ბედის ბანქო – ტუზ გული

ბედის ბანქო – ტუზ გული

30 დეკემბერი

  ტუზების ზოგადი მიმოხილვა

 პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ  სქესის მიუხედავად, ნებისმიერი ტუზი მამაკაცურ საწყისს გამოხატავს, მათ მშვენივრად ესმით თუ რა არის ცხოვრებაში იდეების ხორცშესხმა. მუდამ შემოქმედებით პროცესში არიან ჩართულნი, ენერგიას უმაღლესი ძალებისგან იღებენ, წინ მიიწევენ და მუდამ რაღაც ახალს ქმნიან. მოსწონთ, როდესაც მათი იდეები ცხოვრებაში ხორელდება. უდიდესი თვითსრულყოფის სურვილისა და მუდმივი დროის უკმარისობის გამო მოლოდინების ატანა არ აქვთ. ტუზებს გააჩნიათ უდიდესი ენერგია, არ ელოდებიან მოვლენების თავისთავად განვითარებას, მუდამ მზად არიან რაიმეს შესაქმნელად.

 ხანდახან ისინი უხეში ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მნიშნელოვანი საქმით არიან დაკავებულნი. ტუზები შესაძლოა იყვნენ მზრუნველი და მიმზიდველნი, თუმცა თავადაც საჭიროებენ ზრუნვასა და მხარდაჭერას. ხშირად მათი ცხოვრება მშფოთვარე სატელეფონო საუბარს, მოლაპარაკებებს, მოგზაურობას ჰგავს. ბევრ დროს ადამიანების საზოგადოებაში ატარებენ, მაგრამ დიდი ინდივიდუალისტები არიან, მათთვის აუცილებელია დრო, რათა პერიოდულად საკუთარ თავთან მარტო დარჩნენ. ცხოვრებაში ამ ადამიანებისთვის მნიშნელოვანია ის, რასაც ხედავენ, ეხებიან ანუ რასაც შეიგრძნობენ, ისინი ინარჩუნებენ ურთიერთიობებს მათთან, ვისგნაც პრაქტიკული სარგებლის მიღების იმედი აქვთ.

 ტუზების მასტი შესაბამისი ძიების სფეროს აკონკრეტებს.

ტუზ გული – ადამიანებთან ურთიერთობებში თავის თავს ეძებს.

ტუზ ჯვარი – თავს შეიცნობს ახალი ცოდნის მეშვეობით. სასიყვარულო ურთიერთობებში კმაყოფლებას ეძებს და სრულყოფის მოსაპოვებლად განცდებშია.

ტუზ აგური – სურს ფულიც და სიყვარულიც, მაგრამ ერთდროულად ყველაფერი არ ეძლევა.

ტუზ ყვავი – ცხოვრებაში ისეთ სირთულეებს აწყდება, რომ გონია ბედნიერებას ვერასდროს მიაღწევს. ამიტომ ის მთელ ძალებს სამსახურსა და პროფესიონალურ სრულყოფაზე მიმართავს. ტუზ ყვავი ყველაზე ამბიციური ბანქოა დასტაში.

 ტუზებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – თვითაღიარება, მაგრამ რადგან ისინი მუდამ გარე მიღწევებზე არიან ორიენტირებულნი, დრო აღარ რჩებათ საკუთარი შიდა სამყაროსთვის. მთავარია მიხვდნენ, რომ ის რისკენაც ცხოვრებაში ისწრაფვიან – პირველ რიგში მათში

ტუზი გული – სიყვარულის წყურვილის ბანქო

სიყვარულის გარდა ამ ადამიანებს სჭირდებათ ფული, რადგან მატრიცაში მათ გვერდზე დგას ტუზ აგური. ისევე, როგორც ვერძი იწყებს ზოდიაქალურ წრეს, ასეა ეს ბანქოც. მას ახალგაზრდა სული აქვს, რომელიც უამრავი შეცდომების დაშვებისა და ეგოიზმისკენაა მიდრეკილი, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩენგანი  „ვინეგრეტივითაა“ და მათ ვისაც  აქვთ დიდი კარმული ასაკი და რთული ლილიტი,  სელენა და სხვა.

