ბედის ბანქო – 5 გული

ბედის ბანქო – 5 გული

30 ოქტომბერი; 28 ნოემბერი; 26 დეკემბერი

 ემოციური თავგადასავლების მაძიებელი.

ხუთიანები ძალიან მღელვარე ადამიანები არიან, ისინი აუცილებლად უნდა დაკავდნენ რაიმე კონკრეტული საქმით, რათა ცხოვრებაში სტაბილურობას მიაღწიონ, (სტაბილურობა თითქოს „გაურბით“). არც 5 გულია გამონაკლისი. თუ ის ვერ გააცნობიერებს, რომ მისი სირთულეები დაცვასა და საიმედოობას უკავშირდება, მაშინ მთელი ცხოვრების განმავლობაში პრობლემები მისი თანმდევი იქნება. ამ ადამიანების ყველაზე დიდი შიში ფინანსებს უკავშირდება. მათ ძალიან უჭირთ მთელი ცხოვრება ერთ ადგილას გაჩერება, რათა შრომისთვის ღირსეული ჯილდო მიიღონ. წარმატება კი მხოლოდ მუყაით შრომასა და კონკრეტულ საქმეზე კონცენტრაციას მოაქვს.

 5 გულის წარმომადგენლებს სურთ გამოსცადონ ყველაფერი, რასაც ცხოვრება სთავაზობთ, მაგრამ ეს შეუძებელია, როდესაც ერთ საქმით არიან დაკავებულნი და მთელი ყურადღება მასზე აქვთ მობილიზებული. გამოსავალი არის, უნდა აირჩიონ ისეთი პროფესია, სამსახური, რომელიც მოგზაურობას უკავშირდება. მათ სწორედ ხშირი მოგზაურობა ჭირდებათ. ყოველთვის მზად არიან წავიდნენ ნებისმიერ ადგილას, ბუნებით მაძიებელნი არიან, ამიტომ მუდამ ეძებენ ახალ და მრავალფეროვან ურთიერთობებს, რომლებიც მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მატებენ. ხანგრძლივი ქორწინებაც კი მათთვის რაღაც მნიშვნელოვანი განცდების გამოცდილებად იქცევა, როცა 5 გული ბოლომდე შეიცნობს ურთიერთობებს და პარტნიორის მიმართ თავის გრძნობებს გააცნობიერებს, ვერაფერი ვეღარ შეუშლის ხელს თავისი სიყვარულის კვალდაკვალ სვლაში.

 ზოგიერთი ამ ბანქოს წარმომადგენელი მუდმივ გაუგებრობებშია და საერთოდ არ იღებს ვალდებულებას პარტნიორთან მიმართებაში. ხშირად ახალი გამოცდილებების ძიების სურვილი შორეული და ხანგრძლივი მოგზაურობებით კმაყოფილდება. ამგვარად მათ შეუძლით მუდმივი ურთიერთობების ხანგრძლივად შენარჩუნება.

 გულის მასტი უკავშირდება სახლსა და ოჯახს, ამიტომ 5 გულს შეუძლია სახლი, ისევე როგორც მეგობრები უცხოეთსა და შორეულ ქვეყნებში შეიძინოს. ამ ბანქოს ადამიანები სხვა ხუთიანებთან შედარებით ძალიან მღელვარეები არიან. ყველაფერს შემოქმედებითად და ძალიან ღრმად უდგებიან, ფლობენ არტისტულ ნიჭს, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ სფეროში. ზოგიერთი მათგანი უჩვეულო ფსიქიკურ უნარებს ფლობს, შესაძლოა ჰქონდეთ ფოტოგრაფიული მეხსიერება ან განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭი.

 თითქმის ყველა კენტი ბანქო მწვავე სიტუაციებსა და პრობლემებს განასახიერებს, რომლებიც სულიერ პრონციპებზე დაყრდნობით უნდა გადაწყვიტონ, მაგ: საკუთარ სურვილებზე უარის თქმით, დასახულ მიზანს მიაღწევენ, წინააღმდეგ შემთხვევში მათ დიდი იმედგაცრუებები ელით. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ „დინების მიმართულებით ცურვა“ ანუ ცხოვრებას უნდა მისცენ საშუალება თავისი გზით წარიმართოს და ამ შემთხვევაში მოვა რწმენა, სამართლიანობა საკუთარ თავთან. თუ ისინი გაითავისებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, მოიპოვებენ სიბრძნეს, რომელიც პასუხისმებლობას შემატებთ, აი მაშინ, ისინი შეძლებენ გახდნენ მასწავლებლები, გადასცენ სხვებს თავისი დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება.

