ბედის ბანქო – 8 აგური

ბედის ბანქო – 8 აგური

(19 იანვარი, 17 თებერვალი, 15 მარტი, 13 აპრილი, 11 მაისი, 9 ივნისი, 7 ივლისი, 5 აგვისტო, 3 სექტემბერი, 1 ოქტომბერი)

8 აგური მზის კარტია. ამ ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ წარმატების მწვერვალს, მათ ყოველთვის პატივს სცემენ, მათი დიდებულება და ლიდერის თვისებები ყოველთვის იწვევს სხვებში აღტაცებას, მაგრამ თუ ვერ დაძლევს საკუთარ ამბიციებზე დამოკიდებულებას არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ ეს „კარტი“ გადაიქცეს ტირანად.

ეს ადამიანები თავის ნეგატიურ კარმას გამოისყიდიან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, მათ არ შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი თავი და ყოველთვის ცდილობენ ურთიერთობებში შეინარჩუნონ ლიდერის პოზიცია. ამ ტიპის ადამიანები გამოირჩევიან დამოუკიდებელი და შეუპოვარი ხასიათით, იციან ყველაფრის ფასი და ნებისმიერ სიტუაციასთან გამკლავება შეუძლიათ, ბევრი მათგანი თვლის, რომ ძალა ფულში და მის ხარჯვაშია და ამ მოტივით შესაძლოა უაზროდ გაფლანგონ მთელი ფინანსები.

თუ ეს ადამიანები ძალისხმევას მიმართავენ საკუთარი თავის ტრანსფორმაციისაკენ და შეწყვეტენ გარე სამყაროს შეცვლას, შეძლებენ ბევრის მიღწევას. შინაგან ჰარმონიას მიაღწევენ იმ შემთხვევაში, თუ ისწავლიან საკუთარი თავისა და ნებისმიერი სიტუაციის მართვას.

ამ მასტის ყველა წარმომადგენელი ჭკვიანი და ცნობისმოყვარეა, მათი სწრაფვა ცოდნისაკენ უსაზღვროა და თუ მოახერხებენ და სწორად გამოიყენებენ თავის ძალას, შეუძლიათ უხელმძღვანელონ, გაუძღვნენ ხალხს ნებისმიერ სიტუაციაში. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შიშით კი ძალას კარგავენ.

ცვალებადი და დამოუკიდებლობის მოყვარე 8 აგური ეწინააღმდეგება მყარ პარტნიორულ ურთიერთობებს, ამიტომაც იგი სიყვარულში ყოყმანსა და გაურკვეველ სიტუაციებში ხშირად აღმოჩნდება ხოლმე. ხანდახან თავადვე იზიდავს მსგავს ზერელე დამოკიდებულებისა და შეხედულებების პარტნიორებს.

ცხოვრების მანძილზე მათ შეუძლიათ გამოიცვალონ რამდენიმე პარტნიორი, ერთი ადამიანი უძლურია მისცეს მათ ის მრავალფეროვნება, რომელიც 8 აგურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ ადამიანებმა უნდა შეძლონ მიანიჭონ პარტნიორს მოქმედების თავისუფლება და უნდა შეეშვან მათ გარდაქმნას. თავის თავიც უნდა მიიღონ ისეთი, როგორებიც არიან, მათი მთავარი ამოცანაა არ დაუშვან ახლობელი ადამიანის დათრგუნვა და სძლიონ მარტოობის შიშს. ამ „კარტებმა“ კარგად იციან რა უნდათ, რა არის მათთვის აუცილებელი და მიზანდასახულად მიისწრაფვიან მიზნისკენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მიზნები ხშრად იცვლება. ამ ადამიანების ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება კარიერული ინტერესების პირად ურთიერთობებზე მაღლა დაყენება. ხოლო მიკერძოების ინსტინქტებზე უარის თქმა დაეხმარებათ ნამდვილი ბედნიერების მოპოვებაში.

მერკურის ასაკში (13 წლამდე) ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა და შეუპოვარი ხასიათი მიზნის მიღწევასთან დაკავშირებით. ისინი გამოკვეთილი ლიდერები არიან და უკვე ავლენენ თავს როგორც დამოუკიდებელი პიროვნება.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) ვერაფრით ვერ ყალიბდებიან თავის მეორე ნახევრის შერჩევასთან დაკავშირებით.

მარსის ასაკში (26 – 39 წლამდე) იძენენ ახალ ცოდნას.

იუპიტერი პერიოდში (39 – 52 წლამდე) აქტიურად იყენებენ წინა წლებში შეძენილ ცოდნას.

სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) ბევრს და ნაყოფიერად მუშაობენ.

ქალი 8 აგური იდეალურად ეთვისება ყვავის მასტის პარტნიორებს, გულის მასტთან კი შესაძლოა მთელი ცხოვრება მეგობრობდეს. მამაკაცები, კი კარგად უგებენ ჯვრისა და გულის მასტის ქალბატონებს. 8 აგურის ქალბატონებისთვის დამახასიათებელია მომაჯადოებელი ღიმილი.

8 აგური ლომის კარტია, ამ ადამიანებს აქვთ ხშირი თმა,( უბრალოდ ლომისებრი ფაფარი), მათ შესანიშნავად იციან საკუთარი თავის ფასი, ხშირად ამჟღავნებენ თავის ძლიერ შეუბრალებელ ხასიათს. ბავშობის ასაკში მიზნის მისაღწევად ახასიათებთ ძლიერი ნებისყოფა და შეუპოვრობა. ისინი აშკარად გამოახტული ლიდერული თვისებების მქონე პიროვნებები არიან.

წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი ოდიშელი


About Tamta

Scroll To Top