(25 იანვარი; 23 თებერვალი; 21 მარტი; 19 აპრილი; 17 მაისი; 15 ივნისი; 13 ივლისი; 11 აგვისტო; 9 სექტემბერი; 7 ოქტომბერი; 5 ნოემბერი; 3 დეკემბერი)
მოქნილი საქმოსანი
2 აგური მხიარული და მეგობრულია. ეს ადამიანები ძალიან პატივმოყვარენი არიან, გამოირჩევიან მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვით. მათ ბუნებისგან ბოძებული შესანიშნავი ინტუიცია აქვთ და თუ ყურს მიუგდებენ და იხელმძღვანელებენ ამ უნარით, წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ. ყოველდღიური რუტინა შესაძლოა იმ ჭაობად იქცეს, რომლისგან თავის დაღწევაც საკმაოდ რთულია.
მათ ახასიათებთ საჭირო ადამიანებთან კავშირების გაბმა დიდი ფულის გამომუშავების მიზნით, ასევე ადვილად იზიდავენ თავის ბიზნეს საქმიანობაში როგორც ახლობელ ასევე უბრალოდ ნაცნობ ადამიანებს. ცდილობენ თავი მიუძღვნან ერთ კონკრეტულ საქმეს და იქ მიაღწიონ უდიდეს წარმატებას. 2 აგური ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი კარტია დასტაში და თუ მან ვერ მიაღწია აღიარებასა და წარმატებას, მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს. ამ კარტის ადამიანები საქმიანობენ ფინანსებისა და ვაჭრობის სფეროში, მათ უყვართ პარტნიორთან ერთად მუშაობა.
საერთოდ, ორიანები ლოგიკური ადამიანები არიან, ხოლო 2 აგური გამოირჩევა განსჯითა და ანგარიშიანობით. მათ განსაკუთრებით კარგად ეხერხებათ კომპიუტერთან მუშაობა, პრინციპში განვითარებული ლოგიკური აზროვნების მქონე ადამიანისგან ეს გასაოცარი არცაა, თუმცა ეს ადამიანები ნამდვილი პესიმისტები არიან, საკმარისია წარმოიქმნას რაიმე პრობლემა და ისინი მომენტალურად დეპრესიაში ვარდებიან და ფიქრობენ, რომ უკვე კარგი აღარაფერი მოხდება.
ფინანსური სფერო თითქმის ყოველთვის წესრიგში აქვთ, მათ შეუძლიათ თავისი სამსახურიდან დიდი შემოსავალი მიიღონ, განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ და ამ იღბლიანობისთვის ბედს უნდა უმადლოდნენ.
ამ ბანქოს ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას, რადგან სამუშაოს დიდი ენერგია მიაქვს, შედეგად კი დრო აღარ რჩებათ საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. თუ თავის ჯანმრთელობას ყურადღებას მიაქცევენ შესაძლოა 100 წლამდეც იცოცხლონ. მათ შეუძლიათ გამდიდრდნენ უძრავი ქონების საშუალებით, განსაკუთრებით გვიან წლებში.
ზოგიერთი მათგანი გრძნობს, რომ მას განსაკუთრებული მისია აკისრია ამ ცხოვრებაში და შეუძლია ადამიანები აზიაროს უმაღლეს ცოდნას. ისევე, როგორც ლუწ რიცხვებს, ორიანსაც უყვარს სტაბილურობა პირად ცხოვრებაში, მათ მკაფიო პრინციპები და იდეალები აქვთ სიყვარულთან მიმართებაში, მაგრამ სწორედ ეს მტკიცე შეხედულებები და მიჯაჭვულობა შეიძლება გახდეს დიდი დაბრკოლება წარმატების მიღწევაში. მათ უნდა შეიგნონ, რომ სიყვარული და ქორწინება არ ემორჩილება სასტიკ კანონებს. ხოლო 2 აგური აყალიბებს რა კავშირს, არ შეუძლია თავის წესებზე უარის თქმა, თუნდაც ეს წესები ძალიან მოძველებული იყოს.
უიღბლო ქორწინება ჭიანურდება, ურთიერთობებში პრობლემები არ გვარდება, პარტნიორები სასტიკები ხდებიან. მამაკაცი 2 აგური გვერდზე აბავს სასიყვარულო კავშირებს, თუმცა განქორწინებისგან თავს იკავებს. ქორწინების ნაბიჯის გადადგმამდე ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მარადიული ამ ქვეყნად არაფერია. სიყვარულის სასოწარკვეთილი წყურვილი და საკუთარი თავის უპატივცემულობა ამ ბანქოს ყველაზე დიდი პრობლემაა და იმის მაგივრად, რომ მიხედონ ამ პრობლემებს მთელ თავის დროს უთმებოენ სამსახურს.
ძლიერი გონება და ინტელექტი შეასძლოა დიდ წინააღმდეგობად ექცეთ ამ ადამიანებს პირად ურთიერთობებში, ეს ხელს უშლით გრძნობების გამოხატვაში. თუ ეს ადამიანები შეძლებენ საყვარელ ადამიანს გაუზიარონ თავისი გრძნობები, მაშინ მათ ექნებათ ბედნიერი და ჯანსაღი ოჯახი.
2 აგურის ქალბატონები კარგად ეთავსებიან ყვავის ნიშნის მამაკაცებს, ხოლო აგურის ორიანის მამაკაცები კარგად უგებენ გულის ნიშნის ქალბატონებს. ზოგადად ეს ადამიანები, მშვენივრად ურთიერთობენ ჯვრის მასტის წარმომადგენლებთან.
მერკურის ასაკში (13 წლამდე) ისინი პატარა ყალთაბანდები და ქურდბაცაცები არიან, ამიტომ მოუწევთ თავის თავზე მუშაობა და პატიოსან ადამიანად ჩამოყალიბება.
ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) იძენენ ცოდნას, ივითარებენ ინტუიციას.
მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) უწევთ კარმული ვალების გასტუმრება.
იუპიტერის ასაკში (39 – 52 წლამდე) ბევრს და მძიმედ მუშაობენ.
სატურნის პერიოდში (52 – 65 წლამდე) იხვეჭენ სახელს და ირგვლივმყოფთა და საზოგადოების პატივისცემას მოიპოვებენ.
აი მერე კი, რასაც მოისურვებენ ყველაფერი აქვთ…
წყარო: ნაინა ვლადიმიროვა
ავტორი: ქეთი
ბედის ბანქო – 2 ყვავი (ყველა მასტის ორიანის მიმოხილვა)