ბედის ბანქო – ტუზ ჯვარი

ბედის ბანქო – ტუზ ჯვარი

(31 მაისი, 29 ივნისი, 27ივლისი, 25 აგვისტო, 23 სექტემბერი, 21 ოქტომბერი, 19 ნოემბერი, 17 დეკემბერი)

   ტუზების ზოგადი მიმოხილვა

 პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ  სქესის მიუხედავად, ნებისმიერი ტუზი მამაკაცურ საწყისს გამოხატავს, მათ მშვენივრად ესმით თუ რა არის ცხოვრებაში იდეების ხორცშესხმა. მუდამ შემოქმედებით პროცესში არიან ჩართულნი, ენერგიას უმაღლესი ძალებისგან იღებენ, წინ მიიწევენ და მუდამ რაღაც ახალს ქმნიან. მოსწონთ, როდესაც მათი იდეები ცხოვრებაში ხორელდება. უდიდესი თვითსრულყოფის სურვილისა და მუდმივი დროის უკმარისობის გამო მოლოდინების ატანა არ აქვთ. ტუზებს გააჩნიათ უდიდესი ენერგია, არ ელოდებიან მოვლენების თავისთავად განვითარებას, მუდამ მზად არიან რაიმეს შესაქმნელად.

 ხანდახან ისინი უხეში ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მნიშნელოვანი საქმით არიან დაკავებულნი. ტუზები შესაძლოა იყვნენ მზრუნველი და მიმზიდველნი, თუმცა თავადაც საჭიროებენ ზრუნვასა და მხარდაჭერას. ხშირად მათი ცხოვრება მშფოთვარე სატელეფონო საუბარს, მოლაპარაკებებს, მოგზაურობას ჰგავს. ბევრ დროს ადამიანების საზოგადოებაში ატარებენ, მაგრამ დიდი ინდივიდუალისტები არიან, მათთვის აუცილებელია დრო, რათა პერიოდულად საკუთარ თავთან მარტო დარჩნენ. ცხოვრებაში ამ ადამიანებისთვის მნიშნელოვანია ის, რასაც ხედავენ, ეხებიან ანუ რასაც შეიგრძნობენ, ისინი ინარჩუნებენ ურთიერთიობებს მათთან, ვისგნაც პრაქტიკული სარგებლის მიღების იმედი აქვთ.

 ტუზების მასტი შესაბამისი ძიების სფეროს აკონკრეტებს.

ტუზ გული – ადამიანებთან ურთიერთობებში თავის თავს ეძებს.

ტუზ ჯვარი – თავს შეიცნობს ახალი ცოდნის მეშვეობით. სასიყვარულო ურთიერთობებში კმაყოფლებას ეძებს და სრულყოფის მოსაპოვებლად განცდებშია.

ტუზ აგური – სურს ფულიც და სიყვარულიც, მაგრამ ერთდროულად ყველაფერი არ ეძლევა.

ტუზ ყვავი – ცხოვრებაში ისეთ სირთულეებს აწყდება, რომ გონია ბედნიერებას ვერასდროს მიაღწევს. ამიტომ ის მთელ ძალებს სამსახურსა და პროფესიონალურ სრულყოფაზე მიმართავს. ტუზ ყვავი ყველაზე ამბიციური ბანქოა დასტაში.

 ტუზებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – თვითაღიარება, მაგრამ რადგან ისინი მუდამ გარე მიღწევებზე არიან ორიენტირებულნი, დრო აღარ რჩებათ საკუთარი შიდა სამყაროსთვის. მთავარია მიხვდნენ, რომ ის რისკენაც ცხოვრებაში ისწრაფვიან – პირველ რიგში მათში.

ტუზი ჯვარი – ცოდნის წყურვილის ბანქო

ამ ადამიანებს უმაღლესი ცოდნისა მიღებისა და სიყვარულის წყურვილის გრძნობა მართავს. მთელი ცხოვრების მანძილზე ისინი ეძებენ იდეალურ პარტნიორს, გარეგნულად ეს შესაძლოა ვლინდებოდეს მოუწესრიგებელი ურთიერთობებითა და ემოციური არასტაბილურობით, ამ ადამიანისთვის უბრალოდ აუცილებელია ცხოვრების მეგზურის პოვნა.

