დომიცილი/მკვიდრი
გრძნობების სირბილე, სურვილების ჰარმონიულობა, გაწონასწორებულობა, მუდმივობა. სილამაზისა და ჰარმონიის შინაგანი აღქმის თანდაყოლილი უნარი. მაღალი მგრძნობელობა. მოსწონს მყარი და საიმედო ურთიერთობები. ესწრაფვის მყუდრო, მშვიდ და რბილ გარემოს. არ სურს ცვლილებები, მოულოდნელობები. ვერ ეგუება ექსტრემალურ სიტუაციებს, მღელვარებას.
საუკეთესო შემთხვევაში: იოგის უნარები. ნივთებისა და სულიერი სილამაზის ესთეტურად გამოვლენის შესაძლებლობა.
უარეს შემთხვევაში: ნივთმოყვარება, სიძუნწე, გამომყენებლობა, მატერიალიზმზე ბრმად დამონება.
პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ვენერა კუროს თანავარსკვლავედის მკვიდრია,მიწის სტიქიაში,რაც გვაძლევს ნელ ტემპში განვითარებად გრძნობებისა და მიჯაჭვულობის სიმყარეს. სავარაუდოდ,თქვენ უნდა გახასიათებდეთ მყარად გამჯდარი ჩვევები,რადგან კურო დაკავშირებულია ხორციელ სიმოვნებებთან. გარესამყაროსთან ჰარმონიზაციის მცდელობა განიჭებთ ადაპტაციის მაღალგანვითარებულ უნარს. თქვენთვის თვისებრივია,ნელა განავითაროთ საკუთარი მიდრეკილებები და გარემოებებს ემოციურად შეეგუოთ; გრძნობებმა გარკვეული ფორმა უნდა მიიღონ და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება თქვენთვის მწყობრი,ინერტული და ჰარმონიული.
როგორც ჩანს,თქვენ ოდნავ ფლეგმატური ადამიანი ხართ,შეიძლება ზარმაციც. სამაგიეროდ,ჩვეულებრივ რთულია თქვენი წყობიდან გამოყვანა. თქვენთვის დამახასიათებელია რეფლექსია ანუ საკუთარი განცდების ანალიზი. ვენერა კუროში პატრონს აჯილდოებს ჯანსაღი,მიწიერი,სექსთან მჭიდროდ დაკავშირებული სიყვარულის უნარით. აღსანიშნავია,რომ თქვენ შეიძლება ვერც კი ანსხვავებდეთ ერთმანეთისგან სიყვარულსა და ვნებას,ყოველ შემთხვევაში შეგრძნებების დონეზე. თქვენ უშრეტი და გაუმაძღარი პარტნიორი ხართ, თუმცა სიყვარული მაშინ ყვავილობს,როდესაც თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობთ.
მხოლოდ ერთი პლანეტის მდებარეობით რთულია იმსჯელო ადამიანის სექსუალურ ქცევებზე,მაგრამ თქვენ ერთმნიშვნელოვნად მიდრეკილი ხართ მყარი ემოციური კონტაქტებისა და კავშირებისკენ,რომელიც თანმიმდევრულად გამომუშავდება. უნარი შეგწევთ,აეწყოთ პარტნიორს. მიჩვევის პროცესი არც ისე მცირე დროს მოითხოვს,მაგრამ ამ მეთოდით შესაძლებლობა გეძლევათ,ნებისმიერ ადამიანს შეეწყოთ.
