დაბადების რიცხვის შეკრებით ბედის რიცხვი მიიღება, რომელიც ჩვენი მახასიათებლებისა და მიმართულების მაჩვენებელია. ამისთვის რიცხვის, თვის და წლის რიცხვები უნდა შევკრიბოთ და ერთნიშნა რიცხვამდე დავიყვანოთ (0 არ იკრიბება).
მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 1 მარტს, 1957 წელს. ვკრებთ: 1+3+1+9+5+7=26. 26 ორნიშნაა, ამიტომ კიდევ ვკრებთ 26=2+6=8. ამ ადამიანის რიცხვი 8-იანი ყოფილა.
რიცხვი 8
მთავარი საკითხები: ორიგინალურობა, უსასრულობა, ორი სამყაროს (მატერიალური და სულეირი) გაერთიანება, იდეების გავრცელება.
ბედნიერი რიცხვები: 8, 17 და 26
სასიკეთო დღეები: ოთხშაბათი, შაბათი
ძლიერი პერიოდები: 20 იანვარი – 19 თებერვალი, 24 ოქტომბერი – 21 ნოემბერი
სუსტი პერიოდები: 23 ივლისი – 23 აგვისტო, 21 აპრილი – 20 მაისი
ურთიერთობები: უკეთესად ეწყობიან 1, 2 და 9 რიცხვის მქონე ადამიანებს.
რვიანების მმართველ პლანეტად ურანი ითვლება.
ნუმეროლოგიაში 8 განიხილება როგორც ორი დახურული წრის გაერთიანება, უსასრულობის სიმბოლო, რაც ამ რიცხვის ქვეშ დაბადებულთა ხასიათს გარშემომყოფთათვის გაუგებარს ხდის.
დადებითი მახასიათებლები: რვიანის ქვეშ დაბადებული ადამიანები ორიგინალურობითა და განსხვავებულობით გამოირჩევიან. თუ გუშინ ენერგიულად გრძნობდნენ თავს, დღეს შეიძლება საწოლიდანაც ვერ ადგნენ. მხიარული განწყობა, რომელიც დილით ჰქონდათ, საღამოს შეიძლება საწინააღმდეგოდ შეიცვალოს. დღეს ერთს ამბობენ – ხვალ მეორეს. თუ დეპრესიაში არ არიან, საკმაოდ აქტიური და განსხვავებული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. შეუძლიათ შეცვალონ არამხოლოდ საკუთარი თავი, არამედ გარემოც.
რვიანები რეფორმატორები არიან, რომლებიც ცოცხალი გონებითა და იუმორით გამოირჩევიან, ინფორმაციის მოძიებას ადვილად ახერხებენ, ყოველთვის წინ მიდიან თავის დროსთან შედარებით. ზოგიერთ მათგანს შორსმჭვრეტელობისა და ნათელმხილველობის უნარი გააჩნია. ინტუიციას მატერიალურ სამყაროში სათავისოდ იყენებენ.
მეორეს მხრივ, ამბიციურები არიან და კარიერის უმაღლეს საფეხურსაც აღწევენ. მიზნის მისაღწევად კონცენტრირება, განვითარება, ცოდნის გაღრმავება უნდათ.
წარმატებას აღწევენ სფეროებში, რომლებშიც ორიგინალური ხედვა, არატრადიციული, ნოვატორული მიდგომა გამოიყენება. მათ არ მოსწონთ ერთ კონკრეტულ საქმეზე მუშაობა, რამდენიმეს ერთად ახერხებენ – ასეთ „ქაოსში“ თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი – წყალში.
რვიანები პარტნიორობაში თავისუფლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ხშირად მათთვის მეგობრობა სიყვარულზე წინ დგას.
უარყოფითი მახასიათებლები: პირად ურთიერთობებში ამ ადამიანთან ყოფნა შესაძოა რთული იყოს, რადგან პარტნიორს მუდმივი ცვალებადობის ატანა უწევს და იგივე მოეთხოვება კიდეც. კიდევე რთ პრობლემას ქმნის ემოციური გაუწონასწორებლობა. ერთის მხრივ, ცვლილებებს ადვილად იტანენ, მეორეს მხრივ კი მუდმივად ახალ პრობლემაში ეხვევიან.
ნებისმიერ წვრილმანს ადვილად შეუძლია რვიანების განწყობის შეცვლა. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ემოციების კონტროლი და ნებისყოფის გამომუშავება ისწავლონ. შედეგად პრობლემების გამკლავებას მოახერხებენ.
რვიანების კიდევ ერთი ნაკლი – ადვილად მობეზრებაა. მათ ერთ საქმეზე გაჩერება არ შეუძლიათ, დიდხანს ვერ ინარჩუნებენ არჩეულ კურსს. ისინი იდეების კარგი გენერატორები არიან, გონების მოულოდნელი განათებებით პროექტებს მთლიანად ცვლიან, თუმცა შემსრულებლებად ნაკლებად გამოდგებიან. მნიშვნელოვანია ისწავლონ მიზნების გამომუშავება და იდეების მიყოლა ან/და ჩაწერა.
რვიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ყურადღების მისაქცევად აუცილებელი არაა ორიგინალური საშუალებების გამოყენება, ანარქიის მოწყობა, გადაჭარბებული ექსტრავაგანტულობა ან/და ცინიზმის გამომჟღავნება.
მომზადებულია ნატალია ოლშევსკაიასა და astrostar.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.
სტატიის ავტორი: თამთა