ვენერა კირჩხიბში

ვენერა კირჩხიბში

ოჯახზე, მშობლებზე ორიენტირებული გრძნობები. მოსწონს მშვიდი, პატრიარქალური, ოჯახური გარემო და ემოციური სიმყუდროვე. შინაგანი ემოციური ჰარმონიისა და სულიერი წონასწორობის სურვილი. სილამაზისა და სიკეთის აღქმა უყალიბდება მშობლების შეხედულებების მიხედვით.

საუკეთესო შემთხვევაში: საუკუნოვანი ტრადიციების დაცვა და სათუთი მოპყრობა. გულისხმიერება და სულიერება.

უარეს შემთხვევაში: ინფანტილური გრძნობები და სურვილები.

პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ვენერა კირჩხიბში მთვარეს სტუმრობს, წყლის სტიქიაშია და მფლობელს ანიჭებს შინაგან მერყეობას. თქვენ ძალზედ მგრძნობიარე ხართ სხვა ადამიანთა შინაგანი სამყაროს მიმართ. საკმარისია, მათში სულ ოდნავი ცვლილება იგრძნოთ, თქვენი ემოციური დამოკიდებულებაც მყისვე იცვლება. თქვენს მგრძნობიარობას საგულდაგულოდ მალავთ სხვებისგან, რადგან ემოციური შანტაჟის ძლიერი შიში გაქვთ და არ გსურთ, ვინმეს ხელში მართვის პულტი გადასცეთ მანიპულაციისთვის. განსაკუთრებული მონდომებით ჩქმალავთ გულწრფელ  გრძნობებს, რაც თქვენთვის მართლა მნიშვნელოვანია. ასეთი ვენერა იძლევა პარტნიორთან სრული იდენტიფიცირების გაუცნობიერებელ სწრაფვას; ასე ვთქვათ იდეალისტურ სურვილს, სრულად შეერწყათ საყვარელ ადამიანს.

რადგან ვენერა მთვარეს სტუმრობს, მთვარე კი უაღრესად ცვალებადი, მერყევი და მგრძნობიარე პლანეტაა, თქვენ ხშირად წარმოგექმნებათ ცვლილებებისა და ფსიქოლოგიური განახლების შინაგანი მოთხოვნა. ამიტომ, ძლიერი მგრძნობიარობისა და პარტნიორთან ღრმა ემოციური კონტაქტის მიუხედავად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიდი ხნით ერთგულების შენარჩუნება თქვენთვის საკმაოდ რთულია. ეს იმის გამო ხდება, რომ როდესაც რომელიმე ადამიანთან ემოციური კონტაქტს ამყარებთ, ზეშთაბეჭდილებიანობის გამო,  სურვილი გიჩნდებათ, სრულად “ჩაირთოთ” და ბოლომდე მიჰყვეთ ემოციებს. თუნდაც წინასწარ იცოდეთ, რომ კავშირი მოკლევადიანი იქნება. ანუ თქვენ გსურთ სრული ემოციური იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანთან, ვისგანაც მცირე გრძნობით იმპულსს იღებთ.

თქვენთვის ღალატის და მოტყუების მოლოდინი ყოველთვის მაღალია. ამიტომ, იოტისოდენი სიყალბეც რომ იგრძნოთ ადამიანში, თქვენი შიშები მკვეთრად იზრდება. თუ პლანეტა დაზიანებული არ არის, თავადაც ძალიან სწუხხართ და იტანჯებით საკუთარი ტყუილების გამო სასიყვარულო სფეროში. ეს არის ე.წ. “მძიმე ფორმის დონჟუანობა”, ნერვული აშლილობების თანხლებით.

მართალია, ძალზედ მგრძნობიარე ხართ, მაგრამ იშვიათად ავლენთ ინიციატივას. ემოციური კონტაქტის დამყარებისას, პირველი ნაბიჯი პარტნიორისგან მოდის. თქვენი გრძნობები კი ვითარდება, როგორც რეაქცია, მიღებული გრძნობითი იმპულსის საპასუხოდ, ანუ თანაგრძნობა. ზოგადად, წყლის ნიშნების ვენერისათვის, უპირატესად კირჩხიბისა და თევზებისათვის (მორიელი განსაკუთრებული შემთხვევაა) მოქმედებს ადამიანებში “ინვესტირების მეთოდი”. ამიტომ თქვენი გრძნობები რომ განვითარდეს და მომგებიან დაბანდებად აღიქვათ, პირველად თაყვანისმცემელმა უნდა გამოავლინოს თქვენდამი დადებითი დამოკიდებულება.

