ვენერას პრინციპები

ვენერას პრინციპები

ვენერას პრინციპები დაკავშირებულია სილამაზის,ჰარმონიისა და სიმშვიდისკენ სწრაფვასთან. გამომდინარეობს ადამიანის მოთხოვნიდან აირჩიოს,ვისთან იყოს და რა განჭვრიტოს, რითაც საკუთარ ემოციურ და ესთეტურ უპირატესობებს გამოხატავს.

1.სილამაზე

(ბიოფიზიკურ დონეზე)

კაცობრიობა დასაბამისადან ისწრაფვის სილამაზისკენ და ეს პრინციპი დაკავშირებულია ადამიანის თანდაყოლილ რწმენასთან,საკუთარი ხიბლის განუმეორებლობის შესახებ; ასევე ადამიანის ღრმა მოთხოვნასთან,აირჩიოს ის,რაც მას მოსწონს.

ფუნქციები: მიზიდვა,მოხიბლვა,მოჯადოება.

ყველა თავისებურად იპყრობს ყურადღებას. ადამიანის სიმპათიები შეიძლება დაფუძნებული იყოს საყოველთაოდ მიღებულ ან სუბიექტურ ფასეულობებზე,გარეგნულ ფორმაზე ან შინაგან შემადგენლობაზე. ვენერა ადამიანში აყალიბებს სიმპათიის გამოხატვის მეთოდებსა და ფასეულობათა კრიტერიუმებს. სილამაზისკენ სწრაფვა დაკავშირებულია ჩვენს უნართან,გავარჩიოთ და ემოციურად აღვიქვათ შიგთავსის გარეგანი ფორმა და მისი გამოხატვის ნიუანსები:ფერთა ტონალობები,მეტყველების ინტონაციები. ჩვენ ვარჩევთ ჩვენთვის სასიამოვნო და უსიამოვნო სუნებს,რბილ და უხეშ ზედაპირს,სასიამოვნო გემოს გამაღიზიანებელი გემოსგან; კეთილხმოვან ხმებს,რომელიც ჩვენს სმენას აამებს,ყალბი და მჭახე ხმებისგან. ამ უნარს ადამიანები მგრძნობიარობას უწოდებენ,რადგან ის დაკავშირებულია ადამიანის ხუთ ძირითად გრძნობასთან.

ადამიანის სწრაფვა,იყოს მიმზიდველი,აყალიბებს მის გემოვნებასა და სტილს,უბიგებს საკუთარ გარეგნულ ფორმაზე ზრუნვისკენ,გამოიხატება სხვადასხვა პოზით,რომელსაც იღებს სხეული,განაპირობებს გარკვეული მანერების შეძენას. ადამიანი თვალს ადევნებს მოდას,ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე,ყურადღებით აკვირდება სხვების გარეგნობასაც.

ეს პრინციპი დაკავშირებულია ადამიანის მოთხოვნასთან,მოისმინოს ქათინაურები,მიიღოს დადებითი შეფასებები და ძვირფასი საჩუქრები,დაეუფლოს მოწონებულ ნივთებსა და ადამიანებს,შეაგროვოს მისთვის საინტერესო ობიექტები,გარს შემოიკრიბოს და თავად შექმნას ლამაზი ნივთები და ხელოვნების ნიმუშები,რომელიც მის პიროვნულ ხედვას გადმოსცემენ,სილამაზის შესახებ. სილამაზის პრინციპი განაპირობებს თანდაყოლილ მომხიბვლელობას, მოგვიანებით _თავის მოწონების,მოხიბლვის,ცდუნების უნარების შეძენა-განვითარებას. მისგანვე გამომდინარეობას  წუნიაობა და შურის განცდაც.

