კარგად ჩაცმული ბავშვური შესახედაობის პაწიაა,კუთხეში რომ დგას,სარკესთან. ის ცდილობს,გადაწყვიტოს მოვიდეს თუ არა. თუ ამ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე დასჭირდა,ეჭვი არ შეგეპაროთ,სასწორია.

როგორ დააინტერესოთ. აჩვენეთ,რომ იცით ვინ ხართ და საით მიდიხართ. თავი მოაჩვენეთ ისე, თითქოს სულ ახლახანს გადაგიღეს რევლონის სარეკლამო რგოლში. იყავით მსუბუქი და უდარდელი,შორს მძიმე აზრებისგან და აღიჭურვეთ ანგელოზის მოთმინებით,მისგან პირველი ნაბიჯის გადმოდგმის მოლოდინში.

პირველ პაემანი სასწორთან საოცარია. წაგიყვანთ რომელიმე ცნობილ პრესტიჟულ ადგილას,სადაც მდინარეებად გადმოდინდება საუცხოო ღვინოები(რომელსაც თქვენ აირჩევთ), მახვილგონიერება(თქვენი),ცოცხალი საუბარი(რომელსაც თქვენ წარმართავთ). და რატომ გააფუჭეთ ყველაფერი კითხვით „კიდევ დამირეკავ?”

როდის შეიძლება საქმეზე” გადასვლა. გაწელეთ რაც შეიძლება დიდხანს,მაინც ბევრს არაფერს დაკარგავთ.

თუ მიგატოვებთ. ესე იგი სხვას შეხვდა. სხვისი დახმარების გარეშე,სასწორი ურთიერთობას ვერავისთან ვერ წყვეტს.

თუ მიატოვებთ. ის იმაზე ადრე იპოვის ახალ მსხვერპლს(რამდენად წარმატებით, ეს ცალკე თემაა),ვიდრე თქვენს გამოსამშვიდობებელ ბარათზე მელანი შეშრება.

 

უბედური და გზას აცდენილი არამზადაა და არც არის მისი ბრალი. თანამედროვე ცხოვრება ხომ საგრძნობლად გართულდა,იმდენ არჩევანს გვთავაზობს. საპირფარეშოშიც კი არჩევნის წინაშე დგება: ხელსახოცით შეიმშრალოს ხელები თუ ჰაერსაშრობით? ამდენ ალტერნატივას სასწორი ენითაუწერელ სტრესამდე მიყავს.

აი,თავად ჩადექით მის მდგომარეობაში,რამდენი რამ უნდა გადაწყვიტოს: დაგპატიჟოთ სადმე თუ არა?..მართლა რომ მოეწონოთ?.. მერე კიდევ მოუნდება თქვენი ნახვა; მერე ეშმაკს არ სძინავს და ქორწინება იქ, ბავშვები….და ყოველ ჯერზე მას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება: სად წახვიდეთ დასასვენებლად,რომელ სკოლაში უნდა ისწავლონ ბავშვებმა და ა.შ. მართლაც გასაკვირია, საერთოდ როგორ ახერხებს სასწორი ვინმესთან ცხოვრების დაკავშირებას. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ,ის ყოველთვის ვიღაცასთან არის დაკავშირებული ან გარშემომყოფებს თავს აჩვენებს ასეთად.

სამაგიეროდ,არამზადა სასწორი არასოდეს ჩაგიძვრებათ სულში. მას არ აინტერესებს, რა არის თქვენთვის წმინდა და ძვირფასი,რა გიყვართ და რას ვერ იტანთ. მაგალითად,ტბას რომ შევადაროთ,ეს ისეთი ტბაა,სადაც არ არის სიღრმეები და მორევები. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია თქვენი გარეგნობა, ხმა, საუბარი, ჩაცმულობა, ქცევის კულტურა. არამზადა სასწორი სულ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს თქვენს ზედაპირულ შეცდომებს,რადგან თქვენი ღრმა გრძნობები და სანუკვარი ოცნებები მისთვის მიუწვდომელია.