თქვენ მიილტვით ყველაზე მგრძნობიარე და თანამგრძნობი პარტნიორებისკენ. არც ისე იშვიათად გიყვარდებათ თქვენზე უფროსი ასაკის ადამიანი. საერთოდ, თქვენთვის დამახასიათებელია ძლიერი მიჯაჭვულობა მშობლებზე, განსაკუთრებით დედაზე. დანამდვილებით გეყვარებათ ისეთი ადგილები, რაც ბავშვობას გახსენებთ და ალბათ, მეტი ხალისით ურთიერთობთ ოჯახის წევრებთან, ვიდრე სხვა ადამიანებთან.

იმისათვის რომ თქვენი ემოციური განვითარების ჰარმონიულობის კრიტერიუმები სწორად ჩამოყალიბდეს, გჭირდებათ დაცულობისა და უსაფრთხოების შეგრძება. პირველ რიგში ეს ფაქტორი უნდა ფიგურირებდეს მშობლებთან ურთიერთობაში, დედასთან განსაკუთრებით. თუ თქვენ პრობლემები გქონდათ დედასთან ურთიერთობაში (განსაკუთრებით ეს ეხებათ მამაკაცებს), ვთქვათ მიგაჩნდათ, რომ მას საკმარისად არ უყვარდით, ან თქვენი და თუ ძმა უფრო მეტად უყვარდა, ან საერთოდ არ უყვარდით (რაც ძალიან გავრცელებული ქვეცნობიერი შიშია ვენერა კირჩიხიბისთვის), მსგავსი ნეგატიური დამოკიდებულება და უარყოფითი ასოციაციები პროეცირებული იქნება სხვა ქალებზეც. თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ გახნილი ემოციური კონტაქტების დამყარება და თქვენი გრძნობითი სამყარო შესაძლოა დაბლოკილი აღმოჩნდეს.

თქვენ ალბათ მოგწონთ საბავშვო ტიპის გასართობები, რაც საშულებას გაძლევთ, ძველ დროში დაბრუნდეთ და თავი კვლავ ბავშვად იგრძნოთ, უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძება განიცადოთ. თქვენთვის კარგი იქნება წყალთან ახლოს მდებარე ადგილებში დასვენება. კირჩხიბებს ძალიან უყვართ წყალი, თუმცა არა ზღვის, არამედ მტკნარი წყალი: რეზერვუარები, ტბები, მდინარეები. ასეთ ადგილებში მარტივად მოდუნდებით და სწრაფად აღიდგენთ წონასწორობას.

ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ვენერა კირჩხიბში განსაკუთრებით მგრძნობიარეა საპირისპირო სქესის მიმზიდველობის მიმართ, თუმცა სულაც არ ცდილობს ამის დამტკიცებას. სილამაზის გამძაფრებული ინტუიციური აღქმა აქვს. მიდრეკილია, აღიქვას მხოლოდ ის, რაც ლამაზად ეჩვენება და დაბლოკოს სხვა დანარჩენი, როგორც უსახური. სამყაროს ესთეტის თვალით უყურებს, რაც კარგი ასპექტებისას იძლევა ნიჭიერ მუსიკოსებს, მხატვრებსა და პოეტებს (სიმღერების ტექსტის ავტორებს). არც თუ იშვიათად ეს ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ვიზუალური სილამაზე მართლა აკეთილშობილებს სულს.

განუვითარებელი პლანეტა იძლევა გარესამყაროს და რეალობის უარყოფას, მისი უსახურების მოტივით. დაზიანებისას, უკიდურესად მძაფრი გემოვნება, განსაკუთრებით მუსიკალური: საყვარელი ნაწარმოების მოსმენისას პრაქტიკულად ტრანსში ვარდება.

