(31 აგვისტო; 29 სექტემბერი; 27 ოქტომბერი; 25 ნოემბერი; 23 დეკემბერი)
ემოციური ძალის ბანქო
ისევე როგორც ყველა რვიანი, ამ ბანქომაც თავის მფლობელს უნდა ასწავლოს ბოძებული სიყვარულის ძალის გაცნობიერებული გამოყენება და პასუხისმგებლობის აღება ამ ქმედებაზე. რაღაცით 8 გული ძალიან გავს 10 გულს.
ეს ადამიანები დაჯილდოებულნი არიან უდიდესი მიმზიდველობითა და მაგნეტიზმით, მაგრამ თუ თავისი ძალების ხაფანგში აღმოჩნდებიან, მაშინ არაკეთილგონივრულად გამოიყენებენ მათ და თან სხვა ადამიანების ხარჯზე. ძალების არასწორი გამოყენებისას კარმული ანგარიშსწორება იქნება სწრაფი და მტკივნეული. მთავარია ისწავლონ თავისი საიდუმლო შიშების და ნაკლოვანებების ამოცნობა.
არ უნდა ეშინოდეთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის და უნდა მისცენ მათ თავისუფლად ქმედების საშუალება. მაშინ, დამახასიათებელი სულიერი სიბრძნე, მათ ქმედებას სწორი მიმართულებით წარმართავს. სამართლიანმა საქციელმა ეს ადამიანები შესაძლოა სულიერების მწვერვალამდე მიიყვანოს, ასწავლოს საკუთარი სიყვარულისა და მკურნალის ძალების გულუხვად განაწილება.
8 გულს შესაძლოა ჰქონდეს ძალიან კომფორტული და სასიამოვნო ცხოვრება. ბევრი მათგანი მასწავლებელი, მხატვარი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოღვაწე ხდება. პოპულარული და საჯარო სფეროში წარმატებული ადამიანები არიან, მათ აქვთ უდიდესი წარმატების და მეტიც დიდების მიღწევის პოტენციალი. გაცილებით დაბალი განვითარების დონეზე 8 გულს შეუძლია პოპულარობის მიღწევა და აღიარება მხოლოდ თავის სამეგობრო და საახლობლო წრეში.
მისი ჭეშმარიტი პოტენციალისთვის ეს ძალიან ცოტაა. თუ ეს ადამიანები თავის ჯანმრთელობას ყურადღებით არ მიუდგებიან, მაშინ ამ სფეროში პრობლემები ელოდებათ. არ ღირს სხეულის ფიზიკური მდგომარეობის უგულველყოფა, სამსახურში და ოჯახურ საქმიანობაში ჩაფლობის გამო. ისინი ისეთი დაძაბული ცხოვრების რითმით ცხოვრობენ, რომ ხშირად დასვენებისთვის დროც არ რჩებათ. 8 გულს უამრავი მეგობარი, ახლობელი ადამიანი, ხშირად რამდენიმე შვილი და რამდენიმე საყვარელიც ჰყავს.
ინტელექტუალი ადამიანები არიან, მათ აქვთ დიდი გონებრივი შესაძლებლობები. კარგი შემოსავალი, რომ ჰქონდეთ ამისთვის საჭიროა კარგად იშრომონ, თუმცა სამსახურის გარეშე ისედაც არასდროს რჩებიან. 36 წლის შემდეგ, როგორც წესი პოპულარულები ხდებიან, თუ მათ ხელს არ შეუშლის საკუთარი ჯერ კიდევ არსებული შიშები და ეჭვები, ისინი ყველაფრის მიღწევას შეძლებენ რასაც კი ისურვებენ. 8 გულის წარმომადგენლები დაჯილდოებულნი არიან უდიდესი ემოციური ძალით, რომელიც მათ ბრძნულად და ფრთხილად უნდა გამოიყენონ.
