მზე და მთვარე
მზე– ცნობიერების სინათლეა, მთვარე – მახსოვრობა, გარე სამყაროს არეკვლის ფუნქცია. სარკე– ვერცხლი (მთვარე)
წყალი ასრულებს 2 ფუნქციას:
1, დამახსოვრება
2. არეკვლა
არ იქნება სინათლე (მზე) – სარკეზე არაფერი აირეკლება. მხოლოდ მათი (მზე და მთვარე) ურთიერთქმედება იძლევა გამოსახულებას რომელიც წარმოიქმნება გონებაში.
„მე“-ს განცდა იბადება მზე–მთვარის ურთიერთქმედებით.
თუ ადამიანს ჰოროსკოპში აქვს :
მზე და მთვარის ჰარმონიული ასპექტი – ის კმაყოფილია საკუთარი თავით, აქვს ჰარმონიული „მე“ ოპტიმისტია.
მზე და მთვარის დაძაბული ასპექტი – ინდივიდი საკუთარი თავით უკმაყოფილოა, გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად. დამახასიათებელია სულიერი ტკივილის განცდა.
მზე და მთვარეს არ აქვს ასპექტი – ადამიანი არ უფიქრდება თავის „მე“-ს, განსაკუთრებულად არ განიცდის ამას.
მერკური
მერკური – გავლენას ახდენს მაღალ მენტალურ დონეზე. მისი ფუნქციაა: გაიაზროს რა იმყოფება მის წინ. რა არის ყურადღების ცენტრში. მერკურს არ აქვს „საცავი“, ის მიმართავს (ეყრდნობა) მთვარეს – მეხსიერებას.
მერკურის არ სცალია საიმისოდ რომ ჩაუღრმავდეს. მისი საშუალებით გაივლის ინფორმაციის კომპლექტი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ბავშვობაში და გადაინახა მეხსიერებაში. თუ მერკური რამეს ვერ აგნებს მეხსიერებაში, სწრაფად უძებნის ახალ დასახელებას (რამენაირად რომ აღნიშნოს).მას ეს შემეცნებითი უნარებისთვისსჭირდება.
მერკურის მთვარესთან ჰარმონიულ ასპექტებში – კარგი აღქმითი მეხსიერება, საგნებს უძებნის სწორ დასახელებას (სახელს).
მერკური მთვარესთან დაძაბული ასპექტში – ყოველთვის ვერ უძებნის სწორ სახელს, არ ეხერხება საკუთარი აზრების და შეგრძნებების გამოხატვა.
მერკურის მთვარესთან არ აქვს ასპექტი – ადამიანი განიცდის, იმდენად უჭირს მოვლენებისთვის სწორი სახელის დარქმევა
მერკური მზესთან ან შეერთებაშია ან საერთოდ არ ურთიერთქმედებდეს (მერკური მზისგან შორს არ მიდის).თუ მზე და მერკური არა ასპექტში – აზროვნების პროცესი არ პასუხობს სამყაროს აღქმაზე.ადამიანი არასაკმარისად ყურადღებიანია, გონება გამოყოფილია ცნობიერებისგან. სულიერი სამუშაოსთვის კარგია, თუ დაკავდება მედიტაციით რომელიც ხელს უწყობს იმაში რომ ადამიანმა არ იფიქროს და კონცენტრაცია მოხადინოს სულიერ მხარეზე.
მერკური მთავარია მზისა და მთვარის შემდეგ.
ვენერა
ორი ფუნქცია აქვს:
პირველი– შეიცავს ცისარტყელას ფერებს და ყველა გეომეტრიულ ფორმებს. როცა მერკური ხედავს ფერს – უნდა იპოვნოს შაბლონი ვენერასთან და დასახელება მთვარესთან (მეხსიერებაში)
მეორე – აფასებს სარგებლიანობას ან მავნებლობას. ყველაფერს იმას რასაც ადამიანი აღიქვამს – მოსწონს, არ მოსწონს, სასარგებლოა, მავნეა. თუ ადამიანს რამე მოსწონს – აქცევს ყურადღებას, თუ არ მოსწონს – ზურგს აქცევს.
ვენერა მაღალ მენტალურ დონეზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.
ფიზიკურ დონეზე – ეს სამხატვრო საქმიანობა.
ვენერას ასპექტი მზესთან – ცნობიერი ეძებს იმას რაც მოსწონს. ადამიანები ასეთი ასპექტით მუდამ ეძებს სიამოვნებას და ლამაზ ფორმას.
თუ მზეს ვენერასთან არ აქვს ასპექტი– ადამიანი არ მიისწრაფის სილამაზის ძიებისკენ.
მზე ვენერასთან – მზე ვენერას ასპექტი არაა აუცილებელი ყველასთვის, ეს მნიშვნელოვანია ხელოვანი ადამიანებისთვის.
ვენერას ასპექტი მთვარესთან – ესეც უფრო ხელოვანი ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი.