მგრძნობიარობა საკმაოდ ძლიერი,თუმცა პარტნიორთა ვიწრო წრე. დაზიანებული ვენერას შემთხვევაში,უმეტესად საკუთარ გრძნობებში იხარშება.

ანჯელინა ჯოლი. ვენერა კირჩხიბში

სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“

უყვარს სახლი, ოჯახი, სამშობლო, დედა, ოჯახური მეურნეობა და ჰარმონია, სიმყუდროვე, კომფორტი. კეთილი, ნაზი,  რბილი, გულმოწყალე, მზრუნველი. თავად მშვიდი ბუნების სხვებზეც დამამშვიდებლად მოქმედებს. მგრძნობიარეა, მორიდებული და მოსიყვარულე. ძლიერი წარმოსახვა აქვს, მეოცნებეა, პოეტური და ძალზედ რომანტიული.  კეთილდღეობა საკუთრებასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში, სუბიექტი ავლენს პასიურობას, სიზარმაცეს, მტკივნეულ მგრძნობიარობას, ეჭვიანობას, კაპრიზებს. შესაძლოა გამოიხატოს ურცხვობისა და ექსცენტრულობის ტენდეცია, მიდრეკილება ეპატაჟისადმი. უიღბლობა სიყვარულში, მიდრეკილება ურთიერთობის გაწყვეტისკენ. გადაჭარბებული იდეალიზმი და მეოცნებეობა ან მერკანტილობა და სიძუნწე, რაც მას ცივსისხლიან და ანგარიშიან პიროვნებად აქცევს.

ფრენსის საკოიანი „პლნეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ზემგრძნობიარეა. მუდმივად უნდა უმტკიცონ, რომ  უყვართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდაჯერებას კარგავს. უყვარს სახლი, იმ შემთხვევაშიც, როცა სახლში  მარტოა. მხიარულებაც მოსწონს, თუმცა გასართობი ღონისძიებების მოწყობას ისევ საკუთარ სახლში ან დახურულ შენობებში ამჯობინებს. ეგოისტური ბუნებისაა, თუმცა მოთმინებითა და შესამჩნევი სენტიმენტალობითაც ხასიათდება. მიდრეკილება აქვს ფარული სასიყვარულო ურთიერთობისადმი. მიილტვის შორეული, თვალუწვდენელი ქვეყნების სილამაზეებისკენ. მოსწონს ანტიკური ხელოვნება. ხშირად დადის კულტურულ მემკვიდრეობათა (ძეგლთა, არქიტექტურულ შედევრთა) დასათვალიერებლად. ძლიერ იზიდავს წყალი, ტბები, მდინარეები… შემდეგ კვლავ სახლში.

მყარად არის მიჯაჭვული ოჯახზე, ძველ მეგობრებზე, წარსულზე, ნაცნობ ადგილებზე. სიყვარულში რომანტიული და ნაზია,ყოველთვის ახსოვს დაბადების დღეები, წლისთავები, ოჯახური იუბილეები და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები. სიყვარულში ეძებს მზრუნველობას, მხარდაჭერას, მარტოობისგან ხსნას. მისთვის მნიშვნელოვანია, თავს საჭიროდ გრძნობდეს. სწორედ სიყვარულის ძალით ავლენს თავის ძალაუფლებას სხვებზე, როდესაც ზრუნავს და იცავს საყვარელ ადამიანებს.

თვისებრივი დაავადებები: საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა. კუჭის დაავადებები. გულისრევა, სამკერდე ჯირკვლების შევიწროება; ქალებში არარეგულარული ბიოლოგიური ციკლი.

ინდუბალა „ინდური ტრადიცია“

ვენერასთვის არცთუ კეთილგანწყობილი ნიშანია და პიროვნება დროდადრო უნდა ელოდოს მძიმე ემოციურ დარტყმებს. სასიყვარულო დარდი აისახება მის სექსუალურ ცხოვრებაზეც, განსაკუთრებით თუ რაიმე მავნე ჩვევაც თან დაერთო, რადგან კირჩხიბი სუსტი და უნებისყოფო ნიშანია.

