ბედის ბანქო – 4 ყვავი

ბედის ბანქო – 4 ყვავი

(10 იანვარი; 8 თებერვალი; 6 მარტი; 4 აპრილი; 2 მაისი)

ზოგადად ოთხიანების მიმოხილვა

ნებისმიერი ოთხიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: სახლი, ოჯახი, საიმედოობა, სტაბილურობა, საფუძვლიანობა, კეთილდღეობა და კმაყოფილება. წარმოსადეგი გარეგნობის ხალხია (ხანდახან სრულებიც), კარგი ჯანმრთელობა აქვთ. საიმედოობისა და უსაფრთხოების მაძიებელნი მუდამ მათკენ ისწრაფვიან. რითაც არ უნდა იყვნენ დაკავებულნი, ყოველთვის ცდილობენ თავისი და ახლობლების ცხოვრება მოასწესრიგონ და საიმედო გახადონ.

 დაბადებიდან დაცულნი არიან უზენაესი ძალების მიერ, მაგრამ ეს დაცვა ვლინდება მაშინ, როდესაც სტაბილურობის მისაღწევად დიდ ძალისხმევას იჩენენ.

თუ 4-იანი ამ წესებს არ მისდევს, მის ირგვლივ უბედურება და გაუმართლებლობა დაისადგურებს, წარმატება ზურგს აქცევს. ოთხიანების უბედობა იმის მანიშნებელია, რომ თავის მისიას არ ასრულებენ, ვერ ხვდებიან რამდენი რამ აქვთ განსახორციელებელი. თუ ისინი არ იქცევიან მშრომელ ადამიანებად, ხდებიან მოსაწყენი და გამაღიზიანებელი ადამიანები, რომლებიც თავის პატარა სამყაროში შესვლის და სიმშვიდის დარღვევის უფლებასარავის აძლევენ.

 როგორც მშობლები, მუდამ თავის შვილებს აკონტროლებენ და ხელს უშლიან დამოუკიდებლობაში. ამასთანავე მუდამ დასძენენ, რომ მათი ქმედება მათსავე საკეთილდღეოდაა მიმართული. სინამდვილეში, ხელს უშლიან ბავშვების განვითარებას. მათ ამგვარ დამოკიდებულებას შვილის დაკარგვის შიში განაპირობებს. ოთხიანები ხშირად ხდებიან უფროსები, რომლებიც თავის ხელქვეითებს წვრილმანებშიც კი აკონტროლებენ, ზოგიერთი მათგანი იმის მიუხედავად, რომ ეს არ სურთ, შესაძლოა საქმის საზიანოდაც კი მოიქცეს, საკუთარ ბიზნესის ზრდისა პერსპექტივისა და განვითარების უგულველყოფით.

 ძნელია უფრო შეუპოვარი ადამიანის მოძებნა, რომელიც უდიდესი ძალისხმევით იცავს ჩვეული ცხოვრების ნირს. ოთხიანები ჭეშმარიტი კონსერვატორები არიან. სიახლეს ეწინააღმდეგებიან მაშინ, როდესაც ფიქრობენ, რომ მათი უსაფრთხოება ეჭვქვეშაა. 4 ჯვარი და 4 ყვავი ზოგადად საკმაოდ პროგრესულები არიან, უყვართ მოგზაურობა, მაგრამ ხშირად განიცდიან შიდა კონფლიქტს – მუდმივი სამსახურის ქონისა და სამსახურეობრივი სფეროს შეცვლის სურვილს შორის გახლეჩვის გამო.

 ბრწყინვალე ორგანიზატორები არიან, შეუძლიათ საწარმოების მართვა, სხვადასხვა დავალებების შესრულება, ცდილობენ თავისთვის ისეთი სამსახურის პოვნას, სადაც თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობენ. თუმცა წინდახედულობითა და შემოქმედებითი ჟინით არ გამოირჩევიან, ცხოვრების განმავლობაში ბევრი შრომა მოუწევთ, სამაგიეროდ წლებთან ერთად ფინანსურ სიმყარეს და ცხოვრებით ტკბობის, მოგზაურობის საშუალებას მოიპოვებენ. მთავარია გაიგონ, რომ ცხოვრებისეული სილაღე განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეც მიღწევადია.

 4 ყვავი – სამსახურეობრივი კმაყოფილების ბანქო

ეს ადამიანები მყუდრო ოჯახური ბუდის შექმნისკენ ისწრაფვიან, მაგრამ პრობლემების გარეშე არაფერი გამოდის. მათთვის მთავარი კარგად გაკეთებული საქმე და არჩეულ პროფესიაში დახელოვნებაა.

 შრომისმოყვარე, შრომისუნარიანი ადამიანები არიან, მათზე შესაძლებელია დაყრდნობა, იღბლიანნი სიმდიდრისა და წარმატების მიღწევაში, დიდ სიამოვნებას იღებენ თავისი შრომისგან, მაგრამ ხშირად ძალიან გატაცებულნი არიან მატერიალური კეთილდღეობით, რითაც თავის წარმატებებს თავად უქმნიან ბარირებს.

