ვენერას და მთვარის კვანძების შეერთება

ვენერას და მთვარის კვანძების შეერთება

ვენერას შეერთება აღმავალ/ჩრდილოეთის კვანძთან

ეს შეერთება მნიშვნელოვნად აძლიერებს ნატივის არტისტიზმს, მუსიკალობას, სილამაზისა და ჰარმონიის აღქმას. ლოგიკურად, ის ხელს უწყობს პოპულარობას ხელოვნების სფეროებში. ამ ადამიანის უსაფრთხოების შეგრძნება მჭიდროდ არის დაკავშირებული სასიყვარულო და ფინანსურ კეთილდღეობასთან. ისინი იმდენად სამკვდროდ ებღაუჭებიან პირად ურთიერთობებს და საკუთრებას, შესაძლოა პარტნიორი ან/და საბანკო ანგარიში  საკუთარ სულიერ დაზღვევის პოლისად აქციონ. ისინი მკურნალობენ და განიკურნებიან პირადი ურთიერთობების მეშვეობით, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს ასპექტი ხშირად უბიძგებს ადამიანს კარმულ ურთიერთობაში ჩართვისკენ.

 

ვენერას შეერთება დაღმავალ/ სამხრეთის კვანძთან

ვენერას დაღმავალ კვანძთან შეერთებისას, ადამიანი, პირიქით, ძლიერ უფრთხის სასიყვარულო ურთიერთობებს და ფინანსურ საკითხებს. მათ ხშირად იპყრობთ ისეთი შეგრძნება, რომ არავის უყვართ, თავს არიდებენ ფიზიკურ და სულიერ სიამოვნებებს.  ისინი ხშირად ამლაშებენ ან მარცხდებიან მატერიალურ და გრძნობით საკითხებში, რადგან ზედმეტად შეპყრობილნი არიან ამ საკითხებით. პარტნიორის დაცვა და მისგან დაცულობის შეგრძნების ურთიერთგაცვლა ამ ასპექტის გასაღებია.


About Qet

Scroll To Top