ბედის ბანქო – 8 ჯვარი

ბედის ბანქო – 8 ჯვარი

(28 მარტი, 26 აპრილი, 24 მაისი, 22 ივნისი, 20 ივლისი, 18 აგვისტო, 16 სექტემბერი, 14 ოქტომბერი, 12 ნოემბერი, 10 დეკემბერი)

8 ჯვარი გონებრივი ძალის კარტია.

ეს ერთ-ერთია სამი ფიქსირებული კარტიდან (ორი მათგანია – მეფე ყვავი და ვალეტი გული, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან დიდი გონებრივი შესაძლებლობებით, ძალიან ძლიერი და ჯიუტი ბუნების „კარტია“, მათი გადარწმუნება, აზრის შეცვლა რაიმე საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ადამიანები ძალიან კარგად გრძნობენ თავს ინტელექტუალურ სფეროში, მათ შორის არიან შესანიშნავი ადვოკატები, ცნობილი ქიმიკოსები, კონსტრუქტორები და ფიზიკოსები.

ამ კარტის ადამიანებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ პრაქტიკულად ყველა სფეროში, თუკი ნათლად ჩამოაყალიბებენ მიზანს. მათი გზა შესაძლოა სასიამოვნო იყოს და ამასთანავე მარტივად მიაღწევენ აღიარებასა და სიმდიდრეს. ამისთვის კი სჭირდებათ გონებრივი და ემოციური სიმშვიდე, რასაც კარგად აცნობიერებენ, მაგრამ ხანდახან თავს არიდებენ. ისინი ფლობენ საოცარ ფსიქოლოგიურ ენერგიას, ძალას და შეუძლიათ გახდნენ აღიარებული, ცნობილი ადამიანები, საჭიროა მხოლოდ მიზნის კარგად გააზრება.

სტაბილურობას აქვს მეორე მხარეც – 8 ჯვრის ადამიანებს ძალიან უჭირთ ცვალებად სიტუაციებთან შეგუება. მათი აზრები, იდეები, კონცეფციები ძალიან მოუქნელია. ისინი დაიბადნენ განსაზღვრული პრინციპების სისტემით და არაფრის დიდებით არ გადაუხვევენ არჩეული გზიდან, მაგრამ ოდესღაც დგება დრო (და არა ერთხელ) ცხოვრებაში, როცა აუცილებელი ხდება თავიანთი მსოფლხედველობის შეცვლა, რაც აისახება კიდეც მათ წინსვლასა და წარმატებაზე. ეს ცვლილებები ამ ადამიანების კარმის აუცილებელი ნაწილია (ერთგვარი წმენდაა, წინა ინკარნაციის ვალების შედეგი).

ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათთვის სამუშაო პირად სურვილებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია. კოლექტივში ვალეტ გულსა და კაროლ ყვავთან ერთად ძალიან ბევრი შეიძლება გააკეთონ კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

8 ჯვრის ადამიანებს კარგი სასიყვარულო კარმა აქვთ, რადგან სხვა კარტებისგან განსხვავებით, მათ არ ახასიათებთ განსაკუთრებული ემოციურობა. მათ ესაჭიროებათ სტაბილური პირადი ურთიერთობები და არა წუთიერი, ხანმოკლე თავგადასავლები.

თუმცა სამწუხაროდ ზოგიერთი მათგანის ცხოვრებაში შესაძლოა დადგეს დრო ურთიერთობების ნგრევისა და განქორწინებებისა, განსაკუთრებით თუ პარტნიორი აგურის მასტის ადამიანია. ეს ამ ადამიანთა კარმის ნაწილი და ერთგვარი ვალია. ურთიერთობების ნგრევა და განქორწინება ძალიან უმძიმთ, რადგან სტაბილურობის მოყვარულნი არიან.

30 წლის შემდეგ 8 ჯვრის ქალბატონების ცხოვრებაში დიდი ალბათობაა, რომ ასაკით თავისზე პატარა აგურის მასტის პიროვნებასთან გააბას რომანი. ეს რომანი დაეხმარებათ შეიგნონ, რომ სამყარო არ განისაზღვრება მკაცრი დოგმებითა და ინტელექტუალური კონცეფციით.

8 ჯვრის ადამიანების ცხოვრებაში შესაძლოა იყოს საიდუმლო სასიყვარულო კავშირი, მაგრამ სულიერებასთან შეხება დაეხმარება მას ახლებურად იმოქმედოს სიყვარულის მოსაპოვებლად. ნებისმიერ შემთხვევაში ამ მასტის ქალებს მოუწევთ აღიარონ, რომ მათთვის კარიერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიყვარული, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მთლიანად ჩაეფლობიან თავის ემოციურ პრობლემებში და დაკარგავენ თავის ძალას.

