ვენერას ოპოზიცია სინასტრიულ პლანეტებთან

ვენერას ოპოზიცია სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის  ვენერა ოპოზიციაში ქალის მზესთან

ეს ასპექტი გამოცდას უტარებს ორივე პარტნიორის როლურ ინდივიდუალიზმს. იმისთვის რომ ქალმა „მე“ შეინარჩუნოს, მას ხშირად მოუწევს საკუთარი ბუნებრივი სასიყვარულო ინსტინქტების წინააღმდეგ წასვლა. მაშინ როდესაც მამაკაცი, რომელიც აღფთოვანებულია ამ ქალის ძალით, თმობს თავის „მამაკაცურ როლს“, რადგან ამას ქალში ხედავს. დიახ, მამაკაცი აღტაცებულია მისით, თუმცა საკუთარ თავზე, და პირველ რიგში როგორც მამაკაცზე, იგივეს ვერ იტყოდა.

 

ქალის  ვენერა ოპოზიციაში ქალის მზესთან

ეს ასპექტი ძლიერ მიზიდულობას წარმოშობს, თუმცა ორივესთვის მნიშვნელოვნად  აფერხებს ბუნებრივი სიყვარულისა და სინათლის დინებას. მართალია, ქალს ძლიერ იზიდავს მამაკაცი, მაგრამ მისი სასიყვარულო კონცეფცია მკაფიო წინააღმდეგობაშია იმასთან, რისი მიცემაც ამ მამაკაცს მისთვის შეუძლია. მამაკაცმა ან უარი უნდა თქვას საკუთარ თავზე, რომ ისეთი გახდეს, როგორიც ქალს სჭირდება ან  მოთმინებით მიიღოს ქალის თავშეკავებულობა და გაუცხოება, ეს კი ნამდვილად არ არის ის, რასაც პარტნიორები ისურვებნენ. მათ შეუძლიათ კეთილდღეობის მიღწევა, მაგრამ რეალური მანიფესტაცია მხოლოდ დიდი შრომით მიიღწევა.  გარდა ამისა, ქვეცნობიერი სიზარმაცე და სიზანტე ამუხრუჭებს მათ საერთო წინსვლას.

 

მამაკაცის ვენერა ოპოზიციაში ქალის მთვარესთან

ქალის ქვეცნობიერში ამ მამაკაცთან ურთიერთობა დედასთან ურთიერთობას ჰგავს.  გაუცნობიერებლად ის შეიძლება ისეთ სიტუაციებს ქმნიდეს, რომ მამაკაცმა მისი დასჯა მოინდომოს. მამაკაცის მეშვეობით, მან შეიძლება ისწავლოს საკუთარი ემოციების გარჩევა იმ ემოციებისგან, რაც ბავშვობაში მასზე დედისგან პროეცირდა. ეს რთული ფსიქოლოგიური კომპლექსია, რომელსაც ურთიერთობის დანგრევა შეუძლია. მამაკაცი  შესაძლოა განაწყენდეს იმის გამო, რომ მეორეხარისხოვან როლს ასრულებს მთელ ამ კომპლექსში. ორივე პარტნიორმა შეიძლება ვერასდროს დაინახონ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან. რა თქმა უნდა, ამ კომპლექსის დამუშავება სასარგებლო იქნება, მაგრამ პრობლემის გადაჭრის შემდეგ, ძალიან მაღალი ალბათობით, ეს ურთიერთობა შეწყდება.

ქალის ვენერა ოპოზიციაში მამაკაცის მთვარესთან

ეს საკმაოდ რთული ასპექტია, რადგან ემოციური და გრძნობითი მხარეები წინააღმდეგობრივია. ეს მკაფიოდ ქალური ორიენტაციის ურთიერთობაა. ქალი ქვეცნობიერად ებრძვის თავისი დედის  სახებას. მამაკაცს, რომელიც ასეთი ტიპის ურთიერთობაში ერთვება, ხშირად რთული ბავშვობის გამოცდილება აქვს და რადგან ქვეცნობიერად ასეთი პარტნიორი აირჩია, როგორც ჩანს, ის მიზნად ისახავს ახალი ემოციური პოზიციების დაცვას. ის ბუნდოვნად  აღიქვამს, როგორ თამაშდება, მისი პარნტიორის სახით, დედის  შეპყრობილობა საკუთარი ქალურობით. ეს  საშუალებას აძლევს, გაითავისოს გაკვეთილები, რისი მეშვეობითაც ინტენსიურ კონტაქტს დაამყარებს თავის ჭეშმარიტ ემოციებთან.