დიდი მოთმინების უნარი გაქვთ. ურთიერთობის გაწყვეტა ყოველთვის მძიმე და რთულია. დასასრულამდე მიმდინარეობს უარყოფითი განცდების ხანგრძლივი პროცესი. რადგან კურო ფიქსირებული(მუდმივი) ნიშანია,საჭიროა უჩვეულო ძალისხმევის გამოჩენა,რომ ურთიერთობა გაწყვიტოს. ჩვეულებრივ, თქვენ გიწევთ არა სიყვარულთან,არამედ საძულველ ღალატთან განშორება. თქვენი მიჯაჭვულობა საკმაოდ მყარია,ამიტომ შეცდენა ან გადაბირება შეუძლებელია. თქვენთვის დამახასიათებელია ერთგულება და უმაღლესი ხარისხის ნდობა პარტნიორისადმი. ეჭვიანობა შესაძლოა წარმოიშვას ვენერას უარყოფითი ასპექტაციის შემთხვევაში,ისიც მხოლოდ სათანადო მიზეზის საფუძველზე. თქვენ მოგწონთ ძლიერი,მტკიცე და გაწონასწორებული პარტნიორები.
სავარაუდოდ,უნდა გიყვარდეთ კომფორტი,ხორციელი სიამოვნებანი და ფული,მათ შესაქმნელად. მიდრეკილი ხართ დაგროვებისკენ,მაგრამ არა ფულის,არამედ ნივთების. თქვენთვის მნიშვნელოვანია დანაზოგი ხელშესახები იყოს. გიყვართ ჭამა. თუ ვენერა “კეთილია” აქ არ იგულისხმება მარტივი ღორმუცელობა. თქვენ ჭეშმარიტი გურმანი ხართ,რომელიც ჭამის პროცესისგან იღებს სიამოვნებას. იმავდროულად ვენერა გარეგნული ფორმის მაჩვენებელიცა არის და მფლობელში წარმოშობს ერთგვარ წინააღმდეგობრიობას. ერთის მხრივ,გემრიელად იკვებოს; მეორეს მხრივ,იყოს კარგ ფორმაში. უკანასკნელის სურვილი ხშირად სძალავს და თქვენ თანახმა ხართ ნებისმიერ დიეტაზე, ოღონდაც სასურველ ფორმაში იყოთ. მაგრამ თუ რუკაში ვენერა “ბოროტია”(უარყოფითი ასპექტები),მთავარი ხდება საკვები და ვლინდება ღორმუცელობის ტენდენცია. ასეთ შემთხვევაში სასურველი ფორმისთვის გარჯა განიხილება,როგორც არამხოლოდ ჭარბ წონასთან ბრძოლა,არამედ პლანეტის “გაკეთილშობილება”,რის შემდეგაც ის უკეთესად ავლენს თავის თვისებებს.
თუ თქვენ სპორტით ხართ დაკავებული,ალბათ,ესეც ამავე მიზანს ემსახურება. თქვენ უნდა გიყვარდეთ ბუნებაში სიარული,რადგან ვენერა იძლევა გარესამყაროსთან მჭიდრო კონტაქტს; უნარს,შეიგრძნოთ მისი შინაგანი ხმა. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვები თქვენ არ გეყვარებათ. ვენერა კუროში ასევე იძლევა ცხოველებისადმი სიყვარულსა და თანაგრძნობას. თუ ცხოველების სახლში ყოლის საშუალება არ გაქვთ,მაშინ აუცილებლად გექნებათ ქოთნის მცენარეები ფანჯრის რაფაზე.
