მყარი, პატრიარქალური სურვილები. თანმიმდევრულობა გემოვნებაში. თავმდაბალი და უპრეტენზიოა. ხშირია ასკეტიზმი. მიდრეკილება სტაბილურობის, ლოგიკისა და წესრიგისადმი.
საუკეთესო შემთხვევაში: იდეალების თავგადაკლული მსახურება; უზენაესი თავგანწირვა.
უარეს შემთხვევაში: შეზღუდული სურვილები. შებოჭილი გრძნობები. სიჯიუტე.
პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ვენერა თხის რქაში სატურნს სტუმრობს, ამიტომაც თქვენთვის დამახასიათებელი იქნება კონცენტრაციის მაღალი ხარისხი ემოციურ სფეროში, მიჯაჭვულობასა და სასიყვარულო საკითხებში. სატურნი იძლევა სიცივეს, შევიწროვებას, გრძნობითი იმპულსების გონებით დათრგუნვას, გაუცნობიერებლად და ბავშვობიდანვე. თქვენი გრძნობითი განვითარება შენელებული და დაგვიანებულია. ალბათ, ძალიან მომთმენი, თავდაჭერილი და გულჩათხრობილი ადამიანი ხართ გრძნობით საკითხებში. თუმცა თქვენთვის დამახასიათებელია მუდმივობა და ერთგულება.
სატურნის გავლენა უამრავ კომლექსს იძლევა სხვადასხვა გამოვლინებით. საუკეთესო შემთხვევაში, სატურნი დაგიწესებთ საზღვრებს მიჯაჭვულობებში, ანუ თქვენთვის დამახასიათებელი იქნება გრძნობების განსაზღვრული სისტემა ან გრძნობას ყოველთვის რაღაც ფასი ექნება, იქნება მკაფიოდ ფორმირებული. ამას გარდა, თქვენ ხართ განსაზღვრული ტიპის ადამიანი “ჩარჩოში” და ისეთი პარტნიორები აგირჩევენ, ვისაც ეს კონკრეტული ტიპი მოსწონს. სატურნის შეზღუდვები იმდენად ძლიერია, შესაძლოა გაქციოთ ერთმოყვარედ. თქვენ მტკიცედ იქნებით ფიქსირებული პარტნიორზე. თქვენი გრძნობები ნელა ვითარდება, მაგრამ თუ ფორმულირდა, ხშირად მანიამდე მიდის და უნდა გახსოვდეთ, რომ ეს პათოლოგიაა. ოპტიმალური ვარიანტია, გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე და სიმკაცრე არჩევანში და მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ იყოთ ერთმოყვარე.
თქვენ კონცენტრირებული იქნებით სიყვარულის ობიექტზე, ერთგულებას გამოავლენთ პრინციპის გამო და ეს მაშინ, როცა უკვე კარგა ხანია, მიგატოვეს. ამიტომ, ვენერა თხის რქაში ძალზედ არასახარბიელო მდებარეობაა ქალისთვის, რომელიც ზედმეტად ეჯაჭვება და კისერზე ეკიდება მამაკაცს, რასაც მისთვის კარგი არაფერი მოაქვს. მამაკაცის შემთხვევაში კი პირიქით, მისი გრძნობების სიმყარესა და ერთგულებას ემსახურება.
სავარაუდოდ, თქვენ გიზიდავთ მომთმენი და გამოცდილი პარტნიორები. გამოცდილებას ყველაზე მეტად აფასებთ. თუ ასკეზში ან მონასტერში არ წახვედით, სიყვარულში ისწრაფვით, შეიცნოთ ერთობლივი ჰარმონიის ხელოვნება. სხვა მხრივ, ვენერა თხის რქაში ავლენს გრძნობების სიმშრალეს, თვითგვემას, სტერილურობასაც კი. ხშირად იტანჯებიან სიყვარულის ობიექტის გამო. თუ, ამასთან, უარყოფითი ასპექტი წარმოიშვა ვენერასა და მთვარეს შორის, შესაძლოა განვითარდეს სექსუალური გარყვნილება, სადიზმი, მაზოხიზმი, ფსიქოლოგიური ვივისექცია (მედ. ორგანიზმის ცოცხლად გაკვეთა, ორგანოს ფუნქციის შესწავლის მიზნით). დოსტოევსკის ვენერა თხის რქაში ჰყავდა, ამიტომაც საოცარი დამაჯერებლობით აღწერდა პერსონაჟთა შინაგან ემოციურ მდგომარეობას.
