ვენერას და ქირონის შეერთება

ვენერას და ქირონის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

ვენერას შეერთება:

საზოგადოებისთვის სარგებლის მინიჭება, მხოლოდ  მისგან წინასწარ გამიჯვნით შეიძლება

ვენერასთან შეერთება პლანეტას ძლიერ სოციალურ და ესთეტურ აქცენტებს ანიჭებს. დაბალ დონეზე, პლანეტისგან მართულ სფეროებში, ადამიანი ესთეტურად ახირებული და სოციალურად დეტერმინირებული იქნება. მაშასადამე, საზოგადოებრივი აზრი და „სხვები ასე იქცევიან“ პრინციპი მისთვის გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პლანეტას ძალიან გაუჭირდება სოციალური კლიშეებისგან განთავისუფლება, რაც მას სასაცილო დოგმატიზმისა უბიძგებს, როდესაც ადამიანი სოციალური შტამპებით სარგებლობას ცდილობს ამისთვის აბსოლუტურად შესაბამო სიტუაციებში, სადაც ვლინდება კიდეც აბსოლუტის შემოქმედების ხელწერა.

ვენერასთან შეერთების კიდევ ერთი თვისებრივი გამოვლენა აქცენტირებული სიყვარულია, თუმცა არა აუცილებლად ეროტიული სიყვარული. ასპექტის დამუშავება ღვთაებრივ სინათლეს მოჰფენს პლანეტის ყოველგვარ გამოვლინებას. დაბალ დონეზე, ადამიანი პლანეტის გამოვლენას ვერ აღიქვამს, თუ მას სიყვარულის ან სოციალური ყურადღების მოზრდილი ულუფაც არ ახლავს თან, თუმცა კარმულად ის ვალდეულია არა იმდენად მიიღოს, არამედ გასცეს სიყვარული შესაბამის სფეროებში.

მაგალითად, ბავშვს, ვენერა-სატურნის შეერთებით რადიქსში, სისტემატურ მეცადინეობას მხოლოდ დაყვავებით და მოფერებით უბიძგებთ, მაგრამ არასდროს იძულებით და მუქარით. ასეთ შემთხვევაში, ის კუთხეში მიიყუჟება და შეიძლება ატირდეს კიდეც.

დაბალ დონეზე, ვენერა ადუნებს პლანეტას, რაც იმით გამოიხატება, რომ, პლანეტის შესაბამის სფეროებში, ადამიანს სოციალურ პარაზიტად და დახვეწილ ეგოისტად აქცევს. სამაგიეროდ, დამუშავების შემთხვევაში, ეგოიზმი გზას დაუთმობს ადამიანებისთვის მსახურების მოთხოვნას. მაგალითად, ვენერა-მთვარის დაუმუშავებელი შეერთება ღორმუცელა გურმანს მოგვცემს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კუჭი ადარდებს, მაგრამ ამ ასპექტის დამუშავებით, შეიძლება მივიღოთ ბრწყინვალე კულინარი, რომელიც კერძს იმდენად ლამაზად აფორმებს, თითქოს მხატვრული გამოფენაზე გაჰქონდეს; იგივე ეხება მის სექსუალურ ცხოვრებასაც.

 

ქირონის შეერთება: სჯობს  ღმერთს  ანგარებით ემსახურო, ვიდრე ეშმაკს უანგაროდ

ქირონთან შეერთება პლანეტას განსაკუთრებულ იუმორის გრძნობას ანიჭებს, რომელსაც თავიდან გარშემომყოფები უფრო აფასებენ, ვიდრე თავად ინდივიდი, რომელიც ხუმრობების მთავარი გმირი ხდება. ეს ასპექტი ბადებს პლანეტის პრინციპების არატრადიციული მეთოდებით  დამუშავების კარმულ აუცილებლობას, რისი სტიმულიც გაურკვეველი და ქაოტური სიტუაციების ჩიხური განვითარება ხდება, სადაც, მართალია, შინაგანი აზრი იგრძნობა, მაგრამ ძალიან რთული გასაგებია, თუ ადამიანი მისთვის ჩვეულ  პოზიციებზე რჩება. მაგალითად, ქირონისა და მთვარის შეერთება უცნაურ ან თუნდაც ჩვეულებრივ დაავადებებს იძლევა, რომლის მკურნალობაც ტრადიციულ მეთოდებს არ ექვემდებარება.   დაავადება, პირდაპირი მნიშვნელობით, გააწამებს ადამიანს, სანამ ის მკურნალობის უჩვეულო მეთოდებს არ მიმართავს, რასაც ტრადიციული მედიცინა შარლატანობას უწოდებს, ყოველ შემთხვევაში, ეჭვქვეშ მაინც აყენებს.

სამაგიეროდ, ქირონთან ჰარმონიული შეერთება პრობლემის ძალიან სწრაფ, თითქმის სასწაულებრივ მოგვარების საშულებას იძლევა. როგორც წესი, ადამიანს მხოლოდ ახლებური, თავიდან ნახევრად სასწაულებრივი შეხედულებების, მეთოდების და ილეთების სერიოზული ათვისება და მატერიალიზაცია ევალება. იმავდროულად, აუცილებელია შინაგანი მუშაობა ქვეცნობიერის იმ პროგრამებთან, რომელსაც პლანეტა მართავს. მაგალითად, ქირონი-პლუტონის შეერთების დამუშავება გულისხმობს საკუთარი შეხედულებების გადახედვას ბედისწერაზე, პირადი და მსოფლიო კარმების ურთიერთკავშირზე (პიროვნების როლი ისტორიაში),  სულიერ განწმენდაზე, მონანიებაზე და ა.შ.

ქირონთან შეერთების დამუშავება, პლანეტის მართულ სფეროებში, უჩვეულო შემოქმედებით უნარებს, მეთოდებსა და ილეთებს იძლევა, რასაც, მართალია, თანამედროვეებში სასწაულის ეფექტი აქვს, მაგრამ მომდევნო თაობებისთვის მაინც „მეცნიერული“ და „რაციონალური“ გახდება.

ქირონის ძირითადი მეთოდური პრინციპი ჟღერს ასე „გაიგო_ნიშნავს მიეჩვიო“, თუმცა ქირონთან შეერთების დამუშავება არა პლანეტის პრინციპების ხარისხობრივად ახალი მეთოდების განვითარებას, არამედ ცნობიერების გაფართოებას გულისხმობს.

 

ვენერა-ქირონის ასპექტების ზოგადი დახასიათება

ვენერისა და ქირონის ასპექტები ძირითადად გრძნობით სფეროზე მოქმედებს. ზოგჯერ ეს ხასიათის გამოვლინებაშიც ჩანს. დამახასიათებელია: სიყვარულში და პირად ცხოვრებაში ჰარმონია, სიცოცხლის ნებისმიერ ფორმაში სილამაზის დანახვა, საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობის ადვილად დამყარება. სიყვარულის გამოვლინების შემდგომ ეტაპზე პარტნიორისა და საკუთარი თავის გადაყვანა შეუძლიათ, რომლის დროსაც მთავარი სექსუალური მადა და მიზიდულობა კი არაა, არამედ – კოსმიურ-სულიერი სიყვარული. ასპექტიდან გამომდინარე ახასიათებთ ან კეთილშობილება ან ყოყოჩობა (მატერიალური რესურსებით, შესაძლებლობებით, სიამაყის დემონსტრირებით თავი მოაქვს). ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ადამიანი გაჩნდა, რათა საკუთარ თავსა და ღირებულებათა სისტემაზე მოეყოლა. სილამაზისა და ჰარმონიის განსაკუთრებული ხედვა აქვს. ადამიანთა ღირსებასა და ღირებულებას აფასებს, ნაკლებადაა კონფლიქტებისკენ მიდრეკილი.

 

ვენერას და ქირონის შეერთება

Barry Gibb “Bee Gees” ♀☌⚷_♎

ეს ადამიანი მიდრეკილია ყველას გაუზიაროს სითბო და სიყვარული, ვისაც კი ამისი საჭიროება აქვს. შესაძლოა თავად შეექმნას პრობლემები, რადგან გაცემული სიყვარულის სანაცვლოდ არაფერს ითხოვს და დაუცველი რჩება. ამ ასპექტის მქონე ადამიანებს ახასიათებთ ჭეშმარიტი ღირებულებების, ნამდვილი სილამაზის ძიება.

ამ სულგრძელი და მოწყალე ბუნების ადამიანებს სამკურნალო ეფექტი აქვთ მათზე, ვისთანაც კონტაქტში შედიან. ისინი არ ცნობენ დროისა და მკურნალობის სტანდარტულ კონცეფციებს.  შორს არიან დოგმებისა და ტრადიციებისგან. შეიძლება სულიერი მაწანწალები ვუწოდოთ. სულიერი სიბრძნე მათთვის უმაღლესი ფასეულობაა და ბრწყინვალე უნარი აქვთ, ხელოვნების მეშვეობით, შემოქმედებითად გადმოსცენ საკუთარი რწმენა და შეხედულებები. მათ თანდაყოლილი შინაგანი გაგების უნარი აქვთ სხეულისა და გონების ერთობის. საკუთარი სამკურნალო პრაქტიკის განმავლობაში იმასაც ახერხებენ, გასაღები მოძებნონ და სხვებს გაუზიარონ.

ხშირად ღრმა სევდას განიცდიან პირად ურთიერთობებში, რადგან ვერ იღებენ საკმარის სიყვარულს ან სიახლოვეს. რამდენადაც უაღრესად თანამგრძნობი ხალხია, ურთიერთობაში უმეტესად მკურნალის როლი აქვთ. ისინი ცდილობენ გადაარჩინონ მიჯნური თავიანთი სიყვარულის მეშვეობით. მკვეთრად გამოხატული ემპათიური და მზრუნველი ენერგიის გამო, ხშირად იზიდავენ გაჭირვებულ, დეპრესიულ თუ გულნატკენ ადამიანებს. ამიტომ, უნდა ერიდონ მომწამვლელ ურთიერთობებში ჩაბმის ტენდენციას. ფრთხილად იყვნენ ისეთ ადამიანებთან, ვინც მათში მხსნელს ხედავს. ასევე თავი აარიდონ „წამებულის კომპლექსს”.

მათ ხშირად უჭირთ საკუთარი ფემინური ენერგიის მართვა, რისი მიზეზიც შეიძლება ადრეულ ასაკში მიღებული მტკივნეული გამოცდილება იყოს, ინური ენერგიის გამოვლენისას. ქალები და მათთან ურთიერთობა ტკივილის წყაროა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ კავშირში უსაფრთხოებას ეძებენ.


About Kate

Scroll To Top