ვენერა მერწყულში

ვენერა მერწყულში

ორიგინალური სურვილები და გემოვნება. მოსწონს ყველაფერი ახალი და უჩვეულო, ჩარჩოების გარეშე. იზიდავს მოულოდნელობები. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილი. მიდრეკილია გააოცოს, შოკში ჩააგდოს საზოგადოება.
საუკეთესო შემთხვევაში:  კარგად გრძნობს სიახლეებს. სიღრმისეულად ესმის თავისუფლების არსი. უყვარს ადამიანები და საერთოდ, მთელი კაცობრიობა.
უარეს შემთხვევაში: მუდმივი დაუკმაყოფილებლობა. ახირებული ხასიათი. არათანმიმდევრულობა გრძნობებსა და სურვილებში.


პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“  
ვენერა მერწყულში ჰაერის სტიქიაშია, სტუმრად ურანსა და სატურნთან.
მოცემული მდებარეობა მეტყველებს სასიყვარულო სფეროს ორიგინალობაზე. ქალებს, ვენერით მერწყულში, ხშირად უყვარდებათ საერთო სტანდარტებისგან გამორჩეული, უცნაური ტიპის მამაკაცები, სწორედ უჩვეულობის ნიშნით. გარეგნულ სილამაზეს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება, გადამწყვეტი ყოველთვის არის არასტანდარტულობის ფაქტორი. მხოლოდ ასეთ მამაკაცებთან იხსნებიან ბოლომდე. ამასთან, თუ ვენერა დაზიანებულია (განსაკუთრებით ურანისგან), შესაძლოა, საერთოდ მახინჯმა მამაკაცმა გაიტაცოს, თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ ყველასგან გამორჩეულია.
რადგანაც ურანთან სტუმრად მყოფ ვენერას ყველაფერი ახალი და უჩვეულო მოსწონს, თუ მას ნეგატიური ასპექტი აქვს მთვარესთან, ქალის შემთხვევაში და მზესთან, მამაკაცის შემთხვევაში, წარმოიქმნება პარტნიორთა ქრონიკული და უაზრო ცვლის ტენდენცია. ანუ იმისათვის, რომ თქვენ დაინტერესდეთ, საჭიროა მოულოდნელობის ეფექტი, გარკვეულწილად უხამსი ტიპის კონტაქტები, პარტნიორის ექსტრავაგანტულობა. თუ ურთიერთობაში ამ ფაქტორებს ვერ პოულობთ, ემოციური რეაქციები უბრალოდ არ წარმოგექმნებათ. სწორედ მაღალი ემოციური ფონის შენარჩუნების სურვილი განაპირობებს პარტნიორთა ცვლის მოთხოვნილებასაც.

ვენერიელი მერწყულისთვის სიახლის ეფექტი იმდენად მნიშვნელოვანია, შეიძლება აღარც რეაგირებდნენ ძველ ნაცნობებზე, ხანდახან საკმაოდ ცუდი ფორმით. განსაკუთრებით სპონტანურობის ფაქტორის გაქრობის შემთხვევაში. სრულიად ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში ქორწინება მოსაბეზრებელი ხდება ქალისთვისაც კი, რომ არაფერი ვთქვათ მამაკაცზე. საერთო ჯამში, თქვენი დამოკიდებულება ქორწინების მიმართ, შეიძლება დავახასიათოთ, როგორც “საკმაოდ თავისუფალი”. სასიყვარულო ურთიერთობებში კი პირველ ადგილზე, როგორც წესი, დგას მეგობრობა და პარტნიორის თავისუფლების პატივისცემა. მაგრამ ვენერას ამ მდებარეობისას ხშირდ ვლინდება მოულოდნელი გადატრიალებები გრძნობებში. მაგალითად, მგზნებარე ვნებები შესაძლოა სიცივემ ჩაანაცვლოს, ყოველგვარი თვალსაჩინო მიზეზების გარეშე. ვენერიელი მერწყულები საკმაოდ გულგრილად ეკიდებიან პარტნიორთა მხრიდან დაშვებულ სერიოზულ შეცდომებს, მაგრამ თითქოს უმნიშვნელო წვრილმანები ხშირად ხდება მათთვის ზურგის შექცევის საბაბი.