მარსი
მარსი – ანალიტიკური ჭკუა. ის შეიძლება შევადაროთ დანას (ყველაფერს ჭრის ნაწილებად) მარსის გარეშე დავინახავდით მხოლოდ სრულ სურათს, რომელსაც ვერაფერს შევადარებდით (ვერ განვაცალკევებდით ფანჯარას კედლისგან).
მზე – მარსის ჰარმონიული ასპექტი – ჭრის აკურატულად, ნაწილებს აცალკევებს ჰარმონიულად.
მზე–მარსის დაძაბული ასპექტი – ჭრის უხეშად. გარშემო არსებულ ნივთებს აღიქვამს უხეშად.
მთვარე მარს უკავშირდება მერკურის საშუალებით.
მერკური მარსთან – მარსი აცალკევებს, მერკური აძლევს დასახელებას და გადასცემს მეხსიერებას (მთვარეს)
მერკური მარსთან ჰარმონიულ ასპექტში – ოპერატიული აზროვნება. სწრაფად ითვისებს ინფორმაციას.
მერკური მარსის დაძაბული ასპექტი – უფრო აქტიური ანალიტიკური ჭკუა, მაგრამ დასახელება (სახელი) უხეშია. დამოკიდებულია პიროვნების განვითარების დონეზე.
სასურველია ჰოროსკოპში მარსის და მერკურის ურთიერთქმედება. მერკური მარსის შეერთების დროს – კარგი მძღოლები არიან, სწრაფად ორიენტირდებიან გზაზე, ეს ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია.
იუპიტერი
იუპიტერი – სინთეტიურია. იძლევა მარსის საპირისპირო ფუნქციას. ხედავს ზოგად სურათს, თუმცა არ მხოლოდ ქმნის, არამედ ასევე მასში აზრობრივ შინაარს დებს. ეს სინთეტიური ჭკუაა. მისი როლი ჰოროსკოპში მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს აღვიქვათ და შევიმეცნოთ სამყარო. ყველანაირი აღქმა დაკავშირებულია გააზრებასთან.
მზე იუპიტერის ჰარმონიული ასპექტი – გააზრება ჰარმონიულია, სამყაროს რეალური სურათის აღქმა, დაძაბული ასპექტისას – მისი ხედვა დისჰარმონიულია, ყოველთვის არ შეესაბამება რეალობას, არაადეკვატური ხედვა. ეს შეიძლება იყოს წარმოსახვა ადამიანი შეიძლება ხედავდეს მეტს, იმას რაც რეალურად არ ხდება.
როცა საჭიროა ნაწილებს დაერქვას სახელი ამ ფუნქციას ასრულებს მერკური, თუმცა ამის გაკეთება სასურველია იუპიტერთან ერთად – ადამიანი აცნობიერებს რას აკეთებს.
მერკურის შეერთება იუპიტერთან – ინფორმაცია დამახინჯებულია, ადამიანმა შეიძლება შეცვალოს დასახელებები და მიიღოს სულ სხვა რეზულტატი. ადამიანი პროჟექტორია, ქმნის თავის სამყაროს და არ გაიზარებს მას.
მთვარე იუპიტერთან – არც ისე მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა მერკურის ჩარევის შემთხვევაში, ეხმარება გაიგოს იუპიტერის პრინციპები.
ვენერა იუპიტერის ასპექტი –ესთეტიური განცდებია.
სატურნი
სატურნი– ფუნქცია. რაციონალური, ლოგიკური აზროვნების უნარი. რას ეძებს? საფუძველს, სტრუქტურას, მიზეზებს. დამახასიათებელი გამოთქმაა: „…თუ ასეა, გამოვა ისე … სითბოს მოჰყვება ყინვები და სიცივე. იქნება მოლიპული … ხეში წყალი ჩადგა, ე.ი სადღაც ახლოს წყალია.“
მზე –სატურნის ჰარმონიულ ასპექტი – იძლევა სწორ, ნათელ აღქმას (გაგებას) .
მზე–სატურნის დაძაბული ასპექტი – სატურნი თავს ახვევს სამყაროს უხეშ სტრუქტურულ ფორმას. ადამიანის სამყაროს აღიქვამს გისოსებს მიღმა. „მე ვიცი რომ ეს მოხდება მხოლოდ ასე!“ ეს იწვევს „მოუქნელობას“ და ართულებს სამყაროს აღქმას.
კარგია სატურნის მერკურისთან ან მარსთან ასპექტი. მერკურისგან მოდის დალაგებული ინფორმაცია, ხოლო მარსისგან – პროცესების დაყოფა ცალკეულ ნაწილებად. სატურნი–მარსისი დაძაბული ასპექტის დროს – ნაწილებად დანაწევრება ხდება უხეშად და არათანაბრად. თავს ახვევეს საკუთარ იდეებს, ეძებს საკუთარ სიმართლეს რომელიც შეიძლება არც შეესაბამება ჭეშმარიტებას. ეს სამართლიანობისთვის ბრძოლაა. სატურნი –მთვარის ასპექტი უკეთესად აღიქმება შუამავალი მერკურის საშუალებით.