ხშირად ეს ბანქო ხანგრძლივად ცხოვრობს მარტოობაში, იმ ადამიანის მოლოდინში, რომელიც მას სრულ ბედნიერებას აზიარებს. ისევე, როგორც სხვა ტუზები, ეს ტუზიც მოუთმენელი და სულსწრაფია, მისი ცნობისმოყვარეობა და ცოდნის წყურვილი იძულებულს ხდის შეაგროვოს ინფორმაციის უდიდესი ბაზა ან სხვა კოლექციები. ამ სიახლეების ძიებისა და მოპოვების გამო ისინი დიდხანს ახალგაზრდულად გამოიყურებიან, უყვართ კომუნიკაციები, დისკუსიები. თავის უდიდეს უნარებსა და შემოქმედებით პოტენციალს ერთგვარ კაპიტალად იყენებენ. ადვილად შეუძლიათ ფულის კეთება ნებისმიერ სფეროში თავისი მოხერხებულობის წყალობით.

სხვების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და თანაგრძნობის გამო, მათ ერთგული მეგობრების შეძენა არა უჭირთ, გარშემომყოფებს განსაკუთრებულ კომფორტსა და სითბოს უქმნიან.  ტუზი ჯვრის ცხოვრებაში დედას განსაკუთრებული როლი აქვს, როგორც წესი, ისინი (დედები) მკაცრი, ძლიერი, კარგი ინტუიციისა და გამჭრიახი გონების მქონე ადამიანები არიან და საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენენ შვილებზე (შესაძლოა ნეგატივშიც), რომელიც შედმგომში ტუზი ჯვრების ცხოვრებაზე აისახება.

თუ ეს „ბანქო“ სულიერებისკენ არ წავა, მაშინ შესაძლოა წლების მატებასთან ერთად ბედნიერების დეფიციტიც იგრძნოს. არის ალბათობა გაჩნდეს პრობლემები, როგორც მატერიალურ სფეროში, ასევე პირად ცხოვრებაში. ტუზი ჯვარი ბუნებით მოხეტიალე ნატურაა, შინაგანი შფოთის მოსახსნელად მისთვის აუცილებელია ახალი ინფორმაციების ძიებაში მოგზაურობა, ცვლილებები ოჯახსა თუ სამსახურში.

საკმაოდ ჯიუტია, მისი სიჯიუტე განსაკუთრებით ვლინდება სიყვარულის დაუღალავ ძიებაში, ამ მიზეზით მათ პირად ცხოვრებაში მუდამ ქაოსია, რადგან მორიგ პარტნიორში ხედავენ იდეალს, თუმცა როდის შეხვდებიან ცხოვრების ჭეშმარიტ მეგზურს ერთმა ღმერთმა იცის. როდესაც ტუზი იპოვნის (ან ჰგონია, რომ იპოვნა) ის „ერთადერთი“, მაშინ ხდება გახსნილი, ბოლომდე იხარჯება ამ ურთიერთობაში და არის საუკეთესო მეგობარი და საყვარელი. ის ბედნიერია იქამდე, სანამ არ გაუცრუვდება მოლოდინი. (თუ პარტნიორისგან იგივე ვერ მიიღო.) თუ მათი სიყვარულთან დაკავშირებული ოცნება არ რეალიზდა, მაშინ ისინი სულიერად ტყდებიან, ფარ-ხმალს ყრიან, კარგავენ სასიცოცხლო ძალებს. იკეტებიან თავის თავში, არავის ენდობიან, აღარ რისკავენ ურთიერთობების წამოწყებას, თუმცა შინაგანად, მაინც რჩებიან იდეალებზე მეოცნებე ადამიანებად.

