ბედის ბანქო – 4 გული

ბედის ბანქო – 4 გული

(31 ოქტომბერი; 29 ნოემბერი; 27 დეკემბერი)

 ქორწინებისა და ოჯახის ბანქო.

 ეს არის სტაბილურობისა და საიმედოობის სიმბოლო, რომლის მოპოვებასაც პარტნიორულ ურთიერთობებში ცდილობენ (ახლობელ ადამიანებთან და მეგობრებთან). ამ ადამიანებს სიყვარულში მაღალი იდეალები აქვთ და მუდამ რომატიულობით გაჟღენთილ ოჯახურ იდილიაზე ოცნებობენ. თუ ცხოვრებაში ოცნებების რეალიზებას ვერ ახდენენ საკუთარ თავში იკეტებიან, ნუგეშის პოვნას ცდილობენ, ხოლო თუ იდეალები და რეალობა შეთავსებადია, ისინი ჭეშმარიტი ბედნიერებით ტკბებიან.

 ინტუიციურად ყოველთვის იციან, ვის სჭირდება მათი დახმარება და თანადგომა და ამ დროს შეუძიათ თავისი ინტერესების წინააღმდეგაც კი წავიდენენ. სწორედ ამგვარი ქმედება არის მათი ბედნიერების გარანტი. ბრწყინვალე მეურვეები და მკურნალები არიან, მათ ბევრი მიმართავს გაჭირვებისა და უბედობის ჟამს.  ახასიათებთ – სიკეთე, გულწრფელობა, გულუხვობა, თანაგრძნობა, რომლებიც არავისგან ესწავლება.

ისინი ხშირად ადამიანთა ჯგუფთან მუშაობენ, კარგი მასწავლებლები ხდებიან, დიდ ინტელექტსა და მეცნიერებისკენ მიდრეკილ გონებას ფლობენ, ფულთან სწორი მოპყრობა იციან. თუ ამ ადამიანებს რაღაც არ აეწყოთ, ამაში მხოლოდ თავის თავი უნდა დაადანაშაულონ, რადგან ბედნიერი ცხოვრებისთვის მათ ყველაფერი აქვთ, ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ, ეს ჯანმრთელობაა.

ეს „ბანქო“ მიდრეკილია დესპოტიზმისაკენ, ოჯახის გაკონტროლებას მუდამ ცდილობს, რადგან მისი ერთიანობა არ დაკარგოს. სწორედ აქ შესაძლოა გადაამეტოს. ამ შემთხვევაში მას სირთულეები და დიდი განცდები ელის, რადგან მისი შვილების მხრიდან დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით საკუთარი თავისთვის საზიანო, სავალალო მდგომარეობაშიც აღმოჩენის ალბათობაა.

 ამ ბანქოს მქონე ადამიანი მუდამ ცდილობს მეგობრებისა და კოლეგების გაკონტროლებას, რადგან მისი აზრით ცხოვრება ასე უფრო სტაბილურია. ეს არის მისი უარყოფითი თვისება, რომლისგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. ყველას არ ჭირდება ასეთი ზრუნვა და დაცვა.  ამ ადამიანისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება თავის საქმიანობაში ერთი მიმართულების არჩევა და მისი ბოლომდე მიყოლა. მაშინ ყველა მისი წამოწყება წარმატების მომტანი იქნება. ბევრი მათგანი პროფესიულ სფეროში მაღალ მდგომარეობას აღწევს, მაგრამ ფულთან დაკავშირებით პრობლემების წარმოქმნის საფრთხე მუდამ არის. მხოლოდ ადამიანების მიმართ სიყვარულითა და ზრუნვით არის შესაძლებელი 4 გულის წარმომადგენლების კეთილდღეობის მოპოვება. სიყვარულზე, რომელიც არა მოჩვენებით, არამედ ჭეშმარიტ გრძნობებზეა დაფუძნებული.

 სიყვარულში  ძალიან მაღალი იდეალები აქვთ, მათი ოცნება და ფანტაზიები ცხოვრების მტკივნეული პირობებითა და რეალობით ხშირად იმსხვრევა და მწუხარების, განცდების დრო დგება.  4 გულის წარმომადგენლები მოსიყვარულე და ერთგული მეუღლეები არიან. მათ შემთვევაში ცალმხრივი სიყვარული ფაქტობრივად გამორიცხულია. მთავარია პარტნიორს საშუალება მისცენ იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან. მუდამ ზრუნავენ ბავშვებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე.

 ჩვეულებრივ ცდილობენ გარშემო თავისივე მასტის ადამიანები შემოიკრიბონ, თუმცა სწორედ ეს მცდელობები განაპირობებენ პრობლემებს. როცა ამ გარემოდან ვიღაცას თავისი ცხოვრებით ცხოვრება და წასვლა უნდა, 4 გული ცდილობს მის შეკავებას და ვერც აცნობიერებს, რომ ამ დროს მას უსაფრთხოების დაკარგვის შიში ამოძრავებს.

 4 გულის მამაკაცები ძალიან მოსწონთ ყვავის მასტის ქალბატონებს, მაგრამ ჯვრის ქალბატონებთან უკეთესი ურთიერთობა უყალიბდებათ.

4 გულის ქალბატონები კი ჯვრის მასტის მამაკაცებისთვის მშვენიერი მეწყვილეები არიან.

 ამ ბანქოს ცნობილი წარმომადგენლები არიან ჟერარ დეპარდიე და მარლენ დიტრიხი.

 მერკურის ასაკში (13 წლამდე) მუდამ ფულზე ფიქრობენ, უყვართ ის და მაქსიმალურად ცდილობენ მის გამომუშავებასა და დაგროვებას.

ვენერას ასაკში (13- 26 წლამდე) ინტერესებითა და სულიერად მსგავს ადამიანებთან თანამშრომლობა მოსწონთ.

მარსის ასაკში (26 – 39 წლამდე) მეგობრებისა და კოლეგების წრეში პოპულარობას იხვეჭენ, რაც ბრწყინვალედ გამოსდით.

იუპიტერის ასაკში (39 – 52 წლამდე) ახალ ცოდნას იღებენ, დიდებული ინტუიცია ერთვებათ.

სატურნის პერიოდში (52 – 65 წლამდე) ხდება ან შეფერხებები ან კეთილდღეობის შენარჩუნება, რომელიც ადრე გამოიმუშავეს.

 დასკვნა: ქორწინებების, სიყვარულისა და მეგობრობაში დაკმაყოფილების, მეოჯახის კარტია. ეს არის 2 ქორწინების კარტიდან ერთ-ერთი (მეორე დამა გულია).

პირად ცხოვრებაში პრობლემები გვარდება, ურთიერთობაში კმაყოფილება ისადგურებს.

 რჩევა – სიძუნწე აკონტროლეთ.

 

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – 4 ყვავი (ყველა მასტის ოთხიანების ზოგადი მიმოხილვა)

ბედის ბანქო – 4 ჯვარი

ბედის ბანქო – 4 აგური


About Kate

Scroll To Top