ბედის ბანქო – მეფე გული

ბედის ბანქო – მეფე გული

(30 ივნისი; 28 ივლისი; 26 აგვისტო; 24 სექტემბერი; 22 ოქტომბერი; 20 ნოემბერი; 18 დეკემბერი)

ზოგადად მეფეების მიმოხილვა

 საერთოდ, ყველა მეფე არის პიროვნების განვითარების უმაღლესი საფეხურის სიმბოლო.

მათ წინა განსხეულებაში დააგროვეს დიდი გამოცდილება, სიბრძნე და ახლა უკვე ეს უნარები უნდა შეუთავსონ ძალაუფლებას. მეფეები (მასტის მიუხედავად) უნდა ერგებოდნენ ნებისმიერ გარემოებას, თუმცა სამწუხაროდ ყოველთვის ამას ვერ ახერხებენ. ხანდახან ისინი ბოროტად იყენებენ თავის ძალას, მაგრამ ჭეშმარიტმა მეფემ უაზროდ არ უნდა გაფლანგოს თავისი ყოვლისშემძლე პოტენციალი.

 მეფე ამაყი და თავმოყვარეა, დაბადებულია ხელმძღვანელობისთვის და არ უყვარს სხვების მორჩილება, ხანდახან თავისი თავის საზიანოდაც კი. ხშირად მან არც კი იცის თავისი ძალების შესახებ. ბევრს აკეთებს ბრმად და ჯიუტად, სხვა ადამიანები კი გრძნობენ მის ძალას და ან პატივს სცემენ ან ეშინიათ მისი. სრული ბედნიერებისთვის მეფემ უნდა გააცნობიეროს, რომ ის არის ლიდერი, ბელადი, ხელძღვანელი. მეფის ძლიერების ხარისხი განისაზღვრება მასტის შესაბამისად:

 გულის მეფე - პირად ურთიერთობებშია მბრძანებელი, ის მომხიბლავი და საზრიანია.

ჯვრის მეფე - დაჯილდოებულია ძლიერი გონებით, გამჭრიახობით, რომელსაც ავლენს სხვადასხვა შემოქმედებით სფეროებსა და სიტუაციებში.

აგურის მეფე  – ძლიერი და ხშირად შეუბრალებელი ბიზნესმენია. ის ისწრაფვის მატერიალური ძალაუფლებისათვის, მაგრამ შეიძლება დაკარგოს პირადი ბედნიერება.

ყვავის მეფე კი – ბრძენია!

 მეფე ქალბატონი – კოსმოსოს სასწაული. ქალის სხეულში ცოცხლობს ლიდერის, ბელადის, აგრესორის სული!…

იყო მეფე რთულია, რადგან სწორედ მათ აკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა. ქალ -მეფეებს ორჯერ მეტად უჭირთ, რადგანაც მათ უწევთ ერთდროულად იყვნენ ქალიც და მეფეც. ხანდახან ამ საკითხების გადაწყვეტაში გადის მთელი ცხოვრება. სწორედ უდიდესი პასუხისმგებლობის მიზეზის გამო ბევრი მეფე ვერ ახერხებს თავისი პოტენციალის რეალიზებას, ამ დროს, ისინი კარგავენ თავიანთ გვირგვინს და გადაიქევიან დამად ან ვალეტად. ყვავის მეფეთა მცირე წარმომადგენელი თუ ახერხებს მოექცეს ხელისუფლებაში. მათ ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობის ტვირთვა უწევთ და ამიტომ ხშირად ამ ტიპის ადამიანები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს ყვავი დამის ან ვალეტის ფორმაში. შესაძლოა ისინი დიდი მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები გახდნენ, მაგრამ საეჭვოა, რომ მოახდინონ მთელი თავისი პოტენციალის რეალიზება. სხვა ნიშნის მეფეებსაც იგივე ემუქრებათ, მაგრამ შედარებით იშვითად და თუ მეფე უარს ამბობს თავის ძალაზე, არაა გასასკვირი, რომ მისი ცხოვრება არ გახდეს ისეთი სასურველი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

შინაგანი ხმა ყოველ მეფეს კარნახობს და ეუბნება, რომ ის ძალაუფლებისთვის არის დაბადებული, ძალაუფლება განისაზღვრება, მასტის შესაბამისად და სანამ არ შეასრულებს თავის დანიშნულებას სიმშიდეს ვერ მოიპოვებს..

