ვენერა ვერძში

ვენერა ვერძში

ტყვეობა

აქტიური გრძნობები და სურვილები. მოსწონს ყველაფერი დინამიური. მტკიცე, მამაკაცური ხასიათი. გამარჯვების წყურვილი. სურს დაიპყროს ყველაფერი,რაც მისი აზრით, ეკუთვნის. მოსწონს უბრალოება, უშუალო და გამჭირვალე ურთიერთობები. ვერ იტანს გაუგებრობებს, ჩახლართულ და წინააღმდეგობრივ ისტორიებს.

საუკეთესო შემთხვევაში: გამარჯვებისკენ სწრაფვა, კეთილშობილება, რაინდობა.

უარეს შემთხვევაში: სნობიზმი, ღარიბი მგრძნობელობა, ზნეობრივი შეზღუდვები, გარესამყაროს შავ-თეთრი აღქმა.

პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

ვენერა ცეცხლოვან ვერძში მარსს სტუმრობს და ეს მისი გამოძევებული მდებარეობაა,რადგან ვერძი ვენერას ერთერთი შვილის,ჰაეროვანი სასწორის საპირისპირო ნიშანია.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ასეთი ვენერა განიჭებთ ბასრ,მძაფრ,შეიძლება ითქვას,უხეშ გრძნობებს,რომელიც კარმულად ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ვერძი დაკავშირებულია თვითგამოხატვასთან,ამიტომ თქვენი გრძნობები ღიად ვლინდება და მთელ თქვენს არსს დებთ გამოხატულ ემოციებში. შინაგანად ძალზედ ვნებიანი, ბობოქარი და იმპულსური ადამიანი ხართ. ხშირად “ფეთქდებით” და გრძნობების გამოხატვა სცდება დაშვებულ ჩარჩოებს. ხანდახან ბობოქარ ვნებიანობის პერიოდებს ცვლის სრული აპათია და გულგრილობა. რადგან ვერძი მთელ ენერგიას ერთად ანთხევს და ასეთი დაცლის შემდეგ გარკვეული დრო გჭირდებათ აღდგენისთვის.

სინამდვილეში ეს ყველაფერი ბევრად რთულად გამოიყურება,რადგან ზემოთაღწერილ დახასიათებაში არ არის გათვალისწინებული სოციალური და აღზრდის ფაქტორები,ქცევის ნორმები. რეალობა კი გვაქვს შემდეგნაირი: ამ ადამიანთა მიერ თავიანთი ძლიერი გრძნობების ესოდენ ემოციურად გამოხატვა საზოგადოების მხრიდან,უმრავლეს შემთხვევაში,ნეგატიურად აღიქმება. გარშემომყოფები მას არაადეკვატურად მიიჩნევენ და განსჯიან,არ ესმით და გაურბიან მასთან ახლო კონტაქტს. მსგავსი სოციალური რეაქცია მის მიერ მტკივნეულად აღიქმება და შესაძლოა დაიწყოს საკუთარი გრძნობების დათრგუნვა ან ჩანასახშივე ჩახშობა. რადგან ვერძი მარსიანელია,ხოლო მარსი ნებას გამოხატავს,ადამიანი იწყებს საკუთარი ნებით ემოციების კონტროლს,მუჭში ამწყვდევს და გამოვლენის საშულებას არ აძლევს. ასეთ “გამოსავალს” განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ ქალები. ემოციების დატყვევებას შედეგად მოსდევს დეპრესიული მდგომარეობა: აღტკინებათა კონტროლი საკმაოდ ძვირად უჯდება ადამიანს,რადგან თავისივე ნებით უკრძალავს საკუთარ თავს განცდების გამოხატვას. ვარდება მელანქოლიაში, ხდება მოქუფრული და გაღიზიანებული.

