ვენერას კვადრატი სინასტრიულ პლანეტებთან

ვენერას კვადრატი სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის ვენერა კვადრატში ქალის მზესთან

ეს ასპექტი მამაკაცური და ქალური როლების გადანაცვლებაზე მიუთითებს. ქალი საკუთარი თავის  პოვნას მამაკაცური ენერგიით ცდილობს, რომელსაც მისი პარტნიორი ავლენს, მაგრამ ის ვერ აღიქვამს მას, როგორც მამაკაცს. და პირიქით, ეს მამაკაცი ქალში ხედავს ყველა იმ თვისებას, რასაც საკუთარი თავისთვის ისურვებდა და ამიტომ, ვერც ის აღიქვამს მის ქალურობას. ამის ნაცვლად, ის აცნობიერებს თავის ქალურ ნაწილს, რასაც შეიძლება ანიმეს პროექცია ვუწოდოთ. ამ ურთიერთობაში ქალი შეიძლება თავიდან განიცდიდეს მამასთან კონფლიქტს. მხოლოდ ამჯერად მამის როლში მისი პარტნიორი გამოდის. მამაკაცი აგრძელებს თავისი მამაკაცური როლის ძიებას. თუ ორივე პარტნიორი ემოციურად საკმარისად მოწიფული არ არის, რომ ეს რთული ასპექტი მოთმინებით დაძლიოს, შეიძლება მალე ჩიხში აღმოჩდნენ.

 

ქალის  ვენერა კვადრატში მამაკაცის მზესთან

ეს ერთერთი ყველაზე იმედგაცრუების მომტანი ასპექტია სინასტრიულ ასტროლოგიაში. ის ქმნის ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას. თითოეულს იმედი აქვს, რომ სწორედ პარტნიორში იპოვის იმას, რასაც ეძებს. მაგრამ ურთიერთობა, როგორც ჩანს, ვერ აღწევს მიზანს. მამაკაცმა ქალში შეიძლება აღმოაჩინოს ისეთი ნაკლი, რაც მას ძალიან მოწყვლადს ხდის. თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცს, ამ ურთიერთობაში, უჭირს საკუთარი ცნობიერების სრული პოტენციალის გამოვლენა, რასაც ხედავს მასში ქალი. ამის შედეგად, ორივე პარტნიორი იმედგაცრუებული რჩება.

 

ქალის  ვენერა კვადრატში მამაკაცის მთვარესთან

ეს ასპექტი ძლიერ დაძაბულობას იწვევს. ქალი იძულებულია შეეჩეხოს ქვეცნობიერ ქიშპობას თავის დედასთან. იმავდროულად, მამაკაცი შეიძლება ქალს  დაძაბულობის  წყაროდ აღიქვამდეს, მასსა და თავის დედას  შორის.  ამ ურთიერთობაში ქალი დომინირებს. ამიტომ, მამაკაცი ხშირად აწყდება ძლიერ წინააღმდეგობას, მამაკაცური როლის შესრულებისას. შედეგად, ეს ასპექტი ორივე პარტნიორში შინაგან წინააღმდეგობას  ავლენს, რაც მნიშვნელოვნად ართულებს გულღია ემოციურ და გრძნობით კონტაქტს.

მამაკაცის  ვენერა კვადრატში ქალის მთვარესთან

აქ ქალი ცდილობს შეასრულოს თავისი დედის როლი, თუმცა კი ნათლად გრძნობს, როგორ ებრძვის ზრდასრული დედობრივი ინსტინქტი ბავშვს. იმის გამო, რომ მან ბოლომდე ვერ მოახერხა დედასთან ბავშვობის დროინდელი კონფლიქტების მოგვარება, ის მიდრეკილია თავისი დედის როლში ჩააყენოს პარტნიორი. მამაკაცი, თავის მხრივ, თავიდან განიცდის კონფლიქტს საკუთარ დედასთან. განსაკუთრებით აქტიურდება ბავშვობაში განცდილი აღშფოთებისა  და  წყენის გრძნობა.  ვინაიდან ორივე პარტნიორი წარსულიდან გამოყოლილ გრძნობებს ატარებს, თუ მათ ურთიერთობის შენარჩუნება უნდათ, ეს არც ისე სასიამოვნო ემოციები  აუცილებლად უნდა გადაწყვიტონ.

