ვენერას და სატურნის შეერთება

ვენერას და სატურნის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

ვენერას შეერთება:

საზოგადოებისთვის სარგებლის მინიჭება, მხოლოდ  მისგან წინასწარ გამიჯვნით შეიძლება

ვენერასთან შეერთება პლანეტას ძლიერ სოციალურ და ესთეტურ აქცენტებს ანიჭებს. დაბალ დონეზე, პლანეტისგან მართულ სფეროებში, ადამიანი ესთეტურად ახირებული და სოციალურად დეტერმინირებული იქნება. მაშასადამე, საზოგადოებრივი აზრი და „სხვები ასე იქცევიან“ პრინციპი მისთვის გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პლანეტას ძალიან გაუჭირდება სოციალური კლიშეებისგან განთავისუფლება, რაც მას სასაცილო დოგმატიზმისა უბიძგებს, როდესაც ადამიანი სოციალური შტამპებით სარგებლობას ცდილობს ამისთვის აბსოლუტურად შესაბამო სიტუაციებში, სადაც ვლინდება კიდეც აბსოლუტის შემოქმედების ხელწერა.

ვენერასთან შეერთების კიდევ ერთი თვისებრივი გამოვლენა აქცენტირებული სიყვარულია, თუმცა არა აუცილებლად ეროტიული სიყვარული. ასპექტის დამუშავება ღვთაებრივ სინათლეს მოჰფენს პლანეტის ყოველგვარ გამოვლინებას. დაბალ დონეზე, ადამიანი პლანეტის გამოვლენას ვერ აღიქვამს, თუ მას სიყვარულის ან სოციალური ყურადღების მოზრდილი ულუფაც არ ახლავს თან, თუმცა კარმულად ის ვალდეულია არა იმდენად მიიღოს, არამედ გასცეს სიყვარული შესაბამის სფეროებში.

მაგალითად, ბავშვს, ვენერა-სატურნის შეერთებით რადიქსში, სისტემატურ მეცადინეობას მხოლოდ დაყვავებით და მოფერებით უბიძგებთ, მაგრამ არასდროს იძულებით და მუქარით. ასეთ შემთხვევაში, ის კუთხეში მიიყუჟება და შეიძლება ატირდეს კიდეც.

დაბალ დონეზე, ვენერა ადუნებს პლანეტას, რაც იმით გამოიხატება, რომ, პლანეტის შესაბამის სფეროებში, ადამიანს სოციალურ პარაზიტად და დახვეწილ ეგოისტად აქცევს. სამაგიეროდ, დამუშავების შემთხვევაში, ეგოიზმი გზას დაუთმობს ადამიანებისთვის მსახურების მოთხოვნას. მაგალითად, ვენერა-მთვარის დაუმუშავებელი შეერთება ღორმუცელა გურმანს მოგვცემს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კუჭი ადარდებს, მაგრამ ამ ასპექტის დამუშავებით, შეიძლება მივიღოთ ბრწყინვალე კულინარი, რომელიც კერძს იმდენად ლამაზად აფორმებს, თითქოს მხატვრული გამოფენაზე გაჰქონდეს; იგივე ეხება მის სექსუალურ ცხოვრებასაც.

 

სატურნის შეერთება:

დროის დინება თავისთავად ნელდება. პრობლემა ის არის, დროულად შეამჩნიო

სატურნთან შეერთება კუმშავს, ყინავს პლანეტის პრინციპს და აქ კარმული მოთხოვნა მდგომარეობს მის სიღრმისეულად დამუშავებაში. კერძოდ, პლანეტის პრინციპების განთავისუფლება ზედაპირული, ეგოისტური პროგრამებისგან, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ გადასახადს ნებისმიერი უმნიშვნელო ძალისხმევისგან. მაგალითად, სატურნის მერკურისთან შეერთება იძლევა ადამიანს, რომელსაც ცუდად ესმის გაუაზრებელი მოვლენები და ფუჭად ებრძვის ამ თვისებას. თუ ის შეეცდება უგულვებელყოს სატურნის ინტენსიური ზეწოლა (რაც ძალიან დამახასიათებელია დაუმუშავებელი შეერთებისთვის), რომელიც აიძულებს დიდხანს და ყურადღებით იფიქროს, მისი რაციონალური აზროვნება, სიტყვა სიტყვით, გაჭედავს, დაკარგავს ყოველგვარ წარმოდგენას და საკუთარ ტყავზე იწვნევს აბსოლუტის შემოქმედებას, სხვადასხვა აბსურდული და ტრაგიკული სიტუაციის სახით.