მათგან გამოდიან კარგი მსახიობები, დეკორატორები ან წარმატებულნი იქნებიან ისეთ საქმეში, რაც სილამაზეს უკავშირდება. კეთილი გული აქვთ. ჩვეულებრივ, კომფორტში ცხოვრობენ.

Het Monster

უკიდურეს მგრძნობიარობასა და სიმყიფეს ხშირად დემონსტრაციული  მედიდურებით მალავს. ქორწინებაში ეძებს საიმედოობას. სჭირდება მუდმივი შეგრძება და მტკიცება, რომ ის უყვართ. ამის გამო, ხშირად აქვს სუბიექტური განცდა, რომ მისი ქორწინება ვერ შედგა (რაც ყოველთვის ასე არ არის). ერთგულად და თავდადებულად იღწვიან სახლისა და ოჯახისთვის.

პლანეტის დაზიანებისას, გადაჭარბებული სენტიმენტალობა, ცრემლიანობა, ბუტიაობა.

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

უაღრესად სათუთი და დელიკატური გრძნობები ძალზედ მერყევად ვლინდება. ძლიერადაა მიჯაჭვული მშობლებზე, რაც ხშირად ხელს უშლის საკუთარი ოჯახის შექმნაში. მუდმივად ითხოვს თანაგრძნობას, რის მისაღებადაც მან უნდა ისწავლოს შინაგანი განცდების ღიად და ადეკვატურად გამოხატვა.

ქეთრინ ობიე „ასტროლოგიური ლექსიკონი“

სინაზისა და გაგების მძაფრი მოთხოვნა. ადამიანი თავს იმშვიდებს, რომ ის უყვართ. ძლიერი მგრძნობიარობა. საკმაოდ პასიურია ქალის კოსმოგრამაში, თუ უარყოფითი ასპექტიც თან დაერთო, “უარს ვერ ვეტყვი”ს მავნე ტენდენცია; მამაკაცის კოსმოგრამაში ხშირად გამოიხატება  “დედიკოს ბიჭობით”.

ხშირად იციკლება სენტიმენტალურ მოგონებებზე, ელოლიავება და ალამაზებს მათ. ძალზედ ნაზი და მყიფეა. გრძნობა, რომ მიატოვეს და დაივიწყეს, ძლიერ ტანჯავს და აწამებს, თუმცა აქტიური მოქმედების სტიმული ვერ ხდება. აუცილებლად უნდა მიიღოს გრძნობების ორმხრივობის დადასტურება. საყვარელ ადამიანისა და ოჯახის წევრებისთვის თავდადებულია.

 ვენერიელ კირჩხიბს ნაცნობ ატმოსფეროში ყოფნა უყვარს. საზოგადოებაში ოდნავ (შეიძლება ზედმეტადაც, ასპექტებიდან გამომდინარე) მორიდებული და ინფანტილურია, ყოველთვის და ყველასგან მოწონებას ელოდება. ღრმა გრძნობებითა და ძლიერი განცდებით გამოირჩევა და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ამჟღავნებს, შინაგან მღელვარებასა და დაძაბულობას თვალებით გასცემს. საკმაოდ სენტიმენტალურია. საყვარელ ადამიანებს მოსაფერებელ კნინობით-ალერსობით ზედმეტსახელებს ურჩევს. როდესაც ამ ვენერას გრნობები წარმოიშვება, მასში ვითარდება ძლიერი მოთხოვნა, იზრუნოს საყვარელ ადამიანზე, მისი ყოვედღიურობის შემსუბუქებასა თუ კარგ განწყობაზე. თავადაც მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. მძაფრი სურვილი აქვს, ღიად გამოავლინონ მის მიმართ სიყვარული, მოეფერონ. ძალიან მგრძნობიარეა მუსიკის მიმართ, შემსრულებელთან ერთად, სრულად განიცდის იმ ემოციებს, რაც კომპოზიტორმა ნაწარმოებში ჩააქსოვა.

