ბედის ბანქო – 10 ჯვარი

ბედის ბანქო – 10 ჯვარი

(30 იანვარი, 28 თებერვალი, 26 მარტი, 24 აპრილი, 22 მაისი, 20 ივნისი, 18 ივლისი, 16 აგვისტო, 14 სექტემბერი, 12 ოქტომბერი, 10 ნოემბერი, 8 დეკემბერი)

10 ჯვარი – ინტელექტუალური მიღწევების კარტი.

ეს ადამიანები ძალიან დამოუკიდებლები არიან და ხშირად ისე იქცევიან, თითქოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლები (დედოფლები და მეფეები) იყვნენ. ქალბატონებისთვის დამახასიათებელია მამაკაცური გონება.

ყველა ათიანს აქვს უსაზღვრო თავისუფლების წყურვილი, მას უნდა აკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი რაც სურს (და ამასთან არაფერზე აგოს პასუხი). ეს თვითკმაყოფილება არის იმის შედეგი, რომ 10 ჯვარმა დაასრულა თავისი ცოდნის ძიებისა და ათვისების ეტაპი და გადავიდა შემდეგზე.

ძლიერი ინტელექტი, ახალი ცოდნის მიღების წყურვილი და პროგრესული შეხედულებები ამ ადამიანებს საშუალებას აძლევს ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ. მთავარია მათ ისწავლონ თავის ძალიან სწრაფ გონებასთან ურთიერთობა. ზოგადად ეს ადამაინები ძალიან მოუსვენრები, დამოუკიდებლები არიან, პრობლემებიც ხშირად ამის ნიადაგზე წარმოიშობა.

იმისთვის, რომ მოაწესრიგონ პირადი ცხოვრება და უსიამოვნებებს თავი აარიდონ, საჭიროა თავისი ენერგია მიმართონ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისა და უმაღლესი მიზნების მიღწევისკენ.

ამ „კარტმა“ ბევრი უნდა იშრომოს, რომ ბედნიერი იყოს, მუდმივად უნდა საქმიანობდეს და თავს გარშემომყოფთათვის საჭიროდ უნდა გრძნობდეს.

10 ჯვარს აქვს შემდეგი ნაკლოვანებები : ყოყმანი პროფესიის არჩევისას, ასევე უსასრულობამდე ექსპერიმენტების ტარების სურვილი იქამდე, სანამ არ იპოვნის თავის ადგილს ცხოვრებაში და თავისი ამბიციების რეალიზაციას ვერ მოახერხებს.

ეს ადამიანი შესაძლოა იყოს ბრწყინვალე მსახიობი და ნიჭიერი თაღლითი, რომელ გზას აირჩევს მისი გადასაწყვეტია, თუმცა დიდი პოტენციალი აქვს და საკმაოდ დიდი წარმატების მიღწევაც შეუძლია ხელოვნებისა და სულიერების სფეროში.

თუ 10 ჯვარი წავა სულიერი სიბრძნის წვდომისა და ფილოსოფიის შესწავლის გზით, ის ამ ცხოვრებაში მიიღებს ყველა სიკეთეს, რომელზეც შეიძლება ადამიანმა იოცნებოს. სამსახურში მისთვის აუცილებელია გარკვეული თავისუფლება და შემოქმედებითი თვითგამოხატულებისთვის საჭირო სივრცე. ასევე მთავარია ცხოვრების გზის სწორი არჩევა და ჩამოყალიბება, რა უფრო დიდ კმაყოფილებას მოუტანს.

10 ჯვრებს საკმაოდ უჭირთ მდგრადი და განვითარებადი პირადი ურთიერთობების დამყარება. ყველასათვის ცნობილია ამ კარტის ადამიანები: ბარბრა სტრეიზანდი, მადონა, კიმ ბესინჯერი და სხვა. მოკლედ კომენტარები ზედმეტია…

თუ 10 ჯვარი ხელოვნებაში მოახერხებს თავისი თავის რეალიზებას და მიაღწევს წარმატებას შესაძლოა მისთვის უკეთესიც იყოს მარტო დარჩენა.