სილამაზის პრინციპი განაპირობებს ესთეტური პრიორიტეტების ჩამოყალიბებას,ზომიერების გრძნობის გამომუშავებასა და ისეთ ქცევით თვისებებს,როგორიც არის დელიკატურობა,ტაქტიანობა,დათმობა, თავაზიანობა,თავშეკავება. ის ვლინდება ადამიანის უნარით,დაადგინოს და შეინარჩუნოს კორექტული ურთიერთობები სხვა ადამიანებთან და დააკვირდეს უკუკავშირის ნიუანსებს,ისვე აყალიბებს პიროვნების ეთიკურ კოდესს,რომელიც ეფუძნება ადამიანის წარმოდგენებს ფასეულობებზე.

 

 

2. სიყვარული

(ფსიქო-სოციალურ დონეზე)

სიყვარულის პრინციპით ადამიანი ისწრაფვის თავისი მიჯაჭვულობა გამოხატოს სამყაროს მიმართ და მიიღოს პოზიტიური დამოკიდებულება გარშემომყოფებისგან,განიცადოს სიხარული და ბედნიერება გარესამყაროსთან ურთიერთობაში,იმყოფებოდეს კომფორტულ მდგომარეობაში. ასევე განიცადოს სიძულვილიც,როგორც მიჯაჭვულობის უკიდურესი მდგომარეობა.

ვენერა მართავს ადამიანის ღრმა და სტაბილურ სიმპატიებს. ზოგი ადამიანი სიყვარულს სხვებისკენ მიმართავს,ზოგიც_საკუთარი თავისკენ. ერთი ორიენტირებულია გასცეს,მეორე_მიიღოს. ადამიანური ბუნების ამ თავისებურებას სიყვარულის პრინციპი განაპირობებს. ის ასევე ვლინდება  კარგი განწყობის შენარჩუნების და გარშემომყოფთა გადმობირების  უნარით. სიყვარულის პრინციპი ადამიანს ეხმარება მშვიდად გადაიტანოს უსიამოვნებები  და ანუგეშოს ისინი,ვისაც სიყვარული(ღმერთი) აკლია.

სიყვარული განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას გარესამყაროსთან,როგორ აღიქვამს ადამიანი მას: კეთილგანწყობილად თუ აგრესიულად,“რამდენი სიყვარულია“ ამ სამყაროში და საკუთარი შეგრძნებებით რამდენი ერგება მას,რამდენი სიყვარულის მიღება უნდა და რა მეთოდებით. აქედან გამომდინარეობს,რომ სიყვარულის პრინციპი მართავს ანგარებას,სიხარბესა და ავხორცობასაც.

ეს პრინციპი განსაზღვრავს პარტნიორის არჩევას,რომელსაც შეუძლია ადამიანს მისცეს ის,რაც მას სჭირდება,რომ თავი ბედნიერად იგრძნოს ან მიიღოს ის,რისი გადაცემაც სხვისთვის შეუძლია,იმავე მიზნით. ამგვარად,ვენერა განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას პარტნიორზე,რა იზიდავს მას რჩეულში. სიყვარულის პრინციპი ადამიანს უბიძგებს ისეთი ქცევების ორგანიზაციისკენ,რომელიც სასურველი პარტნიორის დაუფლების საშუალებას მისცემს. სწორედ ვენერაზეა დამოკიდებული პარტნიორის არჩევის და საკუთარი არჩევნისგან ბედნიერების განცდის უნარი.

სიყვარულის პრინციპი უკავშირდება ასევე სირბილესა და პატიების უნარს,საკუთარი წარმატების(როგორც ღვთის სიყვარულის) გამორჩევას და მისგან სიხარულის მიღებას; სიამოვნებისა და მადლიერების განცდას. ის ასახავს გულკეთილობის,კეთილგანწყობისა და სინაზის რაოდენობას  ადამიანში,მის მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარს.

სიყვარულის პრინციპი მატერიაში რბილი პლასტიკით,მშვიდი და მოდუნებული მდგომარეობით,ნაზი ხმით,ღიმილითა და ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალებით ვლინდება.

