30 მაისი; 28 ივნისი; 26 ივლისი; 24 აგვისტო; 22 სექტემბერი; 20 ოქტომბერი; 18 ნოემბერი; 16 დეკემბერი
საუბრის ბანქო
ყველა ორიანი ამა თუ იმ სახის თანამშრომლობაზე მიანიშნებს. 2 ჯვარი მრავალგვარი ხასიათისაა. ზოგიერთი მათგანი მფრთხალია, ეშინიათ მარტოობის, ცდილობენ გარშემო შემოიკრიბონ ადამიანები, რომლებთანაც ყველა თემაზე შეძლებენ საუბარს. სხვებს საერთოდ არ ეშინიათ განმარტოების და არავის არ საჭიროებენ.
მათ გვერდზე აუცილებლად არის ადამიანი, რომელზეც მიჯაჭვულნი არიან. 2 ჯვრის თითქმის ყველა წარმომადგენელში არსებობს სიკვდილის ან ცვლილებების მიმართ ფარული შიში. მათ აქვთ ბუნებით მინიჭებული სხვადასხვა უნარები და ტალანტები. შეუცვლელნი არიან პარტნიორულ ურთიერთობებში მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ბიზნესს (მარტო არ კიდებენ საქმეს ხელს). უმაღლესი ძალებისგან დიდი მფარველობა აქვთ, რისთვისაც განგების მადლიერნი უნდა იყვნენ. თუ მოახერხებენ და გათავისუფლდებიან შინაგანი შიშებისგან ცხოვრება მათთვის სასიამოვნო და კეთილგანწყობილი იქნება.
ყველა 2 ჯვარს უყვარს საუბრები, რომლის დროსაც იდეების გაცვლა ხდება, ფლობენ ბრწყინვალე გონებრივ უნარებს, გამოირჩევიან მჭერმეტყველებითა და მახვილგონიერებით, მიმზიდველნი არიან. შიშებისგან მომდინარეობს გაღიზიანებადობა და ჭირვეულობა. ამ ადამიანებს ცხოვრებაში ბევრი რამ აქვთ განსაზღვრული. მათ უნდა ისწავლონ თავის თავისა და მოვლენების ისე მიღება, როგორებიც არიან.
2 ჯვარი ხშირად გამოირჩევა მიმზიდველობით, ნიჭიერებითა და სილამაზით, ამიტომ სრულიად გაუგებარია რატომ ირჩევს ისეთ პარტნიორს, რომელთანაც ურთიერთობა არ ეწყობა, ეს ძირითადად ქალბატონებს ეხება, მისი სასიყვარულო ურთიერთობები საკუთარ თავთან შინაგან დამოკიდებულებას განასახიერებს. ხშირად ამ ბანქოს წარმომადგენლები იმისთვის, რომ მარტოობას გაექცნენ ცხოვრებაზე განაწყენებულ ადამიანებს იზიდავენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ საკუთარ შიშებს.
ამას მოსდევს ურთიერთობაზე დამოკიდებულება და სხვა არასასურველი შედეგები. მათ ცხოვრებაში სხვა ადამიანებთან კავშირი ძირითადად (კარმულად) განსაზღვრულია, რადგან მთავარი ამოცანაა გააცნობიერონ თავისი პასუხისმგებლობა სასიყვარულო კავშირებში, რომელშიც წინააღმდეგობები სდევთ თან.
ირჩევენ სექსუალურ და აგრესიულ პარტნიორს. თავად შეიძლება სკანდელებისა და კონფლიქტების მაპროვოცირებლებიც იყვნენ. ამ ბანქოს წარმომადგენლებს პარტნიორის ნაკლოვანებების დაფიქსირება და გამზეურება ახასიათებთ, თანაც ამას მეწყვილეს ყოველგვარი მორიდებიათ პირში ეუბნებიან, რაც რათქმაუნდა არავის მოსწონს. იმისთვის, რომ ურთიერთობა აეწყოს, კრიტიკა ზომიერებამდე უნდა დაიყვანონ, ისე, რომ პარტნიორის იდეალიზაციაც არ მოახდინონ. თუ ისინი თავის საჭიროებას სიყვარულში, გრძნობებსა და სურვილებში გააცნობიერებენ, მაშინ შეიძლება შეხვდნენ მოსიყვარულე და ყურადღებიან ადამიანებს, რომელთანაც შეუძლიათ გაინაწილონ მწუხარება და სიხარული. იცოცხლონ ხანგრძლივად და ბედნიერად.
2 ჯვარი უმეტესად ბუნებით მფრთხალი და ფსიქოლოგიურად არამდგრადია. ის შესაძლოა იტანჯოს გამოგონილი ან ფსიქოსომატური დაავადებებით, ხანდახან იპოქონდრიკადაც იქცევა, ხშირად ძალიან განიცდის თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ზოგიერთ მათგანს შესაძლოა გაუჩნდეს სიმაღლის ან დახურული სივრცის შიში. შიშს იწვევს ყველაფერი რასაც ვერ აცნობიერებს ან ვერ იგებს, მდგომარეობას ამწვავებს ის, რომ შიშებში საკუთარ თავსაც არ უტყდება.
თუ ის ვერ გაერკვევა საკუთარი ფობიების მიზეზებში, მაშინ უფრო აიხლართება თავის პრობლემებში, ყველა გადაწყვეტილებას შიშის საფუძველზე მიიღებს, რითაც უფრო გაირთულებს ისედაც დამძიმებულ ცხოვრებას. მან თავის შიშებს თვალებში უნდა ჩახედოს, თავის თავთან სისუსტეები აღიაროს და მათგან გათავისუფლდეს. მაშინ მოიპოვებს უჩვეულო ენერგიასა და ძალების ახალ წყაროებს.
2 ჯვრის ქალბატონები არც ისე ცუდად ეწყობიან ჯვრისა და აგურის მასტის წარმომადგენლებს. მეუღლედ შეეფერებათ კაროლ ჯვარი. მამაკაცებმა კი – შესაძლოა თავის თავი გულის მასტის ქალბატონებთან ურთიერთობაში იპოვნონ.
მერკურის ასაკში (13 წლამდე) – აქტიურად უნდა ისწავლონ და რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიიღონ.
ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) – ფულის გამომუშავებასთან დაკავშირებით უამრავი საინტერესო იდეა უჩნდებათ და ანხორცილებენ კიდეც.
მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) – ოჯახური ცხოვრება იწყება, საკმაოდ სექსუალური და აგრესიული.
იუპიტერის ასაკში ( 39 – 52 წლამდე) – მატერიალურ პლანზე საკმაოდ კარგად ახდენენ სტაბილიზირებას.
სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) – აგრძელებენ სხვა ადამიანებთან თანამშრომლობას, ამით სიამოვნებასაც იღებენ და სარგებელსაც.
მოკლე დახასიათება: კამათის, ურთიერთობების ბანქო. სხვისგან საკუთარი აზრების და იდეების გამოყოფა. სხვადასხვა მიზეზებით სხვებთან შეხვედრები. ადამიანი შესაძლოა აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც მას აუცილებლად ჭირდება გარშემომყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება. ხშირი კამათი მიუთითებს სფეროებზე, რომელზეც მათ მუშაობა მართებთ.
წყარო: ნაინა ვლადიმიროვა
ავტორი:ქეთი
ბედის ბანქო – 2 ყვავი ( ყველა მასტის ორიანის მიმოხილვა)