თუმცა ისეც ხდება,რომ სოციალური კონტროლი სუსტდება. მაგალითად, ვენერიელი ვერძი შესაძლოა გაბრაზდეს გარშემომყოფებზე და ამ დროს თვითნებურ სანქციას იღებს არ დაექვემდებაროს სოციუმის კანონებს; როგორც უნდა,ისე მოიქცეს და ემოციებსაც უფრო თავისუფლად და ბუნებრივად ავლენს. ან როდესაც გახსნილი და გულწრფელი ურთიერთობა აქვს პარტნიორთან, დარწმუნებულია მასში და ზუსტად იცის,რომ როგორიც არის,ისეთს მიიღებენ, ღიად და უკომპლექსოდ მოქმედებს. ასეთ დროს ვერძი ვენერას ქცევები ზემოთაღწერილს შეესაბამება.

მალაალებადი და თავდაუზოგავია,მხურვალე ტემპერამენტით. მარტივად ეჩვევა ადამიანებს. უხვად,შეიძლება ითქვას, არაეკონომიურად ხარჯავს გრძნობებს. ასეთი ვენერის ქალები გვანან ამორძალებს,ხოლო მამაკაცები-დამპყრობლებს. აბსოლუტურად ყველა ვენერიელ ვერძს,განურჩევლად სულიერი და ინტელექტუალური განვითარების დონისა,ახასიათებს ფლობის დაუოკებელი სურვილი. უბრალოდ ასეთი ენერგეტიკა აქვთ. შესაძლოა,ძალიან მაღალგანვითარებულ ინდივიდთანაც გქონდეთ საქმე,თუმცა პირად ურთიერთობაში მას მაინც უჩნდება საყვარელი ადამიანის დაპყრობის სურვილი. მარტივად უყვარდება და პრინციპში,ღალატიც შეუძლია,მხოლოდ ვნებისა და იმპულსების კარნახით და არა გრძნობების.

ვენერიელი ვერძი მთელ თავის უზარმაზარ იმპულსებს დებს გრძნობებში და ამიტომ ძალიან რთულად გადააქვს სასიყვარულო წარუმატებლობა. თუ მის სიყვარულს უარყოფენ,ამას მოჰყვება ემოციური კოლაფსი და მძიმე დეპრესიული მდგომარეობა. აღდგენის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობს,რადგან ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია და მისი შიდა რესურსები და პოტენციალი კარგად არ არის ფორმირებული. მიუხედავად იმისა,რომ გარეგნულად ძლიერი ჩანს,შინაგანი ღერძი მერყვეია_მას არ აქვს შინაგანი სიმყარე,რაც სწრაფი რეგენერაციის საშუალებას მისცემდა. თუმცა აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ სატურნის მდებარეობაც ადამიანის კოსმოგრამაში,რომელიც ძალების აღდგენის უნარებსა და მეთოდებზე მიგვითითებს. თუ ვენერა ვერძს სუსტი სატურნი ყავს,მას ძალიან დიდი დრო დასჭირდება წარუმატებლობის შემდეგ გონზე მოსასვლელად და ძალთა აღსადგენად,ამიტომ ადამიანებთან ურთიერთობა ურთულდება.

ქალის ჰოროსკოპში ესეთი ვენერა წარმოშობს წინააღმდეგობრიობას: ერთის მხრივ,მას უჩნდება ნორმლური ქალური სურვილი,მამაკაცს ეჭიროს ლიდერის პოზიცია ურთიერთობაში და მართოს სიტუაცია. მეორეს მხრივ,ის ბუნებით ამორძალია,რომელიც ვერ იტანს კაცის ხელმძღვანელობას. მისი გრძნობები იმდენად ძლიერია,ხშირად აიძულებს თავს დაესხას საყვარელ მამაკაცს,მაგრამ თუ ამ უკანასკნელმა მისი გაღიზიანება გამოიწვია,დაუყოვნებლივ იშორებს. ასევე ხშირად წარმოექმნება არჩევანთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგადად,ვერძი დგება არჩევნის გაკეთების პრობლემის წინაშე,რადგან მოვლენებს უკიდურესობებით,შავ-თეთრ ფერებში აღიქვამს და უჭირს ჰარმონიის პოვნა. ასეთ პირობებში მისი მდგომარეობა ემსგავსება ერთერთ ფსიქოლოგიურ კაზუსს: ხის ტოტზე ზის ამორძალი-გოგონა,რომელსაც გადმოხტომის ეშინია,თან არც უნდა,რომ ჩამოსვან. საუკეთესო გამოსავალი: ჩნდება ვინმე,ვინც გაუთვითცნობიერებელია სიტუაციაში და უკითხავად ეხმარება ამაყ ვაცს. ყველა კმაყოფილია,განსაკუთრებით ამორძალი,რომელმაც არჩევნის გაკეთებას თავი აარიდა. როგორც წესი,მამაკაცებს უჭირთ ამ ქალებთან ურთიერთობა,რადგან მათ თავადაც არ იციან, როგორ მოიქცნენ და რა აირჩიონ,იყვნენ დამოუკიდებლები თუ თავი ნამდვილ ქალად იგრძნონ და მამაკაცი წინ გაატარონ.