 

 

მამაკაცის ვენერა კვადრატში ქალის მერკურისთან

ქალი თავის როლს იკვლევს, რადგან, ამ ასპექტის გავლენით, მამაკაცის მხრიდან  ქალურ როლს აწყდება. ამრიგად, ის ამ ურთიერთობას როგორც საკუთარი, ისე მამაკაცის თვალთახედვის წერტილიდან იკვლევს. ხანდახან  იღებს კიდეც იმ ქალურ როლს, რომელსაც მამაკაცი მასთან მიმართებაში ავლენს. არსებითად, ის სთხოვს მამაკაცს, ასწავლოს სიყვარული, თუმცა კი, ამ ასპექტით,  სიყვარული მას მხოლოდ მენტალურ დონეზე ესმის.

 

ქალის ვენერა კვადრატში მამაკაცის მერკურისთან

ამ ასპექტში მამაკაცი ცდილობს ასწავლოს ქალს, როგორ უნდა გამოხატოს მან თავისი სიყვარული. ქალი შესაძლოა გაანაწყენოს ორსექსიანმა „მერკურისებრმა“ ვიბრაციამ, რომლითაც მისი რჩეული თავის ინტელექტს უფრო დემონსტრირებს, ვიდრე მამაკაცურ საწყისს. მამაკაცის დაშიფრული გზავნილები დაახლოებით ასე ჟღერს: „იყავი ისეთი, როგორც მე გეუბნები“. ამგვარი დაძაბულობის გამო, მარტივი და  ყოველდღიური ურთიერთობაც კი გართულებულია.

 

ვენერების კვადრატი

აქ მამაკაცი გაიგივებულია ქალთან. მისი პარტნიორი ქალი კი მშვენივრად გრძნობს მასში ქალური თვისებების გამოვლინებებს. მამაკაცი შესაძლოა ქვეცნობიერად  წარუმატებლობის გრძნობას განიცდიდეს, რადგან მისი ყოველგვარი მცდელობა, პარტნიორთან კავშირის დამყარებისა, ზედმეტი და მომაბეზრებელი ძალისხმევის შთაბეჭდილებას ტოვებს.  ეს ძალზედ რთული ასპექტია ხანგრძლივი ურთიერთობისთვის. მამაკაცმა უნდა ისწავლოს უკან დახევა, თუ ურთიერთობის შენარჩუნება სურს.

 

 

 

მამაკაცის ვენერა კვადრატში ქალის მარსთან

ეს როლთა გადანაცვლების ასპექტია, რადგან  კონტაქტის დამყარების მცდელობაში, პარტნიორები მიდრეკილნი არიან ერთმანეთის როლების შესრულებისკენ და ამგვარად აღმოაჩენენ ერთმანეთის ქვეცნობიერ მოთხოვნებს. მამაკაცი, ცდილობს რა თავის გაიგივებას ქალის ენერგიულ ნატურასთან, იძულებულია შეეჯახოს საკუთარ პასიურობას. ვინაიდან ის ხედავს, რომ ამ ქალს მასში სწორედ მისი სირბილე მოსწონს, მას შესაძლოა გაუჭირდეს იმის გაგება, რომ ქალიც, თავის მხრივ, მისი მეშვეობით ცდილობს საკუთარ ქალურობის მიღწევას. მართალია, ეს ასპექტი ძალიან ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას იწვევს, მაგრამ თუ მათ ურთიერთობის შენარჩუნება სურთ, ორივე ორიენტირებული უნდა იყოს მეტ ურთიერთგაგებასა და კომპრომისზე.

ქალის ვენერა კვადრატში მამაკაცის მარსთან

უკიდურესად ძლიერი სექსუალური მაგნიტიზმის გამო, ეს ასპექტი ძალზედ ვნებიან და ინტენსიურ ურთიერთობას აყალიბებს.  ქალის სასიყვარულო ინსტინქტებს მამაკაცის დაუმუშავებელი, ველური ინსტინქტების პროცოვირება შეუძლია, რადგან ორივე პარტნიორი უმდაბლეს დონეებზე ურთიერთობს (ვენერაც და მარსიც პერსონალური,“მიწიერი“, ლიბიდო პლანეტებია). თითოეული მათგანი მშვენივრად ხედავს პარტნიორში საკუთარი სექსუალური ვნებების დაკმაყოფილების შესაძლებლობებს, მაგრამ მათ ძალიან უჭირთ ერთმანეთთან ცილიზებული და კეთილგონიერი კონტაქტის დამყარება. ამიტომ, როგორც წესი, ამ ურთიერთობას ის ზნეობრივი სტანდარტები აკლია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ თითოეულმა მათგანმა პარტნიორში პიროვნება დაინახოს.