თუ მისმა კულტურულმა შენიშვნებმა თქვენში,მისი აზრით,გადაჭარბებულად მძაფრი რეაქციები გამოიწვია,ის სრულიად აუღელვებლად შეხვდება თქვენს ისტერიკებს. რას მიიღებთ შედეგად? თქვენ გამოიყურებით როგორც ნევროსტენული,მკივანა მიგერა,მისი გულისამრევი ჰარმონიულობისა და კორექტულობის ფონზე. იყვირეთ?_ძალიანაც კარგი! ახლა შეუძლია ყველაფერი თავიდან წამოიწყოს: უკმაყოფილოდ იბუტბუტოს,თავისთვის ილუღლუღოს,იბუზღუნოს… თქვენ ძალიან მალე მიხვდებით, რომ ჯობია თავიდანვე ჩაიქნიოთ ხელი,ვიდრე ფუჭად ხარჯოთ დრო.

არამზადა სასწორი ყოველთვის აღწევს თავისას. თქვენ ვერც კი შეამჩნევთ,როგორ დაიწყებთ მხოლოდ იმის კეთებას,რაც მას უნდა; მხოლოდ მათთან შეხვედრას,ვისაც ის მოგიწონებთ; მხოლოდ იმ ადგილებში სიარულს,რომლესაც ის მიიჩნევს მიზანშეწონილად. ერთი სიტყვით,თუ თქვენთვის რაიმე მნიშვნელოვანი და ძვირფასია,შეეცადეთ წინასწარ გულგრილი გახდეთ მის მიმართ.

სამაგიეროდ,სულ მალე აღმოაჩენთ,რომ უამრავ დროს ატარებთ ერთად აბაზანაში… სარკის რიგის მოლოდინში; რომ კარადის უმეტესი ნაწილი მის ტანსაცმელს და ნივთებს უჭირავს. შეიძლება ეს უკეთესიც არის,სასწორის ძველი მიჯაჭვულობების ჩონჩხებს ვერცერთი კარადა ვერ დაიტევს. ის ხომ თვითონაც არ არის დარწმუნებული, რომ საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი.

 

 

 

 

მორიელი

როგორ ამოიცნობთ. მისი დაჟინებული მზერისას,დაუოკებელი სურვილი გიჩნდებათ, სასწრაფოდ გაიძროთ საცვლები და ეს არ არის დამოკიდებული დამსწრეთა რაოდენობაზე და არც იმაზე,საერთოდ მოგწონთ ის თუ არა.

როგორ დააინტერესოთ. იყავით ლაღი და ხალისიანი და ის ვერ გაუძლებს ცდუნებას,ქვესკნელში ჩაგითრიოთ.

პირველ პაემანზე მოგაჯადოებთ და გაიძულებთ,დაემორჩილოთ. პირველივე პაემნის შემდეგ მას თქვენზე ყველაფერი ეცოდინება,თქვენ მასზე – სრულიად არაფერი. გაითვალისწინეთ,რომ თქვენი შემდგომი ურთიერთობაც ამავე სცენარით წარიმართება.

როდის შეიძლება “საქმეზე” გადასვლა. თქვენ მაინც ვერ შეარჩევთ საჭირო მომენტს.ამიტომ როცა ეს მოხდება,მოიქეცით როგორც პორნოვარსკვლავი,იმავდროულად შეინარჩუნეთ უმანკო შესახედაობა.

თუ მიგატოვებთ. არც კი სცადოთ შურისძიება. თქვენი მოუხერხებელი მცდელობები მას მხოლოდ გაართობს.

თუ მიატოვებთ. ვერ გადაიტანს. თუ მოეჩვენა,რომ დაამცირეთ მაშინ კარგი იქნება უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში უსაფრთხოების ზომები მიიღოთ.

ქალთა საყვარელი ბულვარული რომანების ყველა მოქუფრული და სიტყვაძუნწი პერსონაჟი,მკვეთრად გამოკვეთილი,ნებისყოფაზე მიმანიშნებელი ნიკაპით,მორიელია. სიუჟეტიც ხომ იცით? ისინი ხვდებიან და მისტიურად რომანტიული მამაკაცი საოცარი ხალისით იწყებს მშვენიერი, უმანკო ქალის წვალებას რაღაც იდიოტური გაუგებრობების გამო და კიდევ იმიტომ,რომ ამისგან უბრალოდ მაგრა კაიფობს. გვერდების ზრდადობასთან ერთად, სულ უფრო იმატებს ჯერ კიდევ პირველ გვერდზე რომანტიული ქალის ნერვული აშლილობა და მწვალებელი ასეც აგრძელებს,სანამ სატრფოს ნანგრევებამდე არ ააპარტახებს.