ნორმალური ემოციური განვითარებისა და საკუთარი ჰარმონიის სისტემის ჩამოყალიბებისათვის გესაჭიროებათ განმარტოება და არა მარტოობა, რაც ჩვენს დროში ისედაც გავრცელებული სენია. დროებითი განმარტოება კი ნამდვლად დადებითად იმოქმედებს თქვენზე. თქვენ უნდა მოგეცეთ შესაძლებლობა, მოაწესრიგოთ შინაგანი სამყარო და ამ პროცესში არავინ შეგიშალოთ ხელი. გრძნობები გარკვეულ სისტემაში უნდა მოიყვანოთ, რომ გამოვლენის გზა მოუძებნოთ. თუ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშულება არ გეძლევათ, თქვენ ფიქსირდებით ემოციური განვითარების ინფანტილურ დონეზე _ იმ წერტილზე, რომლის შემდეგაც არ მოგცეს ნორმალური განვითარების საშუალება. სრულფასოვანი დასვენებისთვის, ასევე გჭირდებათ განმარტოება. განსაკუთრებით სასარგებლოა მთის ლანდშაფტი.
ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ვენერა თხის რქაში, ზედაპირული დამუშავებისას, იძლევა ადმინისტრატორებს ხელოვნების სფეროდან, ანტერპრენიორებს, გამომცემლებს და ა.შ., რომლებიც ცუდად ერკვევიან ესთეტურ არსში, მაგრამ კარგად გრძნობენ კონიუქტურას (განსაკუთრებით მერკურთან ასპექტისას). ხანდახან ვენერა იმდენად უბიძგებს ხელოვნებისკენ, თავად ცდილობენ შემოქმედებას, თუმცა ამას თხის რქულად აკეთებენ_ თანმიმდევრულად, შეუპოვრად, ფანტაზიის გარეშე, მკაცრი სქემებით. მიუხედავად ამისა, მრავალწლიანმა მონდომებულმა შრომამ შესაძლოა, ნაყოფი გამოიღოს ბრწყინვალე პიანისტის ან გრაფიკოსის სახით (თუ არსებობს მერკურის ან სატურნის დამატებითი ასპექტები).
ვენერიელი თხის რქა დიდ ყურადღებას უთმობს სოციალურ ფაქტორებს. მათ მოსწონთ სხვადასხვა კამპანიების ორგანიზება საზოგადოებრივ საწყისებზე: ქველმოქმედება, მშვიდობისთვის ბრძოლა, ქალებისთვის საარჩევნო ხმის უფლების ჩამორთმევა… კამპანიის იდეა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერად არის მოცემული თხის რქის ნიშანი კოსმოგრამაში.
დამუშავების მაღალ დონეზე მის შრომის ნაყოფს მოაქვს უმაღლესი ჰარმონია, რასაც არ უნდა საქმიანობდეს. ვენერა თხის რქაში ასევე აუმჯობოსებეს პიროვნების ემპათიურ უნარს.
სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“
ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში, ვენერიელი თხის რქა მარჯვედ უძღვება მეურნეობას, კეთილსინდისიერი, ბეჯითი და მონდომებულია. კეთილგონიერია, მშვიდი, დიპლომატიური, მომთმენი და ყურადღებიანი. კლასიკურ სილამაზეს უკეთესად აღიქვამს და ცდილობს ყველაფერს მკაფიო ფორმა მისცეს. კარგი შანსები აქვს ბიზნესის, კომერციულ, საბანკო, მენეჯერულ საქმიანობაში. წარმატებული იქნება ასევე არქიტექტურული ან სკულპტურული მოღვაწეობა. ადმინისტრაციული საქმიანობა, ოფის-მენეჯმენტი.
თუ პლანეტა დაზიანებულია ასპექტებით, ვლინდება უაზრო კაპრიზები, ჯიუტი ხუშტურები, ანგარიშიანობა, მერკანტილობა. მაღალია განხეთქილებებისა და იმედგაცრუების ალბათობა.
ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
საჭიროებენ სიმდიდრესა და მაღალ ყოფით საცხოვრებელ პირობებს, რის გამოც ხშირად ქორწინდებიან ფულზე. ხაზგასმული წესიერება და უმანკოება განიმარტება საკუთარი უპირატესობის შეგრძნების სურვილით. თავდაჭერილობისა და ქცევის კულტურის წყალობით, შეუძლიათ თავის მოწონება. ადრეულ ასაკში ირჩევენ ხანშიშესულ,მოწიფულ პარტნიორებს; მოგვიანებით _ უმცროსებს, რომელთაც, სიყვარულის ნაცვლად, თავდაჯერებას მატებენ და მატერიალურ მხარდაჭერას სთავაზობენ. პარტნიორებს ერთგულობენ ბედნიერების თუ უბედობის ჟამს; ლოიალურად ექცევიან, რადგან ძლიერ აქვთ განვითარებული პასუხიმგებლობის გრძნობა და ყოველთვის “წესებით თამაშობენ”. კარგად გრძნობენ კომპოზიციას და სტრუქტურას, განსაკუთრებით უყვართ კლასიკა.
ვენერა თხის რქაში ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, ვისაც საკუთარი გრძნობების დამალვა არ შეუძლია. მათ აინტერესებთ გარშემომყოფთა აზრი, რომელსაც მთელი ცხოვრება ეჯახებიან, პატივისცემა და სიყვარული სწყურიათ, თუმცა მათი მშვიდი და გულგრილი გამომეტყველების შემხედვარე, ამ მოთხოვნას ვერავინ ამჩნევს. მათ არ იზიდავთ ფორმალური და ზედაპირული ურთიერთობები. ფრთხილი და სერიოზული ვენერიელი თხის რქები სიღრმისეულ, ჭეშმარიტ და ხანგრძილ ურთიერთობებს ეძებენ. თაყვანისცემის საკითხებში ძველმოდურნი არიან. იზიდავთ ასაკით უფროსი, ემოციურად მოწიფული, საიმედო ადამიანები, ვინც მომავლის რწმენას განუმტკიცებს და თავდაჯერებას შემატებს, რაც აბოსულუტურ აუცილებლობას წარმოადგენს მათთვის.
ინდუბალა „ინდური ტრადიცია“
ჩვეულებრივ, ითვლება, რომ ასეთი მდებარეობა მიუთითებს გარეგნულად მიმზდველ, სუსტი აგებულების ადამიანზე. უმეტესად სხვას ემსახურება ან ასაკით უფროსი მეუღლის გავლენას განიცდის. განათლებულნი არიან სხვადასხვა მეცნიერებებში. ხშირად მკვეხარები. მოქმედებენ ხალხის დასანახად. შესაძლოა ჩაიდინონ საეჭვო საქციელი, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით. ხელსაყრელი მდებარეობაა მოგზაურობებისთვის. შეუძლიათ პოპულარობის მოპოვება. მაღალია გულის დაავადებათა ალბათობა, სხვაზე მატერიალური დამოკიდებულების გამო.
ნეტ მონსტერ „პლანტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ხასიათი არასიმპათიური, ბუნება გარყვნილი. ცდილობენ, ნებისმიერ ფასად დაიკმაყოფილონ სურვილები და გრძნობითი ინსტინქტები. მათ შორის საკმაოდ გავრცელებულია ფულზე ქორწინება. ჭეშმარიტი გრძნობებისა და სიმპათიების წარმოჩენა საკუთარი ღირსების დამცირებად მიაჩნიათ. ამ თვისებათა გამო, ხშირად იწვევენ სხვათა განაწყენებას და ბრალდებებს სნობიზმში.
უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში: უპირატესი მატერიალური ინტერესები, ემოციური სიცივე, ხანმოკლე ცხოვრება. ქალის ჰოროსკოპში უნაყოფობა.
სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“
მომთხოვნები, თუმცა თავადაც განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. გამოირჩევიან საკუთარი სტილით, ცხოვრების წესით. ხელმძღვანელ პირთაგან სარგებლობენ ნდობითა და მფარველობით.
