ბედის ბანქო – 7 ყვავი

ბედის ბანქო – 7 ყვავი

(7 იანვარი; 5 თებერვალი; 3 მარტი; 1 აპრილი)

7–იანი პირველია სულიერების რიცხვებს შორის, მეორე სულიერების ციფრია 9.

ციფრი 7 მრავალ რელიგიასა და კულტურაში სულიერების მნიშვნელოვან სიმბოლოდ მიიჩნევა: არსებობს 7 ხილული პლანეტა, კვირის 7 დღე, 7 ჩაკრა და სხვა.

7–იანი ისევე, როგორც ყველა კენტი რიცხვი, მღელვარებისა და დისბალანსის სიმბოლოა. ის, გარემოებებისგან დამოუკიდებლად, კმაყოფილებასა და შინაგანი სიმშვიდის მოპოვებას მოითხოვს. ეს არის რწმენის ციფრი. შვიდიანებს სულიერებისა და მატერიალიზმის შეთავსების უნარი აქვთ, მაგრამ თუ სულიერებისკენ არ წავიდნენ, დაკარგავენ წარმატების შანსს.

ისინი ბედნიერნი მაშინ იქნებიან, როცა თავს უზრუნველად, სასწაულის მოლოდინის რეჟიმში ყოფნის საშუალებას მისცენ, ეს მდგომარეობა კი მაშინ მოვა, როდესაც მიხვდებიან იმას, რომ ცხოვრებისთვის საჭირო საშუალებები “ზემოდან” ისედაც მიეცემათ.

შვიდიანები უმაღლეს ენერგიებთან პირდაპირ კავშირში არიან და ეს ნიშნავს, რომ მათზე უზენაესი ძალები იზრუნებენ,  არ ღირს არაფერზე ნერვიულობა. როგორც კი ისინი ამას მიხვდებიან, მიაღწევენ ჭეშმარიტ სულიერებას, მაგრამ თუ შვიდიანები მხოლოდ მატერიალური სამყაროთი იცხოვრებენ, ენით გამოუთქმელ პრობლემებს გადააწყდებიან. მათ აქვთ შიში, რომ ბედნიერნი ვერ იქნებიან, რომ არავის უყვართ, თავს მუდმივად საფრთხეში გრძნობენ, მუდამ ღელავენ და ცდილობენ სხვა ადამიანებით მანიპულირებას,  რაც პრობლემებს მხოლოდ დაამძიმებს. ამის გამო შესაძლოა დეპრესიაშიც ჩავარდნენ, დაეუფლოთ პესიმისტური განწყობა, რომელიც მათ სარგებელს არ მოუტანს.

მატერიალისტი 7–იანი უბედურია, რადგან ცხოვრობს მისთვის მტრულად განწყობილ სამყაროში. ამრიგად, ნებისმიერი მასტის შვიდიანისთვის სულიერება აუცილებელია. არსებობს მათი 2 ტიპი: ერთნი – ჭეშმარიტად ბედნიერნი არიან, რადგან სამყაროსეულ კეთილდღეობაზე მიჯაჭვულობისგან გათავისუფლდნენ. სხვები – მუდამ უბედურნი არიან და სხვადასხვა პრობლემები აქვთ, ზოგს ყველაფერი ჯადოსნურად უხდება, უდარდელნი არიან, რადგან იციან, რომ სასურველს მიიღებენ, ისინი თავს უძღვნიან ადამიანების სამსახურს და დიდებულ საქმეებზე არიან წამსვლელნი. სხვები კი, განწირულნი არიან სიღარიბასა და გაჭირვებაში, ტყუილსა და თაღლითობაში ცხოვრებისთვის.

წინა განსხეულებაში ეს ადამიანები თავის ძალებს ბოროტად იყენებდნენ, შეეძლოთ ძალადობრივად ემოქმედათ და თავის ქმედებაზე პასუხისმგებლობას გაურბოდნენ. ახლა ისინი აუცილებლად შეხვდებიან სერიოზულ დაბრკოლებებს და ფიასკომდეც მივლენ. მხოლოდ ადამიანების მსახურებით შეძლებენ ცხოვრებისეული მოვლენების საკუთარი თავის სასიკეთოდ შემოტრიალებას. ბედი მათ გამოწვევას ესვრის, მიიღებენ თუ არა ამ გამოწვევას _ მათი გადასაწყვეტია. ბევრი მათგანი, ცხოვრებისეული საზრუნავისაგან სრული გათავისუფლების შემდეგ, სულიერ და გონებრივ გასხივოსნებას აღწევს.

7 ყვავი – რწმენის ბანქო. (დასტაში სულიერების ერთ-ერთი სიმბოლო)

თუ ისინი მოუსმენენ შინაგანი სიბრძნის ხმას, პირად ცხოვრებაში დიდი წარმატების მიღწევას შეძლებენ. 7–იან ყვავი ამ ცხოვრებაში მოვიდა იმისთვის, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებში საკუთარი თავის რწმენა ისწავლოს. მთავარი პრობლემაა – ჯანმრთელობა და სამსახური. ოპტიმიზმის შენარჩუნება ყველაზე რთული ამოცანაა. შვიდიან ყვავები ვალდებულნი არიან იცხოვრონ ყველაზე მაღალი სტანდარტებით, რათა აამუშაონ მინიჭებული უნარები და ჯილდოები.