ის ოცნებობს სიყვარულზე, მაგრამ ავიწყდება, რომ სიყვარულში მთავარი თავის მიძღვნაა, პარტნიორის გაგება, თანადგომა, ნაწილობრივ მსხვერპლის გაღებაც.

სიყვარულში მთავარია გაცემა, სწორედ ამაში მდგომარეობს 10 ჯვრის ძირეული პრობლემაც.

ის ისე არის თავის კარიერით მოცული, რომ პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩება. თუ მოახერხა პირადი ცხოვრებისა და კარიერის შეთავსება, მაშინ სახლის ყველა პრობლემატური თუ ზოგადი საკითხები მისმა მეორე ნახევარმა უნდა იტვირთოს. დამოუკიდებელი და თავისებური ხასიათი სერიოზულ დაბრკოლებებს ქმნის ხანგრძლივი ოჯახური ცხოვრებისთვის.

ყველა მათგანი გამოირჩევა ემოციური არასტაბილურობით, ერთ პარტნიორთან მალე სწყინდებათ. თუმცა პირად ცხოვრებაში მათ შეუძლიათ ბევრის მითწევა, თუ ისწავლიან თავისი ემოციების მართვას. მთავარია გადაწყვიტონ უღირთ თუ არა მთელი ცხოვრება ერთ პარტნიორთან დარჩენა.

წარმატების მიღწევისას 10 ჯვრის წარმომადგენლებს აერთიანებთ ერთი თვისება: კარგად იციან რა არის მათი ჭეშმარიტი ამოცანა და მიზნის მისაღწევად ბოლომდე იხარჯებიან.

ძირითადად ამ ადამიანების კარიერა უკავშირდება ხელოვნებას ან მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას. მათ აქვთ კარგი ლიდერისთვის საჭირო თვისებები, ამიტომ ხშირად იკავებენ ხელმძღვანელის პოზიციას. ყველაზე მეტად მათ უხდებათ მრავალფეროვანი პროფესიები, რომლებიც მოითხოვენ გამომგონებლობასა და შემოქმედებით უნარს.

10 ჯვრის ქალბატონებს მოსწონთ წარმატებული ყვავის მასტის მამაკაცები. ამ ქალბატონებით განსაკუთრებით იხიბლებიან აგურის მასტის წარმომადგენლები. მამაკაცებმა თავი უნდა აარიდონ თავისი მასტის წარმომადგენელ ქალბატონებს, რადგან მათთან აკავშირებთ მძიმე კარმული ვალები.

მერკურის ასაკში (13 წლამდე) ფულის ხიბლის ქვეშ ექცევიან.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) მათთვის ყველაზე მთავარია ნებისყოფა და გონებრივი ძალა.

მარსის პერიოდში ( 26 – 39 წლამდე) იწყება პირად ურთიერთობებში ემოციური სახის პრობლემები.

იუპიტერის ასაკში (39 – 52 წლამდე) ისინი ფლობენ დიდ ცოდნას (სხვადასხვა მიმართულებით).

სატურნის პერიოდში (52 – 65 წლამდე) მიღებული ცოდნა ინტუიიციასთან ერთად თამაშობს გადამწყვეტ როლს მათ საქმიან და პირად ცხოვრებაში.

დასკვნა: მოუსვენარი გონება, წარმატება ინტელექტუალურ საქმიანობაში, როდესაც აზრები იძენენ ფორმას და განხორციელდებიან ცხოვრებაში.

მათი გონება – აქტიური ინსტრუმენტია, შესაძლოა განვითარდეს უძილობა და თავის ტკივილები.

ქმედითი გონება- ბედნიერი გონება. წარმატებისა და აღიარების კარტი მათთვის, ვინც არის ინფორმაციის გაცვლისა და სწავლების სფეროში. ამ კარტის ადამიანი შესაძლოა უდიდესი პოტენციალის მფლობელი გახდეს, თუ თავის ენერგიას პროდუქტიული საქმიანობისკენ მიმართავს.

წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი


About Tamta

Scroll To Top