სამაგიეროდ, ეს მდებარეობა კარგია იმ თვალსაზრისით, რომ პიროვნებას შეუძლია თავისუფლება შეინარჩუნოს და არ იყოს დამოკიდებული მიჯაჭვულობის ობიექტზე. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ადამიანები. ვენერა ხომ არამხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებს აჩვენებს, ის ასევე იძლევა ნებისმიერი მოვლენის ესთეტური შეფასების ხასიათს. მაგალითად, მეცნიერისთვის, ვენერით მერწყულში, მნიშვნელოვანია, მოსწონს თუ არა თავად თეორია. საერთოდ, მეცნიერები ასეთი ვენერით მაშინვე ამჩნევენ სიახლეს; უნარი აქვთ, ინტუიციურ დონეზე შეაფასონ ახალი კონცეფციები, მათი სტრუქტურების ჰარმონიის თვალთახედვით. ვენერა მერწყულში არ მისცემს მეცნიერს უფლებას, იყოს კონსერვატული. მას არ აქვს წმინდად ესთეტური მიჯაჭვულობა დრომოჭმული თეორიებისა და სისტემების მიმართ. ვენერიელი მერწყულები არ ეჯაჭვებიან მოწონებულ ნივთებს, რადგან ყველას და ყველაფერს რამდენადმე  შორიდან უყურებენ მათ.

თქვენთვის დამახასიათებელია უჩვეულო, ორიგინალური და რამდენადმე უცნაური სილამაზის კრიტერიუმები, როდესაც შეუძლებელია მკაფიოდ ფორმირება “ეს” სილამაზეა თუ სიმახინჯე. თქვენ შეიძლება თავად განეკუთვნებოდეთ ასეთი გაურკევეველი ტიპის ადამიანებს. სხვებს მიაჩნიათ, რომ თქვენ დარღვეული ან გადაგვარებული ჰარმონიის გრძნობა გაქვთ, მაგრამ ასეთია თქვენი ესთეტური კრიტერიუმები _ უხილავი ზღვარი სილამაზესა და სიმახინჯეს შორის.
თქვენ ასევე შეიძლება გახასიათებდეთ უცნაური და გაუგებარი გარდაქმნები, როდესაც თქვენი ესთეტური მსოფლმხედველობა ძლიერ შემობრუნებას განიცდის. ასეთი ადამიანები ხშირად ხდებიან პიონერები ხელოვნების სფეროში. ბუნებრივია, რომ ესთეტური განვითარებისათვის თქვენ გჭირდებათ სრული თავისუფლება. ზუსტად ასეთ დამოუკიდებლობის პირობებში გეძლევათ შესაძლებლობა, უყუროთ ადამიანებს, მოვლენებს თუ ნივთებს არა შორიდან, არამედ უშუალოდ ჩაერთოთ პროცესში. როგორც წესი, თქვენთვის არ არის თვისებრივი ძლიერი გატაცებები, რადგან გრძნობების შემთხვევაშიც, ხშირად შეინიშნება მერწყულის საფირმო “გვერდიდან ცქერის” თვისება.
თქვენი ემოციური განვითარებისა და ჰარმონიული დასვენებისათვის ხელსაყრელი პირობები მრავლად უნდა შეიცავდეს მოულოდნელობებს ანუ ისეთ სიტუაციებს, სადაც ვითარდება საინტერესო და ორიგინალური თავგადასავლები, ავანტიურები. სულაც არ არის აუცილებელი, ეს ყველაფერი უკიდურეს ფორმებში გამოიხატოს, მაგრამ, თუ დასვენების დროს, ასეთი მოულოდნელობები არ წარმოიშვა, სავარაუდოდ, თქვენ თავად მოახდენთ პროვოცირებას.

ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“ 
ვენერა მერწყულში, ისევე როგორც მთვარე, წარმოშობს სამყაროს ესთეტურ აღქმას მთლიანობაში და ზრდის რეალობის უშუალო შემეცნების ხარისხს. თუმცა მერწყულის შემთხვევაში, ესთეტური კატეგორია წარმოდგენილია მისთვის დამახასიათებელ მენტალურ-პროგრესულ ჩარჩოებში.
ვენერა მერწყულში, უმაღლეს ოქტავაში, ორიენტირებულია შემომავალი ინფორმაციის ინტუიციურ აღქმაზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის ქმედითობის ხარისხს. ჰარმონიულ ვარიანტში, მისი ესთეტიკის გამომუშავება მიმდინარეობს თანამედროვეობის შესატყვის ესთეტურ კრიტერიუმებთან თანხვედრაში ანუ თანამედროვეთ კარგად ესმით და მაგნიტურად იზიდავთ მისი იდეები არამხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ ესთეტურ-ემოციურ ურთიერთობებშიც. თუ ვენერა დაზიანებულია, ამ შემთხვევაში, მერწყულის გემოვნება საკმაოდ უცნაური ფორმებით ვლინდება და მისი იდეები უაზრობად ეჩვენებათ ამ ადამიანებს, მაგრამ შესწავლისას (თავად მერწყულის ან დროის მიერ), იდეა შესაძლოა ბევრად ღრმა და ფუნდამენტალური აღმოჩნდეს, ვიდრე ჰარმონიული ვენერას შემთხვევაში.
ვენერა ვერ მიანიჭებს მერწყულს სითბოს, მაგრამ მისთვის გასაგები ხდება ფორმალური სისტემის ცივი სილამაზე, უჩნდება ლტოლვა მის მიმართ, რაც დადებითად აისახება მის ეგრეგორთან ინტერაქციაზე.
ვენერა მერწყული პიროვნების ორიენტირებს მიმართავს სოციალურ პრობლემებზე. ის იწყებს თანამედროვე საზოგადოების განვითარების პერსპექტიული გზების ძიებას, რაც საკმაოდ რთულია, რადგან საზოგადოებრივი ურთიერთობების ხასიათი მომავალში, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა სულიერი განვითარების დონით განისაზღვრება, რომლის წარმოდგენაც მერწყულს უჭირს, მაგრამ აუცილებელია, თუნდაც მხოლოდ მენტალურ დონეზე.
თუ პლანეტა დაზიანებულია, მერწყულს იმდენად ეუცხოვება მისი დროის სოციალური სტრუქტურა, შესაძლოა გარემოსცვასთან არაერთი კონფლიქტი წარმოექმნას. ეს შეიძლება მიუთითებდეს სოციალური პრობლემების პოტენციურად ღრმა ხედვაზე, რომელსაც დახვეწა სჭირდება.

 

 

კეიტ მოსი. ვენერა მერწყულში

სერგეი შესტოპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“ 
ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში, ეს კეთილშობილი, უანგარო და ჰუმანური ადამიანია, მუდმივი და ერთგული, კონტაქტური და მეგობრული. ნიჭიერი და გულწრფელი ურთიერთობებში. თავაზიანია და მარტივად იმსახურებს სიმპათიებს. ორიგინალური და შემოქმედებითი ნატურაა, დახვეწილი გემოვნებითა და განვითარებული ინტუიციით. გულწრფელ ინტერესს ავლენს ლიტერატურის, ხელოვნებისა და ქორეოგრაფიის მიმართ.

პლანეტის დაზიანებისას, პიროვნების ხასიათში ვლინდება პასიურობა, ინერტულობა, მომატებული მგრძნობიარობა, გადაჭარბებული ემოციურობა; ძლიერი, ღიად გამოხატული აუტანლობა ვინმეს და რამის მიმართ; სამყაროს დაპყრობის სურვილი; იმედგაცრუებები გრძნობებსა და სიმპათიებში; სიცივე. მიდრეკილება “თავისუფალი სიყვარულისადმი”; კავშირების უაზროდ, უმიზეზოდ გაწყვეტა; ზღვარგადასული იდეალიზმი.

