ასტროლოგიური ფიზიოგნომიკა

ასტროლოგიური ფიზიოგნომიკა

ასტროლოგიური ფიზიოგნომიკა

რა არის ასტროლოგიური ფიზიოგნომიკა?

ფიზიოგნომიკა ზოგადად ადამიანის სახის, მიმიკით, გამომეტყველებით მისი სულიერი განწყობისა და ხასიათის გამოცნობის ხელოვნებაა.

ასტროლოგიური კუთხით ის გარეგნული ნიშნებით, საქციელით, გამომეტყველებით, ჩაცმის სტილითა თუ საუბრის მანერით, ადამიანის ასტროლოგიური პორტრეტის გამოცნობას და ჩამოყალიბებას გულისხმობს.

თუ კი თქვენ თქვენს მეგობარს სთხოვთ, რომ ის რომელიმე კონკრეტულ ადგილას შეხვდეს თქვენს ნაცნობ წყვილს, რომელიც აქამდე არ უნახავს, მაშინ აუცილებლად ეტყვით, როგორ გამოყურებიან ისინი, როგორ შეიძლება ეცვათ და ა. შ.

მაშინ როცა თქვენი მეგობარი ასტროლოგია და თქვენ მას ეტყვით, რომ მას მათი გამოცნობა არ გაუჭირდება, რადგან  გოგონა ტიპიური ლომია, ხოლო ბიჭი- მორიელი, ის არავითარ შემთხვევაში არ შეცდება და მათ გამოარჩევს. უფრო მეტიც, შეიძლება ისინი შორიდანაც კი დააფიქსიროს- ყველაზე სავარაუდოა, რომ მამაკაცი მორიელის სამოსში ჭარბად იქნება შავი ფერი, ხოლო, გოგონა ლომს ექნება გამორჩეული გარეგნობა, ღია ფერის თმის მოცულობითი ვარცხნილობა, მაღალი ქუსლები ან ბევრი სამკაული- რაიმე ისეთი, რაც გარშემომყოფთაგან გამოარჩევს.

ასტროფიზიოგნომიკა ჩვეულებრივი ფიზიგნომიკისგან განსხვავებით არ მოიცავს მხოლოდ ხასიათის თვისებების დადგენას ან ნიშნის გამოცნობას, მისი მთავარი ამოცანაა  ასტროლოგებს დაეხმაროს დაბადების დროის დაზუსტებაში, რომლის გარეშეც სწორი ასტროლოგიური რუკის შედგენა შეუძლებელია.

ასტროლოგიურ ფიზიოგნომიკის შესახებ მოტანილი ინფორმაცია შეისწავლეს და დაამუშავეს  ასტროლოგიის აკადემიაში (რუსეთში), სადაც  საშუალება იყო, ბევრ ადამიანზე დაკვირვებით გამოეყოთ საერთო და განმასხვავებელი ნიშნები და ზოგადი დასკვნები გაეკეთებინათ.

ადამიანის გარეგნობაზე გავლენას ახდენს:

მზე – ნიშანი, რომელშიც არის მზე; პლანეტები, რომლებსაც მზესთან ასპექტები აქვთ.

მთვარე – ნიშანი, რომელშიც მთვარეა და მასთან ასპექტების მქონე პლანეტები.
ითვლება, რომ მთვარე ქალის გარეგნობაზე უფრო ძლიერად მოქმედებს, ვიდრე კაცისაზე.

ასცენდენტი– ნიშანი, რომელშიც იმყოფება ასცენდენტი, პლანეტები პირველ სახლში – რაც უფრო ახლოსაა პლანეტა ასც-თან, მით ძლიერია გავლენა. ასევე პლანეტა, რომელიც არის მე-12 სახლის ბოლოს, შეერთებაში ასცენდენტთან და ასევე ამ უკანასკნელთან ასპექტირებული პლანეტები.

      ალბათობა იმისა, რომ „უბრალო გამვლელის“ ასტროლოგიურ ტიპაჟს დიდი სირთულის გარეშე შეადგენთ, ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე არის 70-75%.

ძირითადი გარეგნული მახასიათებლები სტიქიების მიხედვით;

 

ცეცხლი: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

განსაკუთრებული გავლენა იგრძნობა ლომებსა და მშვილდოსნებზე. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთ პროფილი მორიელებსაც აქვთ.

