დაბადების რიცხვი – 4

დაბადების რიცხვი – 4

დაბადების რიცხვის შეკრებით ბედის რიცხვი მიიღება, რომელიც ჩვენი მახასიათებლებისა და მიმართულების მაჩვენებელია. ამისთვის რიცხვის, თვის და წლის რიცხვები უნდა შევკრიბოთ და ერთნიშნა რიცხვამდე დავიყვანოთ (0 არ იკრიბება).

მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 15 მარტს, 1957 წელს. ვკრებთ: 1+5+3+1+9+5+7=31. 31 ორნიშნაა, ამიტომ კიდევ ვკრებთ 31=3+1=4. ამ ადამიანის რიცხვი 4-იანი ყოფილა.

რიცხვი 4

მთავარი საკითხები: კომუნიკაცია, ინფორმაციულობა, კონტაქტების დამყარება

ბედნიერი რიცხვები: 4, 13, 22, 31

სასიკეთო დღეები: ოთხშაბათი

ძლიერი პერიოდები: 22 მაისი – 21 ივნისი, 24 აგვისტო – 23 სექტემბერი

სუსტი პერიოდები: როდესაც მერკური უკანმავალი (რეტროგრადული) ხდება.

ურთიერთობები: უკეთესად უგებენ საკუთარი რიცხვის (4) მქონე ადამიანებს, თუმცა უარყოფითი ურთიერთობა არავისთან აქვთ.

ამ რიცხვის მმართველად მერკური ითვლება. მთავარი თვისება, რომელიც ოთხიანებს მერკურისგან ერგოთ – კომუნიკაბელურობაა. ამ რიცხვის მქონე ადამიანებს მარტო ყოფნა დიდხანს არ შეუძლიათ, სხვებთან კონტაქტი მნიშვნელოვანია.

დადებითი მახასიათებლები: ოთხიანები საკმაოდ კომუნიკაბელური ხალხია. ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენის პოვნა შეუძლიათ. მათი დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია: გონიერება, ინტელექტი, სინთეზისა და ანალიზისკენ მიდრეკილება, ცნობისმოყვარეობა, სხვადასხვა სფეროს მიმართ ინტერესი, მრავალმხრივი ცოდნის მიღების წყურვილი. ამ რიცხვის ქვეშ დაბადებული ადამიანები კარგი მოსაუბრეები არიან, შეუძლიათ როგორც კარგი დიალოგის წარმოება, ასევე სხვისი მოსმენაც.

„ოთხიანები“ ბუნებით ფსიქოლოგები არიან, სხვების ემოციებს გრძნობენ და პრობლემების მოსმენაც შეუძლიათ. ამიტომ მათ ხშირად აკითხავენ რჩევის საკითხად ან მხარდაჭერისთვის. როგორც წესი, ეს ადამიანები გარშემომყოფთა პრობლემებით ინტერესდებიან და მათ დახმარებას ცდილობენ. კარიერის აწყობას გონების დახმარებით ახერხებენ.

სამსახურში კარგი ორგანიზატორული უნარებით, სტრატეგიული აზროვნებით, დაგეგმარებისა და პროგნოზირების უნარით გამოირჩევიან. კარგად გამოსდით საზოგადოებასთან ურთიერთობა, ორატორობა, ჟურნალისტობა და ა.შ.

ამ ადამიანებს კარგი მეხსიერება აქვთ. ახლობელთა დაბადების დღეები, მნიშვნელოვანი თარიღები არ ავიწყდებათ, შეხვედრებზე დაგვიანება არ უყვართ. მომთმენები არიან, განსაკუთრებით, როცა საქმე მათი მიზნების შესრულებას ეხება.

უარყოფითი მახასიათებლები: ორგანიზებისკენ მიდრეკილება ადვილად შეიძლება გადავიდეს შეზღუდვაში, პედანტურობასა და მეწვრილმანეობაში. ამ თვისებების გამო ოთხიანთან ურთიერთობა მოსაწყენი და არასაინტერესო ხდება. იმისთვის, რომ წესრიგის დამყარების სურვილსა და ცხოვრებით ტკბობას შორის ზღვარი დაიცვან, მუდმივად მოუწევთ წრისა და ინტერესთა სფეროს გაფართოება.

ახალ ადამიანებთან გაცნობა, ინიციატივის გამომჟღავება მათ ცხოვრებას საინტერესოს გახდის. მათთვის რეკომენდებულია საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები გამოიყენონ განვითარებისა და ინფორმაციის მოსაძიებლად.

ასევე, „ოთხიანები“ მიდრეკილნი არიან საკუთარ თავზე ბევრის აღებისკენ, რომელთა შესრულებას ბოლომდე ვერ ახერხებს, უარყოფითი კუთხით – საკუთარ თავში დაურწმუნებლობა უვითარდებათ. პერფექციონიზმი – მათ ნაკლად შეიძლება იქცეს. სასურველია თუ წვრილმანებს ნაკლებად მიაქცევენ ყურადღებას.

მომზადებულია ნატალია ოლშევსკაიასა და astrostar.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top