ვენერიელი ვერძისთვის ასევე ბევრ პრობლემას წარმოშობს კრიტერიუმების ჰარმონიულობაც. შავ-თეთრი ხედვის გამო,ხან ერთ უკიდურესობაში ვარდება, ხან მეორეში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მას არ ჰყოფნის დიპლომატია,ჰარმონია და წონასწორობა. ბოროტი ვენერას შემთხვევაში,ხასიათდება უხეშობითა და უკმეხობით. იმისათვის,რომ თქვენ ემოციურად ნორმალურად განვითარდეთ, საჭიროა მოახდინოთ თქვენი კრიტერიუმების ჰარმონიზება. ამისთვის კი აქტიურად უნდა ეძებოთ და იმოქმედოთ,რადგან ზუსტად დინამიკაში მიაღწევთ ჰარმონიას. თქვენს ცხოვრებაში არ უნდა იყოს სტატიკა,მდგრადობა,რადგან სწორედ სტიქიურ პირობებში გამოიმუშავებთ ჰარმონიის კრიტერიუმებს.

რადგანაც ვენერა უკავშირდება დასვენებასა და ძალების დაგროვებას,თქვენთვის რეკომენდებულია აქტიური ტიპის დასვენება,სპორტული ტურიზმი,ფიზიკური დატვირთვებით.

ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ვენერიელ ვერძთაგან მომდინარე იმპულსები ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ საწინააღმდეგო სქესზე. მათთან სიახლოვისას,ადამიანებს სუნთქვა ეკვრით და ისინი მშვენივრად გრძნობენ ამას. ვენერა არბილებს ვერძისთვის დამახასიათებელ სიუხეშეს. ერთი იმიტომ,რომ პიროვნება ძლიერად ორიენტირდება სოციუმისგან მომავალ ნაკადებზე და ეცდება მოწონება დაიმსახუროს, მეორე გამომდინარეობს პირველისგან და ესეთი ვენერა ქვეცნობიერად ამსუბუქებს გარესამყაროსთან კონტაქტს.

დეპრესიულ მომენტებში,ეს ვენერა ტიპურ გამოსავალს პოულობს ხელოვნებაში,საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში,მათგან აღიარებასა და სიყვარულში,რაც საკმაოდ არაბუნებრივია მზით ვერძისთვის.

მერლინ მონრო. ვენერა ვერძში

სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“

დატყვევებული ვენერას გავლენა რამდენადმე შესუსტებულია. თუმცა ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში, პატრონს ანიჭებს სიყვარულს სიახლეებისადმი, ოპტიმიზმს, სიხალისეს, უსაფრთხოებას, სადღესასწაულო განწყობას. მოსწონს ყველაფერი მჭახე და კაშკაშა. ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანია. ექსტრავაგანტულია, მოდური და მიმზიდველი. მარტივად იპყრობს საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. გრძნობებს დემონსტრაციულად და თავისუფლად გამოხატავს.

ნეგატიური ასპექტების შემთხვევაში, პიროვნებას უვითარდება: პატივმოყვარეობა, თავხედობა, თავქარიანობა, კაპრიზულობა. ხდება უსირცხვილო, მყვირალა და ექსცენტრული.

ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

გიჟური სიყვარული. გრძნობების აგრესიულად გამოხატვა. ძლიერი სქესობრივი მიზიდულობა, უკიდურესად მაღალი სასიყვარულო აქტივობა, განსაკუთრებით ახალგაზრდულ წლებში.

შეუპოვარი თაყვანისმცემელია და სიყვარულის ობიექტზე გადაკიდებაც ახასიათებს. რომანტიული გრძნობები და სურვილები მალე წარმოექმნება,თუმცა ვერ უძლებს წამიერ ცდუნებებს. გრძნობები პირველი ეიფორიის გადავლის,”თაყვანისცემა და გამარჯვების” შემდეგ მარტივად ქრება,რადგან სწრაფად ხარჯავს და საწყის ეტაპზევე იწვება.

მოსწონს აქტიური,ცოცხალი პარტნიორები,ძლიერი და დამოუკიდებელი ხასიათით. სწყინდება,როდესაც რომანტიურლი ურთიერთობები მდორედ,სტაბილურად მიედინება,როცა ურთიერთობა მშვიდი და პროგნოზირებადია. მას სჭირდება, სიყვარულის კოცონი დროდადრო ნაპერწკლებს ყრიდეს და ამის მისაღწევად კონფლიქტსაც კი არ აარიდებს თავს.

დიდ დროს და სახსრებს ხარჯავს გარეგნულ სილამაზეზე.

ინდუბალა „ინდური ტრადიცია“

ზემოქმედება საშუალო. განგება კარგ საქორინო პარტნიორებს უგზავნის,მაგრამ ხშირია წყვილთა შორის შეტაკების ალბათობები. ტრადიციული ასტროლოგიური ტექსტები გვამცნობენ “ზოგიერთ მავნე ჩვევებზე,რის გამოც ხიფათში გახვევევენ საკუთარ ოჯახს”.

Het Monster- „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ენტუზიასტი წამომწყები,ინიციატორი. ნაადრევი ქორწინება. უბედურება ქალის მხრიდან. ქალის ჰოროსკოპში მიუთითებს უიღბლო ქორწინებასა და მამაკაცთა მხრიდან ზეწოლაზე. ვენერა ვერძში განდევნილია/ტყვეობაშია და ამიტომ მუდმივად საჭიროებს გარედან აღიარებას,რაც ეგოიზმს ბადებს.

+ სასიამოვნო ადამიანი,შემოქმედებითი უნარებით.

– უხეში. უტაქტო. ხისტი.

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

გრძნობები ზედმეტად ღიად და ბობოქრად ვლინდება. იზიდავს კაშკაშა,თვალშისაცემი სილამაზე. გართობის მოთხოვნილება.

ქეთრინ ობიე „ასტროლოგიური ლექსიკონი“

სიყვარული სპონტანურად და თავისთავად იბადება; სიმპათიები და ანტიპათიები_წამიერად. ფორმები სრულიად სხვადასხვაგვარი: “სიყვარული ერთი ნახვიდან” დაწყებული “უცაბედი,განმეორებითი აფეთქებით დასრულებული”. ბრმად უყვარს და ვერავის განსჯა ვერ მოახდენს გავლენას მის გრძნობებზე. მგზნებარე ვნებები არაერთხელ აენთება მის გულში,თუმცა ყოველ ჯერზე მთელი გულწრფელობით უყვარს და ჰგონია,რომ “ის ერთადერთია!” უშუალო და წრფელი სიყვარული,თუმცა არადღეგრძელი.

ვენერიელი ვერძი ბუნებრიობის მომხრეა,ვერ იტანს ხელოვნურობასა და პრანჭვას; არ თვლის საჭიროდ, დამალოს გულწრფელი გრძნობები. მისთვის დამახასიათებელ სუფთა,ნათელ და უკიდურესობამდე მისულ გრძნობებს პირდაპირ და გულღიად გამოხატავს. ვერ იტანს ინტრიგებს, მისთვის გაუგებარია სქესთა შორისი კოდირებული თამაში. არ ესმის,რატომ ცდილობენ გადაკრული მინიშნებებით შეითრიონ ბურუსით მოცულ ურთიერთობაში. ასეთ დროს ეჩვენება,რომ ატყუებენ ან არ არიან დაინტერესებულნი მასთან ურთიერთობით. ის ყოველთვის გულწრფელ დამოკიდებულებას ელოდება და შეიძლება ითქვას,მიამიტია პირად ურთიერთობაში.