ფრენსის საკოიანი „პლანტები ზოდიაქოს ნიშნებში“  
ძალზედ მომხიბვლელი და პოპულარული ადამიანია. ფართო სანაცნობო წრე ჰყავს. სურს დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულებები სოციალურ და სექსუალურ ქცევის წესებზე; თავად გადაწყვიტოს, რა არის მისთვის გონივრული. მიუხედავად იმისა, რომ თავად ყოველთვის არ ემორჩილება საზოგადოებაში მიღებულ წესებს, ვერ იტანს გაუთლელ ადამიანებს, უცერემონიო ქცევებსა და ცუდ მანერებს. ხშირია ერთი ნახვით შეყვარების პრეცედენტები, თუმცა გრძნობები ცვალებადია და მისი “სიყვარულიც” მალე სრულდება. მოსწონთ გონებამახვილი და ექსცენტრული ადამიანები. ყველაზე მეტად ვერ იტანენ მოწყენილობასა და ერთფეროვნებას, ეჭვიანობასა და მესაკუთრულ ინტინქტებს. იტაცებთ ხელოვნების თანამედროვე სახეობები. მარტივად იჩენენ ახალ ადამიანებს. ქორწინება სიყვარულით, ხანგრძლივი თაყვანისცემის შემდეგ.
რომანტიულ სიყვარულსა და სექსუალურ ურთიერთობებში თქვენ გახსნილი ადამიანი ხართ. არ მისდევთ ტრადიციულ გზებს. გიყვართ საზოგადოება, ადამიანების ერთმანეთისთვის წარდგენა და გაცნობა. ორივე სქესის უამრავი მეგობარი გყავთ. ძალიან აფასებთ მეგობრობას და საყვარლის ამპლუას მეგობრობა გირჩევნიათ. საყვარელ ადამიანთან ინტელექტუალური ურთიერთგაგებისა და სულიერი კავშირებისკენ მიისწრაფვით, რადგან ინტიმური ურთიერთობა და ემოციური კავშირები თქვენი სუსტი მხარეა. ქმრის ან ცოლის როლი, ტრადიციული გაგებით, არ გხიბლავთ. ვერ იტანთ, როდესაც თქვენს მიმართ ეჭვიანობას ავლენენ ან თქვენზე მბრძანებლობენ, რადგან თვლით, რომ პარტნიორები ქორწინებაში ერთმანეთის საკუთრებას არ წარმოადგენენ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, მეწყვილემ არ წამოგიყენოთ მოთხოვნები და მოგანიჭოთ თავისუფლება.
ხშირია ანემია (სისხლნაკლებობა).

ინდუბალა „ინდური ტრადიცია“   
რბილი და სასიამოვნო ბუნების ადამიანია. განათლებულია ოკულტურ მეცნიერებებში. უყვარს სხვადასხვა თამაში, გასართობები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კონტაქტურია, გამოირჩევა დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარე ხასიათით. სავარაუდოდ, უსუფთაო ჩვევები. სხვადასხვა ტექსტები ხშირად აღწერენ “უმანკო და მორიდებულ, თუმცა თავდაჯერებულ პიროვნებად.”

Het Monster. „პლანტები ზოდიაქოს ნიშნებში“  
ყველასთან სალმიანი და თავაზიანია, თუმცა ახლო მეგობრები ცოტა ჰყავს. თავს არიდებს ისეთ პარტნიორებს, ვინც მის შეზღუდვას ცდილობს. ტელეპატიის ზღვრამდე განვითარებული ინტუიციური შემეცნების უნარი.
უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში, ექსცენტრულობა და სექსუალური გარყვნილება. გვიან ქორწინდება. ქორწინება ხშირად ხელს უშლის სამსახურში. თუ პლანეტა “კეთილია”, პარტნიორის ერთგული იქნება.
თუ ვენერა მერწყულში I, III ან IX სხლში მოხვდა,უჩნდებათ განმარტოებული ცხოვრებისკენ მიდრეკილება.
ეს ადამიანი იცხოვრებს თავისი შვილებისგან შორს.

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“ 
ნათელი და ალტრუისტული გრძნობები აქვთ,თუმცა სითბოს მოკლებული. უპრობლემოდ აბამენ ახალ კონტაქტებსა და მეგობრულ ურთიერთობებს.

 

ქეთრინ ობიე „ასტროლოგიური ცნობარი“   
ვენერა მერწყულში პირველ რიგში თავისუფალი სიყვარულია, რომელიც თავს წარმოაჩენს განსხვავებული გამოვლენის შემთხვევაშიც. მერწყულისთვის დამახასიათებელია სიყვარული-მეგობრობა. თუმცა ერთგვარი პარადოქსული ტენდენცია ფიქსირდება: მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ეჭვიანობას ეწინააღმდეგება და თავისუფალი სიყვარულის მომხრეა, საკმაოდ ეჭვიანია ქცევებში.
მის გრძნობით სამყაროში ვერ შეხვდებით ყოვლისმომცველ ვნებებს. სამაგიეროდ, უხვად გადააწყდებით სირბილეს და შემწყნარებლობას. ნებისმიერ ვარიანტში, ის დამოკიდებელია თავის შეფასებებში და ნაკლებად უგდებს ყურს სხვის აზრს.