 

 

მამაკაცის ვენერა კვადრატში ქალის იუპიტერთან

მამაკაცი ქალის ექპანსიურ ბუნებას ეჯახება. ის შეეცდება ქალის გონება საკუთარი სიყვარულით დააკავოს, მაგრამ ქალის თავისუფლების გრძნობა და მუდმივი სწრაფვა გახსნილობისკენ, ხშირად გაღიზიანებას იწვევს მამაკაცის მესაკუთრულ თვისებებში. ქალი შესაძლოა საკუთარ თავს ხედავდეს მასში, მაგრამ მას ძალიან გაუჭირდება ქალურობის გამოვლენა, რომელსაც მამაკაცი მასში ეძებს. შედეგად, ქალი შეიძლება სასურველ სიყვარულს გაექცეს ან ძლიერი იმედგაცრუება განიცადოს. თუ ის საკუთარ თავისუფლებაზე უარს იტყვის, მართალია, შესაძლოა ქალურ იდენტობას მიაგნოს, მაგრამ მაშინ პიროვნულ დამოუკიდებლობას დაკარგავს. ამრიგად, ეს ასპექტი ერთგვარ პერსონალურ დილემას ქმნის ქალისთვის, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

 

ქალის ვენერა კვადრატში მამაკაცის იუპიტერთან

ეს ასპექტი თავდაჯერებას ართმევს ქალს. სიყვარულის მიღების მოლოდინში, მან შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ მამაკაცის ექპანსიური ბუნება გაცილებით მეტს ეძებს ცხოვრებაში, ვიდრე ერთი-ერთზე პირადი ურთიერთობაა. როდესაც ქალი თავისი სიყვარულისა და მიჯაჭვულობის გაცემას ცდილობს, მამაკაცის ფილოსოფიური პოზიციები და შორეული იდეები მისი მუდმივი გაღიზიანების წყარო ხდება. საქმე ის არის, რომ მამაკაცს არასწორად ესმის მისი განზრახვები და ცდილობს რჩეული თავისი ცოდნითა და რაინდული სულისკვეთებით მოხიბლოს, მაშინ როდესაც ქალი მისგან ადამიანურ სიყვარულსა და სინაზეს ელოდება. თუ მამაკაცი მზადაა უარი თქვას თავის ფილოსოფიურ ტახტზე, მაშინ შეძლებს ქალი უფრო მიწიერად და პერსონალურად  აღიქვას და მისი გაგებაც ბევრად გაუადვილდება.

 

 

მამაკაცის ვენერა კვადრატში ქალის სატურნთან

ამ კარმული ასპექტით ურთიერზემოქმედებას ორივე პარტნიორის გაზრდა შეუძლია. მამაკაცი, რომელიც ქვეცნობიერად ქალის როლს ასრულებს, თავისი მამის ძალაუფლებისმოყვარე პოზიციებს აწყდება პარტნიორში.  ხშირად ქალი მის ესთეტურ მგრძნობიარობას თრგუნავს. ამის გამო, ის სიმბოლურად თავიდან განიცდის სიყვარულის გრძნობას, რომელსაც ბავშვობაში მამას ჩუქნიდა და სავარაუდოდ, მისგან სიცივეს აწყდებოდა. იმავდროულად, ქალიც საკუთარ თავს მიმღები მამის როლში აღიქვამს, იმისათვის რომ  პარტნიორს მოწიფულობის მიღწევაში დაეხმაროს. ქალს სურს, რომ მამაკაცმა მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და არ იყოს მხოლოდ სილამაზისა და ესთეტიკის ძიებაზე ფოკუსირებული, რაც მასში ძლიერ იმედგაცრუებას იწვევს. ქალი დიდი სიამოვნებით შეასრულებდა თავის ბუნებრივ როლს უფრო, პარტნიორი მამაკაცი რომ შინაგანი სიმტკიცით აღემატებოდეს. ამრიგად, ორივე პარტნიორი იძულებულია, რთული კარმული გაკვეთილები აითვისოს. გაღიზიანება, იმედგაცრუება, გრძნობების ბლოკირება და ადიქცია (დამოკიდებულება) ამ ურთიერთობის წამყვანი ნოტებია, რაც ამ მას ლეგენდარულ გორდას კვანძს* ამსგავსებს.