 პირად ურთიერთობებში 5 გულები მღელვარეები არიან და სასიყვარულო ურთოერთობებში გარკვეულ თავისუფლებას საჭიროებენ. ცუდად არ ვითარდება ურთიერთობა მსგავს ადამიანებთან, რომლებიც ასევე მიესალმებიან პირად თავისუფლებას და ინდივიდუალურ თვითგამოხატულებას. ამ ბანქოს წარმომადგენლებს ვალდებულებების წინაშე გარკვეული შინაგანი შიშები აქვთ, რომლებიც ზღუდავენ მათ ქმედებას. ბედნიერი ქორწინება სავსებით შესაძლებელია, თუმცა თავს უკეთ გრძნობენ მარტოობაში ან ურთიერთობებში, სადაც ექნებათ თავისუფალი ქმედების საშუალებას. 5 გულებს შეუძლიათ შემოქმედებითი და არტისტული სიყვარული, მათ ურთიერთობებში მრავალფეროვნება მოსწონთ და ჭირდებათ პარტნიორების ხშირი ცვლა, ამასთანავე ძალიან მტკივნეულად განიცდიან განშორებებს, რისხვა და უკმაყოფილება ერთმანეთს ცვლის. უფრო მეტიც, მათ ვისაც მძიმე განშორების გადატანა უწევთ, შესაძლოა მომავალში აღარც დაქორწინდნენ.

 ურთიერთობებში წარმატება პირდაპირაა დამოკიდებული ნდობასა და სიმართლეზე, სახასიათო ნაკლოვანებებისგან ( შიშები და რისხვა) გათავისუფლებაზე, ამ შემთხვევაში სულიერ დონეზე გამარჯვება და ღვთაებრივი სიყვარულის გრძნობა გარანტირებულია. ხუთიანები თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას აგროვებენ და შემდგომში ზუსტად ეს გამოცდილება აძლევთ სიბრძნეს.

 5 გული ამ ცხოვრებაში სიბრძნის დაუფლებისთვის მოდის და სწორედ გამოცდილება (ძირითადად ქორწინებაში მიღებული) აძლევთ სიბრძნეს. ზოგიერთებს შეუძიათ ერთი ქორწინება მთელი ცხოვრება შეინარჩუნონ, მაგრამ საკომპენსაციო ენერგიას სამეგობრო წრისა და ახლობლების მუდმივი განახლებით იძენენ. ისინი გულუხვი, კომუნიკაბელური ადამიანები და ჩვეულებრივ ნებისმიერი კამპანიის სული და გული არიან.

 ასეთ ადამიანებს წარმოადგენენ ისინი ვინც დაიბადნენ წინა ასწლეულის 40 იან წლებში. ისინი ვინც მოვიდნენ ამ მიწაზე 60 წლებში სრულიად განსხვავებულად უყურებენ ქორწინების გარეშე კავშირებს და სამოქალაქო ქორწინებას.

 5 გულის წარმომადგენლები ხშირად იცვლიან პარტნიორებს, ერთ სასიყვარულო კავშირს მეორით ანაცვლებენ განსაკუთრებული პრობლემისა და სინდისის ქენჯნის გარეშე, მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდნენ , ყველაფერი ცხოვრებისეულ გამოცდილებას სძენთ. 10 წელი დასჭირდება ამას თუ ერთი ღამე მნიშვნელობა არ აქვს.

 ამ ბანქოს მამაკაცებისთვის შესაძლოა ბედნიერი იყოს აგურის მასტის ქალბატონებთან ურთიერთობა, ყვავის ქალბატონებთან მათ შეუძლიათ მეგობრობა. 5 გულის ქალბატონებს იზიდავენ ჯვრის და აგურის მასტის მამაკაცები.

მერკურის ასაკში (13 წლამდე) – გონებრივი მრავალფეროვნების პერიოდი.

ვენერას ასაკში (13 -26 წლამდე) – რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად მოქმედებენ და სტრესსაც არაფრად აგდებენ, განცხრომაშ არიან.

მარსის პერიოდი (26 – 39წლამდე) – განქორწინებების, განშორებების ალბათობა (საკმაოდ მტკივნეულად ვითარდება), ყველაფერი დამოკიდებულია ამ პრობლემებთან მიდგომაზე.

იუპიტერის გავლენით (39 – 52წლამდე) – იცვლება მსოფლეხდველობა, ახალი იდეების ძიებას იწყებენ.

სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) – იცვლიან სამუშაო და საცხოვრებელ ადგილს და მხოლოდ მოგვიანებით წლებში მოიპოვებენ საჭირო ნებისყოფას, ძალასა და სიბრძნეს.

დასკვნა: განქორწინება, ცვლილებები გულის ან გრძნობის სფეროში, ახლობლებთან განშორება, ამოციური მდგომარეობის შეცვლა (კონკრეტულად პირის მიმართ). მოგზაურობა, შეხვედრები ახალ ნაცნობობასთან, ახალი ურთიერთობების ძიება.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – 5 ყვავი ( ყველა მასტის ხუთიანების ზოგადი მიმოხილვა)

ბედის ბანქო – 5 ჯვარი

ბედის ბანქო – 5 აგური


About Kate

Scroll To Top