ყველაზე მთავარი ვენერა მერწყულთან ურთიერთობაში არის თავისუფლება, ორიგინალობა და თანასწორი უფლებები. ვენერიელი მერწყულები თანასწორ-მეგობრული ურთიერთობის მოდელს იყენებენ საყვარელ ადამიანთან, რაც ამ უკანასკნელის მიერ ხშირად გულგრილობად აღიქმება. მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან სწორედ ამ ტიპის ურთიერთობით წარმოაჩენს ვენერა მერწყული თავის სიყვარულს: მას იმდენად უყვარს პარტნიორი, მზადაა თავისუფლება მიანიჭოს და საკუთარი შეხედულებების მიხედვით ქცევის ნებას რთავს. პრინციპები, რომლითაც ვენერა მერწყული ურთიერთობებში ხელმძღვანელობს, ყოველთვის არ არის გასაგები ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, მაგრამ შესაძლოა, იმაზე ჰუმანური იყოს, ვიდრე ჩვენს საზოგადოებაშია მიღებული.
მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ სხვა ადამიანზე მიჯაჭვა. სურთ ჰყავდეთ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი საკონტაქტო წრე, რომელზე ზრუნვაც ხშირად საკუთარ ოჯახზე მნიშვნელოვანი ხდება. ეს ორიგინალური ხალხია, რომელიც თვალშისაცემად გამოირჩევა ბრბოსგან. ძალზედ მეგობრული და გულისხმიერნი არიან.
მათი ინტერესების სფეროში აუცილებლად აღმოაჩენთ რაიმე არატრადიციულსა და უჩვეულოს, შოკისმომგვრელსაც კი. მათ უყვართ თანამოაზრეთა კოლექტივების ორგანიზება. ინტერესების მიხედვით შექმნილი კლუბების ჩამოყალიბება, რასაც საყოველთაო ჰუმანიზმის იდეები უდევს საფუძვლად. ნეგატიურ ვარიანტში, ეს იქნება ეპატაჟური იდეები, რომელიც მხოლოდ საკუთარი პერსონისადმი ყურადღების მიპყრობას და სკანდალურ პოპულარობას ისახავს მიზნად.
დადებითი ასპექტების შემთხვევაში, ასეთი პიროვნება ჭეშმარიტად ჰუმანური იდეებით იკვებება და მთელი სამყაროს გაკეთილშობილების გულწრფელი სურვილი ამოძრავებს, რადგან პასუხისმგებლობას გრძნობს კაცობრიობის მომავლის წინაშე. უარყოფითი ასპექტებისას, მას ეუფლება ძლიერი სურვილი, გამოირჩეოდეს ნებისმიერ ფასად და ხშირად ვერ აცნობიერებს საკუთარი პოზიციის აბსურდულობას.

