ბედის ბანქო – 4 აგური

ბედის ბანქო – 4 აგური

(23 იანვარი, 21 თებერვალი, 19 მარტი, 17 აპრილი, 15 მაისი, 13 ივნისი, 11 ივლისი, 9 აგვისტო, 7 სექტემბერი, 5 ოქტომბერი, 3 ნოემბერი, 1 დეკემბერი)

  მყარი ღირებულებების ბანქო.

 სტაბილურობა ფინანსებში, რომელიც მძიმე, მუხლჩაუხრელი შრომით მიიღწევა. ამ ადამიანებს დიდი ძალისხმევა მართებთ, რათა გაწეული შრომა დაუფასდეთ. თუ ისინი ეცდებიან ცხოვრებაში სირთულეებს თავი აარიდონ, უფრო დაზარალდებინ. 

ფულის გამომუშავება დიდადაა დამოკიდებული მათი პასუხისმგებლობის გრძნობაზე. საქმეში არაჩვეულებრივი ალღო და ბიზნეს წარმოებისა და მართვის კარგი უნარები აქვთ. თუ ისინი ცხოვრებაში წესრიგს იცავენ და მიზანმიმართულნი არიან, მაშინ აუცილებლად მიაღწევენ წარმატებებს. ამ „ბანქომ“ ბავშობიდან იცის, რა უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.

 თავის პრობლემას 4 აგური საკმაოდ რთულად უდგება, მღელვარება, უკმაყოფილება, ეს ყველაფერი მას განვითარებასა და წინსვალში ხელს უშლის. მათი სამსახური ხშირად უკავშირდება საქორწინო პარტნიორებს. ეს ადამიანები ზოგადად ძალიან კომუნიკაბელურები არიან, ჰყავთ ბევრი მეგობარი. მათი მთავარი პრობლემა ერთ ადგილზე გაყინვაა. ადვილად კმაყოფილდებიან მიღწეულით და წინსვლისა და განვითარების სურვილ კარგავენ. ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის სამსახურია.

 გვიან ასაკში ისინი თავისუფლებასა და მატერიალურ კეთილდღეობას აღწევენ, ჩვეულებრივ, დიდხანს ცოცხლობენ, ხანდაზმულ ასაკში ბევრს მოგზაურობენ (ახალგაზრდობის დროინდელ ოცნებებს ისრულებენ).

4 აგური ძალიან რომანტიული და მღელვარე ნატურაა, თუმცა გარეგნულად ამას ვერ იტყვით. საკმაოდ უჭირთ ერთ პარტნიორთან ურთიერთობა. მათ ცხოვრებაში არცთუ იშვიათია კარმული კავშირები (შესაძლოა მტკივნეული დაშორება, განქორწინება). ისინი ისწრაფვიან თბილი და სტაბილური ურთიერთობებისკენ, თუმცა აუცილებლად უნდა განვლონ ტკივილი და განცდები. სიყვარული მათთვის ერთგვარი სამსახურია. კეთილდღეობა და სტაბილურობა მოგვიანებით, ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად მოდის.

შესაძლოა 4 აგური ანგარებით დაქორწინდეს, რადგან ფიქრობს, რომ ეს გამოსავალია რთული სიტუაციებიდან. ამით კი ის უფრო ირთულებს ცხოვრებას. ამ ადამიანებს შეუძლიათ ძალაუფლება ცუდად გამოიყენონ ახლობელ ადამიანებზე, რაც კატეგორიულად ეკრძალებათ, ამ შემთხვევაში შურისძიება არ დააყოვნებს და საკმაოდ მტკივნეულიც იქნება, შესაძლოა ჯანმრთელობაზეც აისახოს. ამ „ბანქოს“ აუცილებლად უნდა ჰქონდეს მეუღლესთან სულიერი სიახლოვე, რადგან უკეთ გაართვას თავი კარმულ პრობლემებს.

4 აგურის მამაკაცები უნდა მოერიდონ გულის მასტის ქალბატონებს, რადგან ასეთი კავშირები შესაძლოა საკმაოდ მძიმე იყოს.  ქალბატონ 4 აგურებს ყვავის მასტის პარტნიორი შეეფერებათ, თუმცა განსაკუთრებით ისინი ჯვრის მასტის მამაკაცებს მოსწონთ.

 ზოგადად, ძლიერი ბანქოა. საკმაოდ ბევრის ატანა შეუძლია, ხშირად უწევს კრიტიკული სიტუაციების გადატანა და მებრძოლი ხასიათი უყალიბდება. მათი კრედოა „ცხოვრებაში ყველაფრისთვის მიწევს გადახდა, საჩუქრად არაფერი მერგება.“ და რეალურად ასეც არის, თუმცა ამ ადამიანებს არ ხიბლავთ ბედისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მთავარია გააცნობიერონ, რომ ამგვარი გაგება უნდა შეცვალონ, უნდა მოახერხონ არასწორი შეხედულებების გადაფასება, რაც ყველას არ შეუძლია.

 ბედნიერია ის 4 აგური, რომელიც გაიგებს, რომ თავისი სამსახური უნდა უყვარდეს, საქმე არ უნდა იყოს მხოლოდ ვალდებულება. ნებისმიერი სახის შრომა უნდა იქცეს საიმედო (მატერიალურ) საყრდენად.

 მერკურის ასაკში (13 წლამდე) აფასებენ პარტნიორულ ურთიერთობებს და არიან კარგი მეგობრები.

ვენერას ასაკში (13-26 წლამდე) ბედნიერნი არიან იმით, რომ საზოგადოებაში დიდი წარმატებით სარგებლობენ, ისინი ყველას უყვართ და პატივს სცემენ.

მარსის პერიოდში (26-39 წლამდე) ცოდნას იღრმავებენ და ინტუიცია უვითარდებათ.

თუ წინა წლები წარმატებულად და სწორად განვლეს – 52 წლის ასაკში (იუპიტერი) სტაბილურობა გარანტირებული აქვთ. ან შესაძლოა „ჭაობში“ აღმოჩნდნენ, ამ დროს ცვლილებები მხოლოდ სასიკეთოა.

სატურნის პერიოდში (52- 65 წლამდე) ნამდვილ ოჯახურ სითბოსა და სიყვარულს საჭიროებენ. მაგრამ …ასაკი!

მოგვიანებით წლებში კი, ასხსენდებათ განუხორციელებელი იდეები, ხელიდან გაშვებული შანსები და დიდი სინანული იპყრობთ ამის გამო.

წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – 4 ყვავი (ყველა მასტის ოთხიანის მიმოხილვა)

ბედის ბანქო – 4 ჯვარი

ბედის ბანქო – 4 გული


About Kate

Scroll To Top