ბუნებრივია,თქვენი ჰარმონიულობის კრიტერიუმები მშვიდ გარემოში ყალიბდება. თქვენ შეგწევთ უნარი წონასწორობაში მოიყვანოთ გარშემო არსებული ქაოსი. მაგრამ გარემო პირობების სწრაფი ცვლა,რაც მოითხოვს მყისიერ გადართვას ერთი საკითხიდან მეორეზე,თქვენთვის დისჰარმონიული იქნება. თუკი ვენერიელ კუროებს შეუქმნით ცვალებად გარემოს,მას განუვითარდება დარღვევები ემოციურ სფეროში. განსაკუთრებით დაუშვებელია ეს ბავშვების შემთხვევაში,რომელთაც არ შეუძლიათ გარეზემოქმედებისგან თავდაცვა. როდესაც ასეთ ბავშვებს ხშირად უცვლიან საცხოვრებელ პირობებს,სოციუმს,დეკორაციებს,მათ უკვე აღარაფერი მოსწონთ,რადგან წონასწორობას ვეღარ ინარჩუნებენ. ჩამოყალიბებული ნერვოზი შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს,რასაც ხშირად მოჰყვება უზომოდ დიდი რაოდენობის საკვების მიღება. ასტროლოგიაში ქცევის ამ ტიპს “ვენერას დაცვის ხაზს” უწოდებენ და ის უტყუარი მაჩვენებელია იმისა,რომ ადამიანს დარღვეული აქვს ემოციური მდგომარეობა და ცდილობს საკვების მეშვეობით გაუმკლავდეს აუტანელ პირობებსა და სტრესებს.ზოგადად,კუროებს შორის ფართოდ გავრცელებულია გასტრონომიული თავდაცვა დისჰარმონიულ გარემოში მოხვედრისას.
ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
არავის ძალუძს ისე შეიგრძნოს და დააფასოს სილამაზე,როგორც ვენერიელ კუროებს. ამისათვის სულაც არ სჭირდებათ წვრილმანებში ჩაძიება, როგორც ვენერიელ ქალწულს, რათა დეტალის სრულყოფილებაში დარწმუნდნენ. ისინი მთლიანობაში აღიქვამენ კომპოზიციის ჩანაფიქრს და უნარი აქვთ სრულად გადმოგცენ მთელი ეს შეგრძნებები, თუ ყურადღებით მოუსმენთ. მკვეთრად გამოხატული ესთეტური აღქმის უნარი თითქოს ცხოვრებას უნდა უწამლავდეს მათ, რადგან როგორც ბევრს მიაჩნია ,სამყარო უსახურია; თუმცა ვენერიელ კუროებს სრულიად სხვა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი _ ისინი ხედავენ სრულყოფილებასა და დახვეწილობას იქ, სადაც სხვები ვერც კი ეჭვობენ.
უმდაბლეს ოქტავაში ვენერა აქცენტირებს კუროსთვის დამახასიათებელ კმაყოფილებაზე, სიზარმაცესა და გრძნობების თავაშვებულობაზე.
უმაღლეს ოქტავაში ის იძლევა მუდმივ შემოქმედებით შესაძლებლობებს.
სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“
ვენერას ყველაზე ძლიერი მდებარეობაა. ჰარმონიული ასპექტაციის შემთხვევაში,პიროვნება ავლენს გრძნობების სიღრმესა და მუდმივობას მეგობრობასა და სიყვარულში. რბილია, ნაზი, ალერსიანი, ყურადღებიანი და მზრუნველი. უყვარს ხელოვნება, ლამაზი ნივთები, სიმყუდროვე და ხორციელი სიამოვნებანი. ძალზედ მოსიყვარულე ნატურაა, სიმპათიური და მომხიბლავი. მიილტვის კეთილდღეობისა და მატერიალური უზრუნველყოფისკენ. ფლობს ნიჭს და კარგ გემოვნებას. აუცილებლად ეხერხება რაიმე ხელსაქმე. კარგად განვითარებული ფინანსური და ორგანიზაციული უნარები. ძალზედ პრაქტიკულია,განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში. მდიდარი წარმოსახვა აქვს. მიდრეკილია დაგროვებისა და კოლექციონირებისაკენ. თუ პლანეტა დაზიანებულია, სუბიექტის ხასიათში თავს იჩენს სიზარმაცე, უსაქმურობა, მფლანგველობა, პატივმოყვარეობა, განებივრებულობა, უხეშობა, კაპრიზულობა, ფუფუნებისაკენ სწრაფვა, თავქარიანობა და ცვალებადობა.
ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
მუდმივი და ხანგრძლივი გრძნობები. ერთგულება სიყვარულში, თუმცა შესაძლოა იყვნენ ეჭვიანი და მესაკუთრენი,როდესაც მათი რწმენა რყევას იწყებს. მკვეთრად გამოხატული ტაქტილური შეგრძნება_უყვართ ყველაფრის ხელით გასინჯვა, ბუნებრივი ეროტიკა. მოჭარბებული სექსუალობა. მათ სჭირდებათ გრძნობების ფიზიკური გამოვლენა. სიყვარული უნდა განსხეულდეს, ხელშესახები ფორმა მიიღოს. მოსწონთ როდესაც ანებივრებენ გემრიელი საკვებით, ეროტიკული მასაჟებით ან სხვა ხორციელი გასართობებით.
ყურადღებიანი საყვარლები ყოველთვის ინტერესდებიან, რომ პარტნიორმა თავი მყუდროდ და სასიამოვნოდ იგრძნოს. ძალზედ მგრძნობიარენი სილამაზის მიმართ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელთანაც რომანტიული ურთიერთობები აკავშირებთ, ფიზიკურად ლამაზად გამოიყურებოდეს.
სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“
თქვენ მომხიბლავი და ნაზი ადამიანი ხართ. გიყვართ ბუნება და კომფორტი. ტკბებით სიყვარულითა და ცხოვრებით. თქვენი გრძნობების სითბო და სტაბილურობა ბევრს იზიდავს.
ინდუბალა „ინდური ტრადიცია“
რადგანაც კურო ვენერას სატახტო ნიშანია, ის საუკეთესო მხრიდან ავლენს თავის კეთილისმყოფელ თვისებებს და დადებით როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. ეს ხალხი ეუფლება ცოდნას როგორც მატერიალურ, ისე სულიერების სფეროში. პრაქტიკულნი არიან. მომხიბლავი გარეგნობა აქვთ და თავად სიყვარულის პლანეტა აძლევს კურთხევას ქორწინებაში კარგ პარტნიორზე. ისინი თანაუგრძნობენ გაჭირვებაში მყოფთ და ვერ იტანენ დიდი პირადი ამბიციების მქონე ადამიანებს. უმრავლეს შემთხვევაში მათ ლამაზი გარეგნობა და მშვიდობისმოყვარე, მოსიყვარულე გული აქვთ.
Het Monster- „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“
ვნებიანი ტემპერამენტი და მგრძნობიარე ნატურა. ფიზიკური სიახლოვის დიდი მოყვარულები. თუმცა სურთ,სხვებმა მოინადირონ. ესწრაფვიან და როგორც წესი,აღწევენ ფუფუნებასა და კომფორტს. ცდილობენ მხატვრულად გააფორმონ საკუთარი სახლი. დიდ ყურადღებას უთმობენ გარეგნობას. ძალიან ბევრი მხატვარი და მოქანდაკე გვხვდება ვენერას ამ მდებარეობით. ბევრი მომღერალია. ხშირად დაკავებულნი არიან ხელოვნების ნიმუშების ყიდვა-გაყიდვით.
ქეთრინ ობიე „ასტროლოგიური ლექსიკონი“
გრძნობების ჯანსაღი, ბუნებრივი გამოვლინება. ნაზი და ამაღელვებელი სიყვარული. დიდსულოვნება და ხელგაშლილობა. სასიყვარულო ურთიერთობებში ერთგულება მეტწილად დამოკიდებულია სექსუალურ დაკმაყოფილებაზე. ჭეშმარიტი და დღეგრძელი სიყვარული დასაყრდენს ეძებს ტრადიციულ ინსტიტუტებში(ქორწინება). ყოვლისშთანმთქმელი სიყვარული, ეჭვიანობა და გაუმაძღრობა.
