ბედის ბანქო – 4 ჯვარი

ბედის ბანქო – 4 ჯვარი

(30 აპრილი; 28 მაისი; 26 ივნისი; 24 ივლისი; 22 აგვისტო; 20 სექტემბერი; 18 ოქტომბერი; 16 ნოემბერი; 14 დეკემბერი)

 ინტელექტუალური კმაყოფილება.

ეს არის სტაბილურობის ბანქო. მას შინაგანი, ფარული შფოთი ახასიათებს, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება.

ეს ადამიანები პროგრესულები არიან. თავის ცხოვრებაში შემოქმედებითი იდეების გამოყენება შეუძლიათ, არ ახასიათებთ სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა, თუ ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არ აქვთ.  ყველა ლუწი ბანქო სტაბილურობას გამოხატავს, ისინი კონსერვატორები არიან იდეებსა და შეხედულებებში, ამიტომ 4 ჯვარი სიჯიუტეს ცხოვრების ყველა სფეროში ავლენს, მას კამათი უყვარს და ხშირად იმარჯვებს კიდეც დისკუსიებსა და სასამართლო პროცესებზეც კი.

ამ ადამიანებს აქვთ კარგი ჯანმრთელობა, მძიმე ფიზიკური შრომის არ ეშინიათ, ისინი წარმატებული ადამიები არიან, თავს კარგად ავლენენ ვაჭრობის სფეროში. ძალიან უყვართ სხვა ადამიანებთან საუბრები და თავისი შეხედულებების დაცვა. კამათებსა და დისკუსიებში მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ ემოციების კონტროლი, რადგან საქმიან და პირად ურთიერთობებში ეს არის ერთ-ერთი მთავარი წინაღობა. გამბედაობისა და ჟინიანობის უკან ხშირად იმალება სხვების მხრიდან აღიარების სურვილი.

 კიდევ ერთი ნაკლოვანება – ამ ადამიანებს არ აქვთ სხვების ღირსებების აღიარების სურვილი. ისინი ყველაფერში წარმატებისკენ ისწრაფვიან და ამით მატერიალურ სფეროში დიდ სიმაღლეებს აღწევენ.

 4 ჯვარი ცოდნის მცველია, ბედნიერებას ის ბუნებრივი უნარების წყალობით აღწევს. ამ ადამიანებს სიყვარულში დიდი მოთხოვნილებები აქვთ, მაგრამ შიში იმისა, რომ თავი მხოლოდ ერთ პარტნიორს მიუძღვნან, შესაძლოა მტკივნეული სასიყვარულო ურთიერთობების მიზეზი გახდეს, თუმცა სიყვარულის კარმა კეთილსაიმედოა. თუ ისინი შეხვდებიან პარტნიორს, რომელიც სულიერი სიახლოვისკენ ისწრაფვის, ბედნიერნი იქნებიან.   კარმის კიდევ ერთი ნეგატიური ასპექტი – ცხოვრებაში ამორალურ და თაღლით ადამიანებს იზიდავენ. თუ ისინი თავად დაბალი განვითარების დონეზე არიან, მაშინ ხდებიან ყველაზე არაკეთილსინდისიერი საყვარლები ან ასეთ ადამიანებს თავად იზიდავენ.

 4 ჯვარმა სიყვარული შესაძლოა მუსიკის, სამსახიობო, მხატვრობის სფეროში იპოვნოს ან შესაძლოა მისი პარტნიორი საეჭვო რეპუტაციის ადამიანიც აღმოჩნდეს. პირად ურთიერთობებში, ეს ადამიანები ხშირად უსამართლოდ იქცევიან, ამ ყველაფერს ფარული ზრახვების სახე აქვს, პარტნიორის გამოყენება ფულის ან კარიერის გამო, რეგულარულ სიცრუეში და ტყუილში ცხოვრება უწევთ.

 როგორც წესი, 4 ჯვარს ბედნიერი ქორწინება აქვს თუ ის საკუთარ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას გამოიმუშავებს და მყარად გადაწყვეტს მისით ხელმძღვანელობას. მისი მთავარი ცხოვრებისეული ფილოსოფია ადამიანების მიმართ ნდობისა და მკაცრად სამართლიანი პრინციპების გამოჩენაა.  ამ ადამიანმა საკუთარ შიშებს თვალებში უნდა ჩახედოს, საკუთარ თავში და სასიყვარულო ურთიერთობებში ჭეშმარიტებას უნდა ჩაწვდეს. ამ შემთვევაში 4 ჯვარი აღწევს სულიერი განვითარების უმაღლეს დონეს და პარტნიორთან ჭეშმარიტ სულიერ კავშირს ამყარებს, ეს მთავარია რისკენაც ის უნდა ისწრაფვოდეს.

 4 ჯვრის ქალბატონები მეგობრობენ ყვავის მასტის მამაკაცებთან, იზიდავენ ჯვრისა და გულის მასტის მამაკაცებს. ჯვრებთან ურთიერთობა არც ისე მარტივად ეწყობა.

4 ჯვრის მამაკაცები თავისივე და ყვავის მასტის წარმომადგენელ ქალბატონებს ეტრფიან.

 მერკურის ასაკში (13 წლამდე) – მოსწონთ ფულზე ფიქრი.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) – სასიყვარულო ურთიერთობებში სიმართლისა და სამართლიანობის გაკვეთილებს გადიან.

მარსის პერიოდში (26 – 39 წლამდე) – წარმატების მიღწევაში მხოლოდ ცოდნა ეხმარებათ.

იუპიტერის ასაკში ( 39 – 52 წლამდე) – კარმული ვალების გასტუმრება ხდება.

სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) – შეუპოვარ და მძიმე შრომას ბევრი სიკეთე მოაქვს.

შემდეგ კი შესაძლოა დამსახურებული წარმატება და პოპულარობა მოვიდეს.

 დასკვნა: კმაყოფილება ნებისმიერ საქმეში, ძლიერი გონება, შეუპოვრობა, გონებრივი სტაბილურობა, ცნობიერი – ადამიანის შინაგანი სამყაროს ინდიკატორია. გონებრივი სტაბილურობის წყალობით წარმატება და კმაყოფილება ნებისმიერ სფეროში მიიღწევა.

ნეგატიური მახასიათებლები – სიჯიუტე, გონებრივი გაყინვა, რაც სხვადასხვა ცხოვრებისეულ საქმიანობაში ხელის შემშლელია.

 ხშირად 4 ჯვრის წარმომადგენლებს ჩვენს ირგვლივ ახლობლებსა და მეგობრებში ამოვიცნობთ, ისინი, რა თქმა უნდა, განსხვავებულები არიან, მაგრამ აერთიანებთ ისეთი დეტალები როგორიცაა მაგ: ქმართან დაკავშირებული მატერიალური ინტერესები და გვერდზე რჩებათ სიყვარული, როგორც წესი ცოლიანი მამაკაცის სახით, რომელთანაც უანგარობა ნამდვილად არ აკავშირებთ.

 

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – 4 ყვავი (ყველა მასტის 4 მიმოხილვა)

ბედის ბანქო – 4 აგური

ბედის ბანქო – 4 გული


About Kate

Scroll To Top