ურანი
ურანი(ასტროლოგების პლანეტა) – ახდენს ელემენტების კომბინირებას. უჩვეულო კავშირების, ინტუიციის პლანეტა, ვარიანტების გადარჩევა ხდება ძალიან სწრაფად და სწრაფი რეზულტატით. ადგენს მიზეზს – კავშირების საშუალებით, თუმცა ეს კავშირები ყოვეთვის ახალი და უჩვეულოა.
მზე ურანთან ჰარმონიულ ასპექტებში – ადამიანი აღიქვამს სიახლეებს, რასაც არ აქვს ლოგიკური ახსნა, ანუ ინტუიცით. მზე–ურანის უარყოფითი ასპექტი – ადამიანი ეძებს უჩვეულო კავშირებს მაგრამ ხშირად უშედეგოდ. ხშირად კარგავს ცხოვრების აზრს.
მარსი–უარანის ჰარმონიული ასპექტი – ახალი უჩვეულო ინფორმაცია. მერკური–უარანის უარყოფითი ასპექტი – ძალან მნიშვნელოვანი ასპექტია, იძლევა საზრიანობა, მოხერხებულობასა და გამომგონებლობას.
მარსი ურანთან – უკმეხი დამოკიდებულება, დანაწევრებისადმი მისწრაფება, ნგრევის სურვილი, მოუთმენლობა, რევოლუციონერობა. მარსი ურანის კავშირში, თუ ურანია მმართველი მარსი სურათს ჭრის უჩვეულო ხერხებით.
ურანის ასპექტი მერკური, მთვარესთან ხდება სხვადასხვა სახის ამოცანების გადაწყვეტა, 3-11 სახლის კავშირსაც იგივე ფუნქცია აქვს, რაც მერკური–ურანს. ვენერა ურანის ასპექტი არც ისე მნიშვნელოვანია.
ამოცანის მაგალითი: სატურნისთვის 1 ვაშლს +1 ვაშლი = 2 ვაშლს. თუ 1 ვაშლი და 1 მსახალია =? … პასუხი უცნობია.
ურანისთვის 1 ვაშლს+1 მსხალი = 2 ხილი
ნეპტუნი
ნეპტუნი, იუპიტერის ძმობილია. იუპიტერი აერთიანებს ყველაფერს, ხოლო ნეპტუნი – პოულობს მსგავს ელემენტებს, მონათესავე საგნებს შორის და გამოჰყოფს მათ სხვებისგან (ადგენს საზღვრებს, ჩარჩოებს, ზღუდეებს),ესაა ერთმანეთის შესაბამისი საგნების ძიება.
იუპიტერი ნეპტუნთან ჰარმონიულ ასპექტში – სიბრძნის ასპექტია, კარგია გარშემო არსებული რეალობის გაგებისთვის. იძლევა შესაძლებლობას დაინახოს ზოგადი და გააერთიანოს სამყაროს სხვადასხვა სურათი.
იუპიტერი –ნეპტუნის უარყოფითი ასპექტი – კავშირები არასწორია. საზღვრები უსწორმასწორო, ელემენტებს შორის კავშირი არაა. ხდება სამყაროს სურათის გამრუდება და ილუზია.
მნიშვნელოვანია ნეპტუნი მერკურის, მარსის ასპექტები – მენტალობის მთავარი მმართველი ..
ნეპტუნი –მარსის ჰარმონიული ასპექტისას, როცა ნეპტუნია მმართველი, მარსი თავის ფუნქციას ასრულებს სწორად.
ნეპტუნი –მარსის უარყოფითი ასპექტისას – მარსი ჭრის არასწორ საზღვრებს, სხვადასხვა ნაწილებს აქვთ უხეში კიდეები. ეს ფანატიკური აზროვნებაა – ანადგურებს ყველაფერს რაც მისთვის უცხოა (უჩვეულოა).
პლუტონი
პლუტონი მარსის „ძმობილია“. პლუტონი გამოყოფს მთავრ ელემენტს საერთო სურათიდან, მარსი –ჰყოფს, პლუტონი –ურანთან გამოყოფს ახალს, ეძებს სიახლეს. პლუტონი–ნეპტუნის კავშირში, პლუტონი – მიუთითებს ახალზე, ნეპტუნი – ადგენს საზღვრებს ამის გარშემო.
პლუტონი მზის ჰარმონიული ასპექტისას – ადამიანი ყოველთვის ხედავს სიახლეებს სამყაროში. აფიქსირებს ახალ შესაძლებლობებს . ის ყოველთვის სხვებზე წინაა.
წყარო: Конспекты материалов доктора астрологии Шестопалова С.В
სტატიის ავტორი: რუსა