ქალი, ვენერით მერწყულში, ორიგინალური და გამომგონებელია. რადგანაც ბობოქარი საზოგადოებრივი მოღვაწეობა წყურია, მან შეიძლება საერთოდ მიატოვოს საყვარელი ადამიანი. რჩეულის აღშფოთების საპასუხოდ კი შესთავაზოს “ინტერესთა კლუბის” სამოქმედო პროგრამის გაცნობა, რომელიც თავის ახალ მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა ფულის საშოვნელად და აუცილებლად ასეც მოხდება როგორც კი კლუბის ფანტასტიური იდეას წარმატებით ჩაუშვებენ მოქმედებაში… ოპტიმიზმი მართლაც რომ სისხლში აქვს! სიჯიუტეს ვერ წაართმევთ! ამიტომ, სჯობს, თავიდანვე დაეთანხმოთ და დახმარების ხელი გაუწოდოთ შესაძლებლობების ფარგლებში. ის აქტიური და საქმიანია, თუმცა მიდრეკილია განწყობის მკვეთრი ცვლილებებისკენ, ხშირად აბსოლუტურად არაპროგნოზირებადად იქცევა და საერთოდ არ ხსნის საკუთარ საქციელს. ყველაზე მეტად მაშინ გაოცდებით, როდესაც შედეგად აღმოაჩენთ, რომ ის მართალი იყო, როდესაც ზუსტად ისე მოიქცა და არა სხვანაირად. განმარტება: ეს მისი არანორმალურად ძლიერი ინტუიციაა, რომელიც თითქმის არასოდეს ცდება.
ურთიერთობაში მას აკლია სითბო, ჩვეულებრივი ადამიანური ალერსი. ცოტა არ იყოს ხულიგანია. არ არის მიდრეკილი სინაზის და სენტიმენტების გამოხატვისკენ. ითხოვს თავისუფლებას, გენდერულ თანასწორობას. უყვარს ახალი ფაქტების განხილვა მეცნიერების, აღმოჩენების, უფოლოგიის, მისტიკის სფეროდან. შეიძლება მოექცეს სხვადასხვა ტიპის ფსიქოტროპული ნივთიერებების თუ მოდური მიმდინარეობების გავლენის ქვეშ.
მისი რჩეული არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეცადოს, გამოკეტოს ოთხ კედელს შუა. სჯობს მისთვის აუცილებელი თავისუფლება მიანიჭოთ და თქვენ იხილავთ, როგორი მადლიერებით გიპასუხებთ ასეთ დიდსულოვან ჟესტზე. პრინციპში, არც არსად აპირებდა წასვლას, მისთვის მთავარია, თავად ნდობის გამოცხადების ფაქტი პარტნიორის მხრიდან. ის ხანდახან თავადაც მზადაა, ითმინოს გაუგებარი ტიპის დამოკიდებულება, როდესაც მისთვის სიმპათიური ადამიანი რეალურად საკმაოდ უღირსად იქცევა. განა ის, რომ მისი წესიერების და ღირსების სჯერა, უბრალოდ მას თავში აზრად არ მოსდის, რომ ასეთი ტიპის ცხოვრების წესი და ურთიერთდამოკიდებულება განსხვავდება საერთოდ მიღებული წესისგან და არ სურს ისტერიკების მოწყობა. ხდება ისეც, რომ ასეთი მიდგომით სხვებზე მეტს აღწევს ოჯახის შენარჩუნების თვალსაზრისით და მტკიცედ იმყარებს პოზიციებს ურთიერთობაში.


მამაკაცს, ვენერით მერწყულში, უკომპლექსო ქალები ხიბლავს, ცხოვრებაზე ორიგინალური ხედვით, ქარივით თავისუფალი, ოდნავ გულუბრყვილო, ვისაც გულწრფელად სწამს საყოელთაო სიკეთის ძალის ზემოქმედების. თუ კომპანიასაც გაუწევთ ღამეულ გასეირნებებში, უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტის დამყარების მიზნით (მენტალურად რა საკვირველია), თქვენ უდავოდ მის დედაფლად იქცევით. მისი ურთიერთობები, მისივე შეხედულებით, თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი ვალდებულებისგან, იმის გარდა, რაც მეგობრობას და საერთო პროექტებს უკავშირდება. მისი გულის დასაპყრობად ჩვეულებრივი მეთოდები არ გამოგადგებათ, მაგრამ დაპყრობის შემდეგ აუცილებლად მიანიჭეთ სრული თავისუფლება და ისე გიერთგულებთ, როგორც არავის. ადამიანი, რომელმაც მას თავისუფლების შეგრძნება მიანიჭა, სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს მის გულში. მართალია, არა პირდაპირი გაგებით, მაგრამ მთავარია, რომ მისი მეხსიერება თქვენზე მხოლოდ ყველაზე თბილ მოგონებებს შეინახავს.

