ბედის ბანქო – ტუზი აგური

ბედის ბანქო – ტუზი აგური

(26 იანვარი, 24 თებერვალი, 22მარტი, 20 აპრილი, 18 მაისი, 16 ივნისი, 14 ივლისი, 12 აგვისტო, 10 სექტემბერი, 8 ოქტომბერი, 6 ნოემბერი, 4 დეკემბერი)

 ტუზების ზოგადი მიმოხილვა

 პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ  სქესის მიუხედავად, ნებისმიერი ტუზი მამაკაცურ საწყისს გამოხატავს, მათ მშვენივრად ესმით თუ რა არის ცხოვრებაში იდეების ხორცშესხმა. მუდამ შემოქმედებით პროცესში არიან ჩართულნი, ენერგიას უმაღლესი ძალებისგან იღებენ, წინ მიიწევენ და მუდამ რაღაც ახალს ქმნიან. მოსწონთ, როდესაც მათი იდეები ცხოვრებაში ხორელდება. უდიდესი თვითსრულყოფის სურვილისა და მუდმივი დროის უკმარისობის გამო მოლოდინების ატანა არ აქვთ. ტუზებს გააჩნიათ უდიდესი ენერგია, არ ელოდებიან მოვლენების თავისთავად განვითარებას, მუდამ მზად არიან რაიმეს შესაქმნელად.

 ხანდახან ისინი უხეში ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მნიშნელოვანი საქმით არიან დაკავებულნი. ტუზები შესაძლოა იყვნენ მზრუნველი და მიმზიდველნი, თუმცა თავადაც საჭიროებენ ზრუნვასა და მხარდაჭერას. ხშირად მათი ცხოვრება მშფოთვარე სატელეფონო საუბარს, მოლაპარაკებებს, მოგზაურობას ჰგავს. ბევრ დროს ადამიანების საზოგადოებაში ატარებენ, მაგრამ დიდი ინდივიდუალისტები არიან, მათთვის აუცილებელია დრო, რათა პერიოდულად საკუთარ თავთან მარტო დარჩნენ. ცხოვრებაში ამ ადამიანებისთვის მნიშნელოვანია ის, რასაც ხედავენ, ეხებიან ანუ რასაც შეიგრძნობენ, ისინი ინარჩუნებენ ურთიერთიობებს მათთან, ვისგნაც პრაქტიკული სარგებლის მიღების იმედი აქვთ.

 ტუზების მასტი შესაბამისი ძიების სფეროს აკონკრეტებს.

ტუზ გული – ადამიანებთან ურთიერთობებში თავის თავს ეძებს.

ტუზ ჯვარი – თავს შეიცნობს ახალი ცოდნის მეშვეობით. სასიყვარულო ურთიერთობებში კმაყოფლებას ეძებს და სრულყოფის მოსაპოვებლად განცდებშია.

ტუზ აგური – სურს ფულიც და სიყვარულიც, მაგრამ ერთდროულად ყველაფერი არ ეძლევა.

ტუზ ყვავი – ცხოვრებაში ისეთ სირთულეებს აწყდება, რომ გონია ბედნიერებას ვერასდროს მიაღწევს. ამიტომ ის მთელ ძალებს სამსახურსა და პროფესიონალურ სრულყოფაზე მიმართავს. ტუზ ყვავი ყველაზე ამბიციური ბანქოა დასტაში.

ტუზებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – თვითაღიარება, მაგრამ რადგან ისინი მუდამ გარე მიღწევებზე არიან ორიენტირებულნი, დრო აღარ რჩებათ საკუთარი შიდა სამყაროსთვის. მთავარია მიხვდნენ, რომ ის რისკენაც ცხოვრებაში ისწრაფვიან – პირველ რიგში მათში.

ტუზი აგური – სიყვარულისა და ფულისკენ სწრაფვა (ყველაფერს თავის ადგილი აქვს).

თითქმის ყველა ტუზს უჭირს ამ ორი ცნების შეთავსება. რადგან ერთზე კონცენტრირებისას მეორე ყურადღების მიღმა რჩება. ამ ადამიანს შეუძლია იყოს ანგარებიანი, ეგოისტი, მოუთმენელი ან პირიქით, თავდაუზოგავია, სხვებისთვის ყველაფერს აკეთებს, დახმარების ხელს უწვდის ყველას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავად დაზარალდეს.

