ბედის ბანქო – დამა გული

ბედის ბანქო – დამა გული

 (29 ივლისი, 27 აგვისტო, 25 სექტემბერი, 23 ოქტომბერი, 21 ნოემბერი, 19 დეკემბერი)

მოსიყვარულე დედის (ან მამის) ბანქო

ეს ადამიანი ნეპტუნისაგან განსაკუთრებული ხიბლით, იდეალიზმითა და მაგნეტიზმით არის დაჯილდოებული. დამა გული ეს არის მშობელი მთელი კაცობრიობისა, ის თავის სიყვარულით ანებივრებს ყველას. ბოლომდე უძღვნის თავის თავს ან ოჯახს, (მეუღლესა და შვილებს) ან კარიერას. ამ კარტის ადამიანები სქესის მიუხედავად საკმაოდ ძლიერი პოტენციალით გამოირჩევიან, რაც სხვადასხვა სფეროში სიმაღლეების მიღწევაში ეხმარებათ, თუმცა უმეტესად ბედი მაინც მამაკაცურ პროფესიებში წყალობთ. ისინი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან მშობლის სტატუსს, ბავშევბთან კი, განსხვავებული სულიერი კავშირი აქვთ.

 დამა გული მომხიბვლელი, მეგობრული და კომუნიკაბელურია, კარგად წარმოაჩენს თავს ხელოვნების სხვადასხვა დარგში. მათგან მშვენიერი მსახიობები, მხატვრები, ლიტერატორები და მუსიკალური შემსრულებლები დგებია. ნებისმიერ შემთვევაში ეს ადამიანები ძალიან აფასებ ხელოვნებასა და სილამაზეს.

 დამა გულის წარმომადგენლებს აქვთ ექსტრასენსორული უნარები, ისინი ამ უნარებს აღიქვავენ და მშვენივრად აცნობიერებენ, ხანდახან პროფესიონალ ექსტრასენსებად ან მედიუმებადაც ყალიბდებიან. სანამ ისინი სულიერი ცხოვრებისთვის საჭირო უმაღლესი ჭეშმარიტებით ხელმძღვანელობენ მათი ცხოვრება მშვიდი და ნაყოფიერია.

 დაბალი განვითარების დამა გული, ზარმაცი, უყურადღებო, მუდამ სიამოვნების მიღებაზე ორიენტირებულია, აქ არის საფრთხე, შესაძლოა ის ჩამოყალიბდეს ენერგეტულულ ვამპირად. (ნებისმიერი ბანქოსთვის).

 ამ ადამიანებს შორის არც ისე იშვიათად შეხვდებით სხვის კმაყოფაზე მცხოვრებთ, ალკოჰოლდამოკიდებულებს. თუ მათ სძლიეს სიზარმაცეს, თვითკმაყოფილებასა და თუ დაუბრუნდნენ უმაღლეს იდეალებს, მაშინ ისინი წარმატებულები იქნებიან.

 დამა გულები ხშრად იზიდავენ ძლიერ და მატერიალურად უზრუნველყოფილ ხალხს, ისინი მგრძნობიარე, განსაკუთრებული ხიბლით დაჯილდოებული საყვარლები არიან. გააჩნიათ იდეალური პარტნიორისათვის აუცილებელი თვისებები. მხიარული და გულუბრყვილოები არიან, მათზე დიდხანს ვერ იქნებით გაბრაზებული, აქვთ იმდენად მიუწვდომელი იდეალები, რომ იდეალური პარტნიორის პოვნის ალბათობა ძალიან მცირეა, ამის გამო კი ხანდახან მოუწევთ მკაცრ რეალობასთან შეჯახება. მთავარია იმედგაცრუება ძალიან მძიმე არ იყოს.