ქეთრინ ობიე „ასტროლოგიური ლექსიკონი“
რეფლექტორული შიში სიყვარულის წინაშე. წინდახედულები არიან. უნდობლობით ეკიდებიან უცხო ადამიანებს.
დადებითი: სიღმისეული და ხანგრძლივი გრძნობები, თუმცა უმეტესად საიდუმლოდ ინახავენ. შესაძლოა, ბლოკირებაც კი განუვითრდეთ ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ გრძნობების გაზიარებას მოისურვებენ. ერთგულებით ხასიათდებიან. მათი სიყვარული დროის მონაა და მხოლოდ ხანგრძლივ ურთიერთობაში იფურჩქნება.
უარყოფითი: მატერიალური ინტერესების ან პატივმოყვარეობის გავლენა გრძნობებზე. უარყოფენ ხანმოკლე, წარმავალ კავშირებს. ხშირია ასკეტიზმი; ცალმხრივი ან გაუზიარებელი ვნებები; საყვარელი ადამიანის დევნა.
თუ თქვენ პარტნიორს ვენერა თხის რქაში ჰყავს, თქვენ იშვიათად გეცოდინებათ მათი ჭეშმარიტი გრძნობები, თუმცა მზრუნველობა არასოდეს მოგაკლდებათ. თავდაჭერილი და დისციპლინირებულნი, გარშემომყოფებს ცივ და ამპარტავან არსებებად ეჩვენებათ, მაგრამ თუ ყურადღებით დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ სულის სიღრმეში ნამდვილი ვნებები ბობოქრობს, რომლის საჯაროდ გამოტანა არ უყვართ, თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ თავად უნდა გაერკვნენ და გაანალიზონ. ურთიერთობაში ძალზედ მომთხოვნები არიან, განვითარების მაღალ დონეზე საკუთარი თავის, დაბალ დონეზე _ პარტნიორის მიმართ. ხშირად ითხოვენ რჩეულისგან თითქმის შეუძლებელს და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სასტიკად სჯიან მას ემოციური სიცივით.
განიცდიან რა “კუბოს კარამდე” საიმედო ურთიერთობის მოთხოვნას, პარტნიორის არჩევისას, ამ თვისებაზე ორიენტირდებიან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი და რჩეულის სოციალური სტატუსი. თუმცა ხშირად ტყუვდებიან, რადგან ვერ ახერხებენ, დროულად აღმოაჩინონ შეუსაბამობა მოთხოვნების კრიტერიუმებსა და ჭეშმარიტ გრძნობებს შორის. ახალგაზრდა ასაკში ხშირია იმედგაცრუებები საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში. მოვლენების რეალური აღქმა და ურთიერთობების აწყობა შედარებით გვიან მოდის. მანამდე აგროვებენ და აანალიზებენ საკუთარ და სხვების გამოცდილებას.
ვენერა თხის რქაში ოპტიმიზმით ნამდვილად არ ხასიათდება. როდესაც საქმე სასიყვარულო ურთიერთობას ეხება, პრაქტიკულად იქცევიან და ყოველთვის ანგარიშს უწევენ საკუთარ აზრებსა და ქცევებს. მიზანმიმართულად მიიწევენ მაღალი სოციალური სტატუსისა და მატერიალური კეთილდღეობისკენ, ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება პროფესიული წარმატების გარეშე. ცხოვრებისადმი მსგავსს დამოკიდებულებას ელიან პარტნიორის მხრიდანაც. წინააღდეგ შემთხვევაში, სერიოზულად დაფიქრდებიან ნაკლებად წარმატებულ ადამიანთან თანახცოვრებაზე. განსაკუთრებით ეს ეხებათ ქალებს.
ქ ა ლ ი, ვენერით თხის რქაში, უმეტესად თავისი საქმის პროფესიონალია, დაუღლელი მუშაკი, რომელიც ხშირად იმაზე მეტს იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე რეალურად გაკეთება შეუძლია. მათ ვურჩევდით ამ ენერგიის ნაწილი მოახმარონ პირადი ცხოვრების მოწყობას. აქ არ იგულისხმება საშინაო საქმეებზე ჩაბღაუჭება. მან მეტი დრო უნდა გაატაროს საყვარელ ადამიანთან, მეტი სითბო და სინაზე აჩუქოს რჩეულს, რაც ასე აკლია მის სულს.
