ვენერას და მარსის შეერთება

ვენერას და მარსის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

ვენერას შეერთება:

საზოგადოებისთვის სარგებლის მინიჭება, მხოლოდ  მისგან წინასწარ გამიჯვნით შეიძლება

ვენერასთან შეერთება პლანეტას ძლიერ სოციალურ და ესთეტურ აქცენტებს ანიჭებს. დაბალ დონეზე, პლანეტისგან მართულ სფეროებში, ადამიანი ესთეტურად ახირებული და სოციალურად დეტერმინირებული იქნება. მაშასადამე, საზოგადოებრივი აზრი და „სხვები ასე იქცევიან“ პრინციპი მისთვის გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პლანეტას ძალიან გაუჭირდება სოციალური კლიშეებისგან განთავისუფლება, რაც მას სასაცილო დოგმატიზმისა უბიძგებს, როდესაც ადამიანი სოციალური შტამპებით სარგებლობას ცდილობს ამისთვის აბსოლუტურად შესაბამო სიტუაციებში, სადაც ვლინდება კიდეც აბსოლუტის შემოქმედების ხელწერა.

ვენერასთან შეერთების კიდევ ერთი თვისებრივი გამოვლენა აქცენტირებული სიყვარულია, თუმცა არა აუცილებლად ეროტიული სიყვარული. ასპექტის დამუშავება ღვთაებრივ სინათლეს მოჰფენს პლანეტის ყოველგვარ გამოვლინებას. დაბალ დონეზე, ადამიანი პლანეტის გამოვლენას ვერ აღიქვამს, თუ მას სიყვარულის ან სოციალური ყურადღების მოზრდილი ულუფაც არ ახლავს თან, თუმცა კარმულად ის ვალდეულია არა იმდენად მიიღოს, არამედ გასცეს სიყვარული შესაბამის სფეროებში.

მაგალითად, ბავშვს, ვენერა-სატურნის შეერთებით რადიქსში, სისტემატურ მეცადინეობას მხოლოდ დაყვავებით და მოფერებით უბიძგებთ, მაგრამ არასდროს იძულებით და მუქარით. ასეთ შემთხვევაში, ის კუთხეში მიიყუჟება და შეიძლება ატირდეს კიდეც.

დაბალ დონეზე, ვენერა ადუნებს პლანეტას, რაც იმით გამოიხატება, რომ, პლანეტის შესაბამის სფეროებში, ადამიანს სოციალურ პარაზიტად და დახვეწილ ეგოისტად აქცევს. სამაგიეროდ, დამუშავების შემთხვევაში, ეგოიზმი გზას დაუთმობს ადამიანებისთვის მსახურების მოთხოვნას. მაგალითად, ვენერა-მთვარის დაუმუშავებელი შეერთება ღორმუცელა გურმანს მოგვცემს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კუჭი ადარდებს, მაგრამ ამ ასპექტის დამუშავებით, შეიძლება მივიღოთ ბრწყინვალე კულინარი, რომელიც კერძს იმდენად ლამაზად აფორმებს, თითქოს მხატვრული გამოფენაზე გაჰქონდეს; იგივე ეხება მის სექსუალურ ცხოვრებასაც.

 

მარსის შეერთება:  ნამდვილი სიმძიმე უჩინარია. ჭეშმარიტი ძალა _შეუგრძნობელი!”

მარსთან შეერთება პლანეტას ძალას მატებს, რომელიც, დაბალ დონეზე, დესტრუქციულად ვლინდება. პლანეტის პრინციპი მარსის ენერგიით იკვებება, იბერება და თუ ადამიანმა მისი კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართვა ვერ შეძლო, ხშირად აგრესიის და განადგურების ფორმით რეალიზდება. მაგალითად, დაუმუშავებელი მთვარე მარსის შეერთება ბადებს აგრესიას საკუთარი ორგანიზმის მიმართ. სატურნთან შეერთება კი გამოიწვევს ზღვარგადასულ წინააღმდეგობას თვითჩაღრმავებისა და კონცენტრაციის დროს. მაგ.: როდესაც ადამიანი ცდილობს რაიმე საქმეზე ან საკითხზე კონცენტრირდეს, ყოველთვის ვლინდება გარე ხელშემშლელი ფაქტორი, რაც ყურადღებას უფანტავს. შეიძლება, მოულოდნელად ეზოდან შემოვარდნილმა ფეხბურთის ბურთმა ფანჯარა ჩალეწოს.

აქ დამუშავება მიმდინარეობს არა იმდენად საკუთარი ძალისთვის ლაგამის ამოდების პრინციპით, იმ სფეროებში, რომელსაც პლანეტა მართავს, არამედ უფრო ენერგიის დახვეწის გზით, საკუთარი ენერგოვიბრაციის გაზრდით. მაგალითად, იგივე მთვარე მარსის შეერთების შემთხვევაში, არ ღირს ძალისმიერი ვარჯიშების მიყოლა და სხეულის კუნთოვანი მასის განვითარება. სამაგიეროდ, ფრიად რეკომენდებულია, ისწავლოთ საკუთარი ფსიქოლოგიური ენერგიის მართვა (ხათხა იოგა, ავტოტრენინგი და ა.შ.). მარსი-სატურნის შეერთების შემთხვევაში, ნუ დახარჯავთ ძალებს გარეგამაღიზიანებლებთან ბრძოლაში. ამის ნაცვლად, ეცადეთ  კონცენტრაციის უნარი გაიღრმავოთ.

