ბედის ბანქო – 7 ჯვარი

ბედის ბანქო – 7 ჯვარი

(29 მარტი, 27 აპრილი, 25 მაისი, 23 ივნისი, 21 ივლისი, 19 აგვისტო,  17 სექტემბერი, 15 ოქტომბერი, 13 ნოემბერი, 11 დეკემბერი)

7-იან ჯვარი სულიერი ცოდნის კარტია.

ყველა 7-იან ჯვარი სულიერად მაღალგანვითარებულია. მოუსვენარი, დინამიური, ძალიან მოძრავი ადამიანები არიან. მათ უნდა მოახდინონ დამოუკიდებლად (სხვების დახმარების გარეშე) ხასიათის უარყოფითი თვისებების დადებითად გარდაქმნა.  ცხოვრებაში ამ „კარტს“ მოუწევს საკუთარი თავისუფლების მოპოვებისთვის ბრძოლა. საწინააღმდეგო შემთხვევაში უამრავი უსიამოვნება ელის.

7-იან ჯვრის პრობლემა უკავშირდება ნეგატიურ აზროვნებას, რომელიც იწვევს განცდებს, ეჭვებსა და პესიმიზმს. ამ „კარტს“ არაჩვეულებრივი ყნოსვა აქვს, ისინი დაჯილდოვებულნი არიან განჭვრეტის უნარითა და კარგი ინტუიციით, მაგრამ თუ არ მიაქცევენ ყურადღებას თავის ამ ნიჭს (რომელიც დაბადებიდან აქვთ) და იხელმძღვანელებენ მხოლოდ ლოგიკით, მაშინ დიდი ალბათობაა სხვადასხვა სფეროში იმედგაცრუებებისა და ხანგრძლივი დეპრესიის განვითარების.

ამ ადამიანებს აქვთ დიდი რესურსი და ძალა, რომ გაუმკლავდნენ თავიანთ პრობლემებსა და მიაღწიონ აღიარებასა და დიდებას, რომლისკენაც ისწრაფვიან მთელი სულით, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო.

თავისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში 7-იან ჯვრის ადამიანებს შეუძლიათ დიდი ფულის შოვნა, მაგრამ ძალიან მალე ფანტავენ. საკმაოდ უყაირათოდ ეკიდებიან ფულთან დაკავშირებულ საკითხებს, ხარჯავენ იმაზე სწრაფად, ვიდრე გამოიმუშავებენ. ამ ადამიანებისთვის აუცილებელია დაუწესონ თავის ფიქრებს კონტროლი და არ დაუშვან თვითგვემა და პესიმიზმი.

7-იან ჯვარს აუცილებელად ჭირდება სულიერი მოძღვარი ან მასწავლებელი. ასევე მათ უნდა გამოიმუშაონ სამართლიანობა, უნდა გახდნენ მორალურად უფრო სუფთა ადამიანები, რადგან არაკეთილსინდისიერებისა და თაღლითობისკენ მიდრეკილება აქვთ. თუ წარმატების წყურვილს მორალურ პრინციპებზე ზევითა დააყენებენ, მაშინ მეტად გაწვალდებიან და სირთულეებიც მოიმატებს განსაკუთრებით პირად ცხოვრებასა და ოჯახურ საკუთხებში.

ამ „კარტის“ სასიყვარულო კარმა დიდადაა დამოკიდებული მის განვითარებასა და იმაზე, თუ რამდენად მუშაობს საკუთარ თავზე. თუ ის იპოვნის საკუთარ გზას ამ ცხოვრებაში, მაშინ პირადი ურთიერთობებიც საკმაოდ წარმატებული იქნება.

7-იან ჯვარმა უნდა ისწავლოს სხვა ადამიანებზე მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება და პარტნიორთან სწორი ურთიერთობების დალაგება. აუცილებლად უნდა დაოჯახდეს, (საკმაოდ ცოტა მარტოხელაა ამ კარტის წარმომადგენლებში) პარტნიორის გარეშე, ისინი წარმატებას ვერ აღწევენ პროფესიულ საქმიანობაში. მაგრამ ბევრ მათგანს ახასიათებს მრავალრიცხოვანი ხანმოკლე ურთიერთობები, ამგვარი საქციელით თავს განსაკუთრებულად გრძნობენ. არ არის გამორიცხული განმეორებითი ქორწინება და განქორწინებაც.

7-იან ჯვარს განსაკუთრებული ურთიერთობა უყალიბდება ყვავის მასტის, ასევე ნებისმიერ შრომისმოყვარე და დამოუკიდებელ, მყარ ქალბატონთან. ხოლო სუსტი სქესის წარმომადგენლები ოცნებობენ თავისივე მასტის მამაკაცზე. აგურის მასტის მამაკაცებთან ურთიერთობა არც ისე კარგად ლაგდება, მათთვის იდეალური, კი მაინც ყვავის მასტია.

მერკურის ასაკში (13 წლამდე) – ფულის მიმართ დამოკიდებულება უყალიბდებათ.

ვენერას ასაკში (13-26 წლები) – ნებისმყოფის გამომუშავება უწევთ იმისთვის, რომ ნებისმიერ საქმეში წარმატება მიაღწიონ.

მარსის ასაკში (27-39 წლები) – შემოქმედებით წვას განიცდიან.

იუპიტერის ასაკში (40-52 წლები) – იმისთვის, რომ ფულის (და ზოგადად რესურსების) წასვლა-მოსვლის კანონი გააცნობიეროს, დანახარჯების სწორად გაკეთების სწავლა უწევს.

სატურნის ასაკში (53-65 წლები) – სიმამაცის მოკრებვა უწევს რათა საკუთარ შიშებს თვალი გაუსწოროს და სძლიოს.

დასკვნა – დამოუკიდებელი გონება, სულიერი ცოდნა, სახასიათო უარყოფითი თვისებების გაცნობიერება და ტრანსფორმაცია. ამ კარმის მატარებელმა ადამიანმა უარყოფითი თვისებები, აზრები აუცილებლად უნდა დაამუშაოს  და ამ „ნაგვისგან“ გათავისუფლდეს. მხოლოდ ამ გზით მიაღწევს წარმატებასა და ბედნიერებას. მიჯაჭვულობა ხშირად ვლინდება სხვადასხვა მტანჯველ „გამოცდებში“. ადამიანებთან ურთიერთობებს უნდა გადახედონ. შეხედულებებისა და აზროვნების შეცვლა მათი ბედნიერების წინაპირობაა. უარყოფითად განვითარების შემთხვევაში უაზრო კამათი ახასიათებთ, რომელიც დემაგოგიას უფრო ემსგავსება; საკუთარი გონების ხმა არ ესმით.

წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი


About Tamta

Scroll To Top