სატურნის შეერთება, დამუშავების საწყის ეტაპზე, მოითხოვს საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და პლანეტის პრინციპების გააზრებას საკუთარი ცხოვრებისა და ფილოსოფიის ჩარჩოებში, რაც ხშირად მოტივირებულია გარე ფაქტორების მხრიდან ხანგრძლივი შეზღუდვებით. დამუშავების შემდეგი ეტაპები არც ისეთ მკაცრ პირობებში გრძელდება, როგორც თავდაპირველ სტადიაზე, თუმცა აქ ადამიანს მოეთხოვება საკუთარი ნებით შეეგუოს და დაემორჩილოს პლანეტის პრინციპებს. განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც პლანეტა აქტიურდება, რაც ნაყოფიერ შედეგებს და მნიშვნელოვან გარღვევას იძლევა იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავიდან ამის დაჯერება რთულია, რადგან სატურნთან შეერთება, განაპირობებს არამხოლოდ უნარების არ არსებობის შთაბეჭდილებას, არამედ ერთგვარ უარყოფით სიდიდეს, არასრულფასოვნების კომპლექსს. თუმცა, იმავდროულად, ადამიანში ბადებს უკიდურესად ძლიერ და ღრმა შინაგან სწრაფვას, აითვისოს პლანეტის პრინციპები.

 

საბავშვო ჰოროსკოპი

თქვენი პატარა ძალიან კეთილგონიერი და სამართლიანია, თუმცა საკმაოდ თავშეკავებულად გამოხატავს სიყვარულს.  დიდი ალბათობით, დაბალი თვითშეფასება აქვს. მას ეჩვენება, რომ აუცილებელია რამე მნიშვნელოვანი მოიმოქმედოს, რომ შეიყვარონ ანუ დაიმსახუროს სიყვარული. ხანდახან მას აძრწუნებს ის აზრი, რომ სიყვარული საერთოდ არ არსებობს ან მას მხოლოდ ტკივილი მოაქვს. ამიტომ, მშობლებმა აუცილებლად უნდა აგრძნობინონ უპირობო სიყვარული და აუხსნან, რომ ის თვითონ აღმართავს გამყოფ საზღვრებს, რომ დაიცვას თავის ადამიანური სიახლოვისგან, რომელსაც ტკივილის მოტანა შეუძლია.

 

ფრენსის საკოიანი

ნიჭიერი ხალხია. სატურნი კრისტალიზებულ ფორმას აძლევს ვენერას მისწრაფებას ხელოვნებისა და სტრუქტურისადმი, მოთმინებით აჯილდოვებს დეტალებთან მუშაობისას. დროის და სივრცის მმართველი სატურნი არანაკლებ უნარებს მისცემს მათემატიკაში, თუ შეერთებაში მერკურიც მონაწილეობს.  ჰარმონიის და წონასწორობისკენ მიდრეკილება ვენერას სულიერ მხარეს განასახიერებს, სატურნთან და მერკურისთან ტანდემში კი ადამიანს სამყაროს ჰარმონიის კანონების გაგებაშიც დაეხმარება.

საზოგადოებაში ჩაკეტილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, კავშირებს ფრთხილად და წინდახედულად ამყარებენ. მეგობრობაში ერთგულებას და თავდადებას ეძებენ.  მათი გაწეული დახმარება ყოველთვის ეფექტურია.  თუ პატიოსნად და კეთილშობილად მიქცევიან, ბევრ სარგებელს მიიღებენ.

ნეგატიურ ვარიანტში (თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს), ძალიან პატივმოყვარეები არიან. ანგარებით ქორწინებაზეც არ დაიხევენ უკან მატერიალური თუ სოციალური სტატუსის გასაუმჯობესებლად. უნდა ერიდონ ადამიანების გამოყენებას, საკუთარი ემოციური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ყველაზე უარეს ვარიანტში, დამახასიათებელია ჩუმი დეპრესია და უსასრულო შეგრძნება, რომ ისინი არავის უყვარს.

