ბედის ბანქო – ჯოკერი

ბედის ბანქო – ჯოკერი

31 დეკემბერი

 მასხარა, სულელი.

მას ტაროს არცერთ დასტაში არ აქვს ნუმერაცია, შეესაბამება – 0. ამ ბანქოს ადამიანებზე ბევრი არაფერია სათქმელი.

ხშირად მშობლები, წლის დაზოგვის, თუ სხვა მოტივებით ბავშვის დაბადების დღეს წლის დასაწყისში – 1 იანვარს აფიქსირებენ, მაგრამ ჯოკერი სხვაში არ აგერევათ.

 ჯოკერს შეუძლია მოირგოს დასტის ნებისმიერი ბანქოს სახე, ირჩევს სურვილისამებრ.

ძველად 31 დეკემბერი მხიარულებისა და სხვადასხვა ხუმრობების დღე იყო. ჯოკერი ამასხარავებს ყველას, მათ შორის საკუთარ თავს, ის ეხმარება ადამიანებს ცხოვრების მარტივად აღქმაში.

მას აქვს ნებისმიერ ადამიანად ქცევის უნარი. იქედან გამომდინარე, რომ არავინ იცის, თუ რომელ ბანქოს აირჩევს სათავისოდ, ვერაფერს ვიტყვით და კონკრეტულად ვერ შევაფასებთ. ის შეიძლება ჩაითვალოს ვალეტად, შემოქმედებითი, ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია, შედის სამეფო ოჯახის წარმომადგენლობაში. ამაყია, ვერ იტანს ჭკუის სწავლებას, შეიძლება თეატრალურ სცენაზე ბრწყინავდეს, იგივე შემოქმედებითი ჟინი ჯოკერს თაღლითად, გაიძვერად ან უბრალოდ არაკეთილსინდისიერ ადამიანად აყალიბებს.

ბევრი მათგანი მუსიკოსი, არტისტი, ცირკის მასხარაც კი ხდება, მაგრამ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიონ, მუდამ დამოუკიდებლობით გამოირჩევიან და თვითგამოხატვის თავისუფლებას საჭიროებენ.

ჯოკერი უდიდეს და ღრმა სულიერებას ფლობს, რომელიც თავისთავად ეძლევა.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი


About Kate

Scroll To Top