ძალიან სწრაფად უყვარდება. არც ისე იშვიათად იტანჯება ცალმხრივი სიყვარულით. ურთიერთობაში ვერ იტანს მოწყენილობასა და ერთფეროვნებას. თუ ადამიანს მხოლოდ ვენერა ჰყავს ვერძში,ის უფრო მარტივად გამოძვრება “ვერძული” დეპრესიისგან,ვიდრე მზით ვერძი,თუ ყურადღებას ხელოვნებაზე,კარგ საკვებზე,სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე გადაიტანს.

ორივე სქესისთვის დამახასიათებელია ძლიერი ვნებიანობა და მაღალი სექსუალური პოტენციალი.

ქ ა ლ ი,  ვენერით ვერძში,უმანკოდ,გაუცნობიერებლად ხიბლავს მამაკაცებს. შეიძლება თავად ვერც კი ამჩნევდეს,როგორ უჩნდება თანამოსაუბრე მამაკაცს ლტოლვა,მისი ზედმეტად გახსნილი საუბრების გამო. ხშირად მამაკაცური ქცევა ახასიათებს და ეჯიბრება პარტნიორს, ვინ ვის შეაცდენს. თუმცა საკუთარი პერსონისადმი ყოველთვის ითხოვს სიყვარულს,ყურადღებასა და პატივისცემას,როგორც ნამდვილი დედოფალი. იდეალურ სიყვარულს ეძებს და როდესაც შეყვარებულია,ახასიათებს გრძნობების გაშიშვლება. თუ მისი სურვილები და მოთხოვნები არ კმაყოფილდება,მზადაა არაერთი უგუნურება მოიმოქმედოს და პატარა,კაპრიზული ბავშვივით იქცევა. მაგრამ დიდი ხნით არ ბრაზდება,როგორ სწრაფადაც წამოენთება,ასეთივე ტემპში შოშმინდება. ცხოვრების განმავლობაში ბევრი რომანი აქვს,მაგრამ არა იმიტომ,რომ ქარაფშუტაა,არამედ მხურვალე ნატურა აიძულებს დაასრულოს ურთიერთობა,როცა სიყვარულის ცეცხლი ქრება. ამასთან, ყოველ ჯერზე სულის სიღრმემდე,გულწრფელად უყვარდება.

მისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ითამაშოს ტრადიციული ქალის როლი,რადგან ყოველთვის თავად იღებს გადაწყვეტილებებს. ძლიერი,ინდივიდუალისტი და დამოუკიდებელი პიროვნებისთვის პარტნიორული ურთიერთობა ყველა მტკივნეული ადგილია. მან უნდა ისწავლოს სხვისი აზრის გათვალისწინება არა 333ჯერზე,არამედ თუნდაც 3-ეზე. უნდა სცადოს და შეიგნოს,რომ პარტნიორსაც შეიძლება ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები და გეგმები ურთიერთობაზე.

ცდილობს, გარეგნულად თვალშისაცემად გამოიყურებოდეს. ირჩევს სუფთა,მდიდარ ფერებს. სპორტული,მოძრავი,აზარტული და ხალისიანია. მას მოსწონს ძლიერი,ემანსიპირებული ქალის იმიჯი და ხშირად ირჩევს ე.წ. “მამაკაცურ პროფერსიებს”: ჟურნალისტიკა,პოლიტიკა და ა.მ. ან სპორტულ კარიერას. მას იზიდავს ენთუზიაზმითა და სიცოცხლით აღსასავსე ადამიანები.

