ბედის ბანქო – 3 ჯვარი

ბედის ბანქო – 3 ჯვარი

(29 მაისი; 27 ივნისი; 25 ივლისი; 23 აგვისტო; 21 სექტემბერი; 19 ოქტომბერი; 17 ნოემბერი; 15 დეკემბერი)

მწერლის ბანქო.

 შემოქმედებითი მრავალფეროვნება ამ ადამიანებში ვლინდება უამრავი გზით. მაღალი განვითარების დონეზე ისინი შესაძლოა დიდებული მწერლები, მასწავლებლები, მუსიკოსები გახდნენ. დაბალი განვითარების საფეხურზე, კი დაუსრულებელ განცდებში არიან, აკლიათ გაბედულება. თუმცა ეს თვისებები ნებისმიერი განვითარების ეტაპზე შესაძლოა გამოვლინდეს.

 ამ „ბანქოსთვის“  ძვირფასი დროის ფუჭად ფლანგვა სახასიათო. ცხოვრებაში მათი წარმატება დამოკიდებულია ინდივიდუალურ თვისებებსა და იმაზე, თუ როგორ იყენებენ  თავიანთ ტალანტებსა და უნარებს.

 საკმაოდ ნიჭიერენი არიან, მაგარამ შიშები, (განსაკუთრებით სიღატაკის) სტაბილურობას და კონცენტრაციას აკარგვინებთ, ისინი ყურადღებას უთმობენ ისეთ საქმეებსა და სიტუაციებს, რომელიც ამად არ ღირს. ამ მანკიერ წრეში მოხვედრილი 3 ჯვრისთვის თავის დაღწევა საკმაოდ რთულია, მხოლოდ მყარი რწმენითა და წმინდა მსოფლხედველობის სისტემაზე დაყრდნობით მიაღწევენ წარმატებას და აღიარებას. ამ შემთხვევაში ყველა საქმიანობა იქნება ეფექტური, რითაც არ უნდა დაკავდნენ.

 3 ჯვარი – ბიზნესში კეთილდღეობას განასახიარებს. მას საქმიანი ურთიერთობების წარმოების თანდაყოლილი ნიჭი აქვს. თავისუფლად შეუძლია გახდეს დიდებული ბიზნესმენი, დაიკავოს ხელმძღვანელის როლი ნებისმიერ საქმეში. თუმცა მათთვის აუცილებელია თავისუფლება ნებისმიერ საკითხში, ზუსტად ამიტომ ამ ბანქოს ხშირად „თავისუფალ მხატვარს“ ეძახიან. ზოგიერთი არაჩვეულებრივი ლიტერატორი, ორატორი, პროდიუსერი ხდება.

 3 ჯვარი ხშირად აწყდება ემოციური სახის პრობლემებს, რადგან უწევთ კარმულ ურთიერთობებში ჩართვა. ბედნიერების მოლოდინში მუდამ ფიქრობენ, რომ კავშირი იქნება სამუდამო. ამ შემთხვევაში ვარდის ნაცვლად შერჩებათ მხოლოდ ეკლები. თუკი ისინი გაცნობიერებენ, რომ ეს უიღბლო შემთხვევები მხოლოდ წარმატებისკენ მიმავალი საფეხურებია, მაშინ ყოველგვარი იმედგაცრუება და პრობლემა უკან დარჩება.

 ამ ადამიანებისთვის აუცილებელია სასიყვარულო პოტენციალის რეალიზება, გაცილებით მაღალ, უნივერსალურ დონეზე. ისინი უნდა გახდნენ ენერგოტრანსფორმატორები, რომლებიც ქაოსიდან ქმნიან ხელოვნებას, შიშიდან-რწმენას. ეს შესაძლებელია, თუ ისინი თანდაყოლილ სულიერ ცოდნას გამოიყენებენ.

3 ჯვრისთვის საკმაოდ რთულია ხანგრძლივი პირადი ურთიერთობების აწყობა. მათთვის მრავალფეროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია, ცდილობენ გემო გაუსინჯონ ყველაფერს და ყოველგვარ ურთიერთობას, ამიტომ საკმაოდ უჭირთ მუდმივი პარტნიორის არჩევა. ასეთი ადამიანი ბედნიერი ხდება მაშინ, როცა შეეგუება თავისი მრავალფეროვნების დაუოკებელ სურვილს, ადამიანებს შეხვდება მხოლოდ სიამოვნებისთვის და არ იფიქრებს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე.