კაპრიზული ხდება, როდესაც ურთიერთობაში სულ ოდნავ სიცივეს გრძნობს (რასაც უმეტესად თავად იგონებს). ძალიან მყიფე და სათუთია, სწრაფად ეცვლება ემოციური მდგომარეობა, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში ვარდება. ის უმცირეს ცვლილებს გრძნობს საყვარელ ადამიანთა აზრებში, ქცევაში, შინაგან განწყობაში და მაშინვე არც თუ სახარბიელო დასკვნები გამოაქვს. მარტივად ეჩვევა, ძალიან ეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის და ამიტომ ყველაფერს მოიმოქმედებს, რომ მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეუქმნას და “დააბას”, რომ არსად წავიდეს. თუ განშორება გარდაუვალია, შესაძლებელია ნერვული აშლილობაც დაემართოს.

მისი მიჯაჭვულობა ვრცელდება არამხოლოდ ადამიანებზე, არამედ მატერიალურ ნივთებზეც,რაც ნეგატიური ასპექტების დროს, ჩვეულებრივ ყოფაში სიძუნწით გამოიხატება.

ქ ა ლ ი, ვენერით კირჩხიბში, მამაკაცებს ცოლის, ოჯახის დედის პოზიციიდან უყურებს. თაყვანისმცემლის ოჯახის შენახვის უნარს და მატერიალური მდგომარეობას ბოლო ადგილები ნამდვილად არ უკავია მის შესარჩევ კრიტერიუმთა სიაში. ასევე მნიშვნელოვანია მამაკაცის ხასიათში შენიშნოს სიმტკიცე და საიმედოობა. ასეთ ქალებს უჭირთ გასცდნენ  “მამა-ქალიშვილი”  ან  “დედა-ვაჟიშვილი” ურთიერთობის მოდელის ჩარჩოებს (ურთიერთობის ტიპი ყალიბდება ასაკიდან გამომდინარე). ის ძალიან მგრძნობიარე და ემოციურია. იტაცებს სასიყვარულო ურთიერთობები. მაგრამ როდესაც საქმე მის პირადს ეხება, სულაც აღარაა ღია და შემეცნებითი. ხშირად არ ჰყოფნის თამაშის ელემენტები, ფლირტის უნარი, ის ნაპერწკალი, რაც თავისებურ ხიბლს სძენს ურთიერთობას. მას უფრო მარტივი, თბილი, მზრუნველი და გულწრფელი ურთიერთობები იზიდავს. მას ეცოდება პარტნიორი;  ან პირიქით,თავად ელის,როდის შეიცოდებს პარტნიორი მას. მუდმივად თანაგრძნობის და მხარდაჭერის მოლოდინშია. რადგანაც მისი გრძნობები, როგორც წესი, ძლიერია,მაგრამ განწყობის ხშირ ცვალებადობას განიცდის. მისი პარნტიორი შეიძლება საერთოდ დაიკარგოს მისი ინტუიციური გამონათებების, ვარაუდებისა და წინათგრძნობების სამყაროში. ის(პარტნიორი) უნდა ფლობდეს კარგ წარმოსახვასა და კეთილ სულს, რათა უნებურად გული არ ატკინოს და არ დაამსხვრიოს მისი მყიფე შინაგანი სამყარო. ასეთი ქალისთვის უბრალოდ აუცილებელია ძლიერი პარტნიორი, რომელიც ავტორიტეტი და საყრდენი იქნება მისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მარტივი მისახვედრია, რომ ვენერა კირჩხიბი საკუთარი ინიციატივით ურთიერთობას არ წყვეტს.

საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში დედის, ოჯახის, უფროსი ნათესავების დიდ გავლენას განიცდის ან ინდივიდუალური ჰოროსკოპიდან გამომდინარე, მუდმივი კონფლიქტები აქვს თავის რჩეულთან დაკავშირებით. მის ტალანტებს შორის ყველაზე დიდი ნაწილი ფსიქოლოგიურ უნარებს უჭირავს. მარტივად კითხულობს ადამიანების გრძნობებს. სურს,შექმნას ლამაზი და მყუდრო ოჯახური კერა, სადაც ყველა წევრი საჭიროდ და რაც მთავარია, დაცულად იგრძნობს თავს.