 ამ ბანქოს მამაკაცებიც საკმაოდ მიმზიდველები და ელეგანტურები არიან, სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით კი მეტად მგრძნობიარენი. დამა გულის მამაკაცები კარგი მეოჯახეები, მზრუნველი მამები არიან, მათ შეუძლიათ ქალის ტრადიციული საქმის კეთებაც, სანამ მათი მეუღლე კარიერითა და ფინანსური კეთილდღეობისთვის შრომით არის დაკავებული.

 ზოგიერთი დამა გული სხვების გრძნობების მიმართ ძალიან გულგრილია, ასევე მათ შეუძლიათ მიიზიდონ ვერაგი და არასაიმედო პარტნიორები. ზოგადად საკმაოდ არაორდინალური ხალხია.

 მოკლედ, რომ ითქვას დამა გული სექსის დედოფალი, რომანტიული ნატურა და ძალიან მზრუნველი „დედაა“. ის შეიძლება იყოს ზარმაცი, უდარდელი და ზედმეტად მგრძნობიარე. უყვარს კომფორტი და ფუფუნება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ძალიან ბევრი რამ ადამიანის ხასიათში მის სხვა მახასიათებლებზეა დამოკიდებული, მაგ: ზოდიაქოს ნიშანზე, დაბადების წლის მმართველზე, წინა ინკარნაციაზე და ა.შ.

 ნეპტუნმა, (დამა გულის მმართველი) შესაძლოა ამ ადამიანის პირადი ცხოვრებაში დიდი ქაოსი და გაუგებრობები შეიტანოს. ამ შემთხვევაში დამა გული ეჭვებში ვარდება იბნევა, არ იცის მისი ცხოვრებისთვის რა უფრო საჭიროა, მისი ცხოვრება ბედნიერებას მოკლებულია.

 თუ ის შეეცდება ზედმეტად დაეხმაროს სხვებს, მაშინ შესაძლოა მსხვერპლად ან მწვალებლად იქცეს.

 ამ ბანქოს ადამიანებს შესაძლოა გამოადგეთ შემდეგი რჩევა: გამოყონ ერთმანეთისგან პარტნიორის მიმართ გრძნობები და ვალდებულებები, მისცენ სხვას მათზე ზრუნვის უფლება. ხანდახან საჭიროა დაუცველადაც წარმოაჩინონ თავი. ამ შემთხვევაში უფრო ჰარმონიული იქნება ურთიერთობები.

 ამ  ქალბატონებს იზიდავენ ყვავის მასტის მამაკაცები, რადგან ისინი თავისი ძლიერებით გამოირჩევიან. ასევე არის მიზიდულობა აგურის მასტის მამაკაცებთან, ხოლო ჯვრის მამაკაცები ზემდეტად სახლაფორთოდ აღიქვავენ დამა გულთან ურთიერთობას. მამაკაცებიც და ქალბატონებიც მშვენივრად მეგობრობენ ჯვრის კარტებთან, თუმცა ახლო ურთიერთობების დალაგება საკმაოდ რთულია.

მერკურის ასაკში (13 წლამდე) – ინტელექტს იუმჯობესებენ, ცხოვრებაში სხვადასხვა იდეებს ანხორციელებენ.

ვენერას ასაკში ( 13 – 26 წლამდე) – ფულის გამომუშავებას სწავლობენ

მარსის პერიოდიში ( 26 – 39 წლამდე) – საკუთარი თვისა და სიტუაციების ფლობას სწავლობენ.

იუპიტერის ასაკში (39 – 52 წლამდე) – საქორწინო პარტნიორის არჩევისას ყოყმანობენ.

სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე ) – მიღებული ცოდნის გაღრმავებას ცდილობენ.

 

დასკვნა – ეს არის მოსიყვარულე დედის, სიზარმაცის, ფუფუნებისა და სიამოვნების, (ბავშის გაჩენის) კარტი. ხასიათში სიზარმაცემ და ფუფუნებისმოყვარეობამ შესაძლოა წონის პრობლემები შეგიქმნათ.

 

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა


About Kate

Scroll To Top