(30 აგვისტო, 28 სექტემბერი, 26 ოქტომბერი, 24 ნოემბერი, 22 დეკემბერი)
უნივერსალური სიყვარულის კარტი (9 გული ითვლება განშორების კარტად)
ცხოვრებაში დიდი აღსრულებები ან დიდი დანაკარგები ან ორივე ერთად. ნებისმიერი 9-იანი უკავშირდება სულიერებას. ამ ადამიანების მიღწევები არ უნდა დარჩეს მხოლოდ საკუთრებაში.
წარმატების მისაღწევად აუცილებელია ჭეშმარიტი სურვილების შკალის შექმნა და თავდაუზოგავად მიყოლა.
საკმარისია ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისგან სულ მცირე გადახვევა და ამ კარტის მეპატრონე მომენტალურად იღებს სასჯელის უმაღლეს ფორმას. ეს დარტყმები ხშირად ბედის სასჯელი ჰგონიათ, თუმცა გულის სიღრმეში ყოველთვის იციან, რომ „შემთხვევით არაფერი ხდება“.
9-იანი გული მოვლენილია წინა ცხოვრების კარმული ვალების საბოლოო გასტუმრებისთვის, მან უნდა ზღოს ბოლომდე და განაგრძოს ცხოვრების ჩვეული გზა.
მთავარი ვალი უკავშირდება ადამიანებთან კარმული კავშირების დასრულებას, თანაბრად განსაზღვრული ეტაპებით სულის განვითარებას და თუ ის ვერ მიიღებს ამ კარმულ ამოცანებს, აღიქვამს მათ როგორც დანაკარგებსა და იმედგაცრუებას და არა როგორც საკუთარი ქმედების შედეგსა და მიღწევას, მაშინ უფრო მეტ სირთულეებს შეხვდება მომავალში.
ნებისმიერი განშორება მათ ცხოვრებაში არა დანაკარგი, არამედ მიღწევაა თუმცა ამის გაგება, გაცნობიერება საკმაოდ რთულია. ამ ადამიანების ცხოვრებისეული გზა სულიერი განვითარებისთვის საჭირო გაკვეთილებისგან შედგება, თუ ისინი ზეციურ ხმებს ყურადღებით მოუსმენენ, მაშინ უფრო ბედნიერნიც იქნებიან.
თუ ეცდებიან შიშის საფუძველზე გაექცნენ რეალობას, საკმაოდ მტკივნეული გამოცდები ელით.
9-იანი გულის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები, თუმცა მათი აღქმა უნდა მოხდეს არა ტრაგიზმით, არამედ კარმული ვალდებულებებისაგან გათავისუფლების საშუალებად. ამ კარტის ადამიანები გულმოწყალენი არიან, ისინი მზად არიან გასცენ და გაუზიარონ სხვებს ყველაფერი რაც გააჩნიათ და მათ აქვთ ყველაზე მთავარი ამისთვის – „სულიერი სიმდიდრე“.
სხვების დახმარების სურვილის გამო ეს ადამიანები ხშირად მრჩევლებად და კონსულტანტებად გვხვდებიან, თუმცა საკუთარი თავის მთელი გულით მსხვერპლად შეწირვა არაა საჭირო. დაიცავით ზომიერება.
შემოქმედებითი, ხელოვანი ნატურის ხალხია, ამიტომ მშვენივრად წარმოაჩენენ საკუთარ თავს ნებისმიერ საქმიანობაში. მთავარია ისწავლონ საკუთარი ტალანტებისა და უნარების ბრძნული გამოყენება საქმიან სფეროში. თავი შეიკაონ უსამართლობისა და თაღლითობისაგან.
9 გული – დიდი უკიდურესობების კარტია. შესაბამისად ადამიანიც ან ძალიან ბედნიერია ან წვალობს, იტანჯება ცხოვრებისეული უსიამოვნებებითა და პრობლემებით.
გახსოვდეთ, ყველაფერი ყოველთვის თქვენს ხელთაა, თქვენ შეგიძლიათ სულიერი განვითარების გზით სვლა, იმ შემთვევაში ცდომილი გზა აირჩიეთ, მაშინ თქვენი სიყვარულის კარმა შესაძლოა იყოს ყველაზე რთული და მტკივნეული.
განცდები და ემოციები მხოლოდ გაართულებს სიტუაციას, რადგან ამ კარტის ადამიანები ხშირად იცვლიან აზრს სიყვარულთან დაკავშირებით. შესაბამისად ხშირად ხვდებიან ისეთ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლიათ წრფელი სიყვარული.
„მხსნელი-მსხვერპლის“ მსგავსი დამოკიდებულება უამრავ პრობლემას ქმნის და ართულებს საქმეს კრიტიკულ სიტუაციებში. თუ 9 გული არ ფიქრობს, რომ მხოლოდ პარტნიორის გამო აკეთებს ყველაფერს, მაშინ ის გაცილებით ბედნიერი იქნება.
ცხრიან გული სატურნის ორმაგი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, სატურნი კარმული მასწავლებელია, რომელიც თავისთავად აწრთობს ადამიანს რთული გამოცდებით. ეს კარტი ხან აღმაფრენასა და ფორტუნას კეთილგანწყობით სარგებლობს, ხან კი კრიტული პერიოდი დგება, ადგილი აქვს დიდ სირთულეებსა და ემოციურ დანაკარგებს.
აღმაფრენა და „დაცემა“ ერთმანეთს ცვლის.
9-იან გულისა და 7-იან აგურის ურთიერთობა შეიძლება ჩაითვალოს უნიკალურ კავშირად, მათ ბევრი საერთო აქვთ და შეუძლიათ ჭეშმარიტი სიყვარულის მწვერვალს ეზიარონ
ამ კარტის მამაკაცებს იზიდავთ ყვავის ქალბატონები, განსაკუთრებული სიმყარით გამოირჩევა 5-იან ყვავთან კავშირი.
ქალბატონები კი თავისივე მასტის მამაკაცებთან ბედნიერად გრძნობენ თავს, თუმცა ჯვრის მასტებთან შესაძლოა საკმაოდ საინტერესო ურთიერთობა შედგეს.
დასკვნა: სიყვარული, განშორება, ურთიერთობის დასასრული. ეს განშორება სინამდვილეში არ არის რაღაცის დასასრული, ეს მხოლოდ გარდამავალი ეტაპია, როდესაც ერთი ადამიანის მიმართ არსებული გრძნობა ტრანსფორმირდება (დამუშავების შედეგად) საზოგადო, საყოველთაო სიყვარულად.
ერთი ან რამდენიმე ურთიერთობის დასასრული, რომელიც კრახად ან სასარგებლო ცხოვრებისეულ გაკვეთილად, ახალ ეტაპად (გაცნობიერების შემთხევაში) შეიძლება აღიქმებოდეს. ყველაფერი დამოკიდებულია თავად 9-იან გულზე.
თქვენ უნდა იყოთ ბედნიერი იმ ადამიანის ცხოვრებიდან გაშვებით, რომელთან ურთიერთობებიც კარგა ხნის წინ დაამუშავეთ და ამოწურეთ.
წყარო:ნაინა ვლადიმიროვა
ავტორი: ქეთი