მ ა მ ა კ ა ც ი, ვენერით კირჩხიბში, პირად ურთიერთობაში ეძებს ცოლის ტიპის ქალს: მოსიყვარულეს, ალერსიანს, მზრუნველს, მეოჯახეს, უაღრესად ქალურს, რომელიც მეტ დროს სახლში ატარებს და ოჯახსა და ბავშვებზე ზრუნვით არის დაკავებული. ეს თვისებები მასში იმაზე მეტ გრძნობებს აღძრავს, ვიდრე რაიმე ეგზოტიკური მეთოდები მამაკაცის ყურადღების მიპყრობისა. მას ძლიერი მოთხოვნა აქვს გაიცნოს დედის მსგავსი ქალი. თუ პლანეტა დაზიანებულია, ეს მოთხოვნა ნეგატიურად ილექება ქვეცნობიერში და ასეთ ქალთან მტკივნეული და  უსიამოვნო ურთიერთობით ვლინდება. ნებისმიერ შემთხვევაში, სუბიექტის დედა დიდ გვლენას ახდენს მასზე ამ საკითხის გადაწყვეტისას. ფარულად თუ ღიად, ის ძლიერ არის დამოკიდებული დედის მოწონებაზე. ასეთი მამაკაცისთვის ხშირად დამახასიათებელია მძაფრი ეჭვიანობა. მხოლოდ იმაზე გაფიქრებაც კი, რომ მის ცოლს შესაძლოა სხვა ინტერესები და გატაცებები ჰქონდეს, იქნება ეს ჰობი თუ ახალი ნაცნობები, სასოწარკვეთამდე მიჰყავს, რისი დამალვა და გადახარშვაც ძალიან უჭირს. თუმცა, მთლიანობაში, ის ძალიან ემოციურია. კარგად ესმის ქალის გულის და შეუძლია გახდეს მისთვის ყველაზე ახლო სულიერი მეგობარი, მზრუნველი და თბილი. ფულად სახსრებს არ ფლანგავს _ ყველაფერი სახლში, ოჯახში!

მარია ქეი სიმსი „თქვენი შესანიშნავი ბავშვი“

ემოციური სითბოსა და სიახლოვის შეგრძენება ოჯახში ძალზედ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ასეთმა ბავშვმა სიცოცხლით ტკბობა შესძლოს. თუკი ზოგიერთ ბავშვს ერთი სული აქვს, სასეირნოდ გაიყვანონ, ეს ბავშვები სალხში, უახლოეს ადამიანებთან ყოფნას ანიჭებენ უპირატესობას. თქვენ მოგიწევთ, ხელი წაკრათ “ბუდიდან ამოსაფრენად”. სრული კომფორტისთვის, თავს ოჯახის განუყოფელ ნაწილად უნდა გრძნობდეს. სწორედ ოჯახური ურთიერთობის სიმტკიცე არის მომავალში, ოჯახს გარეთ, მისი თავდაჯერებულობის საძირკველი. ამიტომ, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც მას ტუქსავთ ან სჯით, ეცადეთ აუხსნათ, რომ მართალია მას მიუღებელი საქციელის გამო სჯით, მაგრამ მაინც ძალიან გიყვართ. თუ ის დაეჭვდა, რომ ოჯახის წევრებს არ უყვართ, მოგვიანებით ეს გამოიწვევს მორიდებულობას; სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში გახდება მათზე დამოკიდებული და იქნება საშინელი მესაკუთრე. ის მარტივად ფიქრობს, რომ მიჯაჭვულობის ობიექტის მისაკუთრებით, ობიექტს სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა მისი სიყვარული. ეს ბავშვები ძალიან ნაზი და მზრუნველები არიან და აფასებენ მსგავს, ღიად გამოხატულ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებისგან.

ის ერთგული მეგობარია, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე უახლოეს მეგობარს აირჩევს. განურჩევლად სქესისა, პატარა ასაკში უყვართ თოჯინებით თამაში, მათზე ზრუნვა. ასევე ძალიან უყვართ შინაური ცხოველები, რაც აკეთილშობილებს და დადებით გავლენას ახდენს მათზე. ფულს გონივრულად და სიფრთხილით ხარჯავს. ასე რომ, საკმაოდ მარტივად მიაჩვევთ ჯიბის ფულთან მოპყრობას.

