ბედის ბანქო – ვალეტ ჯვარი

ბედის ბანქო – ვალეტ ჯვარი

(29 იანვარი; 27 თებერვალი; 25 მარტი; 23 აპრილი; 21 მაისი; 19 ივნისი; 17 ივლისი; 15 აგვისტო; 13 სექტემბერი; 11 ოქტომბერი; 9 ნოემბერი; 7 დეკემბერი)

შემოქმედებითი გონების ბანქო.

ის ყველაზე ნიჭიერია ყველა მასტის ვალეტს შორის, ასევე შემოქმედებითი, თუმცა არაკეთილსინდისიერი ადამიანია. ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანი, მისი, როგორც ფინანსისტის ტალანტზე და გონიერებაზე მხოლოდ უნდა იოცნებოთ. ჯვრის ვალეტი ენერგიული, პროდუქტიული და პროგრესიულია.

 ეს არის მერწყულის ეპოქის ადამიანი.

 თავიანთი ბრწყინვალე გონებრივი შესაძლებლობების წყალობით, ხშრად კარგი შემოსავალი აქვთ. თუ მათ იპოვნეს სფერო, სადაც შეძლეს საკუთარი შემოქმედებითი უნარების რეალიზაცია, მაშინ უდიდეს სიამოვნებას იღებენ შრომის პროცესით, ამასთან მშვენიერი შემოსავლის წყაროც აქვთ. კარგი მეწარმეები ხდებიან.  ეს „ბანქო“ არც ისე კარგი ხასიათით გამოირჩევა, არ იცის დათმობაზე წასვლა, ხშირად კამათობს და რეალურად არ ვერც კი ხვდება გაუგებრობის მიზეზს გარშემომყოფებთან. ეს ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში მზადაა კამათისთვის და ამით ერთგვარ სიამოვნებას იღებენ. ამგვარი სიჯიუტე მას ხელს უშლის რეალობის ჭეშმარიტ აღქმაში, მაგრამ სამაგიეროდ ეხმარება საქმის ბოლომდე მიყვანაში და იმ იდეების განხორციელებაში, რომელსაც თავად ირწმუნებს.

 ვალეტ ჯვარი- სამეფო ოჯახის წარმომადგენელია, ისევე, როგორც ყველა დამა და ვალეტი, ამიტომ აღიზიანებს ყველაფერი მდაბიო, ასევე ძალიან აღიზიანებს სხვა ადამიანებში აღმოჩენილი მანკიერებები. თავის მიმართ ყოველთვის პატივისცემას ითხოვს და ცდილობს მოიპოვოს მაღალი მდგომარეობა.  ეს ადამიანები არასდროს განიცდიან იდეების დეფიციტს და მათი წყალობით კარგი შემოსავლის წყაროც აქვთ, მაგრამ გახსოვთ ამბები თაღლითობებზე? ხანდახან ისინი ხდებიან უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერები.

 მათ აქვთ უნარი პრობლემა დაინახონ სხვადასხვა კუთხიდან თუმცა თავიდან შესაძლოა თავად ვერ მისცენ სიტუაციას ცალსახა შეფასება. შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაცია აწარმოონ ისე, როგორც მათთვისაა ხელსარელი, ასევე შეუძიათ გარშემომყოფთა დარწმუნება ყველაფერში, რაც აწყობს. თუმცა საბოლოოდ ამით ვერაფერს ვერ მოიგებენ და ღირს კი ყველაფერი ამდენ ძალისხმევად?

 ვალეტ ჯვარი ყოველთვის უნდა იყოს ალალი და გონიერი. თუ ის თავად ირწმუნებს თავის გამოგონილს, შესაძლოა დაიწყოს სერიოზული უსიამოვნებები მის ცხოვრებაში. ზოგადად ეს ადამიანები არიან კეთილნი გარშემომყოფებთან საკმაოდ თბილი და მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.  ამ „ბანქოს“ მშვენიერი სასიყვარულო კარმა აქვს, მაგრამ მას სჭირდება ისეთი პარტნიორი, რომელიც პირველ რიგში მისცემს საშუალებას იყოს ის, ვინც სინამდვილეში არის, მისცემს თავისუფლებას და იქნება არა მხოლოდ საყვარელი ადამიანი, არამედ მეგობარიც. თუ ასეთი პარტნიორი გამოჩნდება ვალეტ ჯვარი იქნება ერთგული და ბოლომდე მასზე მინდობილი. საერთოდ ამ ბანქოს წარმომადგენელი არაჩვეულებრივი საყვარელი და მეგობარია. ხშირად მას უწევს ახლობელ ადამიანებზე მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

 ამ მასტის ქალბატონები მკვეთრად განსხვავდებიან მამაკაცებისგან: ისინი უფრო მშვიდი, გონიერი გულახდილი და ფსიქოლოგიურად მდგრადი ადამიანები არიან. მათთვის ასევე დამახასიათებელია ემოციურობაც, თუმცა პარტნიორთან დაკავშირებით ყოველთვის საღი გონებით მოქმედებენ, რაც ხანდახან დიდი გაუგებრობების მიზანიც შეიძლება გახდეს ურთიერთობებში (საინტერსო მომენტი – ამ ბანქოს ქალბატონებში შესაძლოა შევხვდეთ ბისექსუალებს). ურთიერთობა აგურებთან საკმოდ რთულია, ჯვრებთან კი პირიქით – საკმაოდ უპრობლემო და მარტივი.

 მერკურის ასაკში (13 წლამდე)-  მოუწევთ ფულის ფილოსოფიის შეცნობა: დანახარჯებს, ყოველთვის მოყვება შემოსავალი, სიხარბე მათ არ არგებთ.

ვენერას პერიოდში (13-26 წლამდე) – საკმაოდ რთულ გაკვეთილებს გადიან, როცა ადამიანს უწევს საკუთარი ფარული ფობიებისა და შიშების გამოვლენა,რათა ერთხელ და სამუდამოდ გაუსწორდეს მათ და წერტილი დაუსვას. თუ ვალეტ ჯვარი ამას შეძლებს, მაშინ სულიერი განვითარების გზასაც დაადგება და შეძლებს გადალახოს ნებისმერი ბარიერი და უსიამოვნება.

მარსის პერიოდში (26-39 წლამდე) – ხშირია კამათები ისინი ეძებენ საქმიან მოკავშირეებს, რომლებსაც მათნაირი აზროვნება და შეხედულებები ექნებათ.

იუპიტერის პერიოდში (39 – 52 წლამდე) –  უკვე სამეფო ცოდნას ფლობენ და თავისუფლად იყენებენ მიზნების მიღწევისთვის.

სატურნის დროს (52- 65 წლამდე) –  სავსენი არიან ახალი შემოქმედებითი იდეებით.

 დასკვნა – ეს არის შემოქმედებითი უნარების, არაჩვეულებრივი მეხსიერების, პროდუქტიული იდეების კარრტი, რომელიც მუდამ ფიქრობს მომავალზე. უპასუხსგმებლობა ყველა ვალეტის მახასიათებელია. კარგ შედეგზე გადიან ყველაფერში, სადაც ახალი ინტერესები და იდეებია საჭირო.

წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – ვალეტ ყვავი

ბედის ბანქო – ვალეტ აგური

ბედის ბანქო – ვალეტ გული


About Kate

Scroll To Top