 

სერგეი შესტაპალოვი

სისუსტე, ეჭვიანობა, უნდობლობა, იმედგაცრუება, დაუკმაყოფილებლობა, ანგარება, ცივი გრძნობები, გაუცხოება, განშორება და დანაკარგები. მამაკაცის ჰოროსკოპში _ სიყვარული უფროსი ასაკის ქალის მიმართ ან ცალმხრივი სიყვარული. დამატებითი ნეგატიური ასპექტებისას _ მაზოხიზმი, გარყვნილება, უზნეობა.

დადებითი მხარე _ პასუხისმგებლობის და ვალდებულების ძლიერი გრძნობა.

 

სხვა წყაროები

Gia Carangi ♀ ☌ ♂ ☌ ♄ _ ♑

ვენერასა და სატურნის შეერთება  დათმობის აუცილებლობაზე მიუთითებს, სასურველის მისაღებად. იმისათვის, რომ ურთიერთობამ იმუშაოს, აუცილებელია მოერგონ და აეწყონ სხვაა. ურთიერთობები ხშირად არადამაკმაყოფილებელია ან რაიმე ფორმით შეზღუდული. ხდება ისეც, რომ თავს გამოყენებულად გრძნობენ ან ურთიერთობისგან ვერაფერს იღებენ. შესაძლოა იმიტომ, რომ მათ გაცილებით მეტის გაცემა მოეთხოვებათ, ვიდრე დანარჩენებს. სატურნული პესიმიზმი თავის დაღს ტოვებს პირად ურთიერთობებზე (ვენერა).

ეს ასპექტი ასევე აისახება ფინანსურ საკითხებზეც. მათ ჯანსაღი შეხედულებები აქვთ მატერიალურ საკითხებზე და საკმაოდ თვითდისციპლინირებულნი და ხელმომჭირნენი არიან ფინანსების განკარგვისას.

პიროვნულ დონეზე ასეთი ადამიანები ერიდებიან გრძნობების, განსაკუთრებით სიყვარულის ღიად გამოხატვას. თუმცა მხედველობაში მიიღეთ, რომ ისინი ოსტატები არიან კომპრომისების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის საკითხებში და სწორად ამ გზით ავლენენ სიყვარულს. ხშირია სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები ბავშვობაში. ისინი ღრუბელივით ისრუტავენ მშობლების ურთიერთობის მოდელს, რაც ღრმად ილექება ემოციური სამყაროს ფსკერზე და საოცარი სიზუსტით აისახება მათ ურთიერთობებზე მეგობრებსა თუ საყვარელ ადამიანებთან. თუმცა მათ ყოველთვის თან სდევთ მოდუნების, მიმდინარე წუთით ტკბობის და სიყვარულის ღიად გამოხატვის შიში.

კლასიკურ ასტროლოგიაში ეს ასპექტი უმეტესად დაგვიანებულ ქორწინებასთან ან მარტოხელობასთან ასოცირდება. ხშირად ვხვდებით ისეთი ადამიანების რუკებში, ვინც თვლის, რომ ახალგაზრდა ასაკში იპოვა “ჭეშმარიტი სიყვარული” და კბილებით იცავს მას, მიუხედავად უამრავი პრობლემისა. ეს ადამიანები ხშირად მარტოსულად გრძნობენ თავს პარტნიორულ ურთიერთობებში. უმეტესად ემორჩილებიან და ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ მომთხოვნ პარტნიორთან. საქმე ის არის, რომ მათი უმრავლესობა თავდაჯერების ნაკლებობას ებრძვის. ყოველთვის სიყვარულთან ასოცირებულ შიშს განიცდიან, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესი უარყოფის შიშია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი რთულ და პრობლემატურ ქირწინებაში რჩებიან, არის ოჯახის დანგრევის შიში. ამიტომ, მათი გრძნობები, როგორც წესი, „რას იტყვის ხალხი“, განსჯის შიშის მსხვერპლია. კიდევ ერთი მიზეზი  მატერიალური უსაფრთხოებაა, რადგან ურთიერთობები, თუნდაც უბედური, მათ ფინანსურ დაცულობის შეგრძნებას უზრუნველყოფს. ერთი სიტყვით, ამ ასპექტისთვის საკმაოდ ტიპურია პირადი ბედნიერების მსხვერპლად გაღება.