სამანტა დევისი „საბავშვო ფსიქოლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გასაღები“

ვენერა კირჩხიბში, ისევე როგორც წყლის სხვა ნიშნებში, სრულად აღვიძებს გრძნობებს. სიყვარულის ძლიერ მოთხოვნილებას განიცდიან. ადრეულ ასაკში მათ, ყველა სხვა ბავშვზე ბევრად მეტად, სჭირდებათ მშობლების სიყვარული და მხარდაჭერა, განსაკუთრებით დედის. ძალიან ნაზები და მოსიყვარულენი თითქმის ყველას მდგომარეობაში შედიან და თანაუგრძნობენ, თუმცა თავადაც ასეთივე გაგებასა და თანაგრძნობას მოითხოვენ. თქვენ მოგიწევთ მუდმივად უმტკიცოთ სიყვარული, მზრუნველობა და ყურადღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავდაჯერებას კარგავს და მორცხვი და მორიდებული ხდება. ამავე მიზეზმა შეიძლება განაპირობოს და-ძმებთან ქიშპობა თქვენი ყურადღების მოსაპოვებლად. მისი თავდაჯერება და თვითშეფასება დამოკიდებულია გარშემომყოფებზე: ბავშვობაში მშობლებზე, მოგვიანებით_ მეუღლეზე. დაეხმარეთ თვითშეფასების ამაღლებაში; ასწავლეთ იყოს თავდაჯერებული და დამოუკიდებელი.

ბავშვებს, ვენერით კირჩხიბში, ნებისმიერ ასაკში სიამოვნებთ სხვებზე ზრუნვა. ხანდახან თავისზე უმცროსს და-ძმებს და მეგობრებს უვლიან და ელოლიავებიან. ამ თვისების მეორე მხარე შესაძლოა გამოვლინდეს მის სურვილში, მოზრდილ ასაკშიც პატარა ბავშვად გრძნობდეს თავს და შესაბამის მოპყრობას მოითხოვდეს გარშემომყოფთაგან. ისინი სათუთები და სხვებზე დამოკიდებულნი არიან, ადვილად ეჯაჭვებიან ადამიანებს და ნებისმიერი განშორება მათთვის უკიდურესად მტკივნეულია. აქიდან მომდინარეობს მათთვის დამახასიათებელი სიცოცხლისუუნარო ურთიერთობის რეანიმირების ტენდენცია, გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა. მათ არ ჰყავთ ბევრი ნაცნობი; ურჩევნიათ, ჰყავდეთ ცოტა, მაგრამ საიმედო მეგობრები. თავად შესანიშნავი მეგობრები არიან. მგრძნობიარე ბუნების გამო, კარგად იციან, რა არის წყენა და ტკივილი. ამიტომ, ყოველთვის სათუთად ეპყრობიან სხვების გრძნობებს.

საზოგადოებაში მორიდებულნი და ჩაკეტილები არიან. ხშირად უარს ამბობენ დღესასწაულებზე წასვლასა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ბევრად უკეთესად გრძნობენ თავს სახლში, შინაურ წრეში,ნაცნობ გარემოში, ოჯახის წევრების გარემოცვაში. მისგან არ არის  გასაკვირი, თუ თავის დროზე უარი გამოგიცხადეს სკოლაში წასვლაზე. ამიტომ 1 სექტემბრამდე რამდენიმე დღით ადრე წაიყვანეთ სკოლაში, რათა დაათვალიეროს, შეეჩვიოს,მშობლიურობისა და სიახლოვის განცდა გაუჩნდეს.