ის ყოველთვის დაძაბულია და ძალიან უჭირს მოდუნება.მუდამ თავდაცვით პოზიციაშია და ეჩვენება, რომ მარტომ უნდა ზიდოს მთელი სამყარო თავისი სუსტი მხრებით. და რაღა დარჩენია მის რჩეულს? მხოლოდ ის, რომ ხელში აიტაცოს, მთელი თავისი “ტვირთით” მხრებზე; იყოს ძლიერი და მომთმენი,რომ აიტანოს მისი ჩაკეტილობა და მიეხმაროს გახსნაში. ყოველთვის ახსოვდეს, რომ სულის სიღრმეში მისი რჩეული ძალზედ ფაქიზი და მგრძნობიარე ნატურაა, რომელსაც არ ჰყოფნის თავდაჯერება, თქვას: “მე შენ მიყვარხარ!”
გარეგნულად ის ფრიად ელეგანტური ქალბატონია, მოხერხებულად წარმოაჩენს საკუთარ გარეგნობას. ასაკთან ერთად, სულ უფრო დახვეწილი ხდება და რაც მთავარია, ახალგაზრდულად გამოიყურება. წარმატებით იყენებს დაგროვილ გამოცდილებას პირად ურთიერთობებში. გარშემომყოფთა უმეტესობას ის ჩაკეტილ, სიტყვაძუნწ და მშრალ ადამიანად ეჩვენება, თუმცა შეგახსენებთ ძველ ბრძნულ გამონათქვამს: “მხოლოდ ცარიელი ჭურჭელი ხმაურობს, სავსე _ დუმს”.
მ ა მ ა კ ა ც ი, ვენერით თხის რქაში, ასევე მიდრეკილია სერიოზული ურთიერთობებისკენ. ის ახალგაზრდა ასაკიდანვე ცხოვრების ერთგულ მეგზურს ეძებს და თუ ვინმე შეუყვარდა, დარწმუნებულია, რომ მისი გრძნობები სამუდამოა. როდესაც ის არჩევანს გააკეთებს, ვეღარაფერი შეაჩერებს. წინასწარ გააზრებულად მზადაა უამრავი სირთულის გადასალახად. მას შეუძლია, გადაიტანოს არაერთი შეზღუდვა თუ აკრძალვა, იცხოვროს ასკეტურად, შეიზღუდოს თავი სიყვარულის გამო. ბუნებრივია, ასეთ პირობებში მის რჩეულს უბრალოდ არ აქვს უფლება, იყოს თავქარიანი. ამასთან ის უნდა გამოირჩეოდეს ჭკუით, რაციონალური და პრაქტიკული აზროვნებით, ყოველგვარი ნაზი სენტიმენტების გარეშე.
თავად ამ მამაკაცს შესანიშნავად ეხერხება ფულის დათვლა, საოჯახო ბიუჯეტის გადანაწილება, დანაზოგის გაკეთება მსხვილი შენაძენისთვის. ქალისგან ის ელოდება სერიოზულ დამოკიდებულებასა და ქცევას, შეიძლება ითქვას, სიმკაცრესაც კი. ხშირად მოსწონს ასაკით უფროსი ან უფრო მაღალ სოციალურ საფეხურზე მდგომი ქალბატონები.
მარია ქეი სიმსი „თქვენი შესანიშნავი ბავშვი“
თავდაჭერილი ეს ის სიტყვაა, რომელიც თხის რქა ვენერას საუკეთესოდ შეესაბამება. მათ კარგად შეუძლიათ საკუთარი გრძნობებისა და ემოციების დამალვა,მკაცრი თვითკონროლის საშუალებით. ასეთი ბავშვები სიყვარულს გამოხატავენ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებითა და ნებისმიერი ვალდებულების შესრულებით,რომელსაც მათ დააკისრებთ. ნუ ელით მათგან სითბოს, გრძნობების სიტყვიერ და პირდაპირ გამოხატვას. მათ ეუხერხულებათ ჩახუტება, კოცნა, მოფერება და პირდაპირი განაცხადი:”მიყვარხარ!” სამაგიეროდ, მოზრდილი ადამიანებივით ჭკუადამჯდარი ბავშვები არიან და თქვენ არასოდეს მოგიწევთ მათზე ნერვიულობა.