მათი ყველაზე დიდი სურვილია, რომ ვინმემ უპირობოდ და ლაღად შეიყვაროს, თუმცა წინასწარ დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი სიყვარულს მაინც ვერ მიიღებენ და ამიტომ, არც ეძებენ. ამას გარდა, სატურნს ყოველთვის თან ახლავს წარუმატებლობის შიში, რაც ხელს უშლით თავისუფლების შეგრძნებასა და გამბედაობაში, რომ აკეთონ ის, რაც მართლა უნდათ.

ისინი ოსტატურად იცავენ თავიანთ გრძნობებს და ყველაფერს მოიმოქმედებენ იმისთვის, რომ გარშემომყოფთათვის მიუწვდომელი დარჩეს მათი სუსტი მხარეები. ცხადია, ასეთი ტიპის თავდაცვა გამართლებულია გულისტკენის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ამგვარი მიდგომით მათ ძალიან უჭირთ ბედნიერებას პოვნა. ისინი უნდა შეეცადონ შეასუსტონ მაინც დაცვის მექანიზმი. მათ ძალიან უჭირთ ინტიმურობის, ემოციური სიახლოვის მიღწევა ურთიერთობებში. თავდაჭერილობის გამო, ხშირად ცივ და უგრძნობ ადამიანებად წარმოჩინდებიან. ამის მიზეზი ხშირად ხდება ადრეულ ასაკში გადატანილი მტკივნეული განშორება, რის შემდეგაც ისინი ძნელად თუ ენდობიან ადამიანებს. მათ საკმაოდ დიდი დრო სჭირდებათ ნდობისთვის. უმეტესად თავს მარტოსულად გრძნობენ და ხშირად ფიქრობენ, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ არსებობს მათ გარემოცვაში, ვისაც ისინი მართლა ადარდებთ. ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ თქვენში, იმისათვის თავი ოდნავ მაინც უსაფრთხოდ იგრძნონ.

ამ ასპექტის დამუშავება, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს სიყვარულში ნეგატიური მოლოდინებზე მუშაობას და მათ აღმოფხვრას. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ენერგია უკეთესად მუშავდება დროის განმავლობაში, ასაკის მატებასთან ერთად. მხოლოდ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს ასპექტი მათგან  შეგნებულ ძალისხმევას მოითხოვს განვითარებისთვის. თუ გააცნობიერებენ და მიიღებენ იმ ფაქტს, რომ მათ უნდათ და სჭირდებათ პარნტიორის მხრიდან სიყვარული, ისინი ნელა, მაგრამ მაინც მოახერხებენ დაცვის მექანიზმის გამორთვას. მაგალითად,ახლობელ და საყვარელი ადამიანებთან ემოციურ დისტანციაზე ყოფნა და საკუთარი თავის დარწმუნება,რომ “ასეც კარგად ვარ”,ინტიმურობის გამომუშავებაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. ნეგატიური დასკვნების გაკეთება, თუ სითბო ზუსტად იმ სახით არ მოდის, როგორსაც ელოდით, ასევე ვერ დაგეხმარებათ. სამაგიეროდ, კარგი იდეაა პარტნიორის არჩევნის შესწავლა.

შეიძლება დაფიქსირდეს გაუცნობიერებლი მიდრეკილება ისეთი ხალხის მიმართ, ვისაც მცდარი მიზეზების გამო უყვარხართ _ზედაპირულად ან მატერიალური დაინტერესების გამო. მართალია, “საქმიანი სასიყვარულო ურთიერთობების” შენარჩუნება თავს უსაფრთხოდ გაგრძნობინებთ, მაგრამ სამარადისოდ განგიმტკიცებთ მარტოობისა და თქვენი უსარგებლობის შეგრძნებას.

თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის დაფასება და სიყვარული და უფრო გახსნილად გამოხატოთ საკუთარი გრძნობები.

ეს შეერთება ბრწყინვალე ბიზნეს უნარებს იძლევა, განსაკუთრებით ფინანსების და ხელოვნების სფეროებში. თქვენ შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ ნებისმიერ არჩეულ კარიერაში

 

ცნობილი ადამიანები ვენერა-სატურნი შეერთებით: Hank Aaron, Ian Scott Anderson, Ray Bradbury, Edgar Cayce, Richard Chamberlain, Bill Gates, Steffi Graf, Lena Horne, Ashley Judd, Julianne Moore, Kim Novak, Yoko Ono, James Spader, Gloria Steinem, Donald Trump.

 

ავტორი: Qet Adastra

 


About Kate

Scroll To Top