ბედის ბანქო – ვალეტ ყვავი

ბედის ბანქო – ვალეტ ყვავი

3 იანვარი, 1 თებერვალი

ამ დღეებში  ვალეტ ყვავის წარმომადგენლები არიან დაბადებულნი.

ვალეტი არის სამეფო ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი. ეს არის პრინცი, რომელსაც შეუძლია გახდეს მეფე. ის  რომანტიული, მახვილგონიერი, მომხიბვლელი და გამომგონებობის ნიჭით დაჯილდოებულია. მისთვის ჯერ კიდევ უცხოა პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც მხრებზე აწევთ მეფეებსა და ნაწილობრივ დედოფლის წარმომადგენლებს. თუმცა თავად არც ცდილობს ამ პასუხისმგებლობის წამოკიდებას, პირიქით ცდილობს გაექცეს ამ ვალდებულებას, მაგრამ ამასთან  კარგად შეიგრძნობს იმ ფაქტს, რომ „უმაღლეს არისტოკრატიას“ ეკუთვნის და  სურს ყველა პატივისცემით მოეპყრას. ვალეტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – მეფედ იქცეს.

ვალეტი,  მეფის მრჩეველია, მას შეუძლია გასცეს რჩევები, თუ როგორ გამოვიდნენ რთული სიტუაციიდან, როგორ მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა, მაგრამ შედეგზე პასუხისმგებელი არ არის. ვალეტზე ვერ იტყვით რომ მოწიფული პიროვნებაა, მისი ფასეულობების სისტემა  ბოლომდე  ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომ ადვილია მისი „მოსყიდვა“.  სიმართლით, ტყუილით, ყველანაირად ცდილობს  გაექცეს  პასუხისმგებლობასა და სასჯელს ჩადენილი ქმედებისთვის,  ამ მხრივ მას ხშირად უმართლებს.  ის ვირტუოზულად იტყუება და  თავისი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდის, ამიტომ ბოლომდე მისი ნდობა არ ღირს.

მხიარული, სიცოცხლისმოყვარე, შემოქმედი – ეს არის ყველა ვალეტის განმასხვავებელი ნიშანი. ამასთანავე ის არ იყენებს ამ უნარს ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად.

ყველა ვალეტის ამოცანაა სულიერი განვითარების უფრო მაღალ  საფეხურზე  გადასვლა გარკული ქმედებებსა და  ჩვევებზე  უარის თქმით.  მან უნდა  სძლიოს თავის მერკანტილურ  ბუნებას.

იმისთვის რომ საკუთარი თავის სრულად რეალიზაცია მოახდინონ ამ ბანქოს წარმომდგენლებმა თავისი მასტის საუკეთესი თვისებები უნდა განავითარონ.

გულის ვალეტი უნდა გახდეს  – სიყვარულის ჭურჭელი.

ჯვრის ვალეტი – სულიერ ცოდნის ჭურჭელი

აგურის ვალეტი – უმაღლესი ფასეულობების  მატარებელი.

ყვავის ვალეტი კი უნდა იქცეს ადამიანად, რომელიც თავისი სულიერი პრინციპების შესაბამისად ცხოვრობს. ის უნდა იყოს გარშემომყოფთათვის მისაბაძი.  ამ ამოცანების შესრულება სამწუხაროდ ყველა ვალეტს არ შეუძლია და ეს არც არის გასაოცარი,  რადგან ამგვარად მათ  უწევთ საკუთარ  თავზე გადაბიჯება, ნეგატიურ სახასიათო შტრიხებთან ბრძოლა. ხოლო ბრძოლა საკუთარ თავთან ყველაზე რთული და  მძიმე ომია.

ბევრი მათგანი გამოუსწორებელ თაღლითად რჩება  და ვერ ახდენს თავისი  ბრწყინვალე ტალანტების რეალიზებას. მიუხედავად იმისა, რომ  კოსმიური თვალსაწიერიდან  გამომდინარე ჩვეულებრივ ადამიანებად ითვლებიან, გარშემომყოფები მუდამ გაოცებულები არიან  მათი საზრიანობით და იმით, რომ ყოველთვის შეუძლიათ სხვებისთვის თავ-გზის არევა.