ამ ადამიანების სამყაროსეული აღქმა ძალიან მოუქნელია, გონებაში არსებული ჩაბეჭდილი იდეებისგან გათავისუფლება ძალიან უჭირთ და ბევრ მათგანს შეუძლია მთელი ცხოვრება ამ პრინციპების ტყვეობაში გაატაროს.

ისინი უკმაყოფილონი არიან თუ არავინ და არაფერი არ უშლის ხელს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ოდესმე დგება დრო, როცა იძულებულნი ხდებიან გაიფართოონ მსოფლხედველობა და შეიცვალონ შეხედულებები სამყაროზე. ამ ცვლილებებისთვის წლები დაჭირდება და ბიძგი შესაძლოა ისევ აგურის მასტის ადამიანმა მოგცეთ.

უდიდესი ძალისა და ნიჭის მიუხედავად ეს „კარტი“ ატარებს თავის ჯვარს – იგი აუცილებლად შეეჯახება სერიოზულ კრიზისს ცხოვრებაში, რომელიც აიძულებს შეცვალოს თავისი მსოფლმხედველობა და უფრო მეტად მოქნილი გახდეს, მას მოუწევს გადაიტანოს გაცილებით მეტი უსიამოვნებები, ვიდრე სხვა კარტებს.

ამ მასტის მამაკაცებს მოსწონთ აგურის ნიშნით დაბადებული ქალბატონები, რომლებსაც მათ ცხოვრებაში ხშირად პრობლემები შეაქვთ, ხოლო თავად 8 ჯვრის მამაკაცები გულის მასტის ქალბატონებს იზიდავენ.

8 ჯვრის ქალბატონს შეიძლება ითქვას, უფრო მეტად უმართლებთ აგურის მასტთან და არც ისე ცუდად ეგუებიან, თავისი მასტის მამაკაცებთან ცხოვრებას.

ნებისმიერ ასაკში 8 ჯვრის ადამიანებს მოუწევთ შეეჯახონ სერიოზულ პრობლემებს, თავისი მიმნდობი ხასიათის გამო გამო თაღლითი, მოღალატე ადამიანების „წყალობით“, შესაძლოა ციხის კარამდეც კი მივიდნენ.

მერკურის პერიოდში (13 წლამდე) ეს ადამიანები ისტუმრებენ კარმულ ვალებს, რაც გამოიხატება მძიმე ბავშობით, ახლობლებთან გაუგებრობებით.

ვენერას ასაკში (13-26 წლამდე) ბევრს და მძიმედ შრომობენ.

მარსის პერიოდში (26-39 წლამდე) აღწევენ პოპულარობასა და აღიარებას, რაც ზედმეტად ზრდის მათ პატივმოყვარეობას.

იუპიტერი ასაკში (39-52 წლამდე) შეუძლიათ გამოიმუშაონ საკმაოდ სოლიდარული თანხა, მაგრამ შენარჩუნება უჭირთ.

სატურნის ასაკში (52-65 წლამდე) ელით დიდი წარმატება ამტანობისა და მტკიცე ნებისყოფის დამსახურებით.

ურანის პერიოდში (65-დან ზევით) კი არაა გამორიცხული ახალი სასიყვარულო თავგადასავალი.

ძალაგამოცლილი, ღალატით გაწამებული, იმედგაცრუებული ადამიანი, პოულობს ძალას საკუთარ თავში და იწყებს ახალ ცხოვრებას, ნულიდან და გასაოცარ წარმატებას აღწევს, მაგრამ, შესაძლოა ისევ იჩინოს წარუმატებლობამ თავი, ისევ სავალალო სიტუაცია შეიქმნას, თუმცა, სანამ თვითონ არ გააცნობიერებს ეს „კარტი“ ყოველივეს, არ ღირს რაიმე ურჩიოთ და უმტკიცოთ, ის ხომ 8 ჯვარია!

დასკვნა – ნებისმიერი მიზნის მისაღწევად გონებრივი ძალით ხელმძღვანელობს, ორგანიზაციული შესაძლებლობები, წარმატებები განათლებაში, მართვასა და ნებისმიერ საქმიანობაშ სადაც გონებაა ჩართული. ამ ადამიანებისთვის მიუღწეველი არაფერია, მაგრამ მათ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ თავისი მიზანი, და უნდა მიაღწიონ წარმატებას გაბედულებით, ნათელი აზროვნებით. ერთადერთი უარყოფითი ამ ნიშნისა არის უხეში პირდაპირობა, გონებრივი შეფერხება, ირგვლივმყოფ ადამიანებთან ურთიერთობაში საკუთარი შეხედულებების თავსმოხვევა. ისინი უნდა ეცადონ სხვას ზიანი არ მიაყენონ.

წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი


About Tamta

Scroll To Top