 

 

მამაკაცის ვენერა ოპოზიციაში ქალის მერკურისთან

ქალს შესაძლოა არ მოსწონდეს მამაკაცის მხრიდან სიყვარულის გამოხატვის ფორმები. ის ხედავს, რომ მამაკაცი ავლენს ქალურ იდუმალებას, სირბილეს და სიკეთეს, რაც საფრთხეს უქმნის მის საკუთარ სექსუალობას. შედეგად, წვრილმან გაღიზიანებებს გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის კონფლიქტებით ნიღბავს. ნამდვილ მიზეზებს კი არასდროს ახმაურებს. ლოგიკურია, რომ ამ ურთიერთობაში მამაკაცს ძალიან გაუჭირდება კმაყოფილების განცდა.

 

ქალის ვენერა ოპოზიციაში მამაკაცის მერკურისთან

მამაკაცის ინტელექტი ქალის სიყვარულის მოთხოვნას უპირისპირდება. ქალი შესაძლოა ისეთ იდეებთან შეჯახებას გრძნობდეს,  რომელიც მის კეთილდღეობის განცდას ანადგურებს. რაც უფრო მეტ სტიმულს განიცდის ის პარტნიორის აზრებისგან, მით უფრო ნაკლებად შეუძლია საკუთარი ქალური ნაწილის გამოხატვა. ამრიგად, ეს ასპექტი  ბუნებრივ კონფლიქტს წარმოშობს  ქალის სიყვარულის გაცემის სურვილსა და მამაკაცის გამოხატულ რეაქციას შორის, მის სიყვარულზე.

 

ვენერების ოპოზიცია

პარტნიორთა გემოვნება, ჰარმონიის აღქმა და ესთეტური შეხედულებები სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამიტომ, საერთო ჰარმონიის მიღწევის მცდელობაში, მათ არათუ ბედნიერების, კმაყოფილების განცდაც კი უჭირთ. და მაინც, ამ ასპექტისთვის თვისებრივია ობიექტურობა, რომელიც ხელს უწყობს ორივე ინდივიდის პიროვნულ ზრდას. თუ მათი ვენერები მამაკაცურ (ცეცხლის ან ჰაერის) ნიშნებშია, მამაკაცი სუსტ წინააღმდეგობას უწევს თავის ანიმეს ფიგურას. თუ პლანეტების ენერგია ფემინურ (მიწის ან წყლის) ნიშნებში იხსნება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ქალი საკუთარ თავს უპირისპირდება. თუმცა მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ ეს ურთიერთობა შედგა, იმაზე მიუთითებს, რომ ამ წყვილს ერთმანეთში სწორედ ურთიერთსაწინააღმდეგო ფასეულობები მოსწონთ. როგორც ამბობენ, „უკიდურესობები მიიზიდებიან“.

 

 

მამაკაცის ვენერა ოპოზიციაში ქალის მარსთან

ქალისა და მამაკაცის გადანაცვლებული როლები თითოეულ პარტნიორს საკუთარი იდენტობისთვის ბრძოლისკენ უბიძგებს. სექსუალური მიზიდულობა ძალიან ძლიერია, მაგრამ მამაკაცი შინაგანად აღშფოთებულია ქალის ენერგიულობითა და დაჟინებულობით, რადგან ის მის როლს ითვისებს. მეორეს მხრივ, ქალსაც აღაშფოთებს პარტნიორის თვინიერება და მორჩილება. ამრიგად, თუ მათ ურთიერთობის შენარჩუნება სურთ, თითოეული მათგანი დათმობებზე უნდა წავიდეს.