ასეთი ბავშვები თავიანთ შემოქმედებით უნარებს საოჯახაში მეურნეობაში ავლენენ: სახლს ლამაზად მოაწყობენ, კარგად ამზადებენ. ხელოვნებაში მათ ისეთი ნივთები იზიდავთ, რაც გრძნობებს წარმოშობს. ისინი ცდილობენ შეიქმნან საკუთარი პატარა, მყუდრო და უსაფრთხო სამყარო და ისე იცხოვრონ იქ, როგორც მოლუსკი თავის ნიჟარაში. ხშირად გამოდიან წარმატებული საქმოსნები (საქმეებს უპირატესად სახლიდან აწარმოებენ). ფულის შოვნის სურვილი განპირობებულია შემდეგი მიზეზით: ისინი ფულს უყურებენ, როგორც უსაფრთხოებისა და თავდაჯერებულობის ერთგვარ გარანტს. უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნება კი კირჩხიბისთვის ყველაზე მთავარია და თუ ეს ბავშვობაში, სიყვარულთან ერთად, ვერ მიიღეს, მოზრდილ ასაკში ამის მიღწევას ფულის მეშვეობით შეეცდებიან. თქვენი ვალია აუხსნათ, რომ ნამდვილი თავდაჯერებულობა შინაგანი მდგომარეობაა, საფულიდან არ მომდინარეობს და ვერც ფულით მიიღწევა. მთავარი, რაც მისთვის  შეგიძლიათ გააკეთოთ, დაეხმაროთ დამცავი ჯავშნის მოცილებაში; უჩვენოთ ცხოვრება მისი პატარა და მყუდრო სამყაროს მიღმა, გაუხსნათ გული და დაეხმაროთ იყოს გაბედული და თავდაჯერებული.

ვენერა კირჩხიბში celebs:

კუროები: Владислав Листьев, Федор Бондарчук, Борис Акунин, Булат Окуджава, Алина Кабаева, Nicholas II Romanov, Christian Lacroix, Margot Fonteyn, Honore de Balzac, Harry S. Truman, Bob Sinclar, Luciano Benetton, Josip Broz Tito, Albano…

ტყუპები: А.С.Пушкин, Константин Паустовский, Валдис Пельш, Анна Курникова, Angelina Jolie, Clint Eastwood, Marquis de Sade, Juliette Lewis, Mel B., Lauryn Hill, Federico Garcia Lorca, Sonia Rykiel, Courteney Cox, Lenny Kravitz, Vincent Perez, Gina Gershon, Natalie Portman, Adriana Lima, Joseph Fiennes, Robert Schumann, Wentworth Earl Miller, Tom Jones, Nancy Sinatra, NOTORIOUS B.I.G, Rupert Everett, Matthew Bellamy, Donald Trump, Demis Roussos, Justin Long, Fabio Capello, Elizabeth Hurley, Stevie Nicks, Anastasia Nikolaevna de Russie, Johny Bonham, Gene Wilder, Noel Gallagher, Judy Garland, James Belushi, Mary-Kate & Ashley Olsen, Blaise Pascal, Charles Aznavour, George H.W. Bush, La Toya Jackson

კირჩხიბები: Carson Daly, Camilla Parker Bowles, Meryl Streep, O. J. Simpson, Carlos Santana, Brian May, Eric Abidal, Donald Rumsfeld, Paolo Maldini, Willem Dafoe, Ernest Hemingway, Amedeo Modigliani, Kathy Bates, Dan Aykroyd, Jean de La Fontaine, Terry O’Quinn Charlotte Gainsbourg, Hermann Hesse…

ლომები: Анатолий Собчак, Fidel Castro, Arnold Schwarzenegger, Thierry Henry, Benito Mussolini, Antoine de Saint-Exupery, Steve Martin, Peter O’Toole, Halle Berry, Pierre Richard, Geri Halliwell, Mata Hari, Hulk Hogan, Martin Sheen, Barack Obama, Napoléon Bonaparte, Ben Affleck, Hilary Swank, Robert Plant, Lisa Kudrow, Dominique Swain, Edward H. Norton, Carl Gustav Jung, Dustin Hoffman, Matthew Perry, Christian Slater, Tom Green, Christine Taylor….

ქალწულები: Keanu Reeves, Caligula, Cameron Diaz, Raquel Welch, Lyndon B. Johnson, Macaulay Culkin, Yasser Arafat, Jack Black, Kim Cattrall…

ავტორი: Qet Adastra


About Kate

Scroll To Top