ხვდება რა საკუთარ ნიშანში, ვენერა კუროში ბადებს ჩამოყალიბებულ გრძნობებს, რომელიც სტაბილურად ვლინდება. მშვიდი, პრაქტიკული, ამაღელვებელი და ქალური (მამაკაცის ჰოროსკოპშიც), ის მიილტვის უზრუნველყოს საკუთარი თავი; ცდილობს ზურგი გაიმაგროს. აფასებს მყარ და საიმედო ურთიერთობებს. პარტნიორს გონივრულად და დაფიქრებულად ირჩევს. თუმცა მის ასარჩევ კრიტერიუმებში აუცილებლად ფიგურირებს პარტნიორის მგრძნობიარობა და მიმზიდველობა, განსაკუთრებით მამაკაცების შემთხვევაში.
ქალებიც და მამაკაცებიც მოჭარბებული სექსუალობით გამოირჩევიან და მუდმივად ესწრაფვიან საწინააღდეგო სქესს. სურთ, სრულად დაისაკუთრონ მიზიდულობის, სიყვარულის ობიექტი და სწორედ აქიდან მომდინარეობს მათთვის ასე ნაცნობი აუტანელი ეჭვიანობა. ახასიათებთ ძლიერი მიჯაჭვულობა, თუმცა გრძნობებს გონებით აკონტროლებენ და ნაკლებ სავარაუდოა, რომ კავშირი დაუფიქრებლად გაწყვიტონ.
ასეთი ვენერა პატრონს უვითარებს ფლობის სურვილს; ის ტკბება, როდესაც გაცნობიერებული აქვს, რომ რაიმეს/ვინმეს ფლობს და მას ეკუთვნის. თუ ეს სურვილი არ დაკმაყოფილდა, ძალიან კაპრიზული ხდება. თუმცა მთლიანობაში ვენერას კუროში კაპრიზულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. პირიქით, მას უნარი აქვს რბილად და არადაჟინებულად უბიძგოს სხვებს საკუთარი სურვილების აღსრულებისკენ. თან ისე, რომ ბედნიერებიც კი იყვნენ, როდესაც მის კმაყოფილებით გასხივოსნებულ ღიმილიან სახეს ხედავენ.
იმისათვის, რომ უბრალოების ყოფით ჭაობში არ ჩაეშვას, მისთვის აუცილებელია ესთეტურად და შემოქმედებითად მიუდგეს ცხოვრების ყველას სფეროს: მოამზადოს კულინარული შედევრები, სუფრა ლამაზად გააწყოს, დახვეწილად და გემოვნებიანად იცვამდეს, შექმნას სიმყუდროვე ნებისმიერ პირობებში, დაჯილდოებულია პოეტური ნიჭით _ აი, კურო ვენერის ღირსებათა არასრული ჩამონათვალი. ისე ასევე კარგად ორიენტირდება ფინანსურ საკითხებში და არასოდეს მიიყვანს თავს გაჭირვებულ მდგომარეობამდე. თითქოს ყნოსვა აქვს ფულზე და ყოველთვის იცის, სწორად როგორ დახარჯოს. თუმცა არსებობს დამგროვებლობის და სიძუნწის საფრთხე. მისთვის არც ისე მარტივია საყვარელ კუპიურებთან გამოთხოვება.