 

მამაკაცის ვენერა ოპოზიციაში ქალის მარსთან

ეს ასპექტი უკიდურესად აძლიერებს სექსუალურ მიზიდულობას, მაგრამ, იმავდროულად, იმ მეთოდის ანარეკლსაც წარმოადგენს, როგორ ათამაშებს ორივე მათგანი სქესთა შორის არქეტიპულ განსხვავებებს. ქალი მშვენივრად ამჩნევს მამაკაცის ინდივიდუალურ როლს. ის საჭიროებს მის ყურადღებას, მაგრამ არ იცის, როგორ მიიღოს სასურველი, ისე რომ საკუთარი ქალური აღქმა არ დააზიანოს. იმავდროულად, მამაკაცი შესაძლოა მიუღებლობას განიცდიდეს, რადგან რჩეულის მისდამი დამოკიდებულებას სუბიექტურად გულგრილობად განმარტავს.  ამიტომ, ეს გაუგებრობის ასპექტია, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ორივე მათგანს მხოლოდ საუკეთესო განზრახვები ამოძრავებთ ერთმანეთის მიმართ.

 

 

მამაკაცის ვენერა ოპოზიციაში ქალის იუპიტერთან

ამ ასპექტში მამაკაცის სასიყვარულო ბუნება სრულ წინააღმდეგობაშია ქალის ფილოსოფიურ შეხედულებებთან, პოზიციებსა და დოქტრინებთან. მართალია, მამაკაცი შესაძლოა უზომოდ ერთგულობდეს ქალის თავისუფალ სულს, მაგრამ მას შეიძლება არ აღმოაჩნდეს სათანადო უნარი, ამ ქალის სტაბილურ და მყარ ურთიერთობაში ჩასართველად, რისკენაც თავად ისწრაფვის.  ქალი მასში საკუთარ ფემინურ ნაწილს ხედავს, მაგრამ ეს ის ქალურობა არ არის, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმებოდა მის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას. შედეგად, ის ერთი კიდიდან მეორეს აწყდება, რომ ვენერას მესაკუთრულ მახეში არ მოექცეს. მამაკაცი ტრიალ მინდორზე დგას და მთის დალაშქვრას  აპირებს, თუმცა საქმე ის არის, რომ მთის მწვერვალზე ის ვერ აღმოაჩენს იმას, რაც მართლა სჭირდება. ქალი, მთის ქიმიდან, ზემოდან ქვემოთ გადმოჰყურებს პარტნიორს და მართალია, გულუხვად ჩუქნის თავის სიბრძნეს, მაგრამ მას უჭირს გაიგოს იმ სიყვარულისა და ზრუნვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა, რომელსაც მამაკაცი სთავაზობს.

ქალის ვენერა ოპოზიციაში მამაკაცის იუპიტერთან

აქ ქალი ძლიერ იმედგაცრუებას განიცდის, ვინაიდან მას არ ძალუძს მიაღწიოს ჭეშმარიტებას თავისი სიყვარულის გრძნობის მეშვეობით.  ამიტომ, მამაკაცის თავისუფალი სული და აქტიური გონება მისი მუდმივი გაღიზიანების საბაბი ხდება. მას არ შეუძლია იყოს ის, ვინც არის, ისე რომ მამაკაცის ღირსებისა და ჭეშმარიტების გრძნობას არ დაუპირისპირდეს. შედეგად, ის ძლიერ კონფლიქტს განიცდის თავის სიყვარულის გრძნობასა და იმ სხივოსნურ სინათლეს შორის, რომლისკენაც მამაკაცის მეშვეობით ისწრაფვის. ძალიან ხშირად ეს ფინანსური მფლანგველობის ასპექტია, რადგან მამაკაცი ხარჯავს ყველაფერს, რასაც ქალი აგროვებს. დედა-ველი ფარულად ცდილობს ალყაში მოაქციოს მთა, რომლის ფართო თვალსაწიერს მხედველობიდან რჩება მისი ზრახვები.

 

 