ტუზ აგური ვერ იტანს ცხოველების წვალებას, თავს გმირად თვლის, ეხმარება მეგობრებს, კოლეგებს, ახლობლებს, შეუძლიათ საკმაოდ დიდი ფინანსური წვლილის შეტანა ღირებულ საქმეებში, მაგრამ … მრავალრიცხოვან ილუზიებსა და ფსევდო იდეალებს ისინი ხშირად შეცდომაში შეყავთ.

ცნობილი ტუზი აგური – ადლოლფ ჰიტლერი, რომელიც გულწრფელად თვლიდა, რომ ნახევარი კაცობრიობის განახევრებით ქვეყნიერებისთვის სიკეთეს აკეთებდა.

ამ ადამიანების ოცნება და ოპტიმიზმი შესაძლოა რეალიზდეს სხვადსხვა გზით. ზოგადად შემოქმედებითი ნატურის ხალხია, შეუძლიათ რამდენიმე საქმის ერთად კეთება. ხშირად აფართოვებენ კომუნიკაციების არეალს, ახალი ნაცნობობა და შეხვედრები მათთვის წარმატების მომტანია.

ხშირად ეს ადამიანები ფლობენ ოკულტურ უნარებს, ასევე აქვთ არტისტული ნიჭი.

ტუზი აგურის ცხოვრება კალეიდოსკოპს გავს, სადაც ყველაფერი სწრაფად იცვლება, სადაც მუდამ დინამიკაა… ხშირი სატელეფონო ზარები, მრავალრიცხოვანი კონტაქტები, მაღალი სასიცოცხლო აქტივობა, სისწრაფე, მათთვის ცხოვრების მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი „ინვესტიცია“ ჩადონ საზოგადოების განვითარებაში.

თუ ფული და ძალაუფლება ტუზი აგურის ცხოვრებაში არ არის მთავარი ფასეულობა, მაშინ მათი მთელი ცხოვრება კმაყოფილებითა და სილაღითაა სავსე.

პირად ურთიერთობებში ეს ადამიანები ყოველთვის დილემის წინაშე დგანან: სიყვარული თუ კარიერა… ამ მოტივით უმეტესობისთვის მისაღებია არასტაბილური, ხანმოკლე რომანები, რადგან უკეთ კონცენტრირდნენ კარიერასა და სამსახურზე.

უყვარს აქტიური დასვენება, შვებულებებსა და მივლინებებს საყვარელ ადამიანთან ერთად ატარებენ. (სასიამოვნოს უხამებენ სასარგებლოს.) მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ერთხელ მაინც მოუწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება: იყვნენ სასურველ ადამიანთან ახლოს, თუ შორს მისგან.

პირად ცხოვრებაში ტუზ აგური ძალიან მზრუნველია, ის ბოლომდე იხარჯება თავისი საყვარელი ადამიანებისთვის და საშინლად იმედგაცრუებულად და შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, თუ ეს ვერ დაუფასეს.

მას აუცილებლად უნდა აუხსნან, რა მოლოდინები აქვთ მისგან, თავად კი უნდა გააცნობიეროს, რომ შესაძლოა მას და მის საქციელს ისე ვერ აღიქვავდნენ, როგორც ჰგონია.

მამაკაცები ხშირად მოუსვენრები არიან, სასიყვარულო კავშირების სიმცირით არ გამოირჩევნია, რადგან ვალდებულებებს გაურბიან, თუმცა როცა დაღვინებიან აუცილებლად იპოვნიან ცხოვრების მეგზურს და მასთან ერთდ დიადი გრძნობების მორევსაც ეზიარებიან. მთავარია მათ გააცნობიერონ, რომ სიყვარულში მხოლოდ პარტნიორის არსებობა არაა საჭიროა, მთავარია ენერგეტიკულ, სულიერ, ემოციურ, სექსუალურ დონეზე ურთიერთკავშირი.

ქალი ტუზი აგური – თავს კარგად გრძნობს ჯვრის მასტის მამაკაცებთან. სხვა აგურის წარმომადგენლებიდან სასიყვარულო ურთიერთობებში ყველა მისაღები შეიძლება არ იყოს, თუმცა სამეგობროდ მშვენიერი კავშირია. მამაკაც ტუზ აგურს ყველაზე მეტად შეეფერება გულის მასტის პარტნიორები, რომელთაც განსაკუთრებული სიყვარულის ნიჭი აქვთ.

წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი


About Tamta

Scroll To Top