ბედის ბანქო – დამა ჯვარი

ბედის ბანქო – დამა ჯვარი

(28 იანვარი; 26 თებერვალი; 24 მარტი; 22 აპრილი; 20 მაისი; 18 ივნისი; 16 ივლისი; 14 აგვისტო; 12 სექტემბერი; 10 ოქტომბერი; 8 ნოემბერი; 6 დეკემბერი)

 თანდაყოლილი ინტუიციის ბანქო.

ყველა დამა არსით დედაა. აქვთ გამორჩეული ინტუიცია და მოწოდებულნი არიან სხვების მსახურებისა და დახმარებისთვის.  დიდ ინტელექტს ფლობენ და ამიტომ მიდრეკილნი არიან ადმინისტრაციული, გამომცემლობითი საქმიანობისაკენ, ხოლო ყველაზე პროგრესულები – ექსტრასენსორული საქმიანობით არიან დაკავებულნი.

 დამა ჯვარი დედოფალია, ის ყოველთვის აცნობიერებს თავის ადგილს სამეფო კარზე. დიდ წინააღმდეგობას უწევს ყველას, ვინც ცდილობს ის სტანდარტულ პიროვნებამდე დაიყვანოს. ერთადერთი, რაც ხელს უშლის პირად ცხოვრებაში გაუბედაობა და ყოყმანია, ეს თვისებები ბედნიერების საშუალებას არ აძლევს.

 ეს ადამიანები შესანიშნავ გონებრივ უნარებს ფლობენ, დაბადებიდან ბოძებული ექსტრასენსორული ნიჭის წყალობით არაჩვეულებრივ ცოდნას იღებენ. მათ ბრწყინვალე ორგანიზატორული ნიჭი აქვთ, თუმცა მათი ცხოვრება სირთულეებითა და დაძაბულობებითაც არის გაჯერებული, რაც ძალიან ღლით. ცხოვრება ამ ადამიანს ბევრ სიკეთეს პირდება, თუ ისინი სულიერების გზით წავლენ. წინა ინკარნაციიდან მათ სამყაროს ღრმად შეცნობა მოახერხეს და ახლა სწორედ ამ ცოდნას იყენებენ.

 დამა ჯვარი –  „ღვთისმშობლის ბანქოა“, ამიტომ მას აუცილებლად ეყოლება თავისი ან აყვანილი შვილები, რომლის გამოც ის სულდგმულობს და თავის ინტერესებს ხშირად მსხვერპლად წირავს.  ეს ადამიანები შემოქმედებითი ნატურისანი არიან, ხშირად რამდენიმე საქმეს ერთად აკეთებენ. უამრავი ინტერესის სფერო და გატაცება აქვთ. მათ უკეთ გამოსდით ისეთი კარიერის კეთება, სადაც უკეთ ახდენენ თავისი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას, ასევე იქ სადაც გადაადგილების თავისუფლება აქვთ.

 ყველა დამა ჯვარი ვერ პოულობს ქორწინებაში თავის ბედნიერებას, ისინი ძალიან ძლიერი გონებითა და მტკიცე ნებით არიან დაჯილდოებულნი და ყველას არ შეუძლია ასეთ თავნება პარტნიორთან თანაცხოვრება. ამ „ბანქოსთვის“ დიდი ალბათობით (კარმულად), თავიდანვე არსებობს ერთი ან რამდენიმე პრობლემური პარტნიორი, ამიტომ ზოგიერთი მათგანი უიღბლო ქორწინების შემდეგ საერთოდ უარს ამბობს მომავალი პირადი ცხოვრების მოწყობაზე.

 ხანდახან ეს ადამიანები მერყევნი ხდებიან, რაც მათ გრძნობებში პარტნიორს ეჭვებს აღუძრავს. დამა ჯვარს ახასიათებს ყოვლისმომცველი სიყვარული, ამიტომ პარტნიორისგანაც იგივეს ელის.  დაძაბულობა, რომელსაც ურთიერთობებში ყოველ ჯერზე განიცდიან, ამწვავებს მათ მერყეობას, აქედან გამომდინარე ურთიერთობებში (კარმული) მეტი სირთულეები წარმოიქმნება.

 ამ ბანქოს ადამიანებს მხოლოდ გამბედაობითა და დიდი ძალისხმევით, თავის თავზე მუშაობით შეუძლია პირადი ურთიერთობების დალაგება. მთავარია სურს თუ არა მას ძალისხმევის გამოვლენა. დამა ჯვარის უმრავლესობა კმაყოფილია ხანგრძლივი, მაგრამ ყოველგვარ ვალდებულებას მოკლებული ურთიერთობებით, რადგან სამსახური და კარიერა მათი ერთადერთი სიყვარულია, პირადი ცხოვრება მეორე ადგილზე რჩება. მთავარი ამოცანაა – დედოფლები გახდნენ და ბედნიერად იცხოვრონ.

 ეს ადამიანი მგრძნობიარე და ნევროზულია, მას აღიზიანებს ნელი, სულელი და ზარმაცი ადამიანები. ცხოვრების ისეთი დაძაბული რიტმი აქვს, რომ სხვებმა შესაძლოა ვერც გაუძლონ. ძალიან სწრაფად ფიქრობენ და მოქმედებენ. დაუღალავნი და მშრომელნი, არაჩვეულებრივი ორგანიზატორული და სხვა ტალანტებით არიან დაჯილდოებულნი. თუ ისინი ისწავლიან რაღაც დოზით თავის ტემპერამენტის მოთოკვას, მაშინ ცხოვრებით ტკბობას შეძლებენ.

 დამა ჯვრის ქალბატონები კარგად ეწყობიან ყვავის მასტის მამაკაცებს.

მამაკაცები კი – აგურის მასტის ქალბატონებს. პრობლემები ძირითადად გულის მასტებთან ურთიერთობისას იჩენს თავს.

 მერკურის ასაკში (13 წლამდე) ბევრს მუშაობენ, თავის თავზე სწავლობენ, ცოდნას აგროვებენ.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) მათ ცხოვრებაში უამრავი ცვლილება ხდება.

მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) ისინი რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ და ითავსებენ ჭეშმარიტი ფასეულობების მეცნიერებას.

იუპიტერის ასაკში (39 – 52 წლამდე) სულიერი ტრანსფორმაციის დროა, ასევე განვლილი ცხოვრების წარმოდგენების გადახედვა ხდება.

სატურნის პერიოდის დროს (52 – 65 წლამდე) პირად ცხოვრებაში ასე თუ ისე მსუბუქი გაკვეთილები იჩენს თავს, როდესაც მათ მოუწევთ ახლობელი ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭების სწავლა და მარტო დარჩენის შიშის გადალახვა.

დასკვნა: ქალწული მარიამი, ცოდნით მსახურება, ურთიერთობა და მეურვეობა. ინტუიცია. მათი სამსახურეობრივი დიაპაზონი მოიცავს მდივნის, პედაგოგის პროფესიებს, მეტაფიზიკური ცოდნა, წარატება მწერლობაში, სახალხო გამოსვლებში. ესაა ინფორმაციული ხელმწიფე, სამყაროს დედა, რომელიც თავის შვილებს სიბრძნესა და ცოდნას ჩუქნის.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

 

ბედის ბანქო – დამა ყვავი (ყველა მასტის დამის მიმოხილვა)

ბედის ბანქო – დამა აგური

ბედის ბანქო – დამა გული


About Kate

Scroll To Top