ვენერას კვადრატი მარსთან

ვენერას კვადრატი მარსთან

დამახასიათებელია: სიყვარულში სირთულეები, ტაქტის ნაკლებობა, უხამსობა, ვნება, ღალატისკენ მიდრეკილება, სიყვარულში არასტაბილურობა, გრძნობების შეუკავებლობა, სკანდალურობა, კონფლიქტურობა, არააკურატულობა, უსუფთაობისკენ მიდრეკილება. ასპექტზე მუშაობა იძლევა ნიჭიერ, შემოქმედებით ადამიანს, ვისი ვნებაც ხელოვნებაში და შემოქმედებით მუშაობაში ვლინდება.

საპირისპირო სქესს იყენებს მხოლოდ სექსუალური სიამოვნების მისაღებად ან პირიქით – მას იყენებენ. ძლიერი მარსის შემთხვევაში – უხეში ხუმრობები მოსწონს, თუ ვენერაა ძლიერი – მგრძნობიარეა და ნებისმიერ უხეშობას უარყოფს. სოციალურ ურთიერთობებში აკლია ტაქტი, თავაზიანობა.

სიყვარული-სურვილი (ვნება) და სიყვარული-სინაზე შეუთავსებელია, რის გამოც ფიზიკური სწრაფვა და ნაზი, მგრძნობიარე მიზიდულობა იშვიათად ვლინდება ერთდროულად ერთ ადამიანთან ურთიერთობაში. ასპექტის გავლენით ხშირია სასიყვარულო კამათი, რომელშიც ერთი გამარჯვებულია, მეორე  – დამარცხებული. ასპექტის მქონე ადამიანი მხოლოდ საკუთარ სურვილებზე, სიამოვნებაზე ფიქრობს და ივიწყებს მეორე ადამიანის არსებობას ან კაპრიზული ხდება.

ვნებიანი ადამიანია, მის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სექსუალურ ცხოვრებას. ძლიერი სურვილების გამო სტაბილური ურთიერთობის შექმნა უჭირს. პირად ურთიერთობებში სიყვარული და სიძულვილი ერთდროულად ახასიათებს, რის გამოც ხშირია იმედგაცრუება, სიბრაზე, კონფლიქტი.

ასპექტი „აგრესიული სიყვარულის“, „სექსის იარაღად გამოყენების“ მანიშნებელია. მისი გრძნობები უკონტროლოა, პარტნიორთან ურთიერთობაში ეჭვიანი და მომთხოვნია, დომინანტია ან დომინანტ პარტნიორებს ირჩევს (გააჩნია რომელი პლანეტაა ძლიერი – ვენერა თუ მარსი). ეს ასპექტი კაცის რუკაში – ქალებთან უხეშ მოქცევაზე მიანიშნებს; ქალის რუკაში – ემოციური დრამის გათამაშებით პარტნიორი გაცოფებამდე მიყავს.

ვენერას კვადრატი: ადამიანებს შორის ურთიერთობა იშვიათადაა ადამიანური

ვენერას კვადრატი პლანეტის მართულ სფეროებში  სოციალურ ურთიერთობებში სირთულეებს იძლევა, რომლის დროსაც ინდივიდი ხშირად აწყდება საზოგადოებაში მისი ქცევების უხეშ, არასწორად გაგებასა და შეუსაბამობას. შესაბამის სფეროებში ადამიანი სხვებისკენ მიისწრაფის, პლანეტის პრინციპების შესაბამისად სიყვარული (მაგ: იუპიტერი-ვენერას კვადრატის შემთხვევაში – ყოვლისმომცველი სიყვარული), გაგება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება  სჭირდება. ამავე დროს ამ საკითხებში კაპრიზული, მოუთმენელია, ბევრი არ ესმის, სხვებთან საერთოს ვერ გრძნობს და შედეგად მწარე იმედგაცრუებას განიცდის.

საერთოდ კვადრატით სიმბოლიზებული კარმული პროგრამები ხშირად იწყება სასიკეთოდ და პერსპექტიულად; ტრინს ჰგავს და მას შემდეგ, რაც ადამიანი საკმარისად უერთდება (ემოციურად, მენტალურად და ეგზისტენციალურად), გრძნობს წინააღმდეგობას, სირთულეებს და მძიმე სამუშაოს აუცილებლობას. მზე-მარსის კვადრატიც კი შეიძლება არ დაიწყოს მწარე დარტყმის სახით, პირიქით – თავიდან ავანტიურად, თავგადასავლად მოგვევლინოს. რაც შეეხება ვენერას კვადრატს თავდაპირველად დამახასიათებელია სიხარული და ემოციური სიამოვნება; ასე, მაგალითად: უიღბლო სიყვარული, რომელიც სასიხარული მომენტებით დაიწყო. კვადრატის მფლობელი ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოს ასეთ სიტუაციებში.

დაბალ დონეზე ვენერა იძლევა დისჰარმონიულ სოციალურ ეგოიზმს და ამავდროულად – თვითშეწირვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს ცუდი ენერგეტიკა აქვს – საზოგადოებას არ მოსწონს და თავს მსხვერპლად წირავს. თუ საკმარისი ენერგია აქვს, თავად აფუჭებს სხვების ცხოვრებას, ანგარებიანი მიზნებით იყენებს, სხვებიც და თვითონაც უკმაყოფილო რჩება.

პლანეტის სფეროებში თავისებური, უჩვეულო ესთეტიური გემოვნება აქვს, რისი გამოცნობაც რთულია. დაბალ დონეზე ეს მახასიათებელი კაპრიზულობას იძლევა, მაღალ დონეზე – ორიგინალურ შემოქმედებით პოტენციალს. საერთოდ ვენერას კვადრატი სირთულეებს იძლევა ხელოვნების სფეროში, ცუდ მასწავლებლებს ან მათთან რთულ ურთიერთობას. თუ ინდივიდი მოახერხებს ზრდას შინაგანი ძალისა და დიდაქტიკური მეთოდების დახმარებით, ყოველთვის იგრძნობს და შინაგანი დაეჭვდება: „რასაც ვაკეთებ ნამდვილადაა ხელოვნება?“ (ისევე, როგორც მერკურის კვადრატის დროს ფიქრობს: „ჩემი აზრები ნამდვილად ჭკვიანურია?“). ეს ფიქრები ადამიანს სიმშვიდეს არ აძლევს და მიღწეულით არ კმაყოფილდება (მიღწეულით უკმაყოფილება ყველა კვადრატისთვისაა დამახასიათებელი).

მარსის კვადრატი: სამართებელი, რომელიც სამწერლო ენას ლესავს, კომბოსტოს საჭრელად არ გამოიყენება

მარსის კვადრატი პლანეტარული ენერგიის გამოვლენას უხეშობას, დისჰარმონიულ ენერგიას მატებს, რაც ფაქიზ გამოვლინებებში მის პრინციპებს არღვევს. ეს რღვევა  გარე და შინაგან დონეზე მიმდინარეობს. თუ ინდივიდი რამით არ ეწინააღმდეგება – გამოვლენა ძლიერია.

კარმულად მარსის კვადრატი პლანეტარული პრინციპების პირდაპირ გამოვლენის აკრძალვას (გამოვლენა ჰარმონიულად ან კონსტრუქციულად არ ხდება) და მის დამუშავებას ნიშნავს. ინდივიდი შინაგანად ძლიერადაა დაინტესებული პლანეტით მართული სფეროებით, მისკენ რაღაც ძალა „ექაჩება“ და მიუხედავად წარუმატებლობისა და იმედგაცრუებისა საკუთარ შესაძლებლობებზე (ამ სფეროებში) მისი წარმოდგენა შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს.

დაბალ დონეზე პლანეტის სფეროებში ინდივიდი შესაძლოა საფრთხის მომტანი იყოს გარშემომყოფებისთვის, მაგრამ მაქსიმალურ საფრთხეს მაინც საკუთარ თავს უქმნის. მარსის კვადრატის შემთხვევაში კარმის კანონებს სამყაროში დისჰარმონია შემოაქვს, ენერგიულად და სწრაფად მოქმედებს (ზოგჯერ საპასუხო დარტყმა ინდივიდის შინაგან სამყაროზე მოდის და შინაგანი ნგრევა შეიძლება გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. გამონაკლის წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ინდივიდის საერთო დონე ძლიერად იკლებს, ანუ დეგრადირდება).

შინაგანად ეს ასპექტი იძლევა ზრდის შესაძლებლობას, ქვეცნობიერი პროგრამების, მათ შორის ცხოველური ინსტინქტების, უხეში გამოვლენის გაცნობიერებას, რაც ტრანსფორმირდება უფრო ცივილურ და მისაღებ ფორმად, ანუ ენერგიის, ვიბრაციის გამოვლენის მაღალ საფეხურზე გადადის.

დამუშავება იძლევა ენერგიის მცირე მოცულობის გამოყენებით პლანეტასთან მუშაობის უნარს, მისი პრინციპების ფაქიზ გამოვლენას. ადამიანს  ყველაფერი ეცოდინება პლანეტის დაბალი ოქტავით გამოვლენის შემთხვევაში მისი დამანგრეველი ენერგიის შესახებ. ეს კი საბოლოოდ  სხვებში მისი გაგებისა და მათი დახმარების უნარს იძლევა პლანეტის პრინციპების დამუშავებაში. თუმცა, დაბალ დონეზე მისი ვიბრაციის თავისუფალი ნაკადის ფლობა არ შეუძლია; მაგ: ვენერა-მარსის კვადრატის შემთხვევაში ინდივიდს შეუძლია იყოს შესანიშნავი სექსოლოგი, მაგრამ არა სექსუალური ყოვლისშემძლე (ორიგინალი: სექსუალური გიგანტი).

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top