მარია ქეი სიმსი „თქვენი შესანიშნავი ბავშვი“  
თქვენი პატარა ვენერიელი მერწყული, ალბათ, ძალზედ კონტაქტური, მეგობრული და გახსნილი ბავშვია, თუმცა ზედმეტადაც ნუ მიუახლოვდებით. ადამიანური სიახლოვე ნეგატიურ ზეწოლას ახდენს მის ფსიქიკაზე, მესაკუთრული ინტინქტების გამოვლენა კი ძალიან აშინებს. მას უსაზღვრო სივრცე და თავისუფლება სჭირდება. ძალიან უყვარს, როდესაც გარშემომყოფთა სიმპათიებს იმსახურებს. სურს ბევრი მეგობარი ჰყავდეს, თუმცა ეს  იქამდე, სანამ მისგან არ მოითხოვენ ვინმე “სხვად” იქცეს, ანუ მის ინდივიდუალობასა და უნიკალობას შეეხებიან. მას ურჩევნია, საერთოდ არ ჰყავდეს საუკეთესო მეგობრები  და ყველასთან თანაბარ პირობებში იმეგობროს. მას ეშინია ახლო მიჯაჭვულობის, რაშიც თავისუფლების დაკარგვის საფრთხეს ხედავს.
ეს ბავშვი ძალიან ტოლერანტული დამოკიდებულებით გამოირჩევა განსხვავებული აზროვნებისა და შეხედულებების მქონე ადამიანთა მიმართ. ის იხიბლება არაშაბლონური, უცნაური პიროვნებებით.
სინამდვილეში, მისი მიჯაჭვულობა არ არის ცვალებადი და ერთგულების გამოჩენაც შეუძლია, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, ურთიერთობა იყოს გახსნილი, სახალისო და საინტერესო, ცხადია, პირადი თავისუფლების შეუზღუდავად.
ის კარგად იმუშავებს სხვა ადამიანებთან ერთად გუნდში, მაგრამ თუ მისი მიზნები გუნდის მიზნებს აცდა, ის ან გუნდის გადააწყობას შეეცდება, საკუთარი გემოვნების შესაბამისად, ან დატოვებს და სხვა თანამოაზრეების ძიებას დაიწყებს.
ხელოვნებაში, ისევე როგორც ყველაფერში, მას იზიდავს ყველაფერი ახალი და არატრადიციული. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყოველთვის მოზარდული მუსიკის ან მოდური ჩაცმულობის ყველაზე რადიკალური მიმდინარეობის ატანა მოგიწევთ. მაგალითად, თუ მისი თანატოლები ძალიან ორიგინალურები არიან დაუმორჩილებლობის გამოხატვაში და ვთქვათ,პანკროკი ან თრეშმეტალი იზიდავთ, თქვენი ვენერიელი მერწყული თავის ინდივიდუალობის გამოხატვას საოპერო მუსიკისა და სიმფონიების სიყვარულით გადაწყვეტს.
თუმცა რა სიურპრიზიც არ უნდა მოგიწყოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, შეინარჩუნეთ ცივსისხლიანი!

 

სამანტა დევისი „საბავშვო ფსიქოლოგია. ბავშვი ფსიქოლოგიის გასაღები“  
ვერ ვიტყვით რომ მერწყული ვენერასთვის კარგი მდებარეობაა. მერწყულის გრძნობები და ემოციები არასოდეს არ არის მიმართული კონკრეტული ადამიანისკენ. სწორედ ამიტომ ახლო ურთიერთობებს ბევრი პრობლემა მოაქვს მისთვის. მერწყულის სიყვარულის ადრესატი მთელი კაცობრიობაა და არა ცალკეული ინდივიდები, თანაც აუცილებლად მიუკერძოებელ და თანასწორუფლებიან პირობებში, რაც ხშირად იწვევს კონკრეტულ “ინდივიდთა” გაღიზიანებას.
ვენერიელი მერწყულები ყველაზე მეტად თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას აფასებენ და თუ ურთიერთობა რაიმე ფორმით შეზღუდვებს გულისხმობს, ისინი უბრალოდ წყვეტენ მას. ნებისმიერ საზოგადოებაში არ ემორჩილებიან საერთო წესებს და ცდილობენ არ დაკარგონ ინდივიდუალობა. მათ სურთ, გარშემომყოფებმა ისეთებად მიიღონ, როგორებიც არიან.  სასიყვარულო და მეგობრულ ურთიერთობებში არაპროგნოზირებადად იქცევიან. რა თქმა უნდა,ასეთი ბავშვებთან რთულია,მაგრამ ყველაფერს თავისი პლუსები აქვს: ისინი არიან უჩვეულო, საინტერესო და აბსოლუტურად გახსნილი ბავშვები.
მათ არ ახასიათებთ სენტიმენტები და ყოველთვის თავშეკავებულნი არიან ემოციების გამოხატვის დროს. ვერც რომანტიკოსებს უწოდებთ და ტაქტილური შეგრძნებებსაც მათთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ისინი ყოველთვის დამოუკიდებლად იქცევიან და ამ აზრს უნდა შეეგუოთ. სამაგიეროდ, განვითარებული აზროვნება აქვთ და კარგად სწავლობენ.
იზიდავთ თანამედროვე ხელოვნება. წარმატებით ნერგავენ ახალ მეთოდებსა და საშუალებებს.
ამ პატარა მკვლევარებს ნებისმიერი “აღმოჩენა” შეუდარებელ სიხარულს ანიჭებს. თქვენ უბრალოდ ვალდებული ხართ დაეხმაროთ მათ თავიანთი შესაძლობები სწორ კალაპოტში მიმართონ. მხოლოდ არ დაივიწყოთ, იყოთ თავაზიანი და ტაქტიანი.