ქ ა ლ ი, ვენერით კუროში, საყვარელი და მიმზიდველია. მამაკაცების მოხიბლვის გამორჩეული უნარი აქვს. მას ზუსტად ისე შეუძლია მოსმენა, როგორც მამაკაცს სურს _ ის ყურადღებიანი მსმენელია, სრულად მობილიზებულია და არასოდეს აწყვეტინებს თანამოსაუბრეს. თუმცა გარკვეულ საკითხებში ძალიან ჯიუტია, თუ რამე არ მოეწონა, გაჭედავს ამ ერთ დეტალზე და მორჩა, ვეღარ გადაათქმევინებთ! ის ძალიან ქალურია. მისგან მომდინარეობს სიმშვიდის თბილი ტალღები და ფიზიკურად შეგრძნებადი მომაჯადოებლობა. ყველაფერი, რაც მოსწონს, ხელით უნდა გასინჯოს, დაყნოსოს, ფიზიკურად შეიგრძნოს, დაეუფლოს. ის ძალზედ პრაქტიკული და გონიერი ქალია, ერთდროულად ზომიერი და ვნებიანიც. შესაძლოა ჭეშმარიტი საჩუქარი გახდეს რჩეულისთვის,რადგანაც კარგად აქვს გათავისებული “ქალური ხრიკები” და საკმარისად გონიერია იმისათვის, რომ მამაკაცი არ დათრგუნოს. ბუნებრივობა და თავისებურად მიმზიდველი სიზანტე, რაც მას გრაციოზულობას სძენს, მარტივად იპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას. თითქოს არც ცდილობს ვინმეს თავი მოაწონოს. ის თავდაჭერილად და ღირსეულად გადაადგილდება სივრცეში.
ამ შესანიშნავი თვისებების გაფუჭება შეუძლია ცხოვრების მატერიალურ მხარეებზე ჩაციკლვას. მათ თავი უნდა აარიდონ სიძუნწეს, სიჯიუტესა და ზღვარგადასულ პრაქტიკულობას. ის ძალიან აფასებს კომფორტს. თუ თქვენ ასეთი ქალის თაყვანისმცემელი ხართ, იზრუნეთ რესტორანში კარგ ადგილებზე, გემრიელ ვახშამზე, დროულად მოსულ ტრანსპორტზე, ძვირფას საჩუქრებზე და მაშინ ის თქვენზე სერიოზულად დაფიქრდება.
მ ა მ ა კ ა ც ე ბ ი, ვენერით კუროი, ასევე გამოირჩევიან უბრალო ყოფით დეტალებში სილამაზის აღმოჩენის უნარით. ინსტინქტურად გრძნობენ ნივთების ესთეტურ სილამაზეს და დეტალების ჰამონიულ ურთიერთშერწყმას. სურთ თავისთვის შეიქმნან კომფორტული ყოფითი გარემო და სახლიდან გაუსვლელად დატკბნენ ყოველდღიურობით. ის შესაძლოა ძალიან ზარმაცი იყოს, მაგრამ ეს ნაკლიც კი, კუროს შემთხვევაში, საყვარლად გამოიყურება და ვერც კი გაუბრაზდებით.
ქალები მიილტვიან მათკენ, რადგან გრძნობენ სულიერ კავშირს. ვენერის ეს მდებარეობა მამაკაცებსაც კი ქალურ ნიშან-თვისებებს სძენს და ასეთი ვენერის პატრონებს კარგად ესმით ქალური ნატურის მოთხოვნები. ნეგატიური ასპექტაციის შემთხვევაში, უვითარდებათ სიზარმაცე, ქედმაღლობა, სიძუნწე, სნობიზმი და ვიწრო თვალსაწიერი.
ასეთი მამაკაცისთვის ქალის იდეალია მომრგვალებული ფორმების, “ჯანმრთელი” სხეულის მქონე ქალბატონი, ლამაზი და კლასიკურად ქალური გარეგნობის. მის რჩეულს უნდა ჰქონდეს მშვიდი და დამთმობი ხასიათი, უნდა იყოს სახლის მოყვარული. იმავდროულად, კეკლუცი და მიმზიდველი, რომ მან თავი ნამდვილ მამაკაცად იგრძნოს. ვენერიელ კუროთა რჩეულებმა უნდა გაითავისონ, რომ თავად მას შეუძლია იყოს უაღრესად არაორდინალური და ექსცენტრული პიროვნება, მაგრამ მისი ქალი აუცილებლად უნდა იყოს ტრადიციული ფასეულობების მატარებელი.