მაღალ დონეზე, მარსი პლანეტას  ზუსტად იმ ზომის და ოდენობის ენერგიას მიანიჭებს, რამდენიც მას  კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება. ასევე ხარისხიანად გაზრდის მის შემოქმედებით შესაძლებლობებს, თუმცა ამისათვის საჭიროა  გაითავისოთ ისეთი მიმზიდველი პრინციპის მცდარობა და ვერაგი პერსპექტივა, რომ „ძალა და ძლიერება კარგია!“ ადამიანმა უნდა მოახერხოს საშუალო ან დაბალი დონის მარსის დესტრუქციული თვისებების ლიკვიდაცია. განსაკუთრებით, როდესაც ჰოროსკოპში მარსი პლანეტაზე ძლიერია. მაგალითად, ვენერა მარსის შეერთებისას, ადამიანი გრძნობს და აფასებს სილამაზეს მხოლოდ ძალის ელემენტის თანხლებით.

 

საბავშვო ჰოროსკოპი

თქვენი პატარა ძალიან მომხიბვლელი, ენერგიული და თბილია. ის განსაკუთრებული ძალით და სულისკვეთებით გამოირჩევა, თუმცა ხანდახან დაჟინებულობასაც ავლენს.  ის საჭიროებს თავისუფალ თვითგამოხატვას, რასაც საუკეთესოდ მოახერხებს ხელოვნების სფეროებში. დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა, სპორტული ცეკვები და ნებისმიერი ფორმის გიმნასტიკა_მის შემოქმედებით ენერგიას საჭირო ძალას და მიზანდასახულებას მიანიჭებს. დროდადრო განმარტოების მოთხოვნაც აქვს.

 

Het Monster

ძლიერი გატაცებები ხელოვნების ნებისმიერ სფეროში. უაღრესად ემოციური და სიცოცხლისმოყვარე ნატურა. აგრესიასთან შეხამებული შარმი. გააჩნია, რომელი პლანეტა დომინირებს,მთლიანი ჰოროსკოპიდან გამომდინარე.

თუ ამ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს, ამორალობა და უზნეობა. მამაკაცების ჰოროსკოპში, საფრთხე მოდის ქალებისგან. დაზიანებული შეერთების მქონე ქალი უპრინციპოა. როგორც წესი, ამ ასპექტის მფლობელები საკმაოდ ეგოისტურად იქცევიან  პირად ურთიერთობებში.

 

კატრინ ობიე

ეს ასპექტი  სულიერი და ცხოველური საწყისების შერწყმას გულისხმობს. სიყვარული მთლიანად იპყრობს ადამიანს. გახსნილად და გულწრფელად გამოხატავს თავის გრძნობებს და სურვილებს. ცხოვრების მგრძნობიარე მხარეები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ლტოლვა ბუნებრივია, სექსუალური ქცევები მოკლებულია გარყვნილებას ან გადაჭარბებულ პატივმოყვარეობას. ჰარმონიულად, გართულებების გარეშე ურთიერთობს საპირისპირო სქესთან.

თუ ამ შეერთებას სხვა ასპექტები აზიანებს, მაშინ მისი მნიშვნელობა ოპოზიციის ასპექტს უთანაბრდება: სიყვარული-სინაზე(ვენერა) და სიყვარული-ვნება(მარსი) ნატივისთვის შეუთავსებელ ცნებებად აღიქმება. ამის გამო, მგრძნობიარე მიჯაჭვულობა და ფიზიკური ლტოლვა იშვიათად ვლინდება ერთი ადამიანის მისამართით. ვენერა-მარსის დაზიანებული შეერთების კიდევ ერთი ნიშანდობლივი თვისება სიყვარული-ომია, სადაც ერთი გაიმარჯვებს და მეორე დამარცხდება. პიროვნება მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე ფიქრობს და ავიწყდება, რომ ურთიერთობაში, მასთან ერთად, სხვა ადამიანიც არის ჩართული. ხშირად პატარა ახირებული ბავშვივით იქცევა.

 

ფრენსის საკოიანი

ვნებიანობა და სექსუალობა, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება. მარსის იმპულსური ინტინქტები და ვენერას დახვეწილი მიზიდულობა ყველგან თავ იჩენს, იქნება ეს ხელოვნება, სექსი თუ სოციალური კონტაქტები. მათთვის აუცილებელია შემოქმედებითი სივრცე. როგორც წესი ხელგაშლილები არიან, ხანდახან პირდაპირ მფალგველებიც.