ცნობილი ადამიანები ვენერით  მერწყულში

მშვილდოსნები: Чингиз Айтматов, Н.А.Некрасов, Владимир Шаинский, Борис Щербаков, Галина Волчек, Илья Авербух, Gustave Flaubert, Kenneth Branagh, Taylor Swift, Tom Waits, Gem Archer, Don Johnson…

თხის რქები: ზურაბ წერეთელი, И.В.Курчатов, Константин Станиславский, Михаил Боярский, Рената Литвинова, Константин Хабенский, Сергей Бодров (мл.), Ирина Апексимова, Андрей Малахов, Раиса Горбачева , Людмила Путина, Cicero, Catherine of Aragon, Isaac Newton, Paul Cézanne, Mel Gibson, Nicolas Cage, Nostradamus, Kate Moss, Ricky Martin, Jared Leto, Janis Joplin, Michael Schumacher, Carlos Castaneda, Muhammad Ali, Helena Christensen,Sienna Miller, R. Kelly Marlene Dietrich, Dido, Mao Zedong, Sade, Simone de Beauvoir, J.R.R. Tolkien, Christy Turlington, Olivier Martinez, Mel C, Lars Ulrich, Lilian Thuram, Jack London, Emilie de Ravin, Amanda Peet, Sissy Spacek, Dexter Holland…

მერწყულები: Борис Березовский,Борис Пастернак, Владимир Высоцкий, Ванга, Михаил Жванецкий, Лев Лещенко, Дмитрий Маликов, Proclus Д.Менделеев, Nick Nolte Kelly Rowland, Nastassja Kinski , Wolfgang Amadeus Mozart, William BurroughsLord Byron, Chris RockFranklin D. Roosevelt, Jack Lemmon, Robertino Rossellini, Paris Hilton, Ashton Kutcher, Paco Rabanne,Oprah Winfrey, Mischa Barton, Ellen Degeneres, Stendhal, Gene Hackman, Leslie Nielsen, Robert Wagner, Axl Rose, Dr. Dre, Yoko Ono, Sheryl Crow, Minnie Driver, Mathilda May, Gong Li, Phil Collins, Charlotte Rampling, Jennifer Jason Leigh, Joseph Gordon-Levitt, Peter Gabriel, Heather Graham, Gianluigi Buffon…

თევზები: ნინო ანანიაშვილი,Юрий Гагарин , Игорь Кио, Надежда Бабкина, Николай Расторгуев, Олег Янковский, Татьяна Догилева, Вера Алентова, Glenn Close, Sharon Stone, Ariel Sharon, Bruce Willis, Albert II Prince of Monaco, Freddie Jr. Prinze, Jessica Biel, Ornella Muti, Daniel Craig, Frédéric Chopin, Adam Levine, Pete Doherty, Bow Wow, Eva Mendes, Michel de Montaigne, Sandrine Kiberlain, Ivanka Trump, Nina Simone, Johnny Knoxville, Jerry Lewis, Linda Fiorentino, Maurice Ravel,Vanessa L. Williams, Tea Leoni, Kristin Davis, Holly Hunter, George Frideric Handel…

ვერძები: ლავრენტი ბერია, Надежда Крупская, Владимир Познер, Валерий Сюткин, Александр Буйнов, Aretha Franklin, Elton John, Akira Kurosawa, Quentin Tarantino, Gary Oldman, Alec Baldwin, Elle MacPherson,Alyson Hannigan

  ავტორი: Qet Adastra


About Kate

Scroll To Top