 ხშირად ეს „ბანქო“ ქორწინებისთანავე იწყებს „გვერდზე“ კავშირების გაბმას. ის ბედნიერი გახდება მაშინ, როდესაც მიხვდება – რეალურად რა უფრო ჭირდება პირად ცხოვრებაში.

 3 ჯვარი საკმაოდ კეთილგანწყობილია საყვარელი ადამიანების მიმართ, მათთვის ყველაფერს აკეთებს, შესაძლებელსა თუ შეუძლებელს. მთავარია არ დაივიწყოს და მუდამ იმუშას პირად ურთიერთობებე. ჩვეულებრივ,  მხიარული, კომუნიკაბელურია, მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ცხოვრებაში მრავალფეროვნება უყვარს. აფასებს იმ გარემოებებს, რომელიც არ ზღუდავს არჩევანში. მაგრამ არჩევანის გაკეთებისას რაც უფრო მეტია ვარიანტი მით უფრო იტვირთებ გონებაც. ამიტომ არც ისე იშვიათად  პანიკაში ვარდება: ან კმაყოფილია ცხოვრებით, ან ეწყება რაღაცის მიმართ შიში პულსის დაკარგვამდე.

ნებისმიერი უსიამოვნო ფიქრი შესაძლოა გახდეს ამგვარი შიშის მიზეზი. ამ დროს ეცვლებათ წარმოდგენები, შეხედულებები და რთულდება გამოსავალის პოვნა რთული სიტუაციიდან. პანიკის დროს ადამიანს არ შეუძლია საკუთარი პრობლემების საღად შეფასება, ამიტომ ამ დროს გადაწყვეტილებების მიღება სასურველი არა არის. საჭიროა მოშვება, დაელოდეთ სანამ არ ჩაივლის პესიმიზმისა და სასოობის პერიოდი, შემდეგ კი მშვიდად მიიღეთ გადაწყვეტილება.

 მამაკაც 3 ჯვარს ხშირად უყვარს აგურის მასტის ქალბატონები, (ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის საკმაოდ შეეფერება ეს მასტი). ქალბატონებსაც აქვთ აგურის მასტის მამაკაცებთან მიზიდულობა,მათთან კავშირში თითქოს იდუმალებითაა მოცული.

 ჯვრის მასტები ამ „ბანქოს“ კარგი მეგობრები არიან, მაგრამ საქორწინო ურთიერთობებში მიუღებელია.

არაა სასურველი ყვავის მასტთან კავშირი, მათთან ურთიერთობაში პრობლემები მრავლადაა.

მერკურის ასაკში (13 წლამდე) ხშირად შფოთი არ ასვენებთ, შესაძლოა მრავალი სტრესული სიტუაციის გადალახვა მოუწიოთ.

ვენერას ასაკში (13-26 წლამდე) სასიყვარულო თავგადასავლების (შესაძლოა მტკივნეული განშორებებით) პერიოდი აქვთ.

მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) მსოფლხედველობისა და იდეოლოგიის ცვლილებები ვითარდება.

იუპიტერის ასაკში ( 39- 52 წლამდე) მოუწევთ საქმიანობის სფეროს შეცვლა, ან ცვლიან შეხედულებებს და საკუთარ „ფილოსოფიას“ ფულის გამომუშავებასთან დაკაშირებით.

სატურნის პერიოდში (52-65 წლამე) აუცილებელია ნებისყოფის განვითარება და ნებისმიერ სიტუაციაში ემოციების კონტროლი.

დასკვნა – საზრუნავი და გონებრივი შემოქმედება. ეს მაღალინტელექტუალური ადამიანია. 3 – ექსპრესია და მრავალფეროვნება, ჯვარი – ცნობიერება.

 როდესაც ცნობიერი გააქტიურდება ის უნდა გამოიყენოთ კონსტრუქციული ქმედებისთვის, სხვა შემთვევაში შფოთი და თვითგვემაა მოსალოდნელი. თუ რაღაც იდეების განხორციელება ვერ მოახერხეთ, ეცადეთ ჩაინიშნოთ ან დაიმახსოვროთ, რადგან მოგვიანებით ისინი აუცლიებლად გამოგადგებათ.

 წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – 3 ყვავი (ყველა მასტის სამიანის მიმოხილვა)

ბედის ბანქო – 3 აგური

ბედის ბანქო – 3 გული


About Kate

Scroll To Top