ბედის ბანქო – 2 ყვავი

ბედის ბანქო – 2 ყვავი

(12 იანვარი, 10 თებერვალი, 8 მარტი, 6 აპრილი, 4 მაისი, 2 ივნისი)

ორიანების ზოგადი მიმოხილვა

ყველა ორიანი ჰარმონიის სიმბოლოა (რომელიც  პარტნიორული ურთიერთობით მიიღწევა). ეს ადამიანები წონასწორობისა და ჰარმონიის კანონებს კარგად აცნობიერებენ და ითავისებენ . ვერ იტანენ კონფლიქტებს. სხვებისთვის ხშირად  ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს მარტოობის შიში ჰქოდეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ზერელე შეფასებაა. იპოვნიან რა პარტნიორს,   ნათლად გააგებინებენ, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი.

ორიანებს შეუძლიათ  სხვა ადამიანებს თავი მშვიდად და დაცულად აგრძნობინონ, მაგრამ ისეც ხდება, რომ ისინი  მანიპულირებენ  სხვებით და თრგუნავენ მათ.

ისეთ ადამიანებსგვანან, რომლებსაც არავინ აინტერესებთ და სხვების მიმართ გულგრილები არიან, თითქოს მარტოც ბედნიერად გრძნობენ თავს, თუ ეს მართლა ასეა არაჯანსაღი ემოციები და სხვადასხვაგვარი გადახრები უვითარდებათ.

ყველა ორიანი შთამბეჭდავი ადამიანი და კამათის მოყვარულია.   წარმოუდგენელი საშუალებებით შეუძლით დაამტკიცონ შეუძლებელი რამ და ეს თუ ვერ მოახერხეს, საკუთარ თავში იკეტებიან. სიყვარულში უკიდურესობები სჩვევიათ – თავიდან მარტო ცხოვრებენ, შემდეგ სიყვარულით თავგზას კარგავენ და ხშირად იყვარებენ ისეთ ადამიანს, რომელიც მათი ღირსი არაა ან სხვადასხვა მიზეზთა გამო  სიყვარულით ვერ უპასუხებს.

ორიანები საკმაოდ მკივნეულ გაკვეთილბს იღებენ სიყვარულში, ამ ტკივილს, რომ გაექცნენ უდიდეს მსხვერპლზეც მიდიან, თითქოს ყველაფერი აქვთ- ჭკუა, გონება, მომხიბვლელობა, მაგრამ სანამ ისინი არ აღიარებენ თავის ჭეშმარიტ არსს –  სიყვარულში წარუმატებლობა მათი თანმდევი იქნება.

სიყვარულისა და მეგობრობის გამძაფრებული მოთხოვნილება შესაძლოა დიდხანს დარჩეს დაუკმაოფილებელი. არაა საჭირო ნიღბის ტარება, არ უნდა წარმოაჩინონ თავის თავი ისეთად, როგორადაც სინამდვილეში არ არიან და შეეშვან არასწორ ქმედებას. მხოლოდ ამ გზით მოიპოვებენ სიმშვიდეს.

 2 ყვავი – თანამშრომლობის, მეგობრობის ბანქოა.

 დამახასიათებელია მარტო დარჩენის შიში. ამ მიზეზით, ისინი ყველაფერზე მიდიან, იმის გამო, რომ საზოგადოების ნაწილად დარჩნენ. ყველაზე მეტად კი ღალატს განიცდიან.

ამ „ბანქოს“ ბედ-იღბალში არის რაღაც ფატალური, ის პერიოდულად საკმაოდ რთულ სიტუაციებში ვარდება, თითქოს მარწუხებში ექცევა და ძალიან უჭირს თავის დაღწევა, ეს „გზა“ (გაკვეთილები) უბრალოდ გასავლელია.  საკუთარი თავის რეალიზებისთვის, სულიერების გზით სვლაა საჭირო, ამის ნაცვლად ისინი კარიერაზე და მატერიალურ ფასეულობებზე კონცენტრირდებიან. შესაძლოა გაუჩნდეთ ჯანმრთელობის პრობლემებიც.

