დაბადების რიცხვი -1

დაბადების რიცხვი -1

დაბადების რიცხვის შეკრებით ბედის რიცხვი მიიღება, რომელიც ჩვენი მახასიათებლებისა და მიმართულების მაჩვენებელია. ამისთვის რიცხვის, თვის და წლის რიცხვები უნდა შევკრიბოთ და ერთნიშნა რიცხვამდე დავიყვანოთ (0 არ იკრიბება).

მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 12 მარტს, 1957 წელს. ვკრებთ: 1+2+3+1+9+5+7=28. 28 ორნიშნაა, ამიტომ კიდევ ვკრებთ 28=2+8=10, რადგან 10-იც ორნიშნაა, კიდევ შევკრებთ 10=1+0=1. ამ ადამიანის რიცხვი 1-იანი ყოფილა.

რიცხვი 1

“ლიდერი”

ერთიანის მმართველია მზე. სიმბოლურად მზე – სამყაროს საფუძველია, რომლის გარშემოც მთელი სისტემა ტრიალებს. ერთიანის მფარველობაში მყოფი ადამიანები თავს სამყაროს ცენტრად გრძნობენ.

მთავარი საკითხები: ინდივიდუალურობა, ლიდერობა,  ხელმძღვანელობა, სიძლიერე, ენერგიულობა.

წარმატების დღე: კვირა

ბედნიერი რიცხვები: 1, 19, 28

ძლიერი პერიოდები: 21 მარტი – 20 აპრილი, 23 ივლისი – 23 აგვისტო

სუსტი პერიოდები: 24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი, 21 იანვარი – 19 თებერვალი

ურთიერთობები: ყველაზე მეტად ეწყობიან 1, 2, 8, 9 რიცხვის მქონე ადამიანებს.

დადებითი მახასიათებლები: ამ ადამიანებს ენერგიის დიდი მარაგი აქვთ. მიზანდასახულები, აქტიურები, ენერგიულები არიან და ყოველთვის შეუძლიათ დადებითი განწყობის შენარჩუნება. ნებისმიერ სიტუაციას პრაქტიკულად უდგებიან, დადებითს პოულობენ. ნოვატორები, გამომგონებლები, ლიდერები არიან. შეუძლიათ ახალი და განსხვავებული სტილის/სისტემის შექმნა.

ამ ადამიანებს ისეთი პროფესიები უხდებათ, რომლებიც ორიგინალურ ხედვას საჭიროებენ. კრიტიკულ სიტუაციაში ერთიანს სწრაფად შეუძლია არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღება, შესაძლოა კრიტიკული ხასიათის გამო სარისკო სიტუაციები თავად შექმნას. ამ ადამიანების ხალხის მასაში შემჩნევა ადვილია.

გამოხატულად ინდივიდუალისტები სხვებისგან განსხვავდებიან და პირველები არიან. მათი შემოქმედებითი საწყისი მანერებსა და ქცევის სტილშიც შეიმჩნევა. ბუნებით ლიდერები, გადამწყვეტები, პასუხისმგებლობის მქონენი და ამავე დროს იმპულსურები არიან. არ მოსწონთ რჩევა-დარიგებების მიღებაუფრო ნაკლებად მოსწონთ, როცა მათ საქმეში სხვა ერევა. უმეტესად გულის კარნახით მოქმედებენ. მუშაობას მარტო ამჯობინებენ.

ერთიანის მფარველობაში მყოფი ადამიანები გარშემომყოფებს იზიდავენ და იკრებენ. ოპტიმიზმისა და სიცოცხლისმოყვარეობით, რთულ სიტუაციებში მხარდაჭერით, საკუთარ თავში დარწმუნებულობით, გარშემომყოფებს დადებითად მუხტავენ და განაწყობენ. კატეგორიულად არ იღებენ განსხვავებულ წესებს, შეთანხმებებს, შეზღუდვას.

უარყოფითი მახასიათებლები: სიამაყე ერთიანების შემაფერხებელ თვისებად იქცევა. მეორეს მხრივ, ერთიანის ქვეშ დაბადებული ადამიანები ნაკლებად უგდებენ ყურს ლოგიკასა და ანალიზს, სამაგიეროდ ხშირად ფეთქებადები არიან. იმდენად ენერგიულები არიან, კატეგორიულ საუბარს იწყებენ. უარყოფით ვარიანტში დიქტატურისკენ, სხვებით მანიპულირებისკენ მიდრეკილება აქვთ. პირდაპირობა და უხეშობა ადამიანებთან კონფლიქტის ალბათობას ზრდის.

სასიყვარულო ურთიერთობებში არასტაბილურები არიან, მუდმივად ახალ ემოციებს ეძებენს, ხშირად ერთ ადამიანთან ვერ ძლებენ და ამისი მიზეზი – მოწყენილობაა. ხშირად პირადი ურთიერთობა მეორე ადგილს იკავებს, წინა პლანზე კი კარიერული წინსვლაა. მათ გვერდით მყოფი ადამიანი კომპრომისის გამონახვას, დათმობას, დაქვემდებარებას უნდა შეეგუოს. ერთიანი ნაზ, მომთმენ და წყნარ ადამიანს იგუებს.

სასურველია ერთიანი პესიმიზმს და წარუმატებლობას არ შეეგუოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპრესიული მდგომარეობა დიდხანს გასტანს. ერთიანებისთვის ჯანმრთელი სული – წარმატების საწინდარია. უარყოფით განწყობას სეირნობით, სუფთა ჰაერზე ყოფნით, მოგზაურობით ან სიახლეების მიღებით შეუძლიათ „ებრძოლონ“. ერთიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაისვენოს, განიტვირთოს, სპორტს მისდიოს და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღოს.

კიდევ ერთი უარყოფითი თვისება – ზედმეტი სიჯიუტეა, რომელიც ფანატიზმში გადადის. სასურველის მისაღებათ თავით მიდიან, გარშემომყოფებს არაფრად აგდებენ. ეგოისტური „მინდა“-ს გამო გარშემომყოფებთან ხშირად კონფლიქტური ურთიერთობა აქვთ. სასურველია მორალური ნორმებისა და ადამიანური გრძნობების გათვალისწინება. შედეგად – სხვების დაზარალების გარეშე ბევრ რამეს მიაღწევენ.

მომზადებულია ნატალია ოლშევსკაიასა და astrostar.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top