არავინ დაობს იმაზე,რომ ქალებს ეს მდუმარე და გასაიდუმლოებული არამზადა უძლეველ და მაგნიტურად მიმზიდველ კაცად ეჩნევენებათ. ყოველი მათგანი კოხტამუხლებგადაჯვარედინებული,ნახევარმეტრიანი წამწამების ფახულით ცხოვრებაში ერთხელ მაინც ელის იმ ტკბილ წამს,როცა მორიელი მის ცხოვრებაში შემოაბოტებს. (*შენიშვნა: მისტიურად რომანტიული პერსონაჟი არ დადის,ის დააბოტებს,რაც საშინლად დამღლელია და სავარაუდოდ, სწორედ ეს არის მისი მუდმივი მოღუშულობის,გაღიზიანებისა და სადისტური გადახრებისა გამომწვევი მიზეზი).

და აჰა,მორიელმა თქვენს ცხოვრებაშიც შემოაბოტა,მერე?.. ნურაფერს ძველმოდურს,ტანსაცმლის შემოხევის სტილში, მისგან ნუ ელით. ერთადერთი,რაც თქვენ მოგეთხოვებათ,უმანკოდ ჩაუვარდეთ მკლავებში და ყველაფრის ნება დართოთ. შემდეგ კი შეუარეთ ფსიქიატრს,რადგან მდუმარე და ძლევამოსილი,ფატალური შედეგების გარეშე,მხოლოდ თქვენი მაცივარი თუ იქნება და არა მორიელი მამაკაცი.

მორიელთან ურთიერთობა ხასიათდება უამრავი სირთულითა და ცალმხრივობით. თქვენგან ინფორმაციის დამალვა მისი ერთერთი უსაყვარლესი გასართობია, ძირითადად თქვენს გასამწარებლად.

რაც შეეხება მის მძიმე ხასიათს,ოტელო მის ფეხის ფრჩხილადაც კი არ ღირს. კუბოს კარამდე დაიმახსოვრებს წყენას. თქვენი სიკვდილი მხოლოდ მცირეოდენ თუ შეუმსუბუქებს დარდს.

მორიელი იქამდე მოგაქცევთ წნეხის ქვეშ, სანამ მორალური და ფიზიკური გამოფიტვის,მისთვის მიზანშეწონილ, კონდიციამდე მიგიყვანთ,რის შემდეგაც თქვენდამი პატივისცემას დაკარგავს და ახალი მსხვერპლის საძიებლად გაეშურება. დროა,თქვენც დაიწყოთ ძებნა… კვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარების.

 

 

 

მშვილდოსანი

როგორ ამოიცნობთ. გრძელი ფეხებით და თხელი საფულით.

როგორ დააინტერესოთ. მოიქეცით როგორც “ჭკვიანი გოგონა”.

პირველ პაემანი. თუ თქვენი ლოგინში შეთრევის იმედი აქვს,ხელგაშლილად დაიხარჯება. ოღონდ არ გაგიკვირდეთ,როცა მდიდრული ვახშმის დროს საგადასახადო სამსახურის აგენტი დაგადგებათ თავზე და მშიერს დაგტოვებთ.

როდის შეიძლება “საქმეზე” გადასვლა. იმოქმედეთ საკუთარი შიშის და რისკის ხარჯზე. თუ მოგვიანებით სხეულზე ჩირქოვანი გამონაყარი გაგიჩნდათ,დაუყოვნებლივ მიმართეთ ვენეროლოგს.

თუ მიგატოვებთ. იზრუნეთ,რომ ვალები დაგიბრუნოთ.

თუ მიატოვებთ. საჭიროა გარკვეული დრო,რომ თქვენი სიტყვები მის ტვინამდე დავიდეს,ამიტომ უთხარით პირველ დღეს :”მე შენგან…” მეორე დღეს:” მივდივარ!” მესამე დღეს გაუყარეთ ხანჯალი პირდაპირ გულში: „რეგვენო!!!”

 

მშვილდოსანი ყველაფერს უკუღმა აკეთებს: ჯერ ამბობს და მერე ფიქრობს; ჯერ ხტება და მერე იყურება,სად; ჯერ მიატოვებთ და მხოლოდ შემდეგ შეუყვარდებით…

ეს გონებრივი ლილიპუტი კისრისტეხით ეშვება ყოველგვარ დაუჯერებელ ამბავში. არც კი ცდილობს დაფიქრდეს,ღირს თუ არა. მისი ე.წ. ტვინი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ეწევა მის მოქმედებებს,მაგრამ ასეთივე კისრისტეხით ხტება უკან.