 

სერგეი შესტაპალოვი

მგრძნობიარობა, შთაბეჭდილებიანობა, მფლანგველობა, ვნებიანობა, გარყვნილება, ხანდახან უზნეობა. თავშეუკავებელი გრძნობები. კონფლიქტური და დაძაბული პირადი ურთიერთობები, სკანდალები. ხმაურიანი ხალხია, ხშირად ფეთხუმი და მოუწესრიგებელი.

ამ ასპექტის დამუშავება მოგვცემს ნიჭიერ ხელოვან ადამიანებს.

 

 

სხვა წყაროები

Bruce Lee ♀ ☌ ♂ - ♏

 ვენერას და მარსის შეერთებისას, ადამიანისთვის ფემინური და მასკულინური ენერგიების აღრევა ბუნებრივი პროცესია. თუმცა სრულ ისტორიას, როგორ და რა მეთოდებით ხორციელდება ეს პროცესი, პლანეტათა ნიშნები და სხვა ასპექტები გვიამბობენ. ასეთი ადამიანები ფლობენ ძალიან ძლიერ პიროვნულ მაგნიტიზმს. ისინი ცხოვრობენ და სუნთქავენ რომანტიული და სექსუალური ურთიერთობებით. როგორც წესი, თუ  შეერთებას სხვა ასპექტი ძლიერ არ აზიანებს, მათ არ უჭირთ ურთიერთობების წამოწყება.

ისინი ძალიან ინტენსიურ სურვილებს და სიმპათიებს განიცდიან, რაც  აუცილებლად საჭიროებს თვითგამოხატვას. საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში გარკვეული აგრესიითაც ხასიათდებიან, კიდევ უფრო აქტიურობენ სოციალური კონტაქტების დამყარებისას. შემოქმედებითი საქმიანობა კარგი გამოსავალი იქნებოდა მათი ჰიპერაქტიური ეროტიული ნატურისთვის.

მათი სიცოცხლის მოყვარეობა და სითბო ყველასათვის თვალშისაცემია და ძლიერ იზიდავს ადამიანებს. ისინი ასხივებენ სექსუალობას. ყველა ურთიერთობას დიდი გატაცებით იწყებენ. რომანტიული, სასიყვარულო თუ სექსუალური ურთიერთობები მათთვის არამხოლოდ მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ აუცილებელია. ასეთივე დიდ მღელვარებას, მგრძნობიარობას და ძლიერ ვნებებს მოითხოვენ სატრფოებისგანაც. მათთვის აუცილებელია მძაფრი შეგრძნებები  იმისათვის, რომ თავი „ცოცხლად” იგრძნონ.

ამ ასპექტის მქონე მამაკაცი ხშირად ღიად დომინირებს რომანტიულ ურთიერთობებში. შეიძლება „მაჩოს” რეპუტაციაც მოიხვეჭროს. ცხადია, ყოველთვის არა. უმეტესად ძლიან პირდაპირები არიან. ისინი ხმამაღლა აცხადებენ, რა სურთ ურთიერთობაში და ყველაფერს მოიმოქმედებენ  სასურველის მისაღებად. თუმცა ასეთი დაჟინებულობა შესაძლოა პრობლემად იქცეს ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნების პერსპექტივისთვის.

როგორც წესი, უაღრესად შემოქმედებითი ხალხია. ისინი საჭიროებენ საკუთარი იდეებისა და გრძნობების ხელოვნების მეშვეობით გამოხატვას. ეს ასპექტი ინდივიდუალობისა და თანამშრომლობის ხელსაყრელ ნარევს იძლევა. მათ შეუძლიათ საკუთრი უფლებების დაცვა ისე, რომ სხვას არ გადააბიჯონ.

 

ცნობილი  ადამიანები  ვენერა-მარსის შეერთებით:

ვერძში: Charles Baudelaire, Priscilla Presley, Alessandra Ambrosio, Orson Welles, Julia Stiles…

კუროში: Adolf Hitler, Charlie Chaplin, Liv Tyler, Nikolai Rimsky-Korsakov, James Caan…

ტყუპებში: Uma Thurman, Al Pacino, Sandra Bullock, Carmen Electra, Naomi Campbell, Courtney Love, Jennifer Garner, Tina Fey…

კირჩხიბში: Keanu Reeves, Halle Berry, Honoré de Balzac, Tom Jones, Notorious B.I.G, Pierre Richard…

ლომში: Amy Winehouse, Daniel Radcliffe, Hugh Laurie…

ქალწულში: Alexander the Great, Louis de Funès, Mireille Mathieu, Kevin Spacey, Rosanna Arquette, Yves Montand…

მორიელში: Leonardo DiCaprio, Bruce Lee, Joaquin Phoenix, Alessandro Del Piero…

მშვილდოსანში: Mark Twain, Lewis Carroll, Baruch Spinoza, Andrew Carnegie…

თხის რქაში: Jim Carrey, Taylor Lautner, Gia Carangi, Marie Trintignant…

მერწყულში: Olivier Martinez, Patrick Dempsey…

თევზებში: Vincent van Gogh, Giacomo Casanova, Molière, Jane Seymour, Athina Onassis Roussel…

 

ავტორი: Qet Adastra


About Kate

Scroll To Top