ასტრო ბლოგზე ვიქტორინა იწყება – 18 ნოემბრიდან

ასტრო ბლოგზე ვიქტორინა იწყება – 18 ნოემბრიდან

ასტრო ბლოგის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა საკუთარ მკითხველს საინტერესო სურპრიზი გაუკეთოს და გვერდი უფრო საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი გახადოს. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ სახალისო-შემეცნებით ვიქტორინას, რომელშიც თითოეულ თქვენგანს შეუძლია მონაწილეობის მიღება. გამარჯვებული კი ასტრო ბლოგისგან დასაჩუქრდება.

ვიქტორინა ჩატარდება ასტროლოგიის სფეროს მიხედვით და თქვენი გამარჯვება – თქვენსავე ცოდნაზე იქნება დამოკიდებული.

18 ნოემბრამდე, ანუ ორშაბათამდე ასტრო ბლოგის ფეისბუქის გვერდზე გაზიარდება ყველა ის მასალა, რომლიდანაც სავარაუდო კითხვები ვიქტორინაში დაისმება. გაეცანით, გადახედეთ, გაიხსენეთ…

18 ნოემბერს ვიქტორინა დაიწყება.

ყოველდღე – ორშაბათიდან, 18 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, საღამოს 21:00 სთ-ზე ვიქტორინის კითხვა ასტრო ბლოგის საიტზე განთავსდება, რომელიც შემდეგი დღის 21:00 სთ-მდე არ შეიცვლება.

სწორი პასუხის პირველ დამწერს 1 ქულა მიენიჭება.

ვიქტორინის გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ქულას დააგროვებს.

თუ ამ დროის განმავლობაში თანაბარი ქულები დაგროვდა, შაბათს (23 ნოემბერს) დამატებითი კითხვა იწერება; ხოლო კვირას (24 ნოემბერს) გამარჯვებული გამოცხადდება.

პ.ს. ვიქტორინის ჩატარების პერიოდში გამორჩეულად აქტიური მონაწილე, რომელიც ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს, მაგრამ დაგვიანებით (ანუ სხვა დაასწრებს) – ყოველდღიური აქტიურობისა და ცოდნისთვის დაჯილდოვდება. ასე, რომ თითოეულ თქვენგანს შანსი აქვს მოიგოს ასტრო ბლოგის პრიზი ან დაჯილდოვდეს როგორც ვიქტორინის აქტიური მონაწილე.

გისურვებთ გამარჯვებას :)

ვიქტორინის წესები:

ვიქტორინა ჩატარდება ერთი კვირის განმავლობაში _ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით_ და მასში მონაწილეობა თითოეულ თქვენგანს შეუძლია. შაბათი დღე, დამატებითი კითხვისთვისაა, იმ შემთხვევაში, თუ მთელი კვირის განმავლობაში დასმულ კითხვებზე გაცემული სწორი პასუხების მიხედვით რამდენიმე მკითხველმა დააგროვა თანაბარი რაოდენობის ქულა. კვირა დღეს კი მოხდება გამარჯვებულის დასახელება.

• ვიქტორინა დაიწყება ორშაბათ დღეს და გაგრძელდება პარასკევის ჩათვლით.
• ყოველ დღე დაიდება 1 კითხვა _ თუ კითხვა დაიდო დილის 12:00 საათზე, იგი მომდევნო დღის დილის 12:00 საათამდე არ შეიცვლება და არ დაფიქსირდება სწორი პასუხის ავტორის ვინაობა.
• თითოეული კითხვა ფასდება 1 (ერთი) ქულით;
• კითხვაზე სწორი პასუხი ჩაეთვლება იმ მონაწილეს, რომელიც პირველი დააფიქსირებს სწორ პასუხს.
• თუ შაბათ დღეს დაფიქსირდება, რომ მთელი კვირის განმავლობაში დასმულ კითხვებზე გაცემული სწორი პასუხების მიხედვით რამდენიმე მონაწილემ დააგროვა თანაბარი რაოდენობის ქულა, მაშინ დამატებით კითხვას დავსვამთ;
• დამატებითი კითხვა ასევე ფასდება 1 (ერთი) ქულით.
• შაბათ დღეს დასმულ დამატებით კითხვას მხოლოდ ის მონაწილეები სცემენ პასუხს, რომლებმაც მთელი კვირის განმავლობაში დააგროვეს თანაბარი ქულები და ამის გამო ვერ გამოვლინდა 1 გამარჯვებული.
• შაბათ დღეს დასმულ დამატებით კითხვაზე სწორი პასუხი ჩაეთვლება იმ მონაწილეს, რომელიც პირველი დააფიქსირებს პასუხს.
• კვირა დღეს (ან ბოლო კითხვის დასმის შემდგომ) ოფიციალურად დასახელდება გამარჯვებული და მას გადაეცემა ასტრობლოგის მიერ დაწესებული პრიზი.

საჩუქარი: პირველი ვიქტორინის გამარჯვებულს გადაეცემა ასტრო ბლოგის გუნდის მომზადებული და პირადი მონაცემებით გაკეთებული ტაროს სრული ანალიზი.

 

ტაროს სრულ ანალიზში შედის: ინდივიდუალური არკანი, ცხოვრების სამ ეტაპად ანალიზი, როგორ აღიქვამს საკუთარ თავს და სხვები როგორ აღიქვამენ; შიშების გამოვლენა; ტალანტი, შესაძლებლობები; ცხოვრებისეული მისია, ამოცანები, მათი შესრულების საშუალებები.

ასტრო ბლოგის ფეისბუქ გვერდი – https://www.facebook.com/AstroBlogi

მონაწილეები:

  • მარიამ ძებნიაური (N1 კითხვა) – 1 ქულა
  • მიშო შოვნაძე (N2 და N3 კითხვა) – 2 ქულა
  • ნანაკო თურმანიძე (N4 კითხვა) – 1 ქულა
  • გიორგი ჯინჭარაძე (N5 კითხვა) – 1 ქულა

 

ვიქტორინის პირველი გამარჯვებულია – მიშო შოვნაძე, რომელიც დასაჩუქრდება ტაროს სრული ანალიზით.

ვიქტორინის აქტიურ მონაწილედ კი გიორგი ჯინჭარაძე გამოვლინდა, საჩუქრად გადაეცემა ტაროს ინდივიდუალური არკანის ანალიზი ან დახასიათება პითაგორას კვადრატით (თავად ირჩევს).

 


About Tamta

Scroll To Top