შემადგენელი კარმული კომპონენტები შეიძლება არსობრივად განსხვავდებოდეს „პატარა“ ტუზ გულისგან. მოკლედ, ყველა ადამიანი ერთნაირი ვერ იქნება, მიუხედავად ერთი ბანქოს ფლობისა.  ჩვენი ბანქოს შესწავლისას ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული.

არაერთი ტუზ გული აღწევს ცხოვრებაში წარმატებას – ხდებიან ცნობილი მწერლები, ან შემოქმედებითი ადამიანები ხელოვნების სხვა სფეროში. ისინი იმპულსურები და მამაცნი არიან, თუ მათ მეტი სიბრძნე შეიძინებს, მაშინ გამბედაობასთან ერთად მწვერვალებს უფრო სწრაფად დაიპყრობენ და ასევე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოთმინება, ყურადღებიანობა და თუ შეიძლება ასე ითქვს – ფრთხილი რისკი.

ეს ადამიანები დაბადებიდან დაჯილდოებულნი არიან დიდებული სულიერების პოტენციალით, გაგრამ გაუბედაობა, საიდუმლო მიდრეკილებები ხელს უშლით და არჩეული გზიდან აგდებთ. საჭიროა უფულობის შიშის დაძლევა. წარმატების მიღწევა მხოლოდ შინაგანი სრული სიმშვიდის შემთვევაშია შესაძებელი.

ყველა ტუზ გულმა ბედ-იღბლისადმი მადლიერება უნდა გამოხატოს, იმისთვის რაც გააჩიათ. ამ შემთხვევაში მათ გაუჩნდებათ საშუალება დააგროონ ფული, შეიძინონ სხვადასხვა ნივთები, შეძლებენ დიდი ფინანსური წარმატების მიღწევასა და სურვილების შესრულებას. უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალის გამო ეს ადამიანები უნარებს სხვადასხვა მიმართულებით ფანტავენ, რასაც ისინი სტრესამდე და უამრავ პრობლემამდე მიყავს. მათ უნდა შეძლონ კონკრეტული გეგმების შემუშავება და მიზანმიმართულად განავითარონ ისინი, მაგრამ არა ყველაფერი ერთად, ნელნელა და თანდათანობით.

გაუბედაობა, შფოთი და სტრესი – ეს ტუზ გულის ნაკლოვანებებია, რომლებისგანაც აუცილებელია გათავისუფლება. დასვენება მათი პროდუქტიული და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მთავარი პირობაა. რადგან ყველა ტუზ გულის წარმომადგენელი თხის რქაა, მათ ჭირდებათ შრომის დაფასება, ხოლო სხვა სახასიათო მომენტია ის, რომ სამსახურში საჭიროებენ მრავალფეროვნებას.

გამოდის, რომ მხოლოდ შემოქმედება იხსნის მათ რუტინისგნა და მიანიჭებს სულიერ კმაყოფილებას. თუ ეს ადამიანები მიმართავენ თვითშემეცნებას და მეტაფიზიკას, შეძლებენ უამრავი პრობლემის გადალახვას, პრობლემების, რომელიც სათავეს წინა განსხეულებაში იღებს. სულიერება და ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის ძიება ზრდასრულ ასაკში მიიყვანთ სრულყოფილ ბედნიერებამდე. მოუსვენარი ადამიანები არიან, მათის მძიმე ჯვარი შესაძლოა მუდმივი ფასეულობების ცვლა აღმოჩნდეს. უნდა ისწავლონ ცხოვრებაში მდგრადობა და წესიერება, რათა მიაღწიონ სულიერ სიმშვიდეს. უანგარო თავგანწირვა იძლევა უმაღლეს დამსახურებულ ჯილდოს.

პირად ცხოვრებაში მუდმივად ახალი სასიყვარული თავგადასავლების ძიებაში არიან. გაგებისა და ღირებულებების შეცვლით ისინი პარტნიორებსაც იცვლიან, რომლებიც აღარ აკაყოფილებენ მათ მოთხოვნებს. აქედან მომდინარეობს არასტაბილურობა, ურთიერთობებში მერყეობა. თუ თქვენს გვერდზე არსებობს ეს ადამიანი, არის ალბათობა, რომ ის თქვენთან დიდ ხანს არ გაჩერდება. ის ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ მოთხოვნებეზე იზრუნებს. ხოლო თუ შინაგან შფოთს ფულის უკმარისობის შიშიც დაემატა მაშინ საერთოდ….