 

მ ა მ ა კ ა ც ი,  ვენერით ვერძში, ძალიან მიმზიდველია საპირისპირო სქესისთვის,თითქოს რაღაც განსაკუთრებული მაგნიტი აქვს. ინტუიციურად უგებს ქალებს,ყოველ შემთხვევაში ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქალები ამჩნევენ,რომ ის ძალიან მამაკაცური,ძლიერი,ჭკვიანი და იმავდროულად მგრძნობიარე ნატურაა. ისიც მუდამ იმ “ერთადერთის” ძიებაშია,რაც სატანჯველს ჰმატებს. როგორც პრაქტიკა აჩვენებს,მისი შინაგანი აფორიაქებული სამყარო,კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას. მძაფრად განიცდის სულიერ ღელვას და მტკივნეულად რეაგირებს,როდესაც მის პირად ცხოვრებაში გარეშე პირები ერევიან. ვერ იტანს რუტინულ ურთიერთობებს. მისთვის თვისებრივია მიიყვანოს საკუთარი და საყვარელი ადამიანის გრძნობები მხურვალების იმ ზღვრამდე,როდესაც აფეთქების საშიშროება ჩნდება. ყოველთვის უკიდურესობების ზღვარზეა: კი ან არა! თეთრია ან შავია! ძალიან უჭირს კომპრომისებზე წასვლა,თუმცა კი გულით უნდა ურთიერთობების დალაგება. მისი ამოცანაა,აღიაროს ქალი თანასწორუფლებიან პარტნიორად; ისწავლოს მიტევება; იყოს დიპლომატიური და მოაგლუვოს მახვილი კუთხეები,რომ ზედმეტი პირდაპირობით არ აწყენინოს საყვარელ ქალს. და იქნებ დროა, აღიაროს ქალების უფლება თამაშსა და კეკლუცობაზე? ეს ხომ თავისებურ ხიბლს სძენს ურთიერთობას და ვის, თუ არა ქალს ძალუძს მოხერხებულად წარმართოს ეს თამაში.

იდეალური ქალის სახება: საკუთარ თავში დარწმუნებული ამორძალი. იმისთვის,რომ შეიყვაროს,მან ქალში,პირველ რიგში, ძლიერი პიროვნება უნდა დაინახოს. ის არ არის მამაკაცთა იმ კატეგორიიდან,რომელიც ათვალიერებს,აფასებს,აწონ-დაწონის..მას ვნებების ქარიშხალი უნდა,უფრო სწორად ისეთი ქალი,ვინც ასეთ მძაფრ გრძნობებს განაცდევინებს და თუ ეს მყისიერად ვერ იგრძნო,ნაკლებ სავარაუდოა,რომ დროთა განმავლობაში გამოუმუშავდეს ასეთი გრძნობები და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩინოს ქალში ამაღელვებელი განცდები. ის უნდა მოინადიროთ ანთებული სულით,მგზნებარე გულით,თვალებში ნაპერწკლებით,სრულფასოვნად ცხოვრების უნარით. ამიტომ მათ ხშირად იტაცებთ ახალგაზრდა და ენერგიული ქალები.

მარია ქეი სიმსი “თქვენი შესანიშნავი ბავშვი”:

ენერგიული,ინიციატივიანი და დამოუკიდებელი ბავშვები არიან,რომელთაც იზიდავთ მრავალფეროვანი და აქტიური საქმიანობა. სწრაფად უმეგობრდებიან თანატოლებს,როდესაც მათ თვალებში ნაპერკლებს ხედავენ,მაგრამ თუ ეს ცეცხლი ჩაქრა,ასევე სწრაფად გაცვლიან “ახალ ნათებაში”.

“ახლა!” გაცილებით მიმზიდველია,”მერე” ძალიან შორი,ამიტომ ფული ხშირად ჯიბეს უწვავს. არ იფიქროთ,რომ ჯიბის ფულს გადადებენ რაიმე მნიშვნელოვანი შენაძენისთვის. უფრო იმწუთიერი იმპულსების გავლენით ხარჯავენ.