მარია ქეი სიმსი „თქვენი შესანიშნავი ბავშვი“
კმაყოფილებისა და სიამოვნების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ,რაც შეგრძნებებს იწვევს. თქვენს პატარას ალბათ მოსწონს რომანტიული მუსიკა(სავარაუდოდ თავად უნდა ჰქონდეს სასიამოვნო ხმა და უყვარდეს მღერა),ხელით ეხება ყველაფერს და უყვარს ტკბილეული.
პატარა ასაკში არ დაუშალოთ ხელით შეეხოს სხვადასხვა ტექსტურისა და შემადგენლობის ნივთებს. ტაქტილური კონტაქტი მისთვის შეცნობის საუკეთესო საშუალებაა,ვიდრე თეორიული ახსნა,მხედველობა თუ სმენა. თუმცა ყოველთვის თან ატარეთ სველი ხელსახოცები, რადგან რასაც ხელით გასინჯავს და მოეწონება,სავარაუდოდ დაგემოვნებაც მოუნდება. ამ ბავშვებს მოსწონთ რბილი,მყუდრო და მშვიდი ურთიერთობები. ძალიან უყვართ სითბოს გამოხატვა,ჩახუტება. ის ერთგული იქნება თქვენი და თავისი მეგობრების, თუკი ეს ურთიერთობები მისთვის კომფორტულ ხასიათს ატარებს. უხეშობას,მჭახე ხმებს,იძულებას,დაჩქარებას და უდიერ მოპყრობას ეს ბავშვები ვერ იტანენ.
ვენერა კუროში მიანიშნებს ასევე პასუხისმგებლობის გრძნობას საკუთრებასა და ფინანასებთან დაკავშირებით. ასე რომ, შეგიძლიათ ადრეული ასაკიდანვე თამამად მიანდოთ ჯიბის ფული და წაახალისოთ მათი ფულის შეგროვების სურვილი,უყიდეთ ყულაბა. მას სიამოვნებას ანიჭებს სხვადასხვა სახის კოლექციების შეგროვება და შემდგომ ამ კოლექციებისთვის ადგილის გამოყოფა სახლში. ასეთ ბავშვებს ახარებთ შინაურ ცხოველებზე ზრუნვა. ისინი ხალისით იტვირთავენ საკუთარ თავზე მთელ საზრუნავ დავიდარაბას.
სამანტა დევისი „საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გასაღები“
მისი ენერგია თავისუფლად და შეუფერხებლად მოედინება. ასეთ ბავშვებს ნამდვილად გაუმართლათ,თავად დედა ბუნება ასაჩუქრებს თავისი სიყვარულით. ეს ის მგრძნობიარე და ფაქიზი ბავშვები არიან,რომლებიც ყვავილების არომატით დასატკბობად ჩერდებიან. პასიური და მორცხვები არ ცდილობენ ვინმეს სიყვარულის მოპოვებას. სიყვარული თავად მიდის მათთან და სიყვარულს სიყვარულით პასუხობენ. მათ სწყურიათ მოფერება,ჩახუტება და კოცნები. უყვართ ფიზიკური სიახლოვე,რაც იმით გამოიხატება,რომ ცდილობენ ყველაფერს ხელი მოკიდონ,რაც კი მეწონებათ.
ამ ბავშვებს უყვართ კომფორტი და ფუფუნება.ზოგჯერ ეს თვისებები უზომოდ იზრდება და სიზარმაცეში გადადის. თუმცა ბედი კეთილგანწყობილია მათ მიმართ და თითქოს იღბალი თვითონ მიემართება მათთან შესახვედრად. შესაძლოა, მათ ინტუიციურად იცოდნენ, რა აირჩიონ და როგორ მოიქცნენ რთულ სიტუაციაში. შესაძლოა თავად დედამიწა კარნახობდეს. საკუთრება მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ ეს სიამოვნებას ან კომფორტს ეხება. როგორც წესი, მათ არ ექმნებათ პრობლემები სოციალურ ადაპტაციაში. ირჩევენ ისეთ საქმინობას, რაც დაკავშირებულია გართობასა და ხალისთან და არ გამორიცხავს კომფორტს.