ტუზი ჯვრისთვის აუცილებელია განავითაროს რეალური ხედვა, თუ ისინი საკუთარ თავზე იმუშავებენ, მაშინ საკმაოდ მყარი პარტნიორული ურთიერთობებიც ექნებათ. ამ ბანქოს სახით გვხვდება სხვადასხვა ტიპის ადამიანი, ზოგი საკმაოდ კონტაქტურია და ხშირად იცვლის პარტნიორს, ზოგი კი, განიცდის მარტოობაში გატარებულ წლებს, თუმცა ორივე შემთვევაში შასაძლოა არავინ მიიკარონ ახლოს იქამდე, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ეს ის ერთადერთია. ძალიან ადვილია მათთვის გულის ტკენა, რადგან მათი სიყვარული ჭეშმარიტი და უკიდეგანოა.

ფანტაზიები და ილუზიები სიყვარულის თემაზე ამ ბანქოს წარმომადგენლების ძირითადი პრობლემაა.

ოცნებით შეპყრობილნი ხშირად ვერ აცნობიერებენ „სიმაღლეს“, რადგან რაც უფრო მაღლა აფრინდებიან, მით უფრო მტკივნეულად მოუწევთ დაშვება.  არიან ადამიანები, რომლებიც ანგარების გამო ამყარებენ ურთიერთობებს, თუმცა გრძნობების სიყალბე ყოველთვის ამხელს მათ.

 ტუზ ჯვრის მამაკაცები ხშირად მეგობრობენ ამ მასტისავე ქალბატონებთან, გულის მასტის პარტნიორებთან კი პირიქით.

 ტუზ ჯვრის ქალბატონები ასევე ჯვრის მამაკაცებთან განსაკუთრებულად კარგად გრძობენ თავს, ხოლო აგურთან ურთიერთგაგება ძალიან დაბალია.  ყვავის მასტის მამაკაცებს გამორჩეულად იზიდავთ ტუზი ჯვარი.

ტუზი ჯვარი განახლების, ახალი საწყისის სიმბოლოა, მათი აზროვნება ცვალებადია, ისინი ბრწყინვალე იდეების გენერატორები არიან. ხშირად მათ მწერლობის, კომუნიაციების სფეროში შეხვდებით.  მათი ერთგვარი მისიაა ხალხს ასწავლონ და ჩამოუყალიბონ განსხვავებული სახის ურთიერთობები, ხედვა და აზროვნება.

მერკურის ასაკში (13 წლამდე) – უნდა ცოდნის მიღებისა და ინტუიციის განვითარების პერიოდია.

ვენერას ასაკი ( 13 – 26 წლამდე) – ბევრს და წარმატებით მუშაობენ.

მარსის პერიოდში ( 26 – 39 წლამდე) – იცვლიან შეხედულებებს, ფილოსოფიას, მსოფლხედველობას.

იუპიტერის ასაკში ( 39 – 52 წლამდე) – სხვადასხვა ტიპის საქმიანობით მშვენიერი შემოსავალი აქვთ.

სატურნის პერიოდში ( 52 – 65 წლამდე) -ხანდახან  სრულ ტრანსფორმაციას განიცდიან (შესაძლოა საკმაოდ რთულიც).  თითქმის ყოველთვის უწევთ პირად ურთიერთობებში დამოკიდებულებისგან გათავისუფლებისა და საყვარელი ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭების სწავლა.

მოკლე დახასიათება: ახალი ცოდნის, მიღების სურვილი, ახლებური აზროვნება, ფილოსოფია, გეგმები.  ტუზ ჯვარი ახალი იდეების, ახალი შემეცნებითი კურსის, ეტაპის გავლის სიმბოლიზაციაა (კომპიუტერის და ინფორმაციის შენახვის ახალი მეთოდების  ათვისება). ამ ადამიანის საქმიანობის სფერო შესაძლოა უკავშირდებოდეს: მწერლობას, ინფორმაციის გაცვლას, კომუნიკაციებს და სხვა.

წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – ტუზ ყვავი (ყველა მასტის ტუზის მიმოხილვა)

ბედის ბანქო – ტუზ აგური

ბედის ბანქო – ტუზ გული


About Kate

Scroll To Top