ამ ადამიანებს შეგვიძლია მივენდოთ, მათ უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძიათ კაცობრიობისთვის. სასურველია ნებისმიერმა მეფემ წაიკითხოს ინფორმაცია ყველა მასტის მეფეზე (და არა მხოლოდ მეფემ, არამედ ნებისმიერმა „2“ იქნება ეს თუ „5“, „9“ თუ რომელიმე სხვა, თქვენი ბანქოს გარდა წაიკითხეთ დანარჩენი მასტების დახასიათებაც) და შემდეგ აითვისეთ თქვენი ბანქო.

 მეფე გული – მოსიყვარულე მამის (დედის) ბანქო.

 მეფე გული განაგებს სიყვარულის მასტებს, განასახიერებს ძალას, რომელიც ასულდგმულებს მთელს სამყაროს. ეს ადამიანები არიან საუკეთესო მეუღლეები და მშობლები, მაგრამ ისინი იშვიათად ქორწინდებიან. ზოგადად თავის მისიასაც მოგვიანებით აცნობიერებენ.

 მეფე გულს უყვარს ყველა ადამიანი, ხანდახან ამაღლებულად ხანდახან კი – პირიქით. თუმცა ხშირად საქორწინო პარტნიორის არასწორი არჩევანი ბევრ პრობლემებს უქმნით. მათ კატეგორიულად ეკრძალებათ ანგარებით ქორწინება. ისევე, როგორც სხვა მეფეები, გულის მეფესაც შეუძლია გახდეს ჭეშმარიტი ტირანი, ძირითადად ეს ხდება მაშინ, როდესაც, მას გასცემენ ახლობელი ადამიანები. წინა განსხეულებაში ამ ადამიანებმა ისწავლეს თავისი ემოციების ფლობა და გონიერებით ხელმძღვანელობა პარტნიორულ ურთიერთობებში. ამიტომ ახლა თავისუფლად შეუძლიათ თავისი გრძნობების კონტროლი.

მეფე გული უმაღლეს პროფესიონალურ წარმატებებს აღწევს, შესაძლოა მრჩეველი გახდეს ფინანსურ საკითხებში ან თავისი ბიზნესიც ჰქონდეს. საქმიან ურთიერთობებში წარმატება მათი მეგზურია, განსაკუთრებით წარმატებულნი არიან იურიდიულ სფეროში. მათთან კამათსა და ჩხუბს აზრი არ აქვს, რადგან ისინი ყოველთვის იპოვნიან საშუალებას თუ როგორ და რა გზით უპასუხონ მოწინააღმდეგეს.

 ცხოვრების განმავლობაში მეფე გული კარგავს თავის საყვარელ ადამიანს, ისინი ამას ძალიან განიცდიან, მაგრამ შეუძლიათ ამ დანაკარგთან შეგუება. ბევრ მათგანს აქვს დაბადებიდან ბოძებული ექსტრასენსორული ნიჭი, ასევე გამოირჩევიან დიდი გონებრივი პოტენციალით, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ეს ადამიანები კარიერაში უმაღლეს საფეხურს აღწევენ.