ვალეტი გაიძვერობითა და მოქნილი გონებით გამოირჩევა, ამიტომ მათთან ურთიერთობისას დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო.  იშვიათად  აქცევენ ყურადღებას თავის ინტუიციას,  რაც ძალიან ართულებს  ცხოვრებას. უნდა მოერიდონ ადამიანებით  მანიპულაციას, უარი თქვან ტყუილებზე.  ამგვარად ისინი თავის დანიშნულებას შეასრულებენ.

ვალეტ ყვავი – ეს მსახიობია.

ადამიანი, რომელიც ამ ბანქოს ნიშნითაა დაბადებული, თავისი არაჩვეულებრივი გონებრივი მონაცემებით შესაძლოა  გახდეს მმართველი, სულიერი ლიდერი, ჭეშმარიტი მაგი,  თუმცა შეიძლება ქურდად ან თაღლითადაც მოგვევლინოს. ვალეტ ყვავების უმეტესობას მეტნაკლებად ახასიათებს  ეს თვისებები,  ყველაფერი დამოკიდებულია თავად ადამიანზე, რამდენად ბრძნულად გამოიყენებს მისთვის ბოძებულ ნიჭს.  თუ  ის გადაწყვეტს მეტნაკლებად მარტივი გზით სვლას, მაშინ ადრე თუ გვიან შესაძლოა საკუთარი ინტრიგების მსხვერპლი გახდეს  და  ამ შემთხვევაში  შედეგი სავალალოა.

 ამ ბანქოს წარმომადგენლების შემოქმედებით ნიჭსა და  პოტენციალში ეჭვის შეტანა საჭირო არ არის, სხვა საქმეა როგორ იყენებენ თავის ენერგიას, ბრძნულად, სხვა ადამიანების საკეთილდღეოდ თუ  იმ მიზნებისკენ მიმართავენ, რომლებიც ანგარებითაა მოტივირებული  და ამ გზით ისინი ყველაზე დაბალ საფეხურზე გადავლენ.

ვალეტ ყვავს  ყველაზე მარტივი ცხოვრებისეული გზა აქვს. თუმცა სწორედ ეს მსუბუქი გზა არის არაერთი პრობლემის საწყისი  მიზეზი.  როდესაც გამარჯვება  და წარმატება მარტივად ეძლევა ადამიანს, ის აღარ აფასებს იმას რაც აქვს, თავის წარმატებეს  ჩვეულ დამსახურებად იღებს. ის  ცუდად სარგებლობს თავის მდგომარეობით, აიგნორებს ნიშნებს, რომელსაც უმაღლესი ძალები უგზავნიან.  სწორედ ამიტომ ბევრი ვალეტ ყვავის წარმომადგენელი უპრინციპო ადამიანად  და  უფრო მეტიც, ქურდად ყალიბდება. მას ბოლომდე უნდა გასვლა, მძაფრი შეგრძნებების განცდა.  ამგვარი სიარული უფსკრულის პირას, საფრთხის შეგრძნება, ციხეებიანიჭებთ კმაყოფილების განცდას. ისინი ცეცხლს ეთამაშებიან  და ხშირად  ფერფლად იქცევიან, თუმცა ცეცხლმა ხანდახან შეიძლება გაწმინდოს კიდეც მათი სულები.

მათ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა და კონტაქტი კარგად გამოსდით, შეიძლება ცნობილ მსახიობებადაც მოგვევლინონ,  მათი ბავშვობა უმეტესწილად უდარდელი და უზრუნველყოფილია,  არ არის გამორიცხული  მემკვიდრეობად ფულიც მიიღონ, თუმცა თავადაც შეუძლიათ გამომუშავება.  ძალიან პატივრმოყვარე ხალხია.