მამაკაცის ვენერას ოპოზიციაში ქალის სატურნთან

ამ ასპექტით, მამაკაცი, თავისი ანიმეს მეშვეობით, ქვეცნობიერად ებრძვის მამასთან მოუგვარებელ  კონფლიქტებს. ის პარტნიორს ქვემოდან ზემოთ უყურებს, რადგან მისი მბრძანებლური ხასიათი ძლიერ თრგუნავს. წინა პლანზე იწევს კონფლიქტი ტრადიციულ (ანუ მშობლების) პრაქტიკულ მისწრაფებებსა და მამაკაცის ყმაწვილურ ინტერესს ხელოვნების, ესთეტიკისა და ჭეშმარიტი გრძნობების გამოვლენას შორის. მეორეს მხრივ, ქალი ცდილობს მიაგნოს თავის მხატვრულ და ბუნებრივ მხარეს და შინაგანად აღშფოთებულია იმ პასუხისმგებლობის ტვირთით, რომელიც უნდა ატაროს. თუმცა როდესაც ის ამ ტვირთის მამაკაცზე პროექციას ცდილობს, ისეთი განცდა ეუფლება, რომ მის გრძნობებს სათანადოდ არ აფასებენ. ამრიგად, სიყვარულის თავისუფალ დინებას კარმული გაკვეთილების ათვისების პროცესი აფერხებს, რომელშიც თითოეული მათგანი თავის ყველაზე რთულ მხარეებს ეჯახება.

 

ქალის ვენერა ოპოზიციაში მამაკაცის სატურნთან

ამ ასპექტის გავლენით, ქალმა შესაძლოა ქვეცნობიერად გაიაზროს, როგორ ზღუდავდა ბავშვობაში მამა მისი ინდივიდუალიზმის განვითარებას. შედეგად, ის გრძნობს, რომ მისთვის აუცილებელია განიმტკიცოს საკუთარი მნიშვნელობა პარტნიორის თვალში. თავის მხრივ, მამაკაციც საკუთარი მამის როლს ირგებს, რომ ქალის აურის წინაშე მოწყვლადობის შეგრძნებისგან შეიკავოს თავი. ვენერა-სატურნის ნებისმიერი ასპექტი იმას გულისხმობს, რომ პარტნიორები ქალიშვილი-მამის როლებს ასრულებენ, სანამ თითოეული მათგანი  სათანადოდ არ შეაფასებს რჩეულს. გრძნობების ბუნებრივ დინებას სატურნული კედლის სიცივე აკავებს, ასე რომ, ნაკლებ სავარაუდოა, ამ ურთიერთობაში სიყვარული მარტივად და თავისუფლად გამოვლინდეს.

 

 

მამაკაცის ვენერა ოპოზიციაში ქალის ურანთან

ეს ძალიან რთლი ასპექტია, რომლიც ძლიერ და სპონტანურ ურთიერთმიზიდულობას წარმოშობს  არსებითად შეუთავსებელ პარტნიორებს შორის. რაც უფრო მეტად რეაგირებს მამაკაცი ქალის არაშაბლონურ ქცევებზე, მით უფრო მეტად უპირისპირდება თავის ანიმეს სახებას. ამრიგად, მან ან  ქალის უცნაუროებებს უნდა სდიოს (რაც ხანდახან მასში ჰომოსექსუალურ ტენდენციებს იწვევს) ან სრულიად მოწყდეს მას, რომ „ქალის“ მისეული გაგების კონცეფცია შეინარჩუნოს უფრო ხელსაყრელი ურთიერთობისთვის.

 

ქალის ვენერა ოპოზიციაში მამაკაცის ურანთან

აქ ქალი აღმოაჩენს, რომ თავისუფლების გრძნობა, რომელსაც პარტნიორის მეშვეობით ეძებს, სრულ წინააღდეგობაშია მის საკუთარ ჭეშმარიტ ბუნებასთან. ეს პარტნიორობა ძლიერი ურთიერთმიზიდულობით გამოირჩევა, მაგრამ, იმავდროულად, გამაღიზიანებელი კონფლიქტებიც ახლავს. რაც უფრო აღფრთოვანებულია ქალი თავისი პარტნიორის ორიგინალობით, მით უფრო მეტად აქეზებს მამაკაცს, აუჯანყდეს მის მიჯაჭვულობას. ამრიგად, გოგონა მხარს უჭერს თავის სპარტანელს, რომ მას საკმარისი ძალა ჰქონდეს შერკინებისას, მაგრამ, დიდი ალბათობით,  როდესაც მამაკაცი თავის ძალას აღმოაჩენს,  ქალი მას დაკარგავს.