მათ მოვლენების დაჩქარებისკენ მიდრეკილება აქვთ. სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას უნდა უფრთხილდნენ ცალმხრივ და სუბიექტურ მიდგომებს, მაგრამ ყველასი და ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვის ტენდენციაა. თუ ისინი არ დაექვემდებარებიან და ვერ ისწავლიან მაღალი სულიერების კანონებით ცხოვრებას, ელით გაუმართლებლობა, უსიამოვნებები, უბედური შემთხვევებიც კი, ტრავმები და სხვადასხვა დაავადებები. 7–იან ყვავებს შესაძლოა ყველა სურვილი აუხდეთ, მათ არაერთი ტანლანტი აქვთ, რომელიც წარმატების მომტანია.

ზიანს ვერავინ მიაყენებთ,  საკუთარი თავისა და შიშების გარდა. ამ ადამიანებს მშვენიერი საქორწინო კარმა აქვთ, იღბლიანი ქორწინებიდან შესაძლოა იყოს მატერიალური და სულიერი სარგებელი. ისწრაფვიან უზრუნველყოფილი, ინტელექტუალი ადამიანებისაკენ, მაგრამ მატერიალურ მდგომარეობაზე ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა არ არგებთ, წინააღმდეგ შემთხევაში, პრობლემები სარგებელზე მეტი იქნება. 7–იან ყვავის ქალბატონებისთვის რთულია მხოლოდ დიასახლისებად ყოფნა, ისინი ფლობენ დიდ ნებისყოფას და არ შეუძლიათ პასიურ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ ეს ადამიანები, ბედნიერი ქორწინების შემთხვევაშიც კი, შინაგანი შიშებისა და პესიმიზმის გამო ვერ გაექცევინ პრობლემებს.

თუ ისინი ისწავლიან რწმენის შენარჩუნებასა და ოპტიმისტური ხედვის გამომუშავებას, ნებისმიერ სიტუაციაში წარმატება მათ მხარეს იქნება.

7–იან ყვავის ქალბატონები ისწრაფვიან აგურისა და ჯვრის მასტის მამაკაცებისაკენ, მამაკაცები - გარკვეულ სირთულეებს აწყდებინ გულის მასტის წარმომადგენლებთან.

ამ ბანქოს წარმომადგენლები ავარიასა და უბედურ შემთხვევებში არც ისე იშვიათად ხვდებიან, ეს იმიტომ, რომ საკუთარი კარმის დამუშავება ფიზიკური სხეულით უწევთ – იქნება ეს ტრავმა თუ დაავადებები, რომელთა მკურნალობაშიც წლები გადის. ყველაფერი, რაც მათთვის ფიზიკურ დონეზე ხდება, კარმული პრობლემების გამოვლინებაა, მაგრამ, თუ სულიერების პრინციპებით იცხოვრებენ, თავისი ნაკლოვანებების ღირსებად გარდაქმნას შეძლებენ. რწმენისა და უმაღლესი ძალებისადმი მადლიერების წყალობით კი ყველა პრობლემის დაძლევასა და ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებას შეძლებენ.

მერკურის ასაკში (13 წლამდე) – მიდრეკილნი არიან კამათისკენ, სულიერად მსგავსი მეგობრების მოპოვების სურვილი აქვთ.

ვენერას ასაკში ( 13 – 26 წლამდე) – სწავლა! გამძაფრებულია ცოდნის მიღების სურვილი.

მარსის ასაკში (26 – 39 წლამდე) – ბრწყინვალე საქმიანი იდეები იბადება, შემოსავალიც კარგი აქვთ.

იუპიტერის ასაკში ( 39 – 52 წლამდე) – მშვენიერი ქორწინება.

სატურნის პერიოდში (52 – 65 წლამდე) – მყარი მატერიალური მდგომარეობა.

დასკვნა: ცხოვრების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უყალიბდებათ. ცვლილებები სამსახურსა და ჯანმრთელობის სფეროში. ეს ბანქო ადამიანებისგან თვითშეცნობას, საკუთარი ფარული შიშებისა და ნაკლოვანებების შესწავლას მოითხოვს. ყველაფერი თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ბანქო იძლევა ღვთაებრივი ენერგიის გაცნობიერების უნარს და ყველაფერში წარმატებას. წარუმატებლობა ელით მათ, ვისთვისაც ცხოვრებაში მატერიალური მდგომარეობაა წამყვანი; გეგმების განხორციელებაში, საქმიან და ჯანმრთელობის სფეროში თავს იჩენს სირთულეები. ხოლო ისინი, რომლებიც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებენ და სამყაროზე პოზიტიურ ხედვას გამოიმუშავებენ, წარმატებულნი და ბედნიერნი იქნებიან.

წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – 7 ჯვარი

ბედის ბანქო – 7 აგური

ბედის ბანქო – 7 გული


About Kate

Scroll To Top