 

ქალის ვენერა კვადრატში მამაკაცის სატურნთან

აქ ქალი გზას მიიკვლევს იმ ქვეცნობიერი პრობლემების მეშვეობით, რაც ბავშვობაში, მამასთან ურთიერთობაში, ვერ მოაგვარა. როგორც წესი, პარტნიორთან ურთიერთობაში, ის ქალიშვილის როლს ირგებს და ამის მეშვეობით ცდილობს გაამართლოს საკუთარი მამის მოლოდინები. მამაკაციც, იმის ნაცვლად რომ  თანასწორ დონეზე ეკონტაქტოს, სათანადოდ ვერ აფასებს მის თვისებებს და მისი შეცვლა სურს, რომ ის თავის სატურნულ სტანდარტებში ჩასვას. ეს კარმული ასპექტი ორივე პარტნიორის წვრთნა-ზრდას ისახავს მიზნად _ როგორ დაინახონ ერთმანეთში ინდივიდები, მიუხედავად არჩეული როლებისა, რომელსაც ორივე თამაშობს.  რაც ყველაზე მთავარია, ეს წარსულში მოუგვარებლად დატოვებული პრობლემების აქტივაციის ასპექტია და ორივემ აუცილებლად უნდა ისწავლოს მათი დამუშავება.  მიჯაჭვულობის ძლიერი გრძნობა ფსევდო ოჯახურ ურთიერთობას აყალიბებს. ეს საკმაოდ რთული ასპექტია, თუმცა ის აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის ევოლუციური გზის გასავლელად სჭირდება.

 

 

მამაკაცის ვენერა კვადრატში ქალის ურანთან

ეს ასპექტი სპონტანურ დაძაბულობას ქმნის, რაც ხშირად გადადის ძალიან ნერვული ტიპის ურთიერთობაში. მამაკაცი ცდილობს შეაკავოს ქალი, მისი ქალური თვისებების ასახვით, რასაც, როგორც მას მიაჩნია, ქალი ეძებს, როდესაც  თავისი ფსიქიკური სივრცისთვის იბრძვის. ამის შედეგად, ამ ურთიერთობისთვის დამახასიათებელია მიზიდულობა-გაუცხოების ქაოტური ცვლა. ამ ასპექტის მეტად არასტაბილური ხასიათი ორივე პარტნიორის თავდაჯერებას ხელყოფს. ურთიერთობა მარტივად იძენს ქარბორბალას თვისებებს, რომელიც ყოველგვარი თვალსაჩინო მიზეზის გამო წამოიქმნება.

ქალის ვენერას კვადრატში მამაკაცის ურანთან

ამ ასპექტით განპირობებული მაგნიტური მიზიდულობა ძლიერი სტიმულია ურთიერთობისთვის. ქალის სითბოს, თანაგრძნობის, მხარდაჭერის, დამშვიდების და პარტნიორის დაუფლების ინსტინქტები მამაკაცის დამოუკიდებლობას და ინდივიდუალიზმს ეჯახება. მამაკაციც შეიძლება განიხილავდეს მას, როგორც თავის ერთ-ერთ მისწრაფებას, მაგრამ საკმარისია მას მიაღწიოს, რომ, პიროვნული თავისუფლების იდეალიზაციის შედეგად, მღელვარებას იწყებს. ამიტომ, მისთვის დამახასიათებელია ქალის მიმართ ერთგვარი დისტანციური აღფრთოვანების მიუკერძოებელი გრძნობა, რისიც ბოლომდე თვითონაც არ ესმის.

 

 

მამაკაცის ვენერა კვადრატში ქალის ნეპტუნთან

მამაკაცი ცდილობს თავისი ოცნება საკუთარი ფემინური ნაწილით იპოვოს, თუმცა იმის მაგივრად, რომ ქალი ისე აღქივას, როგორიც ის სინამდვილეშია, ის მასში თავისი შთაბეჭდილებებისა და ილუზიების კოლექციას ხედავს.  იმავდროულად, ქალი თავის ქალურ ბუნებას პარტნიორის მეშვეობით აღიქვამს, მაგრამ, სამწუხაროდ, ფეხქვეშ მყარ ნიადაგს ვერ გრძნობს. მართალია, ორივე პარტნიორი მგრძნობიარობით, თანაგრძნობითა და სირბილით ხასიათდება, მაგრამ დაძაბულობას ის იწვევს, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ აცნობიერებს თავის რეალურ ინდივიდუალობას. ამიტომ, ამ პარტნიორობას შესაძლოა აკლდეს ინტელექტის ნაპერწკლები, რაც კეთილგონიერებას მათ უკიდურესად რომანტიზებულ გრძნობებზე აღამაღლებდა.