იდეალურ სამყაროში ეს იმპულსური არამზადა იაფფასიანი არომატებით აქოთებული არასწრულვანი გოგონებისთვის მარტოოდენ ყვავილების თაიგულის გაგზავნით შემოიფარგლებოდა. მაგრამ ჩვენს,სრულყოფილებისგან შორს მყოფ, სამყაროში არამზადა მშვილდოსანი აორსულებს არასრულწლოვან გოგონებს და შემდეგ, უფრო იაფი არომატით ნაპკურებ, უფრო ახალგაზრდა წიწკვის დანახვაზე, უკანმოუხედავად მიატოვებს. და ეს იმაზე მეტად გამაღიზიანებელია, ვიდრე მის სხეულზე გაურკვეველი წარმომავლობის გამონაყარები.

არამზადა მშვილდოსანმა დანაშაულის გრძნობის განცდაც იცის,აბაჰ?! გულისგანმგმირავი ვედრებით გაირთხმება თქვენს ფერხთით და საოცარი გულწრფელობით გთხოვთ პატიებას. თუმცა თქვენს მუცელში მიტევების სასიამოვნოდ მოხიცინე გრძნობის განცდას ვერც მოასწრებთ,ისე გაჰქუსლავს.

ამ არამზადას საერთოდ არ აქვს სტერეოსისტემა. არა იმიტომ,რომ საკუთარ თავს მონოგამიის უფლებას ვერ მისცემს(და მაინც ვერ მისცემს),არამედ იმიტომ,რომ მარტო სიტყვები “დაფეხმძიმების მაღალი ალბათობა” სრულ შოკში აგდებს.

სამაგიეროდ,მისი გულწრფელობა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. თუ,ვთქვათ, გვერდზე გაისეირნა,მოცუნცულდება და დაუყოვნებლივ ჩაგიკაკლავთ ყველაფერს,ყველაზე მომაკვდინებელ დეტალებში. თუ თქვენი ავი ცნობისმოყვარეობა ამითაც ვერ დააკმაყოფილა,ყოველთვის მზადაა,ისეთი ცნობები მოგითხროთ,წარმოდგენაც რომ არ აქვს. თუ კედელთან მიაყენებთ,საიდან მოაქვს ესეთი სისულელეები,გიპასუხებთ,რომ წაიკითხვა. ხოლო რადგანაც თქვენ, ჩვენზე კარგად იცით,რომ მშვილდოსანი არასდროს არაფერს არ კითხულობს(თუ მისივე დაწერილი არ არის),მოგიწევთ შეახსენოთ, რომ „Playboy“ არ ითვლება. მის გულწრფელ ბაგეებს მომწყდარ ბრძნადმეტყველებათა იშვიათი მარგალიტები,როგორც წესი,ვინმე უფრო ინტელექტუალურად ნიჭიერი ადამიანისგან აქვს ნასესხები. მაგალითად,თქვენგან.

აი,აქ უკვე დღის წესრიგში დგება ფრიად აქტუალური კითხვა: თუ თქვენ ესეთი ჭკვიანი ხართ,რაღა მაინცდამაინც მშვილდოსან არამზადას აეტორღიალეთ? ოღონდ არ გვითხრათ,რომ ხელგაშლილობის გამო. მართალია,მშვილდოსანი ისეთივე სიუხვით არიგებს ფულს მარჯვნივ და მარცხნივ,როგორც საკუთარ სპერმას,მაგრამ მაგას ხელგაშლილობა კი არა,ფინანსური(და არამარტო) თავაშვებულობა ქვია.

როგორც კი საკუთარ და შემდეგ მშობლების ფინანსებს დაანიავებს,თქვენს საფულესაც მოადგება. მერე ბანკიდან კრედიტს გამოიტანს,მერე მევახშეებს დაუკავშირდება და ასე…

და რა მისი ბრალია,რომ თაღლითობას,ქურდობას,ყაჩაღობას,ტრეფიკინგს მიჰყო ხელი? თქვენ რაღას დაყიალობთ მასთან? აჰ,ეს იმიტომ, რომ ყველაფერში უმართლებს? ეგ უთქვენოდაც კარგად იცის! ვინ გგონიათ,მართლა და მართლა,რეგვენი?