ეს ბავშვები საოცარი ერთგულებით გამოირჩევიან სიყვარულში, მეგობრობასა თუ უბრალო სიმპათიებში. მარტივად ეჩვევიან ადამიანებს და ნებისმიერი განშორება მძიმე დარტყმას აყენებს. ამიტომ, შეეცადეთ შეამზადოთ ბავშვი ცხოვრებისეული დრამებისთვის. აუხსენით, რომ სამარემდე სიყვარული ყოველთვის არარსებობს. ასევე ასწავლეთ, იყოს უანგარო.
ვენერიელი კუროები მარტივად რეალიზდებიან ნებისმიერ სფეროში, რაც ფინანსებს და უძრავ ქონებას უკავშირდება. კარგი იქნება თუ დაკავდებიან ფუფუნებასთან დაკავშირებული სფეროებით: ძვირფასეულობა, ბეწვეული, ძვირადღირებული რესტორნები, გასართობი ცენტრები და ა.შ. სილამაზესა და ხელოვნებასთან აქვთ პრაქტიკული დამოკიდებულება. მოსწონთ ყველაფერი, რისი პრაქტიკულად გამოყენებაც შეიძლება.ძალიან უყვართ მუსიკა.
ცნობილი ადამიანები ვენერით კუროში:
ვერძები: Максим Горький , Н.В.Склифосовский ,Андрей Тарковский, Сергей Рахманинов, Николай Гоголь, Белла Ахмадулина , Дмитрий Нагиев, Мстислав Ростропович, Jessica lange, Simone Signoret, Paloma Picasso, Anthony Perkins, Tommy Hilfiger, Tracy Chapman, Thomas Hobbes, Charlie Chaplin, Claudia Cardinale, Abraham Maslow, James Caan, Rene Descartes, Catherine De Medicis, Tim Curry, Ronaldinho, Steven Tyler, Al Gore, Thomas Jefferson, Jackie Chan, Warren Beaty, Franz Joseph Haydn, Dennis Quaid, Colin Powell, Marlon Brando, Amanda Bynes, Ellen Barkin, Fergie, Christopher Walken, Eric Patrick Clapton, Yves Rocher…
კუროები: გიორგი შენგელაია, Владимир Жириновский, Ella Fitzgerald, Oliver Cromwell, Adolphe Hitler, Jessica Alba; Salvador Dali, Jean Gabin, Billy Joel, Alphonse Daudet, Daniel Day Lewis, Tagore, Michele Ferrero, Mohammed, Karls marx, George Lucas, Joe Cocker, Gary Cooper, Hirohito, Linda Evangelista,James Brown,Jean-Paul II, Mark Zuckerberg,David Byrne, Robert Zemeckis, Michael Moore, Leonardo da Vinci,Bono…
ტყუპები: Анна Ахматова, В.Г.Белинский, Виктор Цой, Prince; Kristine Scott Thomas; Armand Peugeot, Ron Wood,Alanis Morissette,Benazis Bhutto,Ranier lll De Monaco,Jane Russel,Paul MacCartney, Michael J Fox, Anne Frank,Boy George, Mike Myers,Johnny Depp,Jean-Paul Sartre, Thomas Moore,Steffi graf, Oliver Rolf Kahn, Thomas Mann, Mark Wahlberg, Richard Wagner, Paul Bettany …
კირჩხიბები: Mel Brooks, Liv Tyler, Jean Cocteau, Josephine, Nancy Reagan, Princes Diana, Prince William De gales…
თევზები: Н.А.Римский-Корсаков, Amerigo Vespucci, Billy Crystal, Juliette Binoche…