ბედის ბანქო – ვალეტ აგური

ბედის ბანქო – ვალეტ აგური

(16 იანვარი, 14 თებერვალი, 12 მარტი, 10 აპრილი, 8 მაისი, 6 ივნისი, 4 ივლისი, 2 აგვისტო)

 ვაჭრობის ბანქო.

ვალეტ აგურის ზეგავლენით ადამიანები დაჯილდოებულნი არიან გამჭრიახი გონებითა და განსაკუთრებული სხვა შესაძლებლობებით მოიწყონ მაქსიმალური კომფორტი.

 ამ „ბანქოს“ ცხოვრებაში ყველაფერი წარმატებით ეწყობა, განსაკუთრებით კი ფინანსების სფეროში. თუ ის არ ჩაიციკლება მატერიალურ მიღწევებზე და იპოვნის სულიერი განვითარების გზას, მაშინ ხდება „მეფე“ (თავის მასტებში).

 ყველა „მცირე“ ბანქოს (ორიანები, სამიანები და ა.შ.) თავისივე მასტში აქვს პირადი მეორე ბანქო (სქესის კუთვნილებით) მაგ : ქალ-3 აგურს – დამა აგური; მამაკაც- 2 ყვავს – ვალეტ ყვავი და ა.შ. ვალეტ ყვავს შეუძლია გახდეს მეფე ყვავი 36 წლის შემდეგ, თუ ის კარმულ მისიებს გააცნობიერებს და მეტად განვითარდება.

განსხვავებულადაა საქმე ვალეტ აგურთან დაკავშირებით, ყველა მათგანი ვერ იქცევა მეფედ, ამისთვის უდიდესი ძალისხმევაა საჭირო. (თქვენი მეორე ბანქო დაგეხმარებათ კარმული მისიის უკეთ გაცნობიერებაში და სწორად განვითარებაში.)

 ვალეტ აგურს დაბადებიდან აქვს ექსტრასენსორული უნარები, სწორედ ეს უნარები აყენებს მას სულიერების შეცნობის გზაზე, ერთადერთი რაც ამ გზაზე ხელის შემშლელად შეიძლება ჩაითვალოს არის – ძლიერი კონცენტრაცია საკუთარ გონებაზე. თუმცა ადრე თუ გვიან ეს ადამიანები მაინც იყენებენ ამ შესაძლებლობებს.

 ყველა ვალეტ აგური სხვების დარწმუნების დიდ ძალას ფლობს, მას შეუძლია ადამიანები გაიყოლოს. კარგად ავლენს თავს გართობის სფეროში. ამ „ბანქოს“ სურს სამყაროსთვის დიდი სარგებლის მოტანა, თუმცა (ისევე, როგორც ნებისმიერი მასტის ვალეტი) საკმაოდ არასერიოზულია, იმისთვის, რომ ამ კეთილშობილურ მიზანს მიაღწიოს. ნებისმიერ სიტუაციაში უყვარს არჩევანის გაკეთების უფლების დატოვება. თავისუფლება – ამ ბანქოს წარმომადგენლებისთვის ყველაფერია.

 ხშირად იზიდავთ იმ საქმის კეთება, რომელიც სხვა საქმიანობაში ხელს არ შეუშლით, ისინი გაურბიან ერთფეროვნების ყველა გამოვლინებას. ვაჭრობის სფეროში ვალეტ აგური საუკეთესოა, მათზეა ნათქვამი, რომ „შეუძლიათ ჩუქჩასაც კი მიყიდონ ყინული“.

თავისი არასერიოზულობისა და მოუმწიფებლობის გამო ამ ბანქოს ადამიანი ყოველთვის არ ასრულებს დანაპირებს. სოლიდური ასაკის მიუხედავადად შეუძლია თამაში. აუცილებელია ისეთი პროფესიის მოძებნა, სადაც მოახერხებს თავისი შემოქმედებითი ტალანტების რეალიზებას. სადაც მას აღიარებენ და დააფასებენ.

ვალეტ აგურს თავისუფლების სიყვარული ხშირად ხელს უშლის მუდმივ პარტნიორულ-სასიყვარულო ურთიერთობებში. სინამდვილეში მას ეშინია სხვადასხვა ვალდებულებების (განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული).

მეოცნებე ხასიათი ამ ადამიანების ერთერთი მახასიათებელია, მათ სიყვარულში იდეალები ჰყავთ, თუმცა შეუძლიათ გახდნენ ბრწყინვალე საყვარლები და მეუღლეები.  ძალიან განიცდიან, როდესაც პარტნიორი  სიყვარულში თავის შესაძლებლობებს ვერ ავლენს.

ვალეტ აგური ყველასთან ადვილად პოულობს საერთო ენას, თუმცა უჭირს კომპრომისი.

როგორც კი ეს ადამიანები დამშვიდდებიან, შეძლებენ მოიწყონ მშვენიერი ოჯახური ცხოვრება.

 ამ ბანქოს მამაკაცებს ხშირად უყვარდებათ გულის მასტის ქალბატონები, ხოლო ქალები – უპირატესობას ჯვრის მასტის მამაკაცებს ანიჭებენ.

 ამ ადამიანებისთვის პირადი ცხოვრება უმეტესად ბოლო ადგილზეა.

მერკურის ასაკში ( 13 წლამდე) – ხშირად უყვარდებათ, თან ფიქრობენ, რომ ეს სიყვარული პირველი და უკანასკნელია.

ვენერას ასაკში ( 13 – 26 წლამდე) – ფულის გამომუშავებას სწავლობენ.

მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) – კარგი საშუალება ჩნდება საქმიანი თანამშრომლობისთვის.

იუპიტერის ასაკში ( 39 – 52 წლამდე) – მათ აფასებენ და უყვართ, ფაქტიურად დიდების ზენიტში არიან.

სატურნის პერიოდში ( 52 – 65 წლამდე) – ამ კოსმიური მასწავლებლის პერიოდის გავლისას შესაძლოა დიდებულ მკურნალადაც ჩამოყალიბდნენ.

წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – ვალეტ ყვავი

ბედის ბანქო – ვალეტ ჯვარი

ბედის ბანქო – ვალეტ გული


About Kate

Scroll To Top