მათ აქვთ დიდებული ინტუიცია, ასევე კარგი გონებრივი შესაძლებლობები და ლოგიკური აზროვნება, რაც საქმიანობაში ძალიან ეხმარებათ, პირად ცხოვრებაში, კი ხელს უშლით. თავიანთი ნიჭის საშუალებით შეუძლიათ ბევრს მიაღწიონ, მაგრამ ეჭვით უყურებენ ყველაფერს, რაც არღვევს მათ ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმს და სკეპტიკურად უყურებენ სიყვარულს. ისინი თავს არ აძლევენ სიზარმაცის უფლებას. ხშირად ქორწინდებიან ანგარებით.

 „2 ყვავს“ უმეტესად თან სდევს დიდება და აღიარება. ხოლო თუ სულიერებაც შესაბამისი გააჩნია – სამსახურშიც უფრო მეტს აღწევს.  მამაკაცები განსაკუთრებით კარგი ხელმძღვანელები არიან, ხშირად დიდი ორგანიზაციების მართვის სადავეები სწორედ მათ ხელშია.

ეს „ბანქო“ მერწყულის ეპოქაში შეგვიძლია  მეგობრობისა და თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითად მივიჩნიოთ. ამ მასტის ადამიანებს კარგი საქორწინო კარმა აქვთ, მაგრამ წარმატებული ქორწინება ცხოვრების მეორე ნახევარში შედგება, თავდაპირველად მათ მოუწევთ გადაჭრან გაუბედაობისა და სასიყვარულო ურთიერთიობებში შიშის პრობლემები, რადგან ისინი ლოგიკის მიმყოლი ადამიანები არიან, ყოველმხრივ აანალიზებენ ცოლქმრულ ურთიერთობებს, აკეთებენ დასკვნას როგორ წარმათონ პარტნიორთან თანაცხოვრება და ავიწყდებათ, რომ სიყვარული ეს ემოციების სამეფოა.

 წინა ცხოვრებაში ყვავის ორიანები თავიანთი პარტნიორის მიმართ საკმაოდ გულუხვნი იყვნენ, ამ ცხოვრებაში კი დამსახურებულად იღებენ იგივეს, არაჩვეულებრივი მეუღლეები არიან და ერთგულებით გამოირჩევიან. თუ მათი სასიყვარულო რომანი კრახით დასრულდა, მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებონ და ყველა ღონეს მიმართონ, რათა დაძლიონ ეჭვები და შიშები. ისინი ზედმეტად რაციონალურად უდგებიან სიყვარულისა და ქორწინების საკითხს, ცდილობენ გათვალონ ყველა ნაბიჯი და არ დაუშვან შეცდომები, რათა არ დარჩნენ მარტო.

 2 ყვავის  ბედნიერებას პოულობენ გულის მასტთან,  სქესის მიუხედავად ნებისმიერი 2 ყვავი  შესანიშნავად ეწყობა ჯვრის მასტებს. ეს ადამიანები არიან არაჩვეულებრივი მოგობრები, ერთადერთი რაც აუტანელია მათთვის, არის ღალატი და მარტო დარჩენა (როცა მეგობარი ან მათთვის ძვირფასი ადამიანი ტოვებს მათ).

მერკურის ასაკში (13 წლამდე) – დიდი პოპულარობით სარგებლობს მეგობრებში.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) – მათ ძალიან სჭირდებათ სტაბილური ოჯახური გარემო.

მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) – შესაძლოა სტაბილურობა ან შეფერხებები ცხოვერბაში, გააჩნია, როგორ მოემზადა, (როგორ განვლო წინა წლები) იგი ამ პერიოდისათვის.

იუპიტერის პერიოდში (39 – 52 წლები) – თვიდან ბოლომდე სიყვარულითაა მოცული,

ხოლო სატურნის  პერიოდში (52 – 63 წლები) –  უამრავი იდეა გააჩნია და მონდომებულია ისინი ცხოვრებაში განახორციელოს.

ზოგადად სასიამოვნო, სანდომიანი, მომხიბვლელი ადამიანები არიან, მათთან იოლია ურთიერთობა.

 წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – 2 ჯვარი

ბედის ბანქო – 2 აგური

ბედის ბანქო – 2 გული

 


About Kate

Scroll To Top