ვენერას კვადრატი იუპიტერთან

ვენერას კვადრატი იუპიტერთან

დამახასიათებელია: პატივმოყვარეობა, მფლანგველობა, ფუფუნების სიყვარული, სიზარმაცე,  გარშემომყოფების სიძულვილი (რასაც მალავს), სიყვარულში დაუკმაყოფილებლობა და სირთულეები. შესაძლოა წონის პრობლემა ჰქონდეს. დადებითი კუთხით: მდიდარი წარმოსახვა, ნიჭიერება, შემოქმედებითი უნარები, სილამაზის ფორმებისკენ მიდრეკილება, გულმოწყალება, სიმამაცე.

მიდრეკილია სახლისა და ნიშნის შესაბამის სფეროებში სიამოვნების მიღებისკენ. შესაძლოა კანონებთან სირთულეები, ქორწინებაში ფარული პრობლემები ჰქონდეს, ფინანსური პრობლემები გამოვლინდეს. ქალის რუკაში: თვლის, რომ ლამაზია და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის დაკავებისკენ მიისწრაფის. თუ სხვა უარყოფითი ასპექტებიცაა – ამორალურობა და მფლანგველობა ვლინდება.

ასპექტისთვის დამახასიათებელია პირადი ურთიერთობების მოუწესრიგებლობა. ინდივიდი თვლის, რომ სიყვარულში არ უმართლებს, ყოველთვის პოულობს ნაკლსა და ხარვეზებს და მათ გამოსწორებას სიამოვნებით ცდილობს. შესაძლოა თავს უიღბლოდ თვლიდეს. სიყვარულში ფატალისტია, ძლიეირ სურვილი აქვს სხვებს მოსწონდეს, აფასებდნენ.

ასევე ასპექტიდან გამომდინარე მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები. შესაძლოა ძნელად გამოიმუშავებდეს და ადვილად ხარჯავდეს (მფლანგველობისკენ მიდრეკილება). ასპექტის მქონე ადამიანი მუდმივად უკმაყოფილოა საკუთარი მდგომარეობითა და სოციალური სტატუსით. ყოველთვის მეტი სურს.

ასპექტის მფლობელი ბევრ დაპირებას იძლევა, მაგრამ ნაკლებს ასრულებს. სხვების თვალში შესაძლოა ამორალური იყოს ან კანონების დამრღვევი. პერიოდულად გადამეტებულად ოპტიმისტია, რის გამოც სირთულეები ექმნება. პასუხისმგებლობის გრძნობა ნაკლებად ახასიათებს. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და გრძნობები აქვს. ასპექტის დამუშავება სიმდიდრესა და ფუფუნებაზე დამოკიდებულების (მიჯაჭვულობის) შეცვლას ეხება.

ვენერას კვადრატი: ადამიანებს შორის ურთიერთობა იშვიათადაა ადამიანური

ვენერას კვადრატი პლანეტის მართულ სფეროებში  სოციალურ ურთიერთობებში სირთულეებს იძლევა, რომლის დროსაც ინდივიდი ხშირად აწყდება საზოგადოებაში მისი ქცევების უხეშ, არასწორად გაგებასა და შეუსაბამობას.შესაბამის სფეროებში ადამიანი სხვებისკენ მიისწრაფის, პლანეტის პრინციპების შესაბამისად სიყვარული (მაგ: იუპიტერი-ვენერას კვადრატის შემთხვევაში – ყოვლისმომცველი სიყვარული), გაგება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება  სჭირდება.

ამავე დროს ამ საკითხებში კაპრიზული, მოუთმენელია, ბევრი არ ესმის, სხვებთან საერთოს ვერ გრძნობს და შედეგად მწარე იმედგაცრუებას განიცდის.

საერთოდ კვადრატით სიმბოლიზებული კარმული პროგრამები ხშირად იწყება სასიკეთოდ და პერსპექტიულად; ტრინს ჰგავს და მას შემდეგ, რაც ადამიანი საკმარისად უერთდება (ემოციურად, მენტალურად და ეგზისტენციალურად), გრძნობს წინააღმდეგობას, სირთულეებს და მძიმე სამუშაოს აუცილებლობას. მზე-მარსის კვადრატიც კი შეიძლება არ დაიწყოს მწარე დარტყმის სახით, პირიქით – თავიდან ავანტიურად, თავგადასავლად მოგვევლინოს. რაც შეეხება ვენერას კვადრატს თავდაპირველად დამახასიათებელია სიხარული და ემოციური სიამოვნება; ასე, მაგალითად: უიღბლო სიყვარული, რომელიც სასიხარული მომენტებით დაიწყო. კვადრატის მფლობელი ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოს ასეთ სიტუაციებში.

დაბალ დონეზე ვენერა იძლევა დისჰარმონიულ სოციალურ ეგოიზმს და ამავდროულად – თვითშეწირვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს ცუდი ენერგეტიკა აქვს – საზოგადოებას არ მოსწონს და თავს მსხვერპლად წირავს. თუ საკმარისი ენერგია აქვს, თავად აფუჭებს სხვების ცხოვრებას, ანგარებიანი მიზნებით იყენებს, სხვებიც და თვითონაც უკმაყოფილო რჩება.

პლანეტის სფეროებში თავისებური, უჩვეულო ესთეტიური გემოვნება აქვს, რისი გამოცნობაც რთულია. დაბალ დონეზე ეს მახასიათებელი კაპრიზულობას იძლევა, მაღალ დონეზე – ორიგინალურ შემოქმედებით პოტენციალს. საერთოდ ვენერას კვადრატი სირთულეებს იძლევა ხელოვნების სფეროში, ცუდ მასწავლებლებს ან მათთან რთულ ურთიერთობას. თუ ინდივიდი მოახერხებს ზრდას შინაგანი ძალისა და დიდაქტიკური მეთოდების დახმარებით, ყოველთვის იგრძნობს და შინაგანი დაეჭვდება: „რასაც ვაკეთებ ნამდვილადაა ხელოვნება?“ (ისევე, როგორც მერკურის კვადრატის დროს ფიქრობს: „ჩემი აზრები ნამდვილად ჭკვიანურია?“). ეს ფიქრები ადამიანს სიმშვიდეს არ აძლევს და მიღწეულით არ კმაყოფილდება (მიღწეულით უკმაყოფილება ყველა კვადრატისთვისაა დამახასიათებელი).

იუპიტერის კვადრატი: ჭეშმარიტ სიდიადეს არ სჭირდება მტკიცებულებები და საზომი

იუპიტერის კვადრატი პლანეტას ბევრს პირდება…სამწუხაროდ ამ დაპირებებით იზღუდება. პლანეტით მართულ სფეროებში ინდივიდი გრძნობს საკუთარ სიდიადეს, არამხოლოდ პოტენციურად, ფაქტობრივადაც, მაგრამ გარშემომყოფები იგივეს შესაძლოა ვერ ხედავდნენ ან ეჭვქვეშ აყენებდნენ, თავად ადამიანი კი შესაძლოა მისი სიდიადის და შესაძლებლობების გამოვლენას ვერ ახერხებდეს.

იუპიტერის კვადრატი პლანეტის მახასიათებლებს „აფართოვებს“, მაგრამ არა ისე, როგორც მის მფლობელს სურს: სხვა მიმართულებით, მისი სტილისგან განსხვავებულად ვლინდება. ეს კვადრატი იძლევა სიამაყის ცდუნებას, ზედაპირულობას, ადვილად იღებს იმას, რაც არ უნდა ან რაც მისი ევოლუციური განვითარებისთვის სასარგებლო არაა.

პლანეტის სფეროებში ადამიანისთვის დამახასიათებელია მუდმივი ინტერესი „მაღალი მატერიების“ მიმართ, ფილოსოფიური განხილვა და აბსტრაქტულ-რელიგიური მიდგომა, მაგრამ აინტერესებს იმ კუთხით, რა კუთხითაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, მაგრამ ეს არაა იუპიტერული გამოვლინების ძვირფასი საჩუქარი და ითხოვს ძალის მინიმალურ გამოვლინებას.  მაგალითად, ვენერა-იუპიტერის კვადრატით შესაძლოა ინდივიდი დიდი რაოდენობით სიყვარულს იღებდეს, ერთი შეხედვით ლამაზი, საინტერესო და უჩვეულო იყოს, მაგრამ კონკრეტულ სასიყვარულო ურთიერთობაში პარტნიორზე მცირე ყურადღების მიქცევის ნაცვლად საკუთარი სილამაზის, დიდებულების, მიმზიდველობის შემჩნევით იყოს „დაკავებული“. ასეთი მიდგომა კი მარტოობის განცდას და სოციალურ, ემოციურ, სექსუალური კუთხით უიმედობის განცდას მოიტანს, მიუხედავად ამისა საკუთარ თავზე წარმოდგენა ოდნავადაც არ იკლებს.

კარმული მნიშვნელობით, ასპექტი ნიშნავს პლანეტის სფეროებში ფრთხილად და ყურადღებით მოპყრობის აუცილებლობას საჩუქრებისა და ბედის კარის გახსნის დროს. ინდივიდი უნდა მიხვდეს, რომ ისინი ხანგრძლივ მუშაობას სთავაზობს და სამყაროსთვისაა განკუთვნილი (არა თავად ინდივიდისთვის). დაბალ დონეზე პლანეტის სფეროებში მიდრეკილია მამაცი კეთილისმყოფელის როლის შესრულებისკენ, რაც ცუდად გამოსდის, რამდენადაც გამორჩენის გამო კეთდება ან შეუსაბამო, უსარგებლო დახმარებას სთავაზობს.  შედეგად მადლიერების ნაცვლად დაძაბულობას და უარყოფით შედეგებს იღებს.

დამუშავების შედეგად ინდივიდს საშუალება ეძლევა საკუთარი ბედის კარმულად სწორად წარმართვის, ცრუ შესაძლებლობებსა და ცდუნებებზე უარის თქმას სწავლობს, შეუფასებელ საჩუქრებს იღებს სულიერ გზაზე და სხვებში ანალოგიურ პრობლემას ხედავს. შედეგად სხვების მასავით გზაზე დაყენების უნარი ეძლება, სხვებს ანახებს მისი ცდუნებისა და ვნებების (განსაკუთრებით ქედმაღლობისა და სიამაყის) კარმულ როლს.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top