 მამაკაცი მეფე გული არაჩვეულებრივი საყვარელია, შვილისთვის ძალიან კარგი მამა, მაგრამ არც ისე კარგი ქმარი. ის ხშირად ცუდად იყენებს თავის ძალას. ეს ნამდვილი დონჟუანია, საყვარელი, სულთანი რომელსაც თავისი ჰარემი ჰყავს. ბევრი ამ ბანქოთაგანი ამჯობინებს ქორწინების გარეშე ყოფნას, თუმცა უამრავი ქალისა და საყვარლის გარემოცვაში არიან, მათი პარტნიორები ეჭვიანობენ მეტოქეებზე, მაგრამ დროთა განმავლობაში ეგუებიან თავის მდგომარეობას. მეფე გული ცდილობს სიყვარული ყველას არგუნოს და არავინ გაანაწყენოს.

 ამ ბანქოს ქალბატონებს განსხვავებული პრობლემები აქვთ იქედან გამომდინარე, რომ ძლიერი პიროვნებები არიან, შეუძლიათ თანაბრად უხელმძღვანელონ მამაკაცს, ბიზნესს და ოჯახს. ხშირად წამყვანი როლი აქვთ სახლში, რაც რასაკვირველია არ მოსწონთ მამაკაცებს. ასეთი მეუღლის ყოლას და ხელმძღვანელ ქალს ბევრი ვერ აიტანს.

 ამ „ბანქოს“ თავიდანვე გამჯდარი აქვს სამართლიანობის გრძნობა. ის ხშირად იცავს ჩაგრულებს და მშვიდობისმყოფელის ფუნქციას ასრულებს, როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში.  ასაკის მიუხედავად მეფე გული თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადააწყდება კარმულ სასიყვარულო კავშირს, რომელშიც მან უნდა იმუშაოს თავის მერყეობაზე, ასევე უნდა გაიაზროს ნებიემიერი ქმედების შედეგი, რომლამდეც ეს კავშირი მიიყვანს.

ამ მასტის ქალბატონები უნდა მოერიდონ ყვავის მასტის მამაკაცებს. არაჩვეულებრივი პარტნიორი მათ შეუძლიათ აგურის მასტის მამაკაცებში ეძებონ. მამაკაცები კი აგურის მასტთან უნდა იყვნენ ფრთხილად.

13 წლამდე (მერკურის ასაკი) კაროლ გული ბევრს ფიქრობს და ოცნებობს, ვინ გამოვა მომავალში, როგორ უხელმძღვანელებს თავის ბიზნესს.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) ეს ბანქო სწავლობს სიყვარულს, ახლობელ ადამიანებთან და პარტნიორებთან დათმობაზე წასვლას.

მარსის პერიოდში ( 26 – 39 წლამდე) აქტიურდება გონებრივი საქმიანობის სფერო.

იუპიტერის ასაკში (39 – 52 წლამდე) აქტიურად თანამშრომლობს გარშემომყოფებთან, ფულის შოვნისა და კეთილდღეობის მოპოვების მოტივით.

სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) შესაძლოა არაკეთილსინდისიერად მოექცეს ვინმე, ან შესაძლოა სულიერების ახალ გზას დაადგეს.

 ეს არის ადამიანების, საკუთარი ემოციების მართვის, სიყვარულის ძალის, მოსიყვარულე მშობლების კარტი.

 მეფე გული არის სიყვარულის ხელმწიფე. ბანქო იძლევა ემოციურ ძალაუფლებას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ნებისმიერ სფეროში. თუმცა ეს უნდა აათმაგებდეს ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობას. ამიტომ უნდა იყვნენ მეტად სამართლიანნი და მართალნი. მეფე გამოირჩევა უდიდესი ძალებით, რომლითაც შესაძლოა იხსნას ვინმე ან პირიქით – დაანგრიოს. ნებისმიერ შემთვევაში თავისი ძალების ცუდად გამოყენება ისევ თვითონ შეუქმნის პრობლემებს. კიდევ ერთი რამ – თავისი უდიდესი ძალები შეუძლიათ ისევ თავის პირად ურთიერთობებში გამოიყენონ.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – მეფე ყვავი ( ყველა მასტის მეფეების ზოგადი მიმოხილვა)

ბედის ბანქო – მეფე ჯვარი

ბედის ბანქო – მეფე აგური


About Kate

Scroll To Top