პირად ცხოვრებაში ბედნიერებისთვის ამ ადამიანებს ურთიეთობები ჭირდებათ, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას, სასიამოვნო კავშირებს, მოგზაურობას, თავისუფალ პარტნიორობას, ამ შემთხვევაში ტუზ გულის შემოქმედებითი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

ეს ბანქო სხვებზე მეტად განასახიერებს შემოქმედებით ძალებს, სულიერებისა და პიროვნულ სამფლობელოს.  დამახასიათებელია შფოთი, რომელიც ერთი უკიდურესობიდან მეორეში აგდებთ, ისინი სულ რაღაც სიახლეებს ეძებენ, ცდილობენ რაღაცის გამოგონებას ან შექმნას, მაგრამ მთავარი მაინც თვითშეცნობაა.

ტუზ გული ეგოისტი და ეგოცენტრულია, ყვავის კაროლთან და ჯოკერთან ურთიერთობა მას მატერიალიზმსა და დამოკიდებულებას მატებს. ეს ადამიანები საკუთარ თავს ეძებენ და პატივმოყვარეობა და მატერიალიზმიც საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარებათ. სიყვარულის წყურვილი მათთვის დამახასიათებელია და გამოიხატება პარტნიორების ცვლაში, შიდა კონფლიქტში და აღიარების სურვილში, მოკლედ, რომ ითქვას ყველაფერში. მათი ცხოვრება ეს არის გამოცდილების კვალდაკვალ სვლა, სიბრძნის შეძენა, კითხვებზე პასუხების მოძება და აქედან მოდის საკუთარი თავის სიყვარული.

სიყვარული თითოეულის შიგნია, ეს არის ამ ბანქოს წარმომადგენლების ჭეშმარიტი გაკვეთილი. ყველა ურთიერთობა სხვა ადამიანებთან სარკეს გავს, რომელიც მათ ასახავს. მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორი უნიკალური პიროვნებაა ადამიანი, ამ შემხთვევაში მოვა სიყვარულის უნარი (მეორე ადამიანისადმი) შიშისა და ეჭვის გარეშე.

ტუზ გულის მამაკაცები კარგად ეწყობიან აგურის მასტის ქალბატონებს, ქალბატონები – ჯვრის მასტის წარმომადგენლებს მშვენივრად უგებენ. ყვავის მამაკაცები მათში იდეალს ხედავენ და შესაძლოა გააბედნიერონ კიდეც ისინი.

მერკურის ასაკში (13 წლამდე) – ბევრს ფიქრობენ ფულზე და სურთ გამდიდრება. (გახსოვდეთ, რომ ეს კონკრეტული პლანეტარული მახასიათებლები მთელი ცხოვრება ახდენენ გავლენას, მაგრამ, განსაკუთრებით ამ ასაკობრივ პერიოდში ვლინდება).

ვენერას ასაკში ( 13 – 26 წლამდე) – მათ აქვთ ყველაფერი რაც ბედნიერებისთვისაა საჭირო- სიყვარული, სახლი, ლამაზი ნივთები, ფუფუნება.

მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) – ურთიერთობების გადაფასება ხდება. შესაძლოა ამ პერიოდში განქორწინდნენ, დაშორდნენ საყვარელ ადამიანებს, ან უბრალოდ იმოგზაურონ.

იუპიტერის ასაკში (39 – 52 წლამდე) – შემოქმედებითობის დროა. გონება მრავალმხრივ ვითარდება, სიბრძნე მოდის, შესაძლოა გონებრივი შფოთიც გამოხატოს.

სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) – სტრესები, რამდენიმე მიმართულებით საქმიანობა.

ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული.

დასკვნა: სიყვარულის სურვილი, ახალის სიყვარულის დასაწყისი, ბავშის დაბადება, სასიყვარულო ცნობა.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – ტუზ ყვავი (ყველა მასტის ტუზის მიმოხილვა)

ბედის ბანქო – ტუზ ჯვარი

ბედის ბანქო – ტუზ აგური


About Kate

Scroll To Top