ვალეტ ყვავის წარმომადგენლებს ამ განსხეულებაში არც თუ ისე მარტივი სასიყვარულო კარმა აქვთ. ადრე თუ გვიან, მაგრამ ვალეტ ყვავის ცხოვრებაში   აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ასწავლის ისეთი თვისებების დაფასებას, როგორიცაა გულწრფელობა, დაანახებს რომ გარკვეულ მომენტებში როგორი მძიმეც არ უნდა იყოს აუცილებელია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ასევე მოახდენს ჯანსაღი სექსუალური ლტოლვის ჭეშმარიტი არსის დემონსტრირებას. ვალეტ ყვავი უბედურებას გადააწყდება თუ დაავიწყდება სამართლიანობა,  სიბრძნე, მხოლოდ წამიერ სურვილებს აჰყვება და გარშემომყოფებისგან  დამოუკიდებლად გამოყოფას მოითხოვს.

ყვავის ვალეტი იდეალურ პარტნიორზე, საყვარელზე ოცნებობს.  ეს ოცნება მთელი ცხოვრება უკარგავს მოსვენებას. აიძულებს ხშირად იცვალოს პარტნიორი იმ ერთის ძიებაში. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საბოლოოდ მარტოც დარჩეს. სიყვარულში წარმატება სრულიად მასზეა დამოკიდებული.  ამ ბანქოს ქალბატონებს ხშირად იზიდავთ  გულის მასტის მამაკაცები, რომელთა მონადირება და მითუმეტეს შენარჩუნება რთულია.  ყველაზე მარტივად საერთო ენას ორივე სქესის წარმომადგენლებთან  აგურის მასტი პოულობს.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამოცანა  ამ ბანქოსთვის არის დაბალი განვითარებიდან მაღალზე გადასვლა.  რადგანის ბუნებით სიკეთისკენ არ არის მიდრეკილი. გარკვეულ საფეხურზე ის ათვითცნობიერებს საკუთარ  პოტენციალს დაშინაგანად რადიკალური ცვლილებით ცდილობს სულიერად განვითარდეს. იძულებს ტყუილს და ურთიერთობაში  სიმართლესა და პირდაპირობას არჩევს. მას შეუძლია უარი თქვას გამანადგურებელ ხასიათზე  და სრულიად შეიცვალოს. ეს ცვლილებები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, 10 წლის ან 50 წლის ასაკში. შესაძლოა მთელმა ცხოვრებამ  ამ ცვლილებებში განვლოს.

13 წლამდე – ცოდნას აგროვებენ.

26 წლამდე – მათი ოჯახური და ფინანსური საკითხები სტაბილურია, ცვლილებების გარეშე. ამ შემთხვევაში  შესაძლოა ძალიან მოდუნდნენ და იფიქრონ რომ ასე იქნება მთელი ცხოვრება.  ამ პერიოდში აუცილებელია ვალების გასტუმრება, საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებელობის რეალიზება.  ამავე პერიოდში შესაძლოა მათ დაუბრუნონ  ვალები, ასევე შეიძლება მიიღონ მემკვიდრეობა.

39 წლამდე (მარსის პერიოდი) – წარმატება სამსახურში, მტკიცე ჯანმრთელობა. ყველა წინაღობის გალდალახვა, ასევე პრობლემების მოგვარება.

(სატურნის ასაკში) – ვალეტ ყვავი შეიძლება მსხვილი კომპანიის მფლობელიც გახდეს, მაგრამ ამასთანავემას დიდი პასუხისმგებლობაც აკისრია.

შემდეგ კი სერიოოზული  და წარმატებული მოღვაწეობა ნებისმიერ სფერიოში.

ეს არის გამოძალვის, არაკეთილსინდისიერების და  რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს სულიერების ბანქო.  მას შეუძლია ნებისმიერ, ყველაზე რუტინულ საქმიანობაშც კი შემოქმედებითი საწყისი  შეიტანოს. სწორედ შემოქმედებითი უნარები უნდა იქნეს გამოყენებული საკეთილდღეოდ.

ამ ბანქოს რიცხვია – 50.

სტატიის ავტორი: ქეთი


About Tamta

Scroll To Top