ეს ბავშვები ბუნებრივად,ენეგიულად,აღტაცებული ჩახუტებით გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს.

ღია,თავისუფალი და მხატვრული ფორმები იზიდავს და ახალისებს მათ შემოქმედებით უნარებს. მიეცით ხალასი ფერებით სავსე დიდი მოლბერტი და ნაირფერი ფუნჯები. სცადეთ ცეკვის გაკვეთილებზე ატაროთ,შეურჩიეთ ენერგიული მასწავლებელი. უყიდეთ აუდიოწიგნები.

სამანტა დევისი „საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გასაღები“

ეს ბავშვები პირველ რიგში საკუთარ თავზე,სურვილებსა და მოთხოვნილებებზე ფიქრობენ. უპირატესად იღებენ და არა გასცემენ,ეს პრინციპი ყველა სფეროზე ვრცელდება და განსაკუთრებით სიყვარულზე. მიაჩნიათ,რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს,როგორც თავად სურთ. მათ უნდა ასწავლოთ გარშემომყოფებზე ფიქრი,კომპრომისებზე წასვლა და რაც მთავარია, საკუთარი თავის სხვის ადგილზე ჩაყენება.

ვერძის ფიცხი და აგრესიული ხასიათი არც ისე ჰარმონიულად ერწყმის ვენერას რბილ და პასიურ ბუნებას. ეს სავსებით ლოგიკურია,რადგან ვერძს მარსი მართავს,ვენერა სასწორს მფარველობს. ეს ორი ნიშანი კი ზოდიაქალურ წრეში ოპოზიციას ქმნის და მუდმივი კონფრონტაცია აქვთ. ამ თვალსაზრისით,საინტერესო მდებარეობაა ვენერასთვის: პიროვნებას უწევს კონფლიქტურ ძალებს შორის ეძებოს ჰარმონია.

მეგობრების შეძენაზე დიდად არ ირჯებიან, არც მათი დაკარგვა ადარდებთ. თანატოლებთან არიან ბრაზიანები, ფიცხები, უყურადღებონი, ხანდახან უხეშებიც. არ აინტერესებთ სხვების აზრი,არც პოპულარობა და მეგობრებში წარმატება სჭირდებათ. ამოსავალი წერტილი მათთვის არის პირადი დამოუკიდებლობა. თუ რამე არ მოსწონთ,უბრალოდ მიდიან და ტოვებენ.

ვენერიელი ვერძები ძალიან მგზნებარე მხურვალე ტემპერამენტით გამოირჩევიან. მოძრავი ბავშვები არიან,უყვართ თამამი ექსპერიმენტები. გიჟდებიან წითელ ფერზე და ენერგიულ მუსიკაზე. უპირატესობას ანიჭებენ ყველაფერს დინამიურსა და არასტაბილურს.

ის არ დაიწყებს ფულის შეგროვებას. დაუფიქრებლად დახარჯავს იმაზე,რაც იმ წუთში მოეწონება. თუმცა ნებისმიერი ნივთი ასეთივე სისწრაფით უფასურდება მათ თვალში,რადგან გემოვნებაც მალცვალებადი აქვს.

შეიძლება მსუბუქი ხასიათის ბავშვად გეჩვენებათ მალცვალებადი გატაცებების და იმპულსურობის გამო,მაგრამ თუ არ ასწავლით საკუთარი ნაკლოვანებების შეცნობას,მათი გამოსწორებასა და სხვებზე დაფიქრებას,ძალიან რთული ფსიქოტიპის პიროვნებად ჩამოყალიბდება. აუხსენით,რომ ანაგარიში უნდა გაუწიოს სხვების გრძნობებსა და სურვილებს. იმედია გესმით,რამდენად რთული ხასიათის ბავშვი გერგოთ და როგორ სჭირდება მას თქვენგან მოხერხებული დახმარება. ის შეიძლება შევადაროთ ალმასს,რომელიც თქვენ უნდა დაამუშაოთ და მოხვეწოთ,რათა სითბო და სიყვარული ასხივოს.

ავტორი: Qet Adastra


About Qet

Scroll To Top