დაბადების რიცხვი – 3

დაბადების რიცხვი – 3

დაბადების რიცხვის შეკრებით ბედის რიცხვი მიიღება, რომელიც ჩვენი მახასიათებლებისა და მიმართულების მაჩვენებელია. ამისთვის რიცხვის, თვის და წლის რიცხვები უნდა შევკრიბოთ და ერთნიშნა რიცხვამდე დავიყვანოთ (0 არ იკრიბება).

მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 14 მარტს, 1957 წელს. ვკრებთ: 1+4+3+1+9+5+7=30. 30 ორნიშნაა, ამიტომ კიდევ ვკრებთ 30=3+0=3,  ამ ადამიანის რიცხვი 3-იანი ყოფილა.

რიცხვი 3

ამ ადამიანების მთავარი მისიაა – სხვებს დაეხმარონ გამბედაობის მოკრებასა და რწმენის ხელახლა დაბრუნებაში.

დევიზი – “გაიღიმე და ცხოვრებაც გაგიღიმებს”.

სამიანის მმართველი მარსია (განსხვავებული ვერსიით იუპიტერი), რაც ცოცხალი, დინამიური და აქტიური ადამიანების მფარველობაზე მიანიშნებს.

ბედნიერი რიცხვები: ყველა, რომლის ციფრთა ჯამი 3-ს ქმნის.

ძლიერი პერიოდები: 20 თებერვალი – 20 მარტი, 22 ივნისი – 22 ივლისი, 23 ნოემბერი – 21 დეკემბერი.

სუსტი პერიოდები: 22 დეკემბერი – 20 იანვარი, 22 მაისი – 21 ივნისი, 24 აგვისტო – 23 სექტემბერი.

ურთიერთობები: ყველაზე მეტად ეწყობიან 3, 5 და 6 რიცხვის მქონე ადამიანებს.

დადებითი თვისებები: სამიანის მფარველობის ქვეშ დაბადებული ადამიანები აქტიურები არიან, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებიან, მუდმივად რაღაცის კეთების სურვილი აქვთ. თითქოს ჩქარობენ და ცხოვრებაში ყველაფრის მოსწრება სურთ. უმეტეს შემთხვევაში მართლაც ბევრ საქმეს აგვარებენ.ცდილობენ ყველაფერს თავად მიაღწიონ.

სამიანები გამოუსწორებელი ოპტიმისტები არიან. არცერთ წარუმატებლობას ძალუძს მათი დიდხანს გაჩერება და დეპრესიაში ჩაგდება. რთულ სიტუაციებშიც კი მიდრეკილები არიან შიშსა და პანიკას არ აყვნენ. ამ ადამიანებს საქმის ბოლომდე მიყვანის ძალა ყოველთვის ჰყოფნით (თუმცა, სურვილი ნაკლებად აქვთ). უსიამოვნებები მხოლოდ განწყობას თუ უფუჭებენ, გზიდან კი ნამდვილად არ უხვევენ.

სამიანებს კარგი ანალიტიკური უნარები აქვთ. საკუთარ შეცდომებს არ იმეორებენ, უარყოფით და კრიტიკულ სიტუაციებში სწორი ვარიანტის არჩევის უნარი აქვთ. ეს ადამიანები საკმაოდ დაჟინებულები არიან. კომპლექსებზე მუშაობას ცდილობენ და  საკუთარ თავს არასწორ რჩევას არ აძლევენ.

სამიანები ღია, საზოგადოების მოყვარული, კომუნიკაბელური, მხიარული ხალხია. ისინი ყველაფერში კარგ მხარეს ეძებენ, ჩვეულებრივში – არაჩვეულებრივს ამჩნევენ და სათქმელად ყოველთვის რაღაც აქვთ. ხშირად კამპანიის სულად და გულად გვევლინებიან. საწინააღმდეგო სქესთან დიდი წარმატებით სარგებლობენ. კეთილმოსურნე და გულღია სამიანები ნებისმიერ ადამიანთან ადვილად ახერხებენ კონტაქტის დამყარებას. კარგი ლიდერები არიან, ხელმძღვანელი პოსტის დაკავება შეუძლიათ. მზის მფარველობაში მყოფთაგან (ერთიანი) განსხვავებით ლიდერი-დიქტატორი არაა, სამიანი  ქარიზმატული ლიდერია.

შემოქმედებითი შესაძლებლობების მქონე ხალხია. ყველაფერს, რასაც აკეთებენ გულსა და სულს დებენ. ცხოვრებაში დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას აფასებენ. სამიანები აქტიური გონებით, ძლიერი ინტუიციით, სიახლეების მიმღებლობით, ახალი შესაძლებლობების სწავლით გამოირჩევიან.

უარყოფითი თვისებები: სამიანების მთავარი ნაკლი ერთ საკითხზე გაუჩერებლობაა. მათ რომელიმე საქმის ამორჩევა და კონცენტრირება უძნელდებათ. ყველაფერი აინტერესებთ,  თუმცა  საქმეები ბოლომდე იშვიათად მიყავთ. კარგი იქნება თუ პრიორიტეტებს გამოყოფენ და მათზე ორიენტირდებიან. სხვადასხვა ინტერესისა და ყველაფრით დაინტერესების გამო შესაძლოა არასერიოზული, ცვალებადი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვონ. სამიანების ღიაობა და კომუნიკაბელურობა ხშირად ინტრიგანობად და ლაქლაქად გაიგება. მათთვის საიდუმლოებების გამხელა საფრთხილოა.

სამიანების კიდევ ერთი უარყოფითი თვისება მინდობაა, რომელიც გულუბრყვილობაში გადასდით. ზოგჯერ ძლიერმა პიროვნულმა თვისებებმა შესაძლოა უარყოფითი „დახმარება“ გაუწიოთ. კარგი იქნება, თუ ლიდერობისკენ მიდრეკილებას გააკონტროლებენ.

მათი ყველაზე სახიფათო თვისება – სიზარმაცეა. უსაქმოდ ყოფნის, პასიურობის, უმიზნოდ დროის გატარებისკენ მიდრეკილება მათ ბუნებას ეწინააღმდეგება და ცუდ სამსახურს უწევს. სამიანის მფარველობაში მყოფთ საკუთარი ტემპერამენტის კონტროლიც მოუწევთ, განსაკუთრებით სექსუალურ სფეროში. ისინი საკმაოდ მაცდურები არიან, მაგრამ მხოლოდ ამ თვისებით წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ.

თუ სამიანს წარმატების მიღწევა სურს, საკუთარ თავზე მთელი ცხოვრება უნდა იმუშაოს – სიზარმაცე დაძლიოს, კონკრეტული მიზანი დაისახოს, აქტიურად იმოქმედოს.  წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებები ელოდება.

მომზადებულია ნატალია ოლშევსკაიასა და astrostar.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა

 


About Tamta

Scroll To Top