 

მამაკაცის ვენერა ოპოზიციაში ქალის ნეპტუნთან

ამ ურთიერთობაში მამაკაცს ძალიან აბნევს ის შეგრძნება, რომ საკუთარი ანიმე მუდმივად უსხლტება ხელიდან. ის ცდილობს მის ანარეკლს პარტნიორის მეშვეობით მიაღწიოს და მისი მგრძნობიარე ნაწილი საკუთარ ფემინურ ნაწილზე ასახოს. თუმცა რაც უფრო მეტ სიყვარულს ავლენს ქალი მასში, მით უფრო კარგავს მამაკაცი თავის თავში პარტნიორის შეგრძნებას. მართალია, ის დაინტრიგებულია ამ ქალით, მაგრამ იმავდროულად, მას ძალიან აღიზიანებს არქეტიპული დაბნეულობა, რომელსაც ეს ასპეტი იწვევს, და ძალიან ხშირად, იმისათვის რომ „ქალის“ მისთვის მოსახერხებელი კონცეფცია შეინარჩუნოს, მას საყვარელი ქალის მსხვერპლად გაწირვა უწევს.

 

ქალის ვენერა ოპოზიციაში მამაკაცის ნეპტუნთან

ქალი ისწრაფვის იპოვოს თავისი რბილი, თანამგრძნობი ბუნების გამოხატულება მამაკაცში, რომელიც, თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს „გაანადგუროს“ პარტნიორის მხრიდან მისი სიყვარულის მოპოვების ყველა მცდელობა. რაც უფრო ინტენსიურად მისდევს ქალი თავის ოცნებას, მით უფრო კარგავს საკუთარ თავს, სანამ საბოლოოდ თავადაც ოცნებად არ იქცევა, იმ სახებისადმი ლტოლვაში, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა. მამაკაცი მასთან საკუთარი ილუზიური სახებების მეშვეობით ურთიერთობს, რაც მას მომხიბვლელად მიაჩნია. ამრიგად, ეს ასპექტი ძალიან ართულებს მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

 

 

მამაკაცის ვენერა ოპოზიციაში ქალის პლუტონთან

ეს სტიქიური ვნებების და შესაბამისად, არასტაბილურობის გამომწვევი ასპექტია, რასაც ხშირად მიჰყავს ურთიერთობა განხეთქილებამდე. მამაკაცი ქვეცნობიერად გრძნობს თავის ფემინურ ნაწილს და ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი, რაც სისუსტედ აღიქმება. მეორეს მხრივ, ქალი მასში საკუთარ თავს ხედავს, მაგრამ მას არც ისე კარგად ესმის თავისი გამანადგურებელი ძალა, რომელიც მუდმივად ებრძვის მამაკაცის გულისხმიერებას. ამ ასპექტის შედეგად, მათ შეუძლიათ მიაღწიონ რთულ ტრანსფორმაციას, რადგანაც ძლევამოსილი სექსუალური ძალა გრძნობების დონემდე მიდის, უკუძალას აწყდება და იმასაც ახერხებს, ქვეცნობიერის ღრმა შრეები ზედაპირზე ამოიტანოს, რაც ხელს უწყობს ორივეს პიროვნულ ზრდას.

ქალის ვენერა ოპოზიციაში მამაკაცის პლუტონთან

ქალი ძლიერ ვნებას გრძნობს მამაკაცის არამდგრადობაში, რაც სათავეს იღებს მისი ქვეცნობიერის ყველაზე ღრმა ფენებიდან  და ორივეს ტრანსფორმაციის მეტად რთულ გზაზე აყენებს. ქალი გულუხვად გასცემს თავის სიყვარულს, მამაკაცი კი ყველაფერს ანადგურებს, რაც მის პიროვნულ ზრდას წინააღმდეგობად ეღობება.  ამ პროცესში, ვენერას რბილი, დამამშვიდებელი ვიბრაცია მუდმივ საფრთხეს გრძნობს, რადგან  სიყვარულის მისეული გაგება ყოველთვის ყველაზე ღრმა დონეებზე მოწმდება. გადატრიალების პროცესის მსვლელობისას, ქალი ხშირად კარგავს თავს, პარტნიორის სიმპათიების დამსახურების მცდელობაში. თუმცა თუ ის ამ გამოცდას გაუძლებს, ცნობიერების ახალ დონემდე ამაღლდება. ეს ძალიან რთული ასპექტია და ის  ხშირად ხდება განხეთქილების მიზეზი, მიუხედავად სინასტრიული (შეთავსებითი) რუკის სხვა ძლიერი ასპექტებისა.

 


About Qet

Scroll To Top