ასეთი ბავშვები დიდი პატივისცემითა და რიდით ეპყრობიან ოჯახის უფროს წევრებს და მათ რჩევა-დარიგებებს. მათთვის მნიშვნელოვანია აჩვენოთ, რომ ის გიყვართ. პატარა ასაკში არ დაიშუროთ მისთვის ალერსი, რადგან ვენერა თხის რქას ძალზედ უჭირს თავის მიჯაჭვულობის გამოხატვა, განსაკუთრებით, როდესაც არ არის დარწმუნებული, რომ ის მართლა უყვართ. ვენერას ეს მდებარეობა მიუთითებს ერთგულ, სტაბილურ, გონივრულ და მოწიფულ სიყვარულზე.
შესაძლო უკუჩვენებები: სოციალური და მატერიალური სტატუსი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების არჩევის დროს. მავანთათვის ეს შესაძლოა, სრულიად ბუნებრივიც იყოს, მაგრამ თქვენ უნდა ასწავლოთ ამ ბავშვებს, რომ ასეთი მიდგომით, ისინი დაკარგავენ იმ უხილავ საკვებს, რაც ყოველი მოკვდავის სულს ასაზრდოებს. ურჩიეთ, ადამიანებში შინაგანი სიმდიდრე ეძებონ.
შემოქმედებით სფეროში მათ უფრო მიიზიდავთ ხელოვნებისა და გართობის პრაქტიკული მხარე. ამიტომ, მათთვის გამოყენებითი ხელობა უფრო წარმატების მომტანი იქნება, ვიდრე თავად შემოქმედება.
სამანტა დევისი „საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გასაღები“
თხის რქის ნიშანი ვენერასათვის რთული და წინააღმდეგობრივია. თხის რქა თავისთავად ბადებს ფრთხილ და კონსერვატულ ხასიათს. ვენერას გავლენა ამ ნიშანში შეზღუდულია, გამოვლენა შებოჭილი. ბავშვები, ვენერით თხის რქაში, გულჩათხრობილი და თავშეკავებულნი არიან. მათ არ უყვართ გრძნობები საჯაროდ დემონსტრირება და არც ზედმეტად კონტაქტური ხალხი მოსწონთ. მათი შინაგანი იზოლირების მთავარი მიზეზი არის, შიში, რომ გარშემომყოფებს შეუძლიათ ტკივილი მიაყენონ რაიმე სახით. რადგანაც თხის რქა მიწის ნიშანია, ეს ბავშვები გულს მხოლოდ მათ გადაუშლიან, ვისშიც აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან; ამასთან, მათ სჭირდებათ რეალური, მიწიერი, ხელშესახები გარანტიები.
ასეთი ბავშვები ყოველთვის აკონტროლობენ სურვილებს და არასოდეს ნებდებიან სისუსტეებს. მხოლოდ სრული უსაფრთხოების შეგრძნების დროს აძლევენ საკუთარ თავს გრძნობებითა და ლაღი ცხოვრებით ტკბობის ნებართვას.
ისინი აფასებენ პრესტიჟს და პრივილეგირებულ მდგომარეობას საზოგადოებაში. თითქმის ყველაფერზე წამსვლელნი არიან ძალაუფლებისა და აღიარების მოსაპოვებლად. ხშირად ირჩევენ მეგობრებად საჭირო და გავლენიან ადამიანებს, მომგებიანად იყენებენ კავშირებს. როდესაც ისინი სტუმრად მიდიან წვეულებაზე, დარწმუნებული იყავით, რომ ამას არამხოლოდ სიამოვნებისთვის აკეთებენ, არამედ ამოძრავებთ ფარული განზრახვა, დაუმეგობრდნენ საჭირო ხალხს. თქვენ ვერასოდეს ნახავთ მათ ქარაფშუტა და უპასუხისმგებლო ადამიანების გარემოცვაში. ასეთი ბავშვები თითქმის ყოველთვის უფროსი ასაკის, გავლენიან პირებთან მეგობრობენ. სიამოვნებით სწავლობენ მათგან, იზიარებენ მათ ცოდნასა და გამოცდილებას. ამას გარდა, ვენერა თხის რქაში სოლიდურ და სერიოზულ საზოგადოებაში უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე ბოჰემურ გარემოში. ვენერიელი თხის რქები საიმედო მეგობრები არიან. ისინი თავდადებითა და ერთგულებით გამოირჩევიან და ყოველთვის მზად არიან პასუხიმგებლობა იტვირთონ. ნაკისრ მოვალეობებსაც პირნათლად ასრულებენ.