დამახასიათბელია „ამაყი“ პროფილი, მკვეთრი, გამოკვეთილი სახის ნაკვთуბი, გამოკვეთшლი ცხვირი- კეხიანი ან ე.წ. რომაული. ხშირია მორკალული წარბები. აქვთ პირდაპირი გამოხედვა, ქალური მოყვანილობის ნიკაპი და ქვედა ყბა. დამახასიათბელი წითურობა, მოწითალო ფერი სახეზე, ჭორფლი. კაცებს საფეთქელსა და შუბლზე ხშირად აქვთ შეთხელებული თმა.

სპორტული აღნაგობის ხალხია. აქვთ ენერგიული სიარულის მანერა, არიან საკმაოდ ხმაურიანები, ახასიათებთ მკვეთრი მოძრაობები, დემონსტრაციულობა. ლომისა და მშვილდოსნისთვის დამახასიათებელია ამაყი, წარმოსადეგი შესახედაობა; ვერძებისვის – აგრესიული, ჟინიანი, უხეში მანერები.

ჰაერი: სასწორი, ტყუპები, მერწყული

წამახული, წაწვეტებული, თხელი ნაკვთები, ფერმკრთალი კანი, სახე თითქოს გამჭვირვალე.

ძირითადად გამხდრები არიან. არ აქვთ დიდი თვალები, ახასიათებთ მოუსვენარი მზერა ან ცივი გამოხედვა. აქვთ ღია ფერის თვალები და თმა.

თხელი ფიგურა, გრძელი, თხელი კიდურებით.

მოძრაობაც ასეთივე მსუბუქი აქვთ, ისე დადიან, თითქოს ცეკვავენო. უმეტესობა მათგანი ძალიან მოძრავი და მოუსვენარია.

აქვთ ჟღერადი და მხიარული ხმა.

წყალი: კირჩხიბი, მორიელი, თევზები

წყლის ნიშნებს აქვთ ძალიან ღრმა, დიდი და გამომხატველი თვალები. „მძიმე“ ქუთუთოები.  ასეთ თვალებს „მტირალა“ თვალებსაც ეძახიან, რადგან თვალის გარე კუთხეები დაშვებულია. აქვთ დანისლული გამოხედვა, საუბრისას თვალებში არ გიყურებენ, დაბლა ხრიან, ან გვერდით იყურებიან. მათთვის დამახასიათებელ ცხვირს ხშირად „იხვისებურს“ უწოდებენ. აქვთ ძალიან რბილი, უფრო ხშირად სქელი ტუჩები, მრგვალი ნიკაპი. აქვთ ღაბაბის ტენდენცია. დამახასიათებელია ხშირი ტალღოვანი თმა.

მორიელებს, კირჩხიბებისა და თევზებისგან განსხვავებით, შეიძლება ჰქონდეთ წყლის სტიქიის თვალები, ხოლო ცეცხლის სტიქიის პროფილი შუბლი და ცხვირი.
წლის სტიქიის წარმომადგენლებს უმეტესად აქვთ ოდნავ სავსე ფიგურა, მრგვალი ფორმები. სხეული დუნე, თითქოს ბამბისგან აგებული, „სველი“ კანი. ელასტიური, გრაციოზულია, პლასტიური მოძრაობები, ჩუმი, რბილი გაადადგილების მანერა. ხშირად სხედან ნახევრად მიწოლილები. თუ ადამიანი ყოველთვის ეძებს, სად ჩამოეყრდნოს, ან მიეყრდნოს ან მიწვეს- აქვს წყლის გავლენა.

 

მიწა: თხის რქა, კურო, ქალწული

მძიმე, მონუმენტური სახის ნაკვთები, დაბალი შუბლი, კვადრატული ნიკაპი, სუსტი მიმიკა- ასეთ ადამიანებს მიწის გავლენა აქვთ გარეგნობაში.

ქალწულებს აქვთ უფრო თხელი და წაწვეტებული ნაკვთები(მერკურის გავლენა)
მიწის ნიშნებს ახასიათებთ მასიური, მკვრივი ფიგურა.

სიარულის მანერაც შესაბამისია- მძიმე, შენელებული, მკვეთრი, საიმედო. ჯდომითაც მყარად სხედან, შეუძლიათ დიდხანს შეინარჩუნონ ერთი და იგივე პოზა. ქცევა და მანერებიც აუჩქარებელი და თავდაჭერილია.