 ყველაფრის მიუხედავად საზოგადოებაში თავს საკმაოდ ადეკვატურად წარმოაჩენენ, გამოირჩევიან მჭერმეტყველებით, დიდებული ორატორები არიან. ხშირად ნიჭიერ მწერალებად, სარეკლამო მუშაკებად ან ჟურნალისტებად ყალიბდებიან.

 ყველა 4-იანი ზედმეტად ჯიუტი, ერუდირებული, ჭკვიანი ადამიანები არიან, თავისი კანონებით ცხოვრობენ. დაჯილდოებულნი არიან დიდებული ინტუიციით, მაგრამ ვერ იტანენ ვერანაირ შეზღუდვებს, მათ საკმაოდ შეძლებული მეგობრების წრე ყავთ, მაგრამ არჩევისას მათ ფინანსურ მდგომარეობას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. აქვთ კარგი აღნაგობა, კარგი ჯანმრთელობა, სამკურნალოდ უმჯობესია ბუნებრივი სამედიცინო მეთოდები და საშუალებები გამოიყენონ.

სამსახურს, შრომას, ქველმოქმედებას მათთვის დიდი სიამოვნება მოაქვს. მოგვიანებით წლებში ბევრს მოგზაურობენ, რითაც თავისი სიჭაბუკის ოცნებებს ისრულებენ. პირად ცხოვრებაში 4 ყვავი მოსიყვარულე, მზრუნველი და გულუხვი ადამიანია, თუმცა გამოირჩევა სიჯიუტითა და სისასტიკითაც კი. გარეგნული ბრწყინვალების დევნაში ხშირად ხელიდან უშვებენ ჭეშმარიტ ფასეულობებს, მხოლოდ სიყვარულისა და ფულის, სიამოვნებისა და საქმიანი ურთიერთობების ერთმანეთისგან გამიჯვნის სწავლით შეძლებენ პირად ცხოვრებაში კონფლიქტებისა და სხვა და სხვა მტკივნეული ძვრების თავიდან აცილებას.

 ზოგადად მათი საქორწინო კარმა კარგია, მათ შეეფერებათ პარტნიორები, რომლებსაც მათსავით უყვართ მოგზაურობა. 4 ყვავს კარგი ურთიერთობა აქვს აგურის მასტის წარმომადგენლებთან, ქალბატონები ჯვრის მასტის მამაკაცების მიმართ გულგრილნი არ არიან, ხოლო ყვავის მასტის მამაკაცებთან ფიზიკური ლტოლვა აკავშირებთ. 4 ყვავის ქალბატონებს თავისივე მასტის წარომადგენლებთან შესაძლოა საკმაოდ წარმატებული ქორწინება ჰქონდეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათი რჩეული პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა.

 ამ ადამიანების ყველაზე დიდი პრობლემა ფულის წყურვილი და სიღარიბეში დარჩენის შიშია. სწორედ ეს ღრმა შიში იქცევა მათ ცხოვებაში ყველაზე მძლავრ სტიმულად, თუ ისინი ვერ გააცნობიერებენ ან ვერ აღიარებენ თავის თავთან ამ ფობიას, მაშინ მთელ თავის სიცოცხლეს მოჩვენებითი პრობლემების მოგვარებას შეალევენ.

 თავის გატანის რეჟიმით ცხოვრებისას ისინი წინდაუხედავნი ხდებიან და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც შემდეგ უამრავი პრობლემის საფუძველი ხდება. მაგრამ 4 ყვავის შეუძლია საკუთარი თავის შეცვლა, თუ აღიარებს თავის პრობლემებს. თუ ისინი მიხვდებიან, რომ მძიმე შრომას მათ სწორედ ფარული შიშები აიძულებენ, შეძლებენ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას.

 მერკურის ასაკში (13 წლამდე) – პატარა 4 ყვავს ძალიან სჭირდება პოპულარობა და საზოგადოებრივი აღიარება მეგობრების წრეში.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) – ისინი შრომობენ, შრომობენ …. და შეუძლიათ საკუთარი თავისთვის მდიდარი პარტნიორის შერჩევა.

იუპიტერის ასაკში (39 – 52 წლამდე) – ძალიან უნდათ ოჯახი და შვილები ჰყავდეთ, სურთ უყვარდეთ და იყვნენ ვიღაცის დიდი სიყვარული.

52 წლის მერე (სატურნის ასაკში) - იწყება სტაბილური და უზრუნველი ცხოვრება, მათ ყველაფერი აქვთ და ამგვარი უზრუნველი ცხოვრება ღრმა სიბერემდე გასტანს.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – 4 ჯვარი

ბედის ბანქო – 4 აგური

ბედის ბანქო – 4 გული


About Kate

Scroll To Top