მათ უყვართ ფული, რადგან კარგად იციან, რომ ფული პირდაპირი გზაა ძალაუფლებისკენ. ყველგან და ყველაფერში პრაქტიკულ სარგებელს ეძებენ. სწორედ ამიტომ ვერ აფასებენ წმინდა ხელოვნებას (ცხადია, იმ ნივთების გამოკლებით,რომელიც წონას ჰმატებს მათ საზოგადოებაში). ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ შემოქმედებითი უნარები, უბრალოდ ისინი თავიანთი შემოქმედებითი ნიჭის რელიზაციას ახდენენ პრაქტიკულ სფეროებში. ბიზნესი და პოლიტიკაც მათი ინტერესის სფეროა, რადგან ამ გზით მარტივად შეიძლება პატივისცემისა და აღიარების მოპოვება, რაც ასე აუცილებელია ამ ბავშვებისათვის.
ყველაზე მთავარი, რაც თქვენ ამ ბავშვებს უნდა ასწავლოთ, არის ის, რომ არ ჩაიკეტონ საკუთარ თავში, იყვნენ მეტად გულგახსნილები და დატკბნენ ცხოვრებით.
ცნობილი ადამიანები ვენერით თხის რქაში:
მორიელები: И.С.Тургенев, Ф.М.Достоевский , Майя Плисецкая, William Herschel, Björk, Richard Burton, Indira Gandhi, Owen Wilson, Larry King…
მშვილდოსნები: Николай Лобачевский, Александр Одоевский , Александр Блок , Александр Масляков, Юлия Тимошенко, Nero , Anders Celsius, John Galliano, Gustave Eiffel Brad” Pitt, Britney Jean Spears, Scarlett Johansson, Frank Sinatra, Ville Valo, Ludwig van Beethoven, Maria Callas, Edith Piaf, Tyra Banks, Walt Disney, David Carradine, Julianne Moore, Miley Cyrus, Ben Stiller, Kiefer Sutherland, John F. Kennedy, Jr., Brendan Fraser, Lucy Liu, Billy Idol, Jeff Bridges, Adam Brody, Daryl Hannah, Natasha Bedingfield…
თხის რქები: Тамара Гвердцетелли, А.С.Грибоедов, Louis-Joseph Chevrolet, Johannes Kepler, Joan of Arc, Benjamin Franklin, Henry Miller, Neil Diamond , Elvis Presley, Jim Carrey, Anthony Hopkins, Lara Fabian, David Lynch, Aristote Onassis, Syd Barrett, Dolly Parton, Humphrey Bogart, Diane Keaton, Bradley Cooper, Faye Dunaway, J. D. Salinger, Andy Kaufman, Adriano Celentano…
მერწყულები: М.Е.Салтыков-Щедрин, С.М.Эйзенштейн, Сергей Капица, Евгений Кафельников, Ирина Слуцкая, Леонид Ярмольник, Grigori Rasputin, Placido Domingo, Franz Schubert , Clark Gable , Burt Reynolds, Janice Dickinson, John Belushi, Robbie Williams, Justin Timberlake, James Byron Dean, Princess Stephanie of Monaco, Paul Newman, Alicia Keys, Michael Jordan, Gia Carangi, Taylor Lautner, Christian Bale, Elijah Wood, Denise Richards, Lisa Marie Presley, Eva Braun, Felipe, Prince of Asturias, Brandon Lee, Virginia Woolf, James Spader, Diane Lane…
თევზები: Юрий Олеша, Михаил Горбачев, Cindy Crawford, Jennifer Love Hewitt, Steve Jobs, James Blunt, Seal, Ellen Page, Natalia Vodianova, Billy Zane…
ავტორი: Qet Adastra