ცალკე განვიხილოთ მზისა(ლომის) და მთვარის (კირჩხიბი) გავლენები, რომლებსაც ისინი ახდენენ ლომებსა და კირჩხიბებზე.

 

მზე (ლომი)

ლომებს, რომლებსაც მზის ძლიერი გავლენა აქვთ (აქტიურია და კარგადაა ასპექტირებული) აქვთ ღია ფერის კანი, შეიძლება იყვნენ ჭორფლიანები. აქვთ გამოკვეთილი შუბლი, დიდი ფართოდ გახელილი თვალები, თხელი, მომრგვალებული წარბები და საკმაოდ მოკლე ცხვირი.

დამახასიათებელია დიდი მანძლი ცხვირსა და ტუჩებს შორის.

აქვს ფართო, გამოკვეთილი ქვედა ყბა. პირიც შესაბამისი მოყვანილობისაა, ლომისებური- ფართო, ტუჩის კუთხეები აწეულია ზევით.

ვარცხნილობაც უმეტესად მოცულობითია, ხშირად აქვთ ღია ფერის და წითური თმა.

ამაყი, წარმოსადეგი სიარულის მანერა, ყველა ნაბიჯი გამოკვეთილია, ეპატაჟურია, თითქოს სულ სცენაზეა და ეფექტის მოხდენას ცდილობს.

იგივე მიზანი აქვს ჩაცმულობასაც- ხაზს უსვამს ფიგურას, ცდილობს ყურადღების მიქცევას, ეფექტურია.

კაცები მიდრეკილნი არიან სიმელოტისკენ.

უმეტესად არიან საშუალო სიმაღლისები, აქვთ განიერი მხრები, წვრილი თეძოები და ხშირად მოკლე ფეხებიც.

მზე ასცენდენტზეც მოგვცემს იგივე გარეგნობას ან მახასიათებლებს, რაღა თქმა უნდა მზის ნიშნის გავლენით იქნება მცირეოდენი სახეცვლილებები.

მთვარე(კირჩხიბი)

კირჩხიბის ნიშანს, რომელსაც უშუალოდ მთვარე მართავს განსაკუთრებით ეტყობა მისი გავლენა. ძლიერი მზის მქონე კირჩხიბებს, ასევე მზეს ასცედენტზე კირჩხიბში (როდესაც კირჩხიბს ასცენდენტიც კირჩხიბში აქვს და მზე შეერთებულია ასცენდენტთან) აქვთ დიდი თვალები, მძიმე ქუთუთოებით, სავსე, რბილი ტუჩები. ამ უკანასკნელთ არ აქვთ მკვეთრი კონტურები, დამახასიათებელია პირის „ტალღისებური ჭრა“- ხშირად სწორედ ამ შტრიხით ცნობენ ადამიანზე კირჩხიბისა და მთვარის გავლენებს. შეიძლება ჰქონდეთ პატარა ე.წ. „კურნოსა“ ცხვირი, ან ისეთი მოყვანილობის, რომელიც დაბლა ფართოვდება. დამახასიათებელია მრგვალი „მთვარისებური“  სახე, პატარა ნიკაპი.

უმეტესად გვხვდება ორი განსხვავებული ტიპი: მოქერო „მთვარისებური“ და შავთმიანი.

პირველი ტიპის წარმომადგენლებს ხშირად აქვთ მძინარე, დუნე ან ნამტირალევი გამოხედვა, ან კიდევ ბავშვური, მიმნდობი გამოხედვა.

ასეთივე გარეგნულ ნიშნებს ატარებენ მთვარით ასცედენტზე ადამიანები.

მეორე შემთხვევაში, ანუ ანუ შავთმიანი კირჩხიბებისთვის დამახასიათებელია მხიარული, მოძრავი, ცოცხალი, გამომხატველი გამომეტყველება. დიდი შავი თვალები, ხშირი წამწამები. ამ ტიპის წარმომადგენელი ქალები არიან განსაკუთრებით ლამაზები და მომხიბვლელები.

ორივე ტიპისათვის დამახასიათებელია ფირუა მრგვალი ფორმებით, არ აქვთ მკვეთრი კონტურები.

სიარულის მანერა თავისუფალია და მოდუნებული. არიან ძალიან პლასტიკურები და აქვთ მიმბაძველობის ნიჭი.

სტატიის ავტორი: ნუცა ნიკოლიშვილი


About Tamta

Scroll To Top