დაბადების რიცხვი – 7

დაბადების რიცხვი – 7

დაბადების რიცხვის შეკრებით ბედის რიცხვი მიიღება, რომელიც ჩვენი მახასიათებლებისა და მიმართულების მაჩვენებელია. ამისთვის რიცხვის, თვის და წლის რიცხვები უნდა შევკრიბოთ და ერთნიშნა რიცხვამდე დავიყვანოთ (0 არ იკრიბება).

მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 9 მარტს, 1957 წელს. ვკრებთ: 9+3+1+9+5+7=34. 34 ორნიშნაა, ამიტომ კიდევ ვკრებთ 34=3+4=7. ამ ადამიანის რიცხვი 7-იანი ყოფილა.

რიცხვი 7

მთავარი საკითხები: ანალიზი, გაგება, ჭეშმარიტების ძიება, სულიერი გაზიარება.

ბედნიერი რიცხვები: 7, 16, 25

სასიკეთო დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, კვირა

ძლიერი პერიოდები: 20 თებერვალი – 20 მარტი, 23 ნოემბერი – 21 დეკემბერი

სუსტი პერიოდები: 22 მაისი – 21 ივნისი, 24 აგვისტო -23 სექტემბერი

ურთიერთობები: უკეთესად ეწყობიან 2 და 9 რიცხვის მქონე ადამიანებს.

7 ერთ-ერთი საკრალული რიცხვია, არსებობს 7  ნოტი, 7 დღე, 7 “მომაკვდინებელი ცოდვა” და ა.შ.

შვიდიანების მმართველი პლანეტა სატურნია. ეს ადამიანები, სამყაროსადმი  განსხვავებული ხედვით გამოირჩევიან. გარშემომყოფებთან საერთოსა და გაგებას იშვიათად პოულობენ, თუმცა ამას ნაკლებად განიცდიან (დროთა განმავლობაში ეჩვევიან).

შვიდიანებს შორის ხშირად შეხვდებით ფილოსოფოსებს, მკვლევრებს, მეცნიერებს.

მათ ადამიანთა დიდ ჯგუფებს ბუნებაში ყოფნა ურჩევნიათ. ერთდროულად იდეალისტები და მატერიალისტები არიან. ადვილად შეუძლიათ სხვების აზრების თუ სურვილების წაკითხვა, თუმცა საკუთარის გაგებას რთულად ახერხებენ.

დადებითი მახასიათებლები: შვიდიანები ბუნებით დამოუკიდებელი ხალხია, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს აძაგებენ თუ აქებენ დამოუკიდებლობის გამო. ხშირად ფილოსოფოსები ან მეცნიერების წარმომადგენლები არიან (ან დიდ მიდრეკილებას ამჟრავნებენ ამ სფეროების მიმართ). ფილოსოფიის მიმართ ინტერესისა და ცნობიერების გაფართოებისადმი მიდრეკილების გამო ხშირად ბრძნულ მახასიათებებს მიაწერენ („ბრძენია“, „გენიოსია“…).

შვიდიანებს კარგად განვითარებული ანალიტიკური აზროვნება აქვთ, რაც შერწყმულია მათ ცოდნას, მოთმინებასა და შრომისმოყვარეობასთან. სულიერება განმსაზღვრელად ვლინდება. ერთის მხრივ მიდრეკილნი არიან ნოვატორობისაკენ, მეორეს მხრივ ტრადიციებს ინახავენ და მათგან საუკეთესო ნაწილს იღებენ. შვიდიანების სფეროებია: ისტორია, რელიგია, ფილოსოფია, ხელოვნება.

წარმატების მიღწევაში ნებისყოფა ეხმარებათ. მიზნის მისაღწევად შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულებები განსაზღვრონ, მუხლჩაუხრელად იმუშაონ, უინტერესო საქმე აკეთონ და… წარმატებას მიაღწიონ. ეს ადამიანები შინაგან რესურსებს, ფარულ შესაძლებლობებს ფლობენ, მიღწეულით იშვიათად კმაყოფილდებიან და ახალ მიზნებს ისახავენ. თვითგანვითარება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა – ეს ორი მახასიათებელი მუდმივად ყვებათ.

მიუხედავად სიმამაცისა და ნებისყოფიანობისა, ეს ადამიანები იშვიათად არიან ლიდერის პოზიციის დამკავებელნი, უფრო „რუხი კარდინალის“ როლს ირგებენ და ორგანიზაციის გონებრივ ცენტრად ითვლებიან.

უარყოფითი მახასიათებლები: შვიდიანებს ემოციების გაკონტროლება შეუძლიათ, რასაც უარყოფითი კუთხით შეუძლია სასტიკ მოქმედებამდე მიიყვანონ. უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ყალიბდება: თვალთმაქცობა, გამყიდველობა, მიზანთროპობისკენ მიდრეკილება, ფანატიზმი. ამ ადამიანებისთვის რელიგიასა და ფილოსოფიაში დიდად „გადავარდნა“ რეკომენდებული არაა, რამდენადაც მაღალია ფანატიზმში გადასვლის ალბათობა.

სასურველია სამყაროს მარტივი ხედვა შეიმუშაონ ყველაფრის გართულების ნაცვლად. წარსულში ყურება, უარყოფითი ფიქრები, ყველაფერში ფარული აზრის დანახვა, ჩაკეტილობა აზიანებთ. ამიტომ მათთვის მთავარია – ბევრი გაიღიმონ, საინტერესო საქმიანობებით დაკავდნენ, სასიამოვნო კამპანიებში გაატარონ დრო, სამყაროში დადებით მოვლენებს მეტი ყურადღება დაუთმონ.

შვიდიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ წარმატება მათი სულიერი მდგომარეობის შესაბამისი იქნება. საქმისადმი საფუძვლიანი მიდგომა და დადებითი განწყობა რაც სურთ, მის მიღებაში დაეხმარებათ.

მომზადებულია ნატალია ოლშევსკაიასა და astrostar.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top