თავისი არსით 8 გული დონჟუანი, ძალზე მიმზიდველი და მომაჯადოებელია. მას შეუძლია პარტნიორს თავისი განუმეორებლობა დაანახოს, იცის როგორც გამოხატოს მათთან სიყვარული, ამასთან თავად დიდად არ საჭიროებს ყურადღებას, რაც ეხმარება მას პარტნიორთან ურთიერთობების კონტროლში. 8 გულისთვის რთული არაა ურთიერთობების გაწყვეტა თუ ის ჩათვლის საჭიროდ, რომ ისინი მას არ აკმაყოფილებენ. ამ ადამიანებს ქორწინებაში აგრესიული ქცევაც შეუძლიათ, რითაც თავის პარტნიორებს აშინებენ. მოსწონთ ხანმოკლე რომანები, კიდევ ერთი გაკვეთილი – საჭიროა საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება. უსამართლო ქმედება იწვევს სწრაფ კარმულ სასჯელს. ამ ადამიანებმა უნდა აკონტროლონ თავისი ძალა და განაგონ ის საღად და ბრძნულად, ამგვარად ოჯახურ ცხოვრებაში ბედნიერებას მოიპოვებენ.
8 გული სწრაფად აცნობიერებს თავის უდიდეს ძალებს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს მას. ამ ბანქოს მამაკაცები ხშირად შესაძლოა თაღლითებად და მაცდუნებებად ჩამოყალიბდნენ, ან შეიძლება მკურალისა და მრჩევლის სახით მოგვევლინონ. არჩევანი თავად ადამიანზეა დამოკიდებული.
ის ვინც ვერ გააცნობიერებს მიზეზებისა და შედეგების კარმულ კანონებს და ბოროტად გამოიყენებს თავის ძალაუფლებას ბუნებრივია, იქნება დასჯილი. მათ აქვთ ძალაუფლება ბავშვებზე, უყვართ მათთან ურთიერთობა და მუშაობა. სხვა ადამიანებს (დასტის ძლიერ მასტებს) კი, შეიძლება მათზე ჰქონდეთ ძალაუფლება.
სულის განვითარების მაღალ დონეზე 8 გულს შეუძლია თავისი ურთიერთობების უნარები სხვა ადამიანების სასიკეთოდ გამოიყენოს და ნამდვილი სასწაულები მოახდინოს იმ ადამიანების ბედ-იღბალში, რომელთაც განგება ახვედრებს (ამ ბანქოს წარმომადგენელია რიჩარდ გირი).
ამ ბანქოს წარმომადგენლებს ჯვრის მასტებთან რთული ურთიერთობა აქვთ, აგურის მასტის მამაკაცებს ძალიან მოსწონთ 8 გულის ქალბატონები, მამაკაცები კი თავისი მასტის ქალბატონებთან ძალიან კარგად გრძნობენ თავს, გარდა ვალეტ გულისა, რომელიც მათ ცხოვრებაში ნეგატიურ, საბედისწერო როლს ითამაშებს.
მერკურის ასაკში (13 წლამდე) – ცოდნას აგროვებენ, ინტუიცია უვითარდებათ.
ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) – უცვლელი სიტუაციები, მთავარია ისინი დადებითი ვარიანტით წარიმართოს.
მარსის მერიოდში (26 – 39 წლამდე) – სასიყვარულო თავგადასავლები.
იუპიტერის ასაკში (39 – 52 წლამდე) – ინტელექტუალურად, გონებრივად შრომა უწევთ, იბადება არაერთი იდეა, აუცილებელია მათი განხორციელება ცხოვრებაში, რათა მშვიდად იძინონ ღამით.
სატურნის ასაკში (52 – 65 წლამდე) – უზრუნველად და ხშირად მდიდრულადაც კი ცხოვრობენ.
დასკვნა: ძალაუფლება ადამიანებზე, ადამიანთა ჯგუფებზე, ოცნება ძალაუფლებაზე. ძალებისა და გრძნობების ეცმოიური ამაღლება. მასახიობების, მეწარმეების, სავაჭრო აგენტების ბანქო.
რჩევა – მოერიდეთ ადამიანების წყენას, ეს თქვენს კარმაზე ცუდად აისახება.
წყარო: ნაინა ვლადიმიროვა
ავტორი: ქეთი