 

 

 3. ჰარმონია

(იდეალურ დონეზე)

ვენერას მესამე სტრუქტურული პრინციპი სათავეს იღებს ადამიანის წონასწორობისკენ სწრაფვისგან. ნებისმიერი სხვა ენერგოსისტემის მსგავსად,ადამიანიც მუდმივად ცდილობს მიაღწიოს მშვიდ მდგომარეობას. ყოველთვის,როდესაც ჩვენ საკუთარ სურვილებს ვიკმაყოფილებთ,ვმშვიდდებით. თუ წონასწორობა ირღვევა,ადამიანში მღელვარება ისადგურებს. ბუნებრივია,ის დრო,როდესაც ადამიანი ჰარმონიულ მდგომარეობაში იმყოფება,ინდივიდუალურია,ისევე როგორც ამ მდგომარეობის აღდგენის მეთოდები. შესაბამისად,ჰარმონიის პრინციპი პასუხისმგებელია  სურვილების ხარისხსა და მათი დაკმაყოფილების მეთოდების მრავალფროვნებაზე,რომელსაც ფლობს და იყენებს ადამიანი,როდესაც საკუთარ სურვილებს იკმაყოფილებს.

ჰარმონიის პრინციპი დაკავშირებულია ასევე ადამიანის მოთხოვნასთან_მატერიალური,ემოციური ან სულიერი კომპენსაცია მიიღოს დახარჯული ენერგიისთვის(შრომისთვის). მიღებული სარგებელი კი საკუთარი სურვილებისამებრ განკარგოს. ამიტომ ფულის გამომუშავებისა და ხარჯვის უნარებიც ვენერას ჰარმონიის პრინციპს ექვემდებარება. ადამიანთა ცნობიერებაში ჰარმონიული არსებობა დოვლათსა და ბარაქას უკავშირდება,ლოგიკურად ვენერა მართავს ნაყოფიერებასაც.

ჰარმონიის პრინციპი დაკავშირებულია ადამიანის მოთხოვნასთან,საომარ და კონფლიქტურ სიტუაციებში იპოვოს კომპრომისი და მიაღწიოს მშვიდობიან შეთანხმებას. ამგვარად,ვენერას უკავშირდება ისეთი  თვისებები,როგორიც არის  გამოსარჩლება, მშვიდობისმყოფელობა. ბუნების ან ადამიანის  მშვენიერების განჭვრეტით ჩვენ სულიერ სიმშვიდეს ვაღწევთ. ჰარმონიის პრინციპი ასევე დაკავშირებულია ხელოვნებასთან.

 

ვენერა მართავს იდეალიზაციის თავდაცვით მექანიზმს,რითაც ალამაზებს მისთვის უსახურ ან მიუღებელ რეალობას.

ვენერას პერიოდი  გოგონებისთვის 12-13 წლის ასაკიდან დგება,როდესაც ხდება სქესობრივი მომწიფება და გრძელდება იქამდე,სანამ ქალი ფიზიკურ მომხიბვლელობას ინარჩუნებს.

ვენერას როლები რადიქსში: უფროსი ქალიშვილი. ქალი. სატრფო. ლამაზმანი. საყვარელი. შემოქმედი ადამიანი.

ვენერას მდგომარეობები: შეყვარებულობა. სიამოვნება. სიხარული, სიმშვიდე, აყვავება, უმოქმედობა,  ცდუნება.

ვენერას მოვლენები: სასიყვარულო პაემანი, ქორწინება, ხელშეკრულების დადება, შეთანხმება, შერიგება, ფულის მიღება, საყიდლების არჩევა. მუზეუმებისა და გამოფენების მონახულება. კონცერტებსა და თეატრებში სიარული.

ვენერას გავლენა ფიზიკურ სხეულზე: ტუჩები, ენა, ყელი, კისერი, ვენები, თირკმელები, კანის მდგომარეობა, ფორმების გამოკვეთილობა  და რელიეფურობა. ქალის გარე სასქესო ორგანოები.

ვენერას მეტალი: სპილენძი,ბრონზა.

ვენერას ფერთა გამა: თეთრი, ვარდისფერი, მწვანე, ფირუზისფერი.

 

 

სტატიის ავტორი Qet Adastra


About Qet

Scroll To Top