 

 

 

 

თხის რქა

როგორ ამოიცნობთ. შეიხედეთ მისი საწოლის ქვეშ. თუ სხვა ნიშნის არამზადები იქ პორნოჟურნალებს ინახავენ,თხის რქის „სამალავში” აუცილებლად წააწყდებით კითხვისგან გაცვეთილ ჟურნალებს ბიზმესსა და ფულიებზე.

როგორ დააინტერესოთ. ისე,უმნიშვნელოდ დააგდეთ გახსნილი ხელჩანთა,საიდანაც გადმოცვივდება ფასიანი ქაღალდების დასტა(გარეკანზე თქვენი სახელით),მსხვილი კუპიურების შეკვრა და გავლენიანი ვიპ პერსონების სავიზიტო ბარათები.

პირველ პაემანს თხის რქა გამოიყენებს თქვენი,როგორც გონივრული კაპიტალდაბანდების,შეფასებისთვის. მოიქეცით ისე,თითქოს გასაუბრებაზე ხართ.

როდის გადახვიდეთ “საქმეზე”. ფარულად შეაღწიეთ მის კომპიუტერში, სადაც ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა დათარიღებული და თანრიგით გაწერილია. შეგიძლიათ მის მდივანს ჰკითხოთ,როდის აპირებს მისი შეფი თქვენთან “ხელშეკრულების” განმტკიცებას. წესით უნდა იცოდეს,რა დრო გამოგიყოთ შეფმა.

თუ მიგატოვებთ. კარგის ნიშანია,ესე იგი თქვენზე სერიოზული გეგმები აქვს და ვაჭრობას იწყებს. სასწრაფოდ მიაკითხეთ ტელე/ნავთობ მაგნატ მამას და დაითანხმეთ მზითვის გაზრდაზე. შემდეგ მიცუნცულდით თქვენს საქმიანთან ახალი შესაგებელი წინადადებით.

თუ მიატოვებთ. საქორწინო კონტრაქტში ყველაფერი წინასწარ განსაზღვრა: მზითევი უკან არ გიბრუნდებათ! რაც შეეხება მის დარჩენილ ცხოვრებას,მოუწევს სიბერის უზრუნველყოფა ახალი სარფიანი ქორწინებით.

აი,როგორც იქნა,მამაკაცი,რომელიც სერიოზულად აღგიქვამთ. ჯალათივით მგრძნობიარე,ბიორობოტივით ხუმარა და ბანკირივით ღრმად სულიერი თხის რქა საერთოდ ყველას და ყველაფერს სერიოზულად აღიქვამს. მას ყველაზე კეთილსინდისიერი ზრახვები აქვს,დაქორწინება და შვილების აღზრდა სურს,ერთგული ქმარიც იქნება… თუმცა გარანტიას ვერავინ მოგცემთ,რაც არ უნდა იყოს,მაინც კაცია.

მასთან დაახლოების შემდეგ,თქვენ და გასაოცრად,აღმოაჩენთ,რომ თურმე თხის რქა დაჯილდოებული ყოფილა მოლარე-ოპერატორის მჭერმეტყველებითა და მომხიბვლელობით. თუმცა სანამ სიყვარულის ფრთებზე შეგისხამთ და თავის მშობლიურ ბედნიერების კუნძულ ალასკაზე გაგაქროლებთ, ჯერ თქვენს კრედიტუნარიანობას შეამოწმებს. ის არასოდეს ხუმრობს ფულთან,თხის რქა საერთოდ არ ხუმრობს!

თუ თქვენ მომყოლით დაიბადეთ და სოლიდური მემკვიდრეობა გერგებათ,თხის რქა ძააალიან მოსიყვარულე იქნება თქვენს მიმართ ბანკის გზაზე,სადაც საერთო ანგარიშს გახსნით. არა,ნუთუ ახლა გაიფიქრეთ,რომ მას მხოლოდ თქვენი მემკვიდრეობა აინტერესებს? არამც და არამც! მაგალითად,ლატარიაში რომ მოხსნათ ჯეკპოტი,ამ ფაქტითაც არანაკლებ დაინტერესედება. თხის რქას ვიღაც ბოროტი მოშურნეები ჭორებს უვრცელებენ, რომ მას მხოლოდ ფული აინტერესებს,რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არაფერი ადამიანური მისთვის უცხო არ არის და შესანიშნავად იცის,რომ ბედნიერები ფულში არ არის. ასე რომ,თქვენი მატერიალური მდგომარეობის გარდა,მას აინტერესებს თქვენი სოციალური წრე,გავლენიანი პირები,თქვენი კონტაქტები. ასევე თქვენი მშობლების მატერიალური მდგომარეობა,გავლენა და კავშირები.

თხის რქა მამაკაცი არის ერთერთი მიზეზი,რის გამოც ჩვენს დროში “კეთილშობილ ქალიშვილთა აღსაზრდელი პანსიონატები” შემორჩა. ყველაზე მდიდარ-მოხდენილ-გარუჯულ-პლატინა/ქერათა სკოლის დამთავრების შემდეგ თქვენგან იდეალური ცოლი დადგება_ინდივიდუალიზმისა და თვითმყოფადობისთვის აბსულუტურად უვიცი და უუნარო,რომელსაც აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ მეუღლის კარიერულ ზრდას უწყოს ხელი.

სულ მალე თქვენ საშინლად მოიწყენთ. ასეთ დროს რეკომენდებულია ლეთარგიულ ძილს მიეცეთ,რაც სულ ოდნავ შეგიმსუბუქებთ ხვედრს და მაინც ვერავინ ვერაფერს შეამჩნევს.

 

 

მერწყული

როგორ ამოიცნობთ: თუ თქვენ მის მიმართ სიმპათიით ხართ განწყობილი,ვერც კი გამჩნევთ. საკმარისია უყურადღებოდ დატოვოთ და ის თქვენია. ჩვენ გვესმის,რომ ამ აღწერილობაში თითქმის ყველა მამაკაცი ჯდება,ამიტომ აიღეთ ორიენტაცია გენიოსის მბრწყინავ თვალებზე.

როგორ დააინტერესოთ: მარტივად,ესაუბრეთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე. მაგალითად,როგორ გამოიგონეთ კიბოს წამალი; როგორ შეხვედით კონტაქტში სიცოცხლის ახალ ფორმასთან, მეზობელი გალაქტიკიდან.

პირველ პაემანი: ეს არც იქნება პაემანი,ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. თქვენ მას პიროვნულად აინტერესებთ და ზუსტად ამ სოუსით დაგპატიჟებთ სადმე. რამდენიმე ასეთი მეგობრული შეხვედრის შემდეგ აღმოაჩენს,რომ თურმე საინტერესო პიროვნებასთან ერთად,ქალიც ყოფილხართ.

როდის შეიძლება “საქმეზე” გადასვლა. ჩუუმაად,როგორმე ისე შეაპარეთ,რომ ვერაფერი შეამჩნიოს.

თუ მიგატოვებთ: რეალურად არასოდეს მიგატოვებთ, უბრალოდ სექსი აღარ გექნებათ. ესოდენ უმნიშვნელო ფაქტორი თქვენი ურთიერთობების არსს ვერ შეცვლის.

თუ მიატოვებთ: თქვენს საქციელს გენიოსის ფილოსოფიით მოეკიდება და დაასკვნის,რომ ასე უკეთესია. აუცილებლად გკითხავთ, ხომ არ ისურვებდით მეგობრობის გაგრძელებას და ვერასოდეს გაიგებს რატომ გაიჯახუნეთ კარი, დაუკიდეთ ყურმილი,გაუხვრიტეთ მუხლები…

მერწყული ყველაზე გონიერი არამზადაა მათ შორის,ვისაც შეიძლება გადააწყდეთ. მას შეუძლია თავად აღიაროს,რომ არამზადაა. ყველა სიკეთესთან ერთად,კარგადაც გამოიყურება. მაგრამ თუ გარეგნულ ეფექტს ყურადღებას არ მიაქცევთ,მისი თვალსაწიერი და გარეგნული მოთმინება აღსავსეა პრობლემებით. ქალების ტრადიციული იარაღები,კიკიმორასავით წრუწუნი ან თუნდაც სექს-ბოიკოტი,მერწყულის წინააღმდეგ უძლურია. მერწყული საშუალოსტატისტიკურ არამზადებზე ბევრად რთული და სიღრმისეული არამზადაა. მის შეხედულებებს საფუძვლად უდევს წინააღმდეგობრივი სული. ლიბერალების,ფემინისტებისა და სეპარატისტების საზოგადოებაში ის დაუყონებლივ იქცევა რადიკალურ კონსერვატორად,რადგან ერთადერთი, რაც მას ყველაზე მეტად ეზიზღება,თვით საძულველ კონსერვატიზმზე მეტადაც კი,მეინსთრიმია. ის ამაყობს თავისი გამორჩეულობით.

არც ისე გასაკვირია,რომ მისი შეხედულებები ურთიერთობაზე ასევე უპირისპირდება საერთო საზოგადოებრივ ნორმებს. ნებისმიერ ვალდებულებას და წყვილთა შორის პასუხისმგებლობას ის განიხილავს, როგორც პარტნიორთა სულიერ ზრდის დამამუხრუჭებელ ფაქტორებს. მისი გენიალური აზრით,ქორწინება სხვა არაფერია,თუ არა ოფიციალური რელიგიის ატავისტური გადმონაშთი და ჩვენს დროში მხოლოდ ფარატინა ქაღალდამდე დადის. სიყვარული თავისუფლად უნდა ცირკულირებდეს და ყველასთვის თანაბარი ბედნიერება უნდა მოჰქონდეს… მერწყული ვერასოდეს შეიგნებს, რომ კაცობრიობისადმი თანაბარი სიყვარულის უნარით მხოლოდ იესო ქრისტე იყო დაჯილდოებული. შეგწევთ კი საკმარისი ძალა რომანი გააბათ მოკვდავთან,რომელიც მსგავსი იდეალისკენ მიილტვის.

და რადგანაც მერწყული მიდმივად ცდილობს თავისი სიყვარული რაც შეიძლება მეტ სულიერს გადასცეს,თქვენ ამ კაცთმოყვარების გამო სცენებსაც ვერ მოუწყობთ. არ მოგწონთ? კარგით რა,თქვენ უბრალოდ ეჭვიანობთ.  ეჭვიანობა კი,მისივე გენიალური აზრით,სხვა არაფერია თუ არა ადამინის სულის დამანგრეველი პირველყოფილი ცხოველური ინსტინქტი და გონიერ არსებას ასეთი სიმდაბლე არ შეშვენის. შეეცადეთ განიხილოთ ეს პრობლემა თქვენს მერწყულთან,ის ხომ ასეთი გულისხმიერია.

სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული,მერწყულს ნებისმიერი საქციელის ახსნა შეუძლია კეთილშობილური მოტივებით. თქვენ კი,მისი ამაღლებული იდეალების ფონზე,ყოველთვის სულმდაბალ და ეგოცენტრულ ისტერიჩკად გამოიყურებით. თქვენი პირადი ინტერესები გაჭირვებულთა საჭიროებებზე მაღლა დგას? გრცხვენოდეთ!

 

 

 

 

თევზები

როგორ ამოიცნობთ. ტიპურ არამზადა თევზებს ღია ფერის თვალებით ამოიცნობთ. ეს თავად მაღალი ღმერთი გეხმარებათ მისი გაფართოებული გუგებით მიგახვედროთ,როდის იტყუება.

როგორ დააინტერესოთ. განიხილეთ ნარკოტიკების ზემოქმედება,ხშირად გამოიცვალეთ პარტნიორები,ცუდად მოიქეცით საზოგადოებაში და ეს ყველაფერი მძიმე და უბედურ ბავშობას დააბრალეთ. მას აუცილებლად მოუნდება დაცემული სულის გადარჩენა.

პირველ პაემანი. თუ რიგიან ადგილას გსურთ მოხვედრა,თავად უნდა იზრუნოთ ამაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში,მოგიწევთ საათობით ქუჩაში ყიალი იმ მაგარი რესტორნის ძიებაში,რომელიც ზუსტად აქ… მდებარეობდა.

როდის შეიძლება “საქმეზე” გადასვლა. როდესაც გამოთვრება.

თუ მიგატოვებთ. თევზები თავისით არ მიგატოვებთ. ამხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნამდვილად ვერ აიღებს. სამაგიეროდ,ყველაფერს ისე მოაწყობს,რომ თქვენ გადადგათ ნაბიჯი განშორებისკენ. მაგალითად,დიდი ხნით გაქრება ჰორიზონტიდან და როდესაც თქვენ დაასკვნით,რომ ყველაფერი დამთავრდა და ახალ კავალერთან დაიწყებთ შეხვედრას,სწორედ მაშინ გამოჩნდება და მიტოვებული,ტანჯული და ბრაზმორეული რომელიმე ქალის მკლავებს შეაფარებს თავს.

თუ მიატოვებთ. ამით მხოლოდ წამებულის კომპლექსს განუვითარებთ. ერთადერთი სწორი გზა განშორებისთვის_უთხარით,რომ გიყვართ,ყველაფერს პატიობთ და გსურთ მისი შვილების დედა გახდეთ. წამში აორთქლდება.

რადგანაც თევზები ზოდიაქალური წრის ბოლოს მიჩანჩალებს,ამ თანავარსკვლავედს ხშირად უწოდებენ „ასტოროლოგიურ სანაგვეს”,რადგან წინამორბედი არამზადებისგან ცოტ-ცოტა ყველას „ღირსება” ერგო. ამიტომ ის ნუ,აი,პირდაპირ იძულებულია შეთხზას ყველაზე ჩახლართული ზღაპრები,რათა საზარელმა სიმართლემ დღის შუქი არ იხილოს. მართალია,ყველას სურს მოწონებულ ადამიანთან პირველი შეხვედრისას იმაზე უკეთესად წარმოჩინდეს,ვიდრე სინამდვილეშია,მაგრამ თევზები სიმართლის შელამაზების განუსაზღვრელი დოზებით გამოირჩევა. მაგალითად თქვენ მატარებლის გამცილებელი ხართ და იტყუებით, რომ გამცილებელთა მენეჯერი ხართ – ეს არის ე.წ. ძლიერი გადაჭარბება. აი,თევზები იტყვის,რომ მემანქანეა და თან უტიფრად დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ საოცრად საინტერესო სამუშაო აქვს. ეს უკვე „საშინელ ტყუილთა” კატეგორიაში გადის.

თქვენ და საბედნიეროდ,უბოძა რა ღმერთმა მას ცბიერების და მზაკვრობის განუსაზღვრელი ნიჭი,სრულიად წაართვა წინდახედულება. ამიტომ ის იტყუება ყველაზე უნამუსო ფორმებში,მაგრამ საერთოდ აღარ ახსოვს ვისზე რეები იბოდიალა და რაც მთავარია,რისთვის. თუმცა განსაკუთრებული ენაწყლიანობით თევზები არ გამოირჩევა და სწორედ აქედან მომდინარეობს მისი წლობით პირში წყლის ჩაგუბების თვისება,რათა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,მის მაგივრად,სხვებმა მიიღონ. სხვებმა ანუ თქვენ,ვინც ძალიან უყვარს გულის სიღრმეში. მით უმეტეს, რომ ამ გადაწყვეტილებათა უმეტესობა მის სათუთ შინაგან სამყაროს ეწინააღდეგება და მისგან ჭეშმარიტ წამებულს ქმნის. აბა,სხვაგვარად როგორ შეიცოდოს საკუთარი თავი და როგორ გამოიწვიოს სხვების თანაგრძნობა?

„სხვებში” იგულისხმებიან მისი ყოფილი ცოლები და საყვარლები,რომელთაც ბოლომდე არ დაშორებია,რადგან დაშორებას საერთოდ ვერ იტანს. მას აუცილებლად აქვს,თქვენგან უჩუმრად,ფარული სამალავი,სადაც ძველ ფოტოებს,წერილებსა და სამახსოვრო ნივთებს ინახავს. დიახ,ის რომანტიულია,თუმცა ნუ ელით მისგან ძვირფას სუნამოებს და კარატნახევრიან ბეჭედს_ფართო მასშტაბებში მას მხოლოდ ტყუილები ეხერხება და ამაშიც კი მარტივად გამოიჭერთ.

თევზებს მთელ ზოდიაქოს ნიშნებში მთავარი „გულთამპყრობელის” სტატუსი აქვს და ასტროლოგიური სტატიები სავსეა რჩევებით იმის შესახებ,როგორ გადალახოთ მისდამი სიყვარული. ერთერთი რეცეპტი ახალბედებისთვის: „დაწექით,დახუჭეთ თვალები,ღრმად ჩაისუნთქეთ,წარმოიდგინეთ რომ კვლავაც შეყვარებული ხართ მასზე…გამოიღვიძეთ და მოიფშვნიტეთ თვალები!”

 

 

ასტრობლოგელთა ხალისიანი განწყობისთვის

Qet Adastra

 


About Qet

Scroll To Top