 

ქალის ვენერა კვადრატში მამაკაცის ნეპტუნთან

ეს ასპექტი ერთგვარ დეპრესიულობის ნოტას სძენს ურთიერთობას. ქალი ცდილობს ამ მამაკაცში დაინახოს ყველაფერი, რასაც აქამდე აიდეალებდა. მამაკაცი კი უგულვებელყოფს მის შთაბეჭდილებებს საკუთარ თავზე, რაც, საბოლოოდ, ბუნდოვანებით მოსავს ან საერთოდ მალავს მის რეალურ ხასიათს. რაც უფრო  ინტენსიურად აღიქვამს ქალი მის მომხიბვლელობასა და იდუმალებას, მით უფრო კარგავს საკუთარ „ქალის კონცეფციას“. ამიტომ, სიყვარულს, რომელსაც ორივე ეძებს,  ილუზიებისა და ტყუილების მაგიური ბურუსი ფარავს. ამ ასპექტისთვის დამახასიათებელი უნდობლობის ელემენტი, ხელს უშლის ქალს ბოლომდე მიენდოს მამაკაცს, იმ შემთხვევაშიც, თუ ის მუდმივად იძირება მის მაგნიტურ იდუმალებაში.

 

მამაკაცის ვენერა კვადრატში ქალის პლუტონთან

მამაკაცის რბილ სასიყვარულო ნატურას გამოწვევას უცხადებს ქალის უხეში ქვეცნობიერი იმპულსები. ქალი საფრთხეს წარმოადგენს მისი თავდაჯერების და საიმედოობის გრძნობისთვის, რადგან ის ხელს კრავს მის ფასეულობებს _ზუსტად იმას, რაც მამაკაცის აზრით, რჩეულის მისდამი გრძნობებს შეარბილებდა. რაც უფრო მეტად რეაგირებს მამაკაცი თავის ანიმეს ფიგურაზე, მით უფრო დამცირებულად გრძნობს ის თავს. მართალია, ეს ასპექტი აძლიერებს სექსუალურ მიზიდულობას, მაგრამ მამაკაცისთვის იმდენად დაძაბულ ფონს ქმნის, იშვიათად რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს. თუმცა ეს ასპექტი ხელს უწყობს ქალის ტრანსფორმაციას, ვინაიდან სწორედ ამ მამაკაცს შეუძლია ასწავლოს მას უხეში ქცევების განეიტრალება, რის შედეგადაც ის უფრო მოქნილი და ფემინური გახდება.

 

ქალის ვენერა კვადრატში მამაკაცის პლუტონთან

ქალი გრძნობს ყველაფერს, რისი დანახვაც მის პარტნიორს არ შეუძლია. მაშინ როდესაც მამაკაცი ქალს მის ბუნებრივ როლში ხედავს, ქალი იმ შინაგან აღქმას ამჩნევს, რაც მამაკაცის ცნობიერებაზე ძლიერ ზემოქმედებს. მიუხედავად ამისა, ქალს შეძილება ძალიან გაუჭირდეს ამ ურთიერთობასთან გამკლავება, რადგან მამაკაცის ინტენსიურობა საფუძვლიანად არყევს მის წონასწორობას. რაც უფრო მეტად ცდილობს დაეხმაროს მამაკაცს ტრანსფოარმაციაში, მით უფრო ანადგურებს საკუთარი წარსულის ნაწილებს. ამ ასპექტისთვის თვისებრივია შესამჩნევი სულიერი ზრდა, თუმცა ის გადატრიალებები და სტიქიური ქაოსი, რაც ამ ზრდას განაპიორბებს, უფრო ხშირად დესტრუქციულად ზემოქმედებს ხანგრძლივ პარტნიორობაზე და მით უმეტეს